ნეიროენერგია და ფსიქოლოგია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ნეიროენერგია და ფსიქოლოგია

ნეიროენერგია და ფსიქოლოგია წიგნი “გონების კოდი” - მედიტაციის საიდუმლო გზა წარმატებამდე - ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატება, ფინანსური კეთილდღეობა.

☯️ თანამედროვე სამყაროში განათლება ფასობს - უნივერსიტეტები, დიპლომები, ხარისხები…მაგრამ ხშირად გვავიწყდება მთავარი - გან...
25/10/2025

☯️ თანამედროვე სამყაროში განათლება ფასობს - უნივერსიტეტები, დიპლომები, ხარისხები…
მაგრამ ხშირად გვავიწყდება მთავარი - განათლება ცოდნას აძლევს ადამიანს, აღზრდა კი მიმართულებას.

შეგიძლია იყო შესანიშნავი სპეციალისტი, მაგრამ თუ ელემენტარული ზრდილობა, პატივისცემა და ემპათია არ გაქვს, შენს ცოდნას სიღრმე არ ექნება.
განათლება გვასწავლის როგორ ვიმუშაოთ გონებით,
ხოლო აღზრდა გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ გულით.

ზრდილობა - ეს არ არის მხოლოდ ეტიკეტი ან ფორმალობა.
ეს არის შინაგანი კულტურა, უნარი მოსმენის, დათმობისა და სხვისი საზღვრების პატივისცემის.
სწორედ ეს თვისებები ქმნიან ნამდვილი ინტელექტუალის არსს.

შესაძლოა ვერასდროს მიიღო უმაღლესი ხარისხი, მაგრამ თუ გაქვს საშუალო აღზრდა და ელემენტარული ზრდილობა,
შენ უკვე იმაზე უფრო განათლებული ხარ, ვიდრე ბევრს ჰგონია.

#გონებისკოდი #ზეზვაჯაიანი #წიგნი #წიგნები

📖 გონების კოდი უკვე ხელმისაწვდომია Amazon-ზე ინგლისური ვერსია - როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული წიგნის სახით.უღრმესი მად...
25/10/2025

📖 გონების კოდი უკვე ხელმისაწვდომია Amazon-ზე ინგლისური ვერსია - როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული წიგნის სახით.

უღრმესი მადლობა Amazon-ს პარტნიორობისთვის და იმისთვის, რომ მოგვცა შესაძლებლობა, ეს წიგნი მსოფლიოს მკითხველამდე მივიტანოთ.

✨ გონების კოდი - მეტი ვიდრე წიგნი. ეს არის გზამკვლევი გონების სიღრმეების აღმოჩენისთვის, შინაგანი ძალების გაღვიძებისთვის და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებით ცხოვრების ტრანსფორმაციისთვის.

📖 The Code of Mind is now officially available on Amazon — choose between hardcover, paperback, or eBook!

A heartfelt thank you to Amazon for the partnership and for giving us the opportunity to bring this book to readers around the world.

✨ The Code of Mind — more than just a book. It is a guide to exploring the depths of your mind, awakening your inner power, and transforming your life by realizing your true potential.

__________
#გონებისკოდიუკვეამაზონზეა

☯️ ცხოვრება არ აძლევს გამარჯვებას მათ, ვინც ადვილად ნებდება. ყველაზე დიდ წარმატებებს ყოველთვის წინ უსწრებს ბრძოლა - უხილ...
19/10/2025

☯️ ცხოვრება არ აძლევს გამარჯვებას მათ, ვინც ადვილად ნებდება. ყველაზე დიდ წარმატებებს ყოველთვის წინ უსწრებს ბრძოლა - უხილავი, შინაგანი ბრძოლა საკუთარი შიშების, ეჭვებისა და დაღლილობის წინააღმდეგ.

ბოლომდე ბრძოლა არ ნიშნავს აგრესიულ შრომას ან ბრძოლას სამყაროსთან -
ეს ნიშნავს არ დანებდე საკუთარ სუსტ მხარეებს, მაშინაც კი, როცა ყველაფერი შენს წინააღმდეგ მიედინება.

