Phoenix Group Georgia

Phoenix Group Georgia ვახორციელებთ სალონურ მომსახურეობას ?

ქართველი პატარძლების დაუჯერებელი სილამაზე - რას წერენ რუსი ბლოგერები!!!რუსულ ბლოგოსფეროში რამდენიმე ბლოგერის აღფრთოვანებ...
13/05/2014

ქართველი პატარძლების დაუჯერებელი სილამაზე - რას წერენ რუსი ბლოგერები!!!
რუსულ ბლოგოსფეროში რამდენიმე ბლოგერის აღფრთოვანებული ფოტოპოსტები ვნახეთ, რომლებიც ქართველი პატარძლების სილამაზეს მიეძღვნა.
რამდენადაც დაუჯერებლად არ უნდა მოგეჩვენოთ, ლამაზი ქალებით განთქმული "მოძმე ერი" ქართველმა ქალებმა მოხიბლა. "ქართველი პატარძლების დაუჯერებელი სილამაზე" - ასე ასათაურებენ ფოტოპოსტებს.

მსოფლიო დონის ქართველი ტოპ-მოდელი და მსახიობი, რომელზეც არაფერი გსმენიათ!!!ქრისტინა ცირეკიძის შესახებ ქართულ მედიაში თით...
13/05/2014

მსოფლიო დონის ქართველი ტოპ-მოდელი და მსახიობი, რომელზეც არაფერი გსმენიათ!!!
ქრისტინა ცირეკიძის შესახებ ქართულ მედიაში თითქმის არაფერი დაწერილა, სამაგიეროდ მის შესახებ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მოიპოვება უცხოურ საიტებზე. ქრისტინა ცირეკიძე 1982 წლის 14 ივლისს დაიბადა. ამჟამად ის ტოპ-მოდელის კარიერასთან ერთად მსახიობობასაც ეუფლება. ვიდრე მის კინოკარიერაზე მოგითხრობთ, გეტყვით, რომ ქრისტინა მსოფლიო დონის არაერთ მოდურ, პრიალა ჟურნალის ყდაზე დაბეჭდილა; მათ შორის იყო ELLE, Amