Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 29 წელი - შენთვის, შენი გულისთვის!

📌 ულტრასონოგრაფია (იგივე ექოსკოპია) არის თანამედროვე და არაინვაზიური დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც სხეულის შინაგან სტრუქ...
21/10/2025

📌 ულტრასონოგრაფია (იგივე ექოსკოპია) არის თანამედროვე და არაინვაზიური დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც სხეულის შინაგან სტრუქტურებს ვიზუალიზაციას ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით უკეთებს. ეს პროცედურა სრულიად უსაფრთხოა, რადგან არ იყენებს იონიზირებად გამოსხივებას.

✅ კვლევის ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა არის მისი ხელმისაწვდომობა, უსაფრთხოება და სიზუსტე. ულტრაბგერითი ტალღების საშუალებით შესაძლებელია ორგანოების, ქსოვილებისა და სისხლძარღვების მდგომარეობის დეტალური ანალიზი, რაც ექიმებს ეხმარება სხვადასხვა დაავადების დროულად აღმოჩენასა და მკურნალობის დაგეგმვაში.

❕ულტრასონოგრაფიას ხშირად იყენებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა კარდიოლოგია, გინეკოლოგია, ენდოკრინოლოგია, უროლოგია და გასტროენტეროლოგია. იმის გამო, რომ ულტრასონოგრაფია არ შეიცავს რადიაციულ ზემოქმედებას, ის იდეალური არჩევანია როგორც ბავშვებისთვის ნებისმიერ ასაკში, ისე ორსულებისთვის.

☑️ თანამედროვე მედიცინის არაერთი მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების მიუხედავად, ულტრასონოგრაფია გამორჩეულია უსაფრთხოებით, ხელმისაწვდომობით, სისწრაფითა და რეალურ დროში დაკვირვების უნარით.ამიტომ ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად და უნივერსალურ ინსტრუმენტად, როგორც გეგმიური შემოწმებების, ისე გადაუდებელი დახმარების შემთხვევებში.

🏥 ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი ზოგადი ულტრასონოგრაფიული კვლევები:

🔵 მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფია, რომელიც მოიცავს (ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზების, პანკრეასის, ელენთის კვლევას);
⚪️ საშარდე გზების ულტრასონოგრაფია (თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის, შარდგამომყოფი გზების კვლევას);
🔵 ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია;
რბილი ქსოვილების და რეგიონალური ლიმფური კვანძების ულტრასონოგრაფია;
⚪️ გინეკოლოგიური ულტრასონოგრაფია;
🔵 კისრის სისხლძარღვების ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია;
⚪️ ქვემო კიდურების სისხლძარღვების უტლრაბგერითი დოპლეოგრაფია.

☎️ ექიმთან კვლევაზე ჩასაწერად დარეკეთ ცხელ
ხაზზე 032 222 22 11

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#იალოლაძე
#ულტრასონოგრაფია

💙სამადლობელი წერილი პაციენტი მერი გელხაურისგან! (სტილი დაცულია)"ჯო ენის კლინიკის მე-2-ე სართულის მედ პერსონალს, დიდი გულ...
17/10/2025

💙სამადლობელი წერილი პაციენტი მერი გელხაურისგან! (სტილი დაცულია)

"ჯო ენის კლინიკის მე-2-ე სართულის მედ პერსონალს, დიდი გულისხმიერი ყურადღებისთვის. კლინიკაში შემოვედი 2025 წლის 8 ოქტომბერს, შემოსვლისთანავე აღფრთოვნებული ვარ მედ პერსონალის ზრუნვით, ყურადღებით, თბილი დამოკიდებულებით, მსურს ჩემი დიდი მადლოერება გამოვხატო, დაწყებული ყველა მორიგე ექთნის, მორიგე ექიმის, გიორგი მუშკუდიანის, გიორგი, სოფო ექიმის, ზოგის სახელი და გვარი არ ვიცი, თუმცა ორივე მორიგე ექიმი გიორგი იყო. მადლობა ყველას გულისხმიერი ყურადღების და ზრუნვისთვის, გამოვკვეთავ ჩემ მკურნალ ექიმს ქალბატონ ლელა გელაშვილს, პროფესიულ საქმიანობაში უბადლოდ პროფესიული ექიმი და პიროვნებაა. დიდი სიყვარულით პაციენტი მერი გელხაური 13.10.2025".