ყოველი ტკივილი დროებითია.
გაივლის როგორც ღამე, რომელიც ადგილს უთმობს განთიადს.
მაგრამ ის, ვინც არ დანებდა - მოიპოვებს იმ შინაგან სიძლიერეს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩება მასში.

ტრიუმფი ყოველთვის მოდის იქ, სადაც მოთმინება სჯაბნის ტკივილს.
სამყარო არ ტოვებს შეუმჩნევლად მათ, ვინც ბოლომდე იბრძოლა -
ის აჯილდოებს მათ არა მხოლოდ წარმატებით, არამედ სულიერი სიმშვიდით, თავდაჯერებით და იმ ცნობით, რომ ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია.

გახსოვდეს: ახლა რაც არ უნდა სირთულე გქონდეს რთული, ეს მხოლოდ ერთი თავი არის შენს წიგნში და არა დასასრული.
შენი გამარჯვება უკვე შენს გზაზეა, უბრალოდ არ გაჩერდე.

📖 ასეთ შინაგან ტრანსფორმაციაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ ძალა და რწმენა მაშინაც კი, როცა ცხოვრება გამოცდას გვიტარებს აღწერილია წიგნში, რომელიც გეხმარება იპოვო შენი გონების ძლიერი მხარე.
დაწერე კომენტარში „მინდა“, თუ გსურს წაიკითხო.

#გონებისკოდი #ზეზვაჯაიანი #წიგნები #წიგნი

☯️ ცხოვრებაში არაფერი ხდება შემთხვევით.ხშირად ვფიქრობთ, რომ რაღაცები უბრალოდ ასე მოხდა  - შემთხვევით, უცნაურად, ყოველგვა...
18/10/2025

☯️ ცხოვრებაში არაფერი ხდება შემთხვევით.

ხშირად ვფიქრობთ, რომ რაღაცები უბრალოდ ასე მოხდა - შემთხვევით, უცნაურად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მაგრამ სულიერი ჭეშმარიტება სხვაგვარია: ამ სამყაროში შემთხვევითობები არ არსებობს.

ყოველი მოვლენა, ყოველი შეხვედრა და ყოველი მცირე დეტალიც კი - საკუთარ მიზანს ატარებს. ზოგჯერ ეს მიზანი იმ წამს არ ჩანს, მაგრამ დრო ყოველთვის აჩვენებს, რატომ იყო საჭირო ის კონკრეტული სიტუაცია.

როდესაც რაღაც გტკივა - ეს გამოცდაა.
გინდა თუ არა, ამ ტკივილში იმალება გაკვეთილი. ტკივილი გაჩვენებს იმას, რაც შენში ჯერ კიდევ სუსტია და გეუბნება: „აი, აქ უნდა გაიზარდო.“

როდესაც ცხოვრებაში იშლება რაღაც - ეს ხშირად სასჯელი კი არა, გათავისუფლებაა.
ზოგჯერ სამყაროს სურს, შეგიცვალოს მიმართულება, მაგრამ შენ ეწინააღმდეგები, რადგან არ გჯერა, რომ უკეთესისკენ მიდიხარ.

როდესაც იღებ რაღაც კარგს - ეს საჩუქარია.
მაგრამ საჩუქრები მხოლოდ მათ ეძლევათ, ვინც გაკვეთილები გულწრფელად გაიარა.

როდესაც რაღაც გაფრთხილებს - მოისმინე.
ინტუიცია, ემოციები, უცნაური ნიშნები - ეს ყველაფერი გზავნილებია. სამყარო არასდროს გელაპარაკება ხმამაღლა, ის გესაუბრება სიმშვიდეში.

ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში ხდება - ან გასწავლის, ან გაძლევს, ან გიცავს.
შეიგრძენი ყოველი მოვლენა როგორც გზავნილი, და შენც მიხვდები, რომ ცხოვრება ყოველთვის შენს მხარესაა.

#გონებისკოდი #წიგნი #წიგნები #ზეზვაჯაიანი

☯️ შური გპარავს წარმატებას, სიძულვილი - ჯანმრთელობას; ბრაზი - ახალგაზრდობას.ლაო ძი
17/10/2025

☯️ შური გპარავს წარმატებას, სიძულვილი - ჯანმრთელობას; ბრაზი - ახალგაზრდობას.

ლაო ძი

☯️ ადამიანი არ აკონტროლებს სუნთქვას, მაგრამ სუნთქვა აკონტროლებს ადამიანს.როცა ნერვები დაძაბულია, სუნთქვა ხშირდება.როცა გ...
16/10/2025

☯️ ადამიანი არ აკონტროლებს სუნთქვას, მაგრამ სუნთქვა აკონტროლებს ადამიანს.
როცა ნერვები დაძაბულია, სუნთქვა ხშირდება.
როცა გონება მშვიდია, სუნთქვა ღრმავდება.

სუნთქვის დაკვირვება - ეს არ არის მხოლოდ მედიტაცია.
ეს არის გზა გონების შესამოწმებლად, სად ხარ ახლა - წარსულში, მომავალში თუ აწმყოში.

როცა თვალებს ხუჭავ და უბრალოდ აკვირდები როგორ შემოდის და გადის ჰაერი, შენ იწყებ გონების გამჭვირვალების დანახვას.
გონება აღარ ფიქრობს, არამედ მხოლოდ ჩერდება.

იოგები ამბობდნენ: „ვინც სუნთქვას აკვირდება, საკუთარ სულს ხედავს.“
რადგან სუნთქვა არის ხიდი მატერიასა და ენერგიას შორის.

როცა სუნთქვა მშვიდდება - მშვიდდება ცხოვრებაც.
ეს პრაქტიკა არა მხოლოდ ამშვიდებს ნერვულ სისტემას, არამედ აღადგენს შინაგან ენერგიას, ფოკუსს და სუფთა აზროვნებას.

📖 ამ შინაგან პრაქტიკებზე უფრო ვრცლად წაიკითხავ წიგნში „გონების კოდი“ - გზამკვლევი გონების ტალღებიდან სიჩუმემდე.
თუ გსურს, დაწერე კომენტარში — „მინდა“.

☯ ადამიანის ტვინი უსაზღვრო პოტენციალს ფლობს - ბევრად მეტს, ვიდრე გვგონია. მას შეუძლია სწავლა, ვარჯიში და გადაპროგრამება,...
14/10/2025

☯ ადამიანის ტვინი უსაზღვრო პოტენციალს ფლობს - ბევრად მეტს, ვიდრე გვგონია. მას შეუძლია სწავლა, ვარჯიში და გადაპროგრამება, რაც საშუალებას გვაძლევს სრულიად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება.
🧠 ტვინი ვერ არჩევს რეალობასა და წარმოსახვას - ის ერთნაირად რეაგირებს ორივეზე. სწორედ ამიტომ მუშაობს პლაცებოს ეფექტი: შაქრის ნატეხიც კი შეიძლება განკურნების საშუალებად იქცეს, თუ ადამიანი მტკიცედ იჯერებს, რომ წამალს იღებს.
ნოცებოს ეფექტი კი საპირისპიროდ მოქმედებს - როცა ადამიანი მუდმივად უსმენს ინფორმაციას დაავადებებზე, ტვინი იწყებს ფიზიკურ რეაქციას და შესაძლოა თვითონვე იგრძნოს სიმპტომები, ეს ფაქტიც დადასტურებულია. იმ დროს, როდესაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები სადიპლომო ნაშრომს ამზადებდნენ, კვლევების შედეგად გამოვლინდა რომ ვინც რა დაავადებაზე ჩაატარა კვლევა და დაწერა თემა უმეტესი იმ დაავადებით იყო გარდაცვლილი.
როცა სამყაროს პოზიტიურად ვუყურებთ, ტვინი აძლიერებს სეროტონინის გამომუშავებას და უფრო ხშირად გვაგრძნობინებს ბედნიერებას.
კონსტრუქციული აზრები და ნათელ მომავალზე ფიქრი პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენს ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე.

ადამიანი ხედავს იმას, რაზეც ფიქრობს. მაგალითად, როცა ახალ ავტომობილს ყიდულობთ, უფრო ხშირად იწყებთ ამავე მარკის მანქანების შემჩნევას - ეს ტვინის ფოკუსირების შედეგია.

