09/03/2020
🏥 ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ,,სისხლის ბანკი და კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტი" ორიენტირებულია როგორც დონორთა, ასევე პაციენტთა მომსახურებაზე.
🔻 კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, სისხლის კომპონენტების დამზადება შესაძლებელია ბოლო თაობის ავტომატური კოლექციის უნიკალური აპარატით Trima Accel version 6.0 - Automated Blood Collection System, მწარმოებელი Terumo BCT, რომელიც იძლევა მხოლოდ ლეიკორედუცირებული სისხლის კომპონენტების დამზადების საშუალებას სასურველი კომბინაციით ერთი დონორისგან. The right blood products at the right time.➖ აფერეზული ერითროკონცენტრატი - 100%-იანი ჰემატოკრიტით.➖ აფერეზული პლაზმა ( 1 - 4 ერთეული )➖ აფერეზული თრომბოკონცენტრატი 3.0*10¹¹/L, 4.5*10¹¹/L, 6.0*10¹¹/L, 9.0*10¹¹/L, 12.0*10¹¹/L (1 - 4 თერაპიული დოზა)
🔹 დონორის შერჩევა კონკრეტული კომპონენტის დასამზადებლად ხდება დონორის ფიზიკალური მონაცემების და სისხლის საერთო ანალიზის მაჩვენებლების შეყვანის საფუძველზე, რითაც სისტემა ავტომატურად განსაზღვრავს დონორისთვის დასაშვები მოცულობის და კონცენტრაციის კომპონენტების კომბინაციის შესაძლო ვარიანტებს. ამით უზრუნველყოფილია როგორც დონორის უსაფრთხოება ასევე დამზადებული კომპონენტის ხარისხიც.შესაძლებელია აუტოდონორული სისხლის დამზადება გეგმიური ქირურგიული პაციენტების შემთხვევაში, მათი სრულყოფილი გამოკვლევის და ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით.
🔹ასევე პირველად საქართველოში დაიწყო მოცირკულირე პლაზმის მთლიანი მოცულობის ჩანაცვლება-Therapeutic plasma exchange - TPE, (ჩვენების და მიხედვით, ჩანაცვლება კეთდება 5%-იანი ალბუმინით ან აფერეზული ლეიკორედუცირებული ახლად გაყინული პლაზმით), თრომბოდეპლეცია, ლეიკოდეპლეცია, ერითროდეპლეცია, ჩანაცვლებითი ერითროციტაფერეზი, ლიპიდაფერეზი აპარატით SPECTRA OPTIA - Apheresis System TerumoBCT.
🔹პირველად საქართველოში, ტარდება ღეროვანი უჯრედებს შეგროვების, პრეპარირების და შენახვის პოცედურები თანამედროვე პროტოკოლებით აუტოლოგიური ტრანსპლანტაციისთვის.დღეის მდგომარეობით ჩატარდა 192 პროცედურა (PBSCC) 98 აციენტთან. გადანერგვა ჩაუტარდა 84 პაციენტს.
✔ ,,სისხლის ბანკი და კლინიკური ტრანსფუზიოლოგიის დეპარტამენტი" მუშაობს 24 საათის განმავლობაში დასვენების დღეების გარეშე.