💙 გთხოვთ, დაგვითმოთ 2 წუთი და შეავსოთ პაციენტის
კმაყოფილების კითხვარი https://joann.ge/kitxvari/
❗️ჩვენთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
❕ანონიმურობა დაცულია!

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#ლელაგელაშვილი
#სოფოჯომიდავა
#გიორგიმუშკუდიანი
#გიორგიჭინჭარაძე

10/10/2025

პანიკური შეტევები - გადაცემის სტუმარია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნევროლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ბავშვთა და მოზრდილთა ნევროლოგი თამარ აბაშიძე.

❓ფიქრობ და გრძნობ, რომ გული ჩერდება, ჰაერი აღარ გყოფნის ან თითქოს ყველაფერი არყოფნაში იძირება?  ეს არის პანიკის შეტევა! ...
09/10/2025

❓ფიქრობ და გრძნობ, რომ გული ჩერდება, ჰაერი აღარ გყოფნის ან თითქოს ყველაფერი არყოფნაში იძირება? ეს არის პანიკის შეტევა!

❗️DSM-5 (ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დიაგნოსტიკური სახელმძღვანელო) მიხედვით, პანიკის შეტევა არის ინტენსიური შიშის ან ძლიერ დისკომფორტის მოულოდნელი ტალღა, რომელიც რამდენიმე წუთში მაქსიმუმს აღწევს და თან ახლავს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, მინიმუმ 4:

•⁠ ⁠გულისცემა, აჩქარებული პულსი
•⁠ ⁠ოფლიანობა
•⁠ ⁠კანკალი ან სხეულის ცახცახი
•⁠ ⁠სუნთქვის გაძნელება ან ჰაერის დეფიციტი
•⁠ ⁠გრძნობა, თითქოს იხუთები
•⁠ ⁠გულმკერდის ტკივილი ან დისკომფორტი
•⁠ ⁠გულისრევა ან მუცლის ტკივილი
•⁠ ⁠თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, გონების დაკარგვის შიში
•⁠ ⁠სიცივის ან სითბოს ტალღები
•⁠ ⁠დაბუჟება ან ჩხვლეტები (პარესტეზია)
•⁠ ⁠დერეალიზაცია (გარემოს არარეალურობის შეგრძნება) ან დეპერსონალიზაცია (საკუთარი თავისგან "მოშორებულად" ყოფნა)
•⁠ ⁠გაგიჟების შიში
•⁠ ⁠სიკვდილის შიში

📌 პანიკის შეტევა შეიძლება იყოს:
მოულოდნელი (uncued) — ყოველგვარი აშკარა მიზეზის გარეშე
განსაზღვრული სიტუაციით გამოწვეული (cued) — კონკრეტულ მოვლენასთან, ფობიასთან ან სიტუაციასთან დაკავშირებული

❕ყველა შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ ექიმს რათა გამოირიცხოს სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა!

💙 გახსოვდეს:
პანიკის შეტევა შეიძლება შენს ცხოვრებაში პირველად მოხდეს და გეგონოს, რომ კვდები, ან გიჟდები, მაგრამ ეს არ კლავს!

✅ შეტევა დროებითია, მართვადია და შენ მარტო არ ხარ!

❌ არ დამალოთ შიში, არ გახდეთ სტიგმატიზაციის მსხვერპლი, გადადგით ნაბიჯი და მიმართეთ ოჯახის ექიმს, ნევროლოგს, ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს.

☑️ ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, გამორიცხავს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებას და სწორად წარმართავს მკურნალობას.

☎️ თუ გსურთ ნევროლოგთან კონსულტაცია, ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დარეკეთ ცხელ ხაზზე 032 222 22 11

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#თამარაბაშიძე
#პანიკისშეტევა

📚ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე „ჭარბი წონისა და მეტაბოლური ...
06/10/2025

📚ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე „ჭარბი წონისა და მეტაბოლური სინდრომის მკურნალობის თანამედროვე ქირურგიული მეთოდები” გაიმართა.