რატომ არის ეს ცოდნა მნიშვნელოვანი?
რადგან ჩვენი აზროვნება განსაზღვრავს რეალობას - შეგვიძლია ნებისმიერი სირთულიდან გამოვიდეთ, თუ გონებას სხვა მიმართულებით მივმართავთ.

ტვინი უმეტეს დროს ავტომატურად მოქმედებს - დღეში საშუალოდ 60 000 აზრი გვიტრიალებს თავში, და მათი უმეტესობა გუშინდელის გამეორებაა. ამიტომ საჭიროა ახალი გარემო, რომ გონებამ განახლდეს და „გაიწმინდოს“.

✅ პერიოდულად უნდა გამოეთიშოთ ყოველდღიურობას - ეს დაგეხმარებათ შინაგანი ენერგიის აღდგენასა და უფრო ნათელ ხედვაში.
მარტივი გზა ტვინის დასასვენებლად არის მედიტაცია, ასევე აქტიური დასვენება: სეირნობა, ცურვა, ლაშქრობა, ან ნებისმიერი საქმიანობა, რაც ბუნებასთან გაკავშირებთ.

❗თქვენი ტვინი რეაგირებს იმაზე, რაზეც ფიქრობთ. თუ მუდმივად ფიქრობთ, რომ რაღაც ვერ გამოგივათ ტვინი ამ აზრს აძლიერებს. მაგრამ თუ ჩაანაცვლებთ ფიქრით, რომ წარმატებას მიაღწევთ, ტვინი ქმნის ახალ ნეირონულ გზებს ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ იწყებთ იმ შესაძლებლობების დანახვას, რომლებიც აქამდე შეუმჩნეველი იყო.

✅❗ადამიანი ხდება ის, რისიც სჯერა - რადგან ყველაფერი, რაც ფიზიკურად ვლინდება, თავდაპირველად მხოლოდ აზრად არსებობდა.

📘 ამ თემაზე უფრო ვრცლად გაეცნობით წიგნში „გონების კოდი“.
დაწერე კომენტარში მინდა.

☯️ შურის კარმული შედეგები შური, სიძულვილი და ცუდი განზრახვები არა მხოლოდ სხვას აზიანებს, არამედ თავად შენს შინაგან სამყა...
13/10/2025

☯️ შურის კარმული შედეგები

შური, სიძულვილი და ცუდი განზრახვები არა მხოლოდ სხვას აზიანებს, არამედ თავად შენს შინაგან სამყაროსაც.
სიცოცხლის ხარისხი დამოკიდებულია შენს შინაგან მდგომარეობაზე: დადებითი ქმედებები ზრდის სიმშვიდეს, ენერგიასა და ჯანმრთელობას, უარყოფითი კი სტრესს, დაძაბულობას და ემოციურ ტრავმებს.

გონების კოდი გვასწავლის, რომ ჩვენი აზრები და ემოციები პირდაპირ ქმნის რეალობას. შინაგანი სიფხიზლე და სიყვარული არა მხოლოდ აუმჯობესებს შენს ფსიქიკურ მდგომარეობას, არამედ ხელს უწყობს ბედნიერებისა და ჰარმონიის შექმნას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

📖 ფრაგმენტი წიგნიდან „გონების კოდი“

#გონებისკოდი #წიგნები #წიგნი

☯️ როგორ ავნებს ადამიანის ჯანმრთელობას ბოროტება და ცუდი განზრახვებიადამიანის შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ მოქმედებს მის...
12/10/2025

☯️ როგორ ავნებს ადამიანის ჯანმრთელობას ბოროტება და ცუდი განზრახვები

ადამიანის შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ მოქმედებს მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ბოროტება, შური, სიძულვილი და ცუდი განზრახვები არ რჩება მხოლოდ გონებაში, ისინი ცვლის სხეულის ქიმიას, აწვება ნერვულ სისტემას და აძლიერებს ქრონიკულ დაავადებებს.

