მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Ce

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Ce

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Ce მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი

ჩვენი კლინიკის განვითარების ისტორია უკავშირდება ადამიანს, რომელმაც სიცოცხლეშივე მიიღო საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. მურმან იაშვილის წვლილი წარუშლელია მედიცინის განვითარებაში. ექიმი, რომლის სახელსაც დღეს ქვეყნის უმსხვილესი ბავშვთა საავადმყოფო ატარებს, პედიატრიული სერვისების დანერგვასა და განვითარებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურა და შექმნა პირველი მულტიდისციპლინური სტაციონარული დაწესებულება ქვეყანაში.

მურმან იაშვილი დიდ რესურსს დებდა ახალგაზრდა კადრების სწავლა-განვითარებაში და სწავლების უწყვეტი პროცესისკენ იყო ორიენტირებული. სწორედ ამ მიდგომას იზიარებს და მისდევს დღემდე ბავშვთა საავადმყოფო, რომელიც ქვეყნის სამედიცინო ბრენდად იქცა.

იაშვილის საავადმყოფო ერთადერთი პედიატრიული მრავალპროფილური, რეფერალური კლინიკაა ქვეყანაში და მრავალ უნიკალურ სამედიცინო სერვისთან ერთად, უზრუნველყოფს 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას პრაქტიკულად ყველა მიმართულებით. მათ შორისაა მე-4 დონის ტრავმატოლოგია, მე-3 დონის ბავშვთა ნევროლოგია, ნეიროქირურგია, ნეონატოლოგია, ქირურგია (მე-4 და მე-5 კატეგორიის ქირურგიული ჩარევებით), ტოქსიკოლოგია, ონკოლოგია, ონკოჰემატოლოგია, თორაკოქირურგია, ენდოსკოპიური უროლოგია, ხელოვნური თირკმელი და სხვა.

ხელოვნური თირკმლის და დიალიზის განყოფილებები ქვეყანაში სწორედ მურმან იაშვილის ინიციატივით და თავდაუზოგავი შრომით შეიქმნა. მან დააარსა ასევე პირველი ნეონატოლოგიური დეპარტამენტი, რითაც დღენაკლულ ჩვილებს მისცა სიცოცხლის გაგრძელების უნიკალური შანსი. მურმან იაშვილსვე ეკუთვნის დღეს უკვე პოპულარული და საყოველთაოდ დანერგილი ოჯახის ექიმის ინსტიტუტიც.

დღეს უკვე იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მრავალ უნიკალურ პედიატრიულ სამედიცინო მიმართულებას ნერგავს და ავითარებს. მათ შორისაა ნეიროქირურგია, ტოქსიკოლოგია, თორაკალური ქირურგია, ხერხემლის ქირურგია. კლინიკა ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური სერვისის ერთადერთ მიმწოდებლად რჩება ქვეყანაში. ასევე, აღსანიშნავია ჰოსპიტლის თანამშრომლობა ჰოლანდიაში არსებულ პათომორფოლოგიურ ლაბორატორიის ბაზასთან, სადაც ხორციელდება რთული შემთხვევების პათოლოგ-ანატომიური დიაგნოსტიკა.

კლინიკა ასევე წარმოადგენს რამდენიმე სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების ბაზას.

იაშვილის საავადმყოფო პატარა პაციენტებზე მორგებულ, კომფორტულ და სტრესისგან რაც შეიძლება თავისუფალ გარემოს ქმნის. შექმნილია გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მათი თანმხლები პირებისთვის.

🏥 🧠 იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ნეიროქირურგიის განყოფილება, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერ...
22/10/2025

🏥 🧠 იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში ნეიროქირურგიის განყოფილება, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ქირურგიულ მკურნალობას:

🔹 ჰიდროცეფალიის მკურნალობა
🔹 ეპილეფსიის ქირურგიული მკურნალობა
🔹 თავის ტვინის, ზურგის ტვინის განვითარების მანკების მკურნალობა,
🔹 თავის ტვინის, ზურგის ტვინის სიმსივნეების მკურნალობა
🔹 თავის ტვინის და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი მანკების მკურნალობა
🔹 ქალას, ხერხემლის, თავის ტვინის და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა
🔹 რთული ფორმის ნეიროინფექციური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა

👨‍⚕️ ვლადიმერ წიქარიშვილის ხელმძღვანელობით ნეიროქირურგიის სამსახური 24/7-ზე უზრუნველყოფს პაციენტების მკურნალობას.

☎️ ექიმთან კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 05 15 15 ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ: https://shorturl.at/vJRmH
📍ლუბლიანას N13

20/10/2025

🦒 ჟირაფი ჟოზეს რჩევა დედიკოებსა და მამიკოებს, ბრაზიანი ვირუსებისგან თქვენი პატარას დასაცავად 💙

✅ ვაქცინაცია თქვენი შვილების სუპერძალაა!

UNICEF Georgia

16/10/2025

16 ოქტომბერი ანესთეზიის მსოფლიო დღეა 🌏

იაშვილის ჰოსპიტლის ანესთეზიოლოგების პროფესიონალიზმი და ზრუნვა უზრუნველყოფს, რომ პატარა პაციენტებისთვის ნებისმიერი პროცედურა იყოს მშვიდი და უსაფრთხო 💙

15/10/2025

ჩვენი გამარჯვებული ეველინას გაცილება 💙

15/10/2025

💉 გრიპის ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება
➡️ BMG სტუმარი: ივანე ჩხაიძე - მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო-ს სამედიცინო დირექტორი

🏥იაშვილის ჰოსპიტლის ორგანიზებით ბავშვთა ნევროლოგიასა და ნეიროქირურგიაში მასშტაბური კონფერენცია ჩატარდა📅 ღონისძიება 11-12...
13/10/2025

🏥იაშვილის ჰოსპიტლის ორგანიზებით ბავშვთა ნევროლოგიასა და ნეიროქირურგიაში მასშტაბური კონფერენცია ჩატარდა

📅 ღონისძიება 11-12 ოქტომბერს ბათუმის „ჰილტონში“ გაიმართა და მოიცავს თანამედროვე ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის უახლესი მიღწევების, მკურნალობის ტაქტიკებისა და ინოვაციური მიდგომების განხილვას.