🏥ლექციას Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი-ს ზოგადი, ბარიატრიული და ლაპარასკოპიული ქირურგი, ონკოქირურგი – ჯაბა ბაბაევი უძღვებოდა.

🩺ჯაბა ჯაბაევმა დამსწრეებს ჭარბი წონის მკურნალობის ძველი და ახალი მეთოდების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, განიხილა ბარიატრიული ოპერაციის ტექნიკების განვითარების ისტორია და სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

📌შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს და ჩაერთნენ დისკუსიაში.

🔗ვრცლად: https://eu.edu.ge/3-oktombers-evropis-universitetshi/

03/10/2025

სეზონური გრიპი - გადაცემაში საუბრობს ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ეპიდემიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, „ევროპის უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორი მაია კაშია

🦠 გრიპი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ინფექციაა მსოფლიოში და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ავადობს გრიპის ვირუს...
30/09/2025

🦠 გრიპი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ინფექციაა მსოფლიოში და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ავადობს გრიპის ვირუსით.

💥 სეზონური გრიპი, გრიპის A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც იწვევს სეზონურ აფეთქებებს.

📌 მოსახლეობის უმეტესობა გრიპის ავადობას საკმაოდ მარტივად უყურებს, რაც არ არის სწორი. გრიპმა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. მაგ: პნევმონია (ფილტვების ანთება), ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება (დეჰიდრატაცია), ბავშვებში ყურის ინფექციები, ჩვილ ბავშვებს გრიპის დროს შესაძლოა განუვითარდეთ კრუნჩხვები და ა.შ.

❗️ადამიანიდან ადამიანზე გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით:
ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით.

❓ვინ არის გრიპის მაღალი რისკის ქვეშ? განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან: ჩვილები, განსაკუთრებით 2 წლამდე, ორსულები, ხანდაზმულები 65 წელს ზევით, ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ).

❓როგორია გრიპის ინკუბაციური პერიოდი და რამდენ ხანს არის გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი?
ძირითადად გრიპის ვირუსის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღის (იშვიათად – მეტიც) განმავლობაში, როგორც წესი სიმპტომების გამოვლენა იწყება გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 1-4 დღის შემდგომ, საშუალოდ კი 2 დღის განმავლობაში.

✅ როგორი სიმპტომატიკით ხასიათდება გრიპი?
ძირითადი სიმპტომებია:
საერთო სისუსტე;
ცხელება;
ხველა;
ყელის ტკივილი;
ცხვირიდან გამონადენი;
თავის ტკივილი და ტკივილი კუნთებში;
შესაძლოა იშვიათად თან ახლდეს დიარეა/ღებინება.

💉როგორ დავიცვათ თავი გრიპისაგან და მასთან დაკავშირებული გართულებებისაგან?
გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აცრა უნდა ჩაიტაროთ გრიპის სეზონის დაწყებამდე, ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი, იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება.

☑️ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფებია:
65 წელს გადაცილებულები;
ორსულები;
5 წლამდე (განსაკუთრებით – 2 წლამდე) ასაკის ბავშვები;
ქრონიკულად დაავადებული (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები);
ჯანდაცვის მუშაკები ა.შ.

❕ვაქცინაციას უკუჩვენებები თითქმის არ გააჩნია და შეიძლება ითქვას ყველასთვის რეკომენდებულია სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს.

🦠💉ვაქცინაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი არ არის მუდმივი, ვირუსის სხვადასხვა ტიპის ცირკულაციის გამო ადამიანები ყოველწლიურად ხდებიან სეზონური გრიპით ავად, აქედან გამომდინარე ხორციელდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა და პერიოდული განახლება, რის გამოც საჭიროა ყოველწლიურად ვაქცინაცია.

💙 რეკომენდაციები:
გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომების დროს აუცილებელია დარჩეთ სახლში და მოერიდოთ ხალხთან კონტაქტს. ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა, ექიმის რეკომენდაციით.