ფიზიკური შედეგები:
• მაღალი არტერიული წნევა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები
• იმუნიტეტის დაქვეითება, ორგანიზმის სუსტი დაცვა ინფექციებისგან
• ქრონიკული დაღლილობა, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები

მენტალური და ემოციური შედეგები:
• მუდმივი სტრესი და შფოთვა
• დეპრესიისა და უკმაყოფილების გაძლიერება
• შინაგანი სიმშვიდის გაუფასურება

ბოროტება და ცუდი განზრახვები წვავს დადებით ენერგიას, ზრდის შინაგან დაძაბულობას და ხელს უშლის ბედნიერების განცდას. პირიქით, სიკეთე, ნეგატივის გაშვება და მორალური სიწმინდე არა მხოლოდ სულს, არამედ სხეულსაც აძლიერებს.

სიცოცხლის შინაარსი არ არის მხოლოდ გარესამყაროს ფორმირება, არამედ შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებაა. როდესაც გონება თავისუფალია ბოროტი ფიქრებისგან, ორგანიზმი ხდება ჯანმრთელი, სული - მშვიდი, ხოლო ცხოვრება - მდიდარი და ბრწყინვალე.

📖 ფრაგმენტი წიგნიდან „გონების კოდი“
ეს წიგნი გვასწავლის, როგორ გავთავისუფლდეთ უარყოფითი განზრახვებისგან, გავაღვიძოთ შინაგანი სიბრძნე და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა ფიზიკურ და ემოციურ დონეზე.

☯️ როგორ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას ბოროტება და ცუდი განზრახვები

ადამიანის შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ მოქმედებს მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ბოროტება, შური, სიძულვილი და ცუდი განზრახვები არ რჩება მხოლოდ გონებაში, ისინი ცვლის სხეულის ქიმიას, აწვება ნერვულ სისტემას და აძლიერებს ქრონიკულ დაავადებებს.

ფიზიკური შედეგები:
• მაღალი არტერიული წნევა და გულ-სისხლძარღვთა პრობლემები
• იმუნიტეტის დაქვეითება, ორგანიზმის სუსტი დაცვა ინფექციებისგან
• ქრონიკული დაღლილობა, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები

მენტალური და ემოციური შედეგები:
• მუდმივი სტრესი და შფოთვა
• დეპრესიისა და უკმაყოფილების გაძლიერება
• შინაგანი სიმშვიდის გაუფასურება

ბოროტება და ცუდი განზრახვები წვავს დადებით ენერგიას, ზრდის შინაგან დაძაბულობას და ხელს უშლის ბედნიერების განცდას. პირიქით, სიკეთე, ნეგატივის გაშვება და მორალური სიწმინდე არა მხოლოდ სულს, არამედ სხეულსაც აძლიერებს.

სიცოცხლის შინაარსი არ არის მხოლოდ გარესამყაროს ფორმირება, არამედ შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებაა. როდესაც გონება თავისუფალია ბოროტი ფიქრებისგან, ორგანიზმი ხდება ჯანმრთელი, სული - მშვიდი, ხოლო ცხოვრება - მდიდარი და ბრწყინვალე.

📖 ფრაგმენტი წიგნიდან „გონების კოდი“
ეს წიგნი გვასწავლის, როგორ გავთავისუფლდეთ უარყოფითი განზრახვებისგან, გავაღვიძოთ შინაგანი სიბრძნე და დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა ფიზიკურ და ემოციურ დონეზე.

☯️ ბედნიერება არ არის მიზანი, ის არის მდგომარეობა, რომელშიც გონება და გული ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. სრული ტექსტი ი...
11/10/2025

☯️ ბედნიერება არ არის მიზანი, ის არის მდგომარეობა, რომელშიც გონება და გული ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.

სრული ტექსტი იხილეთ პირველ კომენტარში.

#გონებისკოდი #წიგნები #წიგნი

☯️ ბედნიერება არ არის მიზანი, ის არის მდგომარეობა, რომელშიც გონება და გული ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.ბედნიერი ადამია...
11/10/2025

☯️ ბედნიერება არ არის მიზანი, ის არის მდგომარეობა, რომელშიც გონება და გული ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
ბედნიერი ადამიანი არ ეძებს სრულყოფილებას, ის ხედავს სილამაზეს იმაში, რაც უკვე აქვს.
ის აღარ ეძებს გარესამყაროში მიზეზებს, ის პოულობს სიმშვიდეს საკუთარ ცნობიერებაში.