👨‍⚕️აღსანიშნავია, რომ ორდღიან კონფერენციას ქვეყნის მასშტაბით დარგის თითქმის ყველა წამყვანი ბავშვთა ნევროლოგი და ნეიროქირურგი დაესწრო.

📍კონფერენციის მიზანია დასავლეთ საქართველოს ნევროლოგებისთვის, ნეიროქირურგებისთვისა და პედიატრებისთვის თანამედროვე მიდგომების გაზიარება და პროფესიული გამოცდილების გაღრმავება.

🤝 გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა მონაწილეს, პარტნიორსა და მხარდამჭერს.
🥇ღონისძიების ოქროს სპონსორია შპს "მედ თრეიდერი".

13/10/2025

🏥📄იაშვილის ჰოსპიტლის ორგანიზებით ბათუმში ბავშვთა ნევროლოგიასა და ნეიროქირურგიაში ერთერთი ყველაზე მასშტაბური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

📅 14 ოქტომბერს იაშვილის კლინიკის ამბულატორია იმუშავებს 15:00 საათამდე.☎️ დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 05 15 15 ან...
10/10/2025

📅 14 ოქტომბერს იაშვილის კლინიკის ამბულატორია იმუშავებს 15:00 საათამდე.

☎️ დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 05 15 15 ან დაჯავშნეთ ვიზიტი ონლაინ: https://shorturl.at/vJRmH
📍 ლუბლიანას N13

🏥👶🏻 იაშვილის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ საფრანგეთის ელჩს საქართველოში უმასპინძლა.🇬🇪 🇫🇷 შეხვედრა გაიმართა იაშვილის ...
08/10/2025

🏥👶🏻 იაშვილის ბავშვთა ცენტრალურმა საავადმყოფომ საფრანგეთის ელჩს საქართველოში უმასპინძლა.

🇬🇪 🇫🇷 შეხვედრა გაიმართა იაშვილის ჰოსპიტალსა და საფრანგეთის საელჩოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს პედიატრიული სერვისების განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

🤝 თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯია თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკების დანერგვისა და ქართველი პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გასაუმჯობესებლად.

Ambassade de France en Géorgie

08/10/2025

🏥👶🏻 იაშვილის ბავშვთა საავადმყოფომ საფრანგეთის ელჩს უმასპინძლა

🇫🇷🇬🇪 შეხვედრა საფრანგეთის საელჩოსა და იაშვილის საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს პედიატრიული სერვისების განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას

🌍 საერთაშორისო თანამშრომლობა პედიატრიული სერვისების განვითარებისთვის🤝 საფრანგეთის საელჩოსა და იაშვილის საავადმყოფოს შორი...
02/10/2025

🌍 საერთაშორისო თანამშრომლობა პედიატრიული სერვისების განვითარებისთვის

🤝 საფრანგეთის საელჩოსა და იაშვილის საავადმყოფოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ლევან ხარაშვილი თანამედროვე კლინიკური მიდგომების შესასწავლად იმყოფებოდა პარიზის ნეკერის ბავშვთა ჰოსპიტალში.

აღნიშნული გამოცდილება ხელს შეუწყობს პედიატრიული ქირურგიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინოვაციური პრაქტიკის დანერგვას.

🔜 მემორანდუმის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია იაშვილის საავადმყოფოს სხვადასხვა სერვისების წარმომადგენელი ექიმების ვიზიტები პარიზის ნეკერის ბავშვთა ჰოსპიტალში.

29/09/2025

ჩვენი გამარჯვებული ლევანის გაცილება 💙

Address

თბილისი. ლუბლიანას 13/6
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Ce posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო • M. Iashvili Children's Ce:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category

ჩვენ შესახებ

მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო 1966 წელს დაარსდა, მას შემდეგ იგი დღემდე რჩება ერთ-ერთ მრავალფუნქციურ, წამყვან კლინიკად ქვეყანაში.

კლინიკა წარმოადგენილია 250 საწოლზე გაშლილი სტაციონარითა და ძლიერი ამბულატორიული და სასწრაფო გადაუდებელი მომსახურეობით. ჩვენი კლინიკა მაღალი პროფესიონალური გუნდითაა დაკომპლექტებული, სადაც თქვენს პატარას მაღალკვალიფიციურ დახმარებას გაუწევენ პედიატრიული, ინფექციური, რევმატოლოგიური, ნეფროლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ემერჯენსისა და კრიტიკული მედიცინის, ზოგადი ქირურგიის, ონკოლოგოგიისა და ჰემატოლოგიის, ნეონატოლოგიური, თავ-კისრის ქირურგიისა და დიაგნოსტიკური მიმართულებებით. კლინიკაში ფუნქციონირებს ბავშვთა გლობალური განვითარებისა და ხელშეწყობის და სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის ცენტრები. ჩვენ ვზრუნავთ 24 საათის განმავლობაში ჩვენი და თქვენი მომავლისათვის!