13/10/2025
❗️❗️❗️ საგანგებო განცხადება ❗️❗️❗️
მოგესალმებით მეგობრებო, კოლეგებო და "კოპალ დენტის" პაციენტებო.
---
რამდენიმე საათის წინა სოციალურ ჯგუფში სახელად "სტომატოლოგია" სტომატოლოგია რომლის ადმინისტრატორად ქალბატონი თამარ შენგელაია Tamar Shengelaia იძებნება, გავრცელდა ვინმე გოგა შანავას www.facebook.com/goga.chiatura/abouta ფეისბუქ პოსტი როგორც "რეალური" მოქალაქე და პაციენტი.
აღნიშნული პირი წერს, რომ თითქოს იმყოფებოდა საშინელება დამართეს და ა.შ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პირი აღნიშნული სახელითა და გვარით არასდროს ყოფილა "კოპალ დენტში", არასდროს მიუღია ჩვენი მომსახურება და მით უფრო აღნიშნული პირის ფოტოც არის ყალბი და მოპარული სხვისი სოციალური ქსელის პლატფორმიდან. იხილეთ: თანდართული მასალები!
❗️❗️❗️ ვინაიდან აღნიშნული ყალბი პროფილი ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ განცხადებას, რომელიც განზრახ აზიანებს ექიმის ნაზი კოპალეიშვილის და კლინიკის საქმიან რეპუტაციას იძულებულები ვართ მივმართოთ შემდეგ უწყებებს:
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური • Personal Data Protection Service დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თბილისის საქალაქო სასამართლო / Tbilisi City Court
𝟭. "კოპალ დენტის" მიმართ გავრცელებულია ცრუ ინფორმაცია.
𝟮. შელახულია საქმიანი რეპუტაცია.
𝟯. ბრალდებები მოგონილია და მსგავსი ფაქტები არ არსებობს.
𝟰. გამოყენებულია ყალბი პროფილი.
𝟱. სოციალურ ჯგუფი "სტომატოლოგია" აქვეყნებს შეუსწავლელ და ცრუ ინფორმაციას და "კოპალ დენტი" ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს დაუკავშირდეს ჯგუფის ადმინისტრატორს თამარ შენგელია, რათა მოახდინოს მყისიერი რეაგირება.
𝟲. დადგინდეს 𝗜𝗣 მისამართი საიდანაც მოხდა ყალბი პროფილის რეგისტრაცია და შემდეგ სოციალურ ჯგუფში განთავსება. (პირველადი ინფორმაციით ჭიათურიდან არის რეგისტრირებული ყალბი პროფილი)
❗️❗️❗️ და ბოლოს მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად "კოპალ დენტი" მომავალ სამუშაო დღეს ოფიციალური საჩივრით მიმართავს ყველა ინსტიტუციას, რომ ერთხელ და სამუდამომ ამ ქვეყანაში შეწყდეს ექიმების წინააღმდეგ მსგავსი ცრუ და მოგონილი ამბებით ქმედებები, მით უფრო ყალბი პროფილების მეშვეობით.
❗️ ბოლომდე ვაპირებთ დავიცვათ ჩვენი უფლებები.
📜 დეზინფორმაცია და ცილისწამება (საქართველოს კონსტიტუცია + სამოქალაქო კოდექსი) საქართველოს კონსტიტუციის მუხლი: 17 უზრუნველყოფს პირის ღირსებისა და შეულახავი სახელის დაცვას.
❗️📘 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი: 18 - პირის პატივისა და ღირსების შელახვა ცრუ ფაქტების გავრცელებით იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
❗️📜 დეზინფორმაცია იურიდიულად აღიქმება როგორც “ცრუ ფაქტის განზრახ გავრცელება”, რომელიც მიზნად ისახავს პირის ან ორგანიზაციის დისკრედიტაციას.
❗️📘 საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
- თუ ყალბი პროფილი იყენებს სხვის ფოტოსურათს, სახელს, გვარს ან სხვა იდენტიფიცირებად მონაცემს:
ეს არის პირადი მონაცემის უკანონო დამუშავება (მუხლი 44). ➡️ ასეთი ქმედება არღვევს პირის უფლებას საკუთარ იდენტობაზე და შეიძლება გამოიწვიოს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
❗️⚖️ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა (სისხლის სამართლის კოდექსი) - მუხლი 148 – ცრუ ბრალდების გავრცელება საჯარო სივრცეში განიხილება, როგორც დანაშაული.