03/10/2022
🎉✨„ხეხილის ბაღში“ რეგისტრაცია დაიწყო!
🌐„ხეხილის ბაღი“ ბავშვზე ორიენტირებული საბავშვო ბაღია, რომელიც 2016 წელს დაარსდა და დაფუძნებულია კალიფორნიაში არსებული ტყის ბაღის „გაზებო სკოლის პარკის“ ფილოსოფიასა და გამოცდილებაზე.
💎 აქ ყველაფერია, რაც ბავშვს ჯანსაღი ზრდა-განვითარებისთვის, ბედნიერი და ლაღი ბავშვობისთვის სჭირდება!
🍃 დატრენინგებული ენთუზიაზმით სავსე პედაგოგები ფსიქოლოგიური ბექგრაუნდით, მათთვის უმთავრესია ბავშვებთან უ რ თ ი ე რ თ ო ბ ა და თითოეული ბავშვის ჯანსაღი ზრდა-განვითარების მხარდაჭერა
🍂 მრავალფეროვანი და უსაფრთხო გარემო, სადაც ბავშვები დაცულად გრძნობენ თავს, ცნობისმოყვარეობას მიჰყვებიან, გარემოში საკუთარი ინტერესების გამოკვლევით, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების აღმოჩენებით არიან დაკავებული
🍁 ბავშვზე მორგებული, გამოცდილებაზე დაფუძნებული "სწავლება" თამაშით
☘ შემოქმედებითი „პროგრამა“: კულინარია, გარემოზე, საკუთარ თავსა და ერთმანეთზე ზრუნვა, ექსპრესიული ხელოვნება, მუსიკა, წარმოსახვითი თამაშები, ლეგო, სახალისო არითმეტიკა, ცეკვა, იოგა, ხელსაქმე, საბავშვო წიგნების კითხვა, ამბების მოყოლა ...
🌳 ბუნებასთან ურთიერთობის შესაძლებლობა: მიწა, მცენარეები, ხეები, ხეხილის ბაღი … სეზონის ცვლილებებით გამოწვეულ ჯადოსნობებზე დაკვირვება
🌿 თითოეული ბავშვის თვითგამოხატვის ხელშეწყობა, მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების, ბავშვის წარმოსახვის, ინტელექტის, დამოუკიდებლობის, თვითრწმენის, ადეკვატური თვითშეფასების, პასუხისმგებლობისა და თვითზრუნვის განვითარება
🌻 ახალ-ახალი აღმოჩენები და შემეცნებითი მოგზაურობა, პროცესით ტკბობა, ფონად სიხარულის ემოცია (ჩვენთან არ არსებობს: "არ გამომდის", "მაძალებენ", "არ შემიძლია")
👨👩👧👦მშობლების მხარდაჭერა და გაძლიერება, რეგულარული ინდივიდუალური უკუკავშირი ბავშვის საჭიროებების შესახებ
🎈✨ შედეგია მეტის შემეცნების სურვილითა და ინტერესით სავსე, თვალებციმციმა ბედნიერი ბავშვი!
ორგანიზაციული დეტალები:
⭕ ასაკობრივი ზღვარი: 3 წლიდან 6 წლამდე ბავშვები.
⭕ დღის განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:10-დან 17:00-მდე (გახანგრძლივებული ჯგუფი 17:00-დან 19:00-მდე)
⭕ ჯგუფში მაქსიმუმ 20 ბავშვი, 2 პედაგოგი.
⭕ სამჯერადი კვება წახემსებებით, ჯანსაღი მენიუ
⭕ თვეში ერთხელ გასვლა (სხვადასხვა პარკებში, ბუნებაში და სხვ.)
⭕ თვეში ერთხელ ბავშვებისთვის საინტერესო სტუმრის მოწვევა
⭕ ღირებულება თვეში 600 ლარი (გახანგრძლივებული ჯგუფი - დამატებით 150 ლარი)
⭕ მისამართი: ვაკე, რადიანის ქ. 9
✅„ხეხილის ბაღში“ ბავშვის რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
„ხეხილის ბაღი“ ბავშვზე ორიენტირებული საბავშვო ბაღია, რომელიც 2016 წელს დაარსდა და დაფუძნებულია კალიფორნიაში არსე...