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#მაიაკაშია
#გრიპი

💙გულის  მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება, მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა გულ-სისხლძარღვთა ...
29/09/2025

💙გულის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 29 სექტემბერს აღინიშნება, მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესახებ.

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#გულისმსოფლიოდღე

💙 გთხოვთ, დაგვითმოთ 2 წუთი და შეავსოთ პაციენტისკმაყოფილების კითხვარი https://joann.ge/kitxvari/❗️ჩვენთვის თქვენი აზრი მნ...
24/09/2025

💙 გთხოვთ, დაგვითმოთ 2 წუთი და შეავსოთ პაციენტის
კმაყოფილების კითხვარი https://joann.ge/kitxvari/

❗️ჩვენთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!

❕ანონიმურობა დაცულია!

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#კმაყოფილებისკითხვარი See less

💙ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 29 წლისაა! #ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი #შენთვისშენიგულისთვის #29წელი
16/09/2025

💙ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი 29 წლისაა!

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#29წელი

🏥ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეძებს მორიგე ექთნებს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში.📍თბილისი, გივი ჟვანიას ქ. 17📌ვანაკ...
12/09/2025

🏥ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ეძებს მორიგე ექთნებს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში.

📍თბილისი, გივი ჟვანიას ქ. 17
📌ვანაკტური ადგილი - 4

რას გთავაზობთ:�
✅ მოქნილი გრაფიკი�
✅ კონკურენტული ანაზღაურება�
✅ ჯანმრთელობის დაზღვევა + Fitpass�
✅ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო�
✅ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

ფუნქციები:
⚪️ პაციენტის საექთნო შეფასება და მოვლის დაგეგმვა;
🔵 ექიმის დანიშნულების შესრულება;
⚪️ მედიკამენტებისა და ერთჯერადი მასალების აღრიცხვა
🔵 პაციენტთან/ოჯახთან და პერსონალთან კომუნიკაცია
⚪️ ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
✅ზოგადი სამედიცინო განათლება (სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე).

🧩გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე vacancy@joann.ge-ზე ან
მოგვწერე პირად შეტყობინებაში შენი საკონტაქტო ინფორმაცია.
მოცემულ პოზიციაზე განაცხადის გაგზავნისას აუცილებელია, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

💥სიახლე! 🏥 15 სექტემბრიდან ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სამედიცინო სერვისები ფართოვდება.  ✅ ქირურგიული სამსახური ახ...
11/09/2025

💥სიახლე!

🏥 15 სექტემბრიდან ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სამედიცინო სერვისები ფართოვდება.

✅ ქირურგიული სამსახური ახალი ფორმატით იწყებს ფუნქციონირებას.

❗️არსებულ სერვისებს ემატება ბარიატრიული ოპერაციები: სლივგასტრექტომია (კუჭის სახელოსებრი რეზექცია) და ბაიპასის ტიპის ოპერაციები (MINI GASTRIC BYPASS და ROUX-EN-Y GASTRIC BYPASS).

👨🏼‍⚕️ახალ მიმართულებას გამოცდილი ქირურგი ჯაბა ბაბაევი უხელმძღვანელებს.

💙 ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც იზრუნებს თქვენს ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

👨🏼‍⚕️ქირურგი - ჯაბა ბაბაევი
👩🏼‍⚕️ენდოკრინოლოგი - ანი კოპალეიშვილი
👨‍⚕️ანესთეზიოლოგი - ლევან სომხიშვილი
👨‍⚕️👩🏼‍⚕️👨‍⚕️ასისტენტები: რომა ბაბაევი, მარიამ ცნობილაძე, თორნიკე ხალვაში

📌თუ გაწუხებთ ჭარბი წონა და მასთან ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემები, ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 032 222 22 11 ☎️

#ჯოენისსაუნივერსიტეტოჰოსპიტალი
#შენთვისშენიგულისთვის
#შენთვისშენიჯანმრთელობისთვის
#ბარიატრიულიქირურგია
#ჯაბაბაბაევი
#ანიკოპალეიშვილი

Address

გივი ჟვანიას 17 Givi Zhvania Str. 17
Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Jo Ann University Hospital • ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category