ბედნიერება მოდის მაშინ, როცა წყვეტ ლოდინს.
როცა აღარ ფიქრობ და არ განიცდი თუ როგორ უნდა იყოს, არამედ გრძნობ იმას, რაც არის.
როცა გონება აღარ ებრძვის ცხოვრებას, არამედ იწყებს მის მიღებას, სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი თავისუფლება.

ბედნიერმა ადამიანმა იცის:
• ყველაფერი დროებითია, და ამიტომ არ ებღაუჭება არაფერს
• ყველაფერი დაკავშირებულია, და ამიტომ არ განიკითხავს
• ყველაფერი აქვს უკვე, რაც სჭირდება

ბედნიერება - ეს არის არა ის, რასაც იპოვი, არამედ ის, რასაც ქმნი ნათელი გონებით ყოველ წამს.

📖 ფრაგმენტი წიგნიდან „გონების კოდი“
ეს წიგნი გისწავლის, როგორ შეცვალო აზროვნების შაბლონები, გააღვიძო შინაგანი სიბრძნე და აღმოაჩინო ბედნიერება შენსავე გონებაში.
დაწერე კომენტარში - მინდა, თუ გსურს, რომ ეს წიგნი გახდეს შენი შინაგანი სიმშვიდის გზამკვლევი.

#გონებისკოდი #წიგნები #წიგნი

“ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს კანონი, ინდიელებს ნირვანა, რუსებს მათრახი ხოდა ქართველებს პატივმოყვარეობა”,,...
10/10/2025

“ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს კანონი, ინდიელებს ნირვანა, რუსებს მათრახი ხოდა ქართველებს პატივმოყვარეობა”

,,ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა”.

“ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ”.

,,თვით უაღრესი ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს”.

,,ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ,
მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს”.

,,მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწყურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია. როცა იგი მაქებარს დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში. სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულტანებს”.

,,უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება – ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს”.

,,უღირსი კაცის თვალში თვით უდიდესი და უზენაესი არარად იქცევა ხოლმე, რადგან პატარა სარკეში როდის ჩატეულა თუნდაც სპილენძის ხატებაი”.

,,სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი – კოცნით, მეფე – ღიმილით, ხოლო მოღალატე – პატივის მიგებითა”.

,,როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე – ბოლოთი”.

,,ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე”.

,,ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად. ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქანდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს”.

,,ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს”.

,,ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ”.

,,არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი”.

,,ნეტარ არიანი იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავენ სამშობლოს თვისას იავარყოფას. ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას”.

,,ხელოვნებაა თვით უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი… ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი”.

,,საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი”.

,,ძლიერს უჭირს ამქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ…”

,,ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში”.

,,ეგეც იცოდე , არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე , როგორც იგი , რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს”.

,,ეს, ღმერთმა გაუმარჯოს იმ მამალ ორაგულს, აღმა რომ მიჰყვება ამაღამ არაგვს, უფსკრულებში დაეძებდეს თავსი დედოფალს, ვაჟკაცურად მიარღვევდეს ტალღებს, რათა გუდამაყარში წამოეწიოს და მისწვდეს საწადელს”.

,,ეს ღმერთმა იმ ხარირემს გაუმარჯოს, რომელიც საფურცლეს ტყეში დასდევს ამ წუთში თავის ფურს და სხვა ხარი თუ შეეზიარა, რქებით გამოაფტრავს მუცელს”.

,,კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე”.

,,ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი”.

,,როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას”.

,,ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა.”

,,ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”.

,,არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს. ასეთნი მუდამ მარტოკანი დარჩებიან ამ ქვეყანაზედ და არავინ ისე საცოდავი არაა, როგორც მარტოსული”.

,,ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ყივიან…”.

,,როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის”.

,,ცხოვრება უდაბნოა ურწყული, ეცადე გარს შემოუარო”.

,,თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი”.

,,ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი”.

,,ზოგიერთი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს… ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი:
ნეტავ არ წამეკითხაო.”

კონსტანტინე გამსახურდია.

Address

I. Chavchavadze 39 B
Tbilisi

Telephone

+995599365600

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ნეიროენერგია და ფსიქოლოგია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ნეიროენერგია და ფსიქოლოგია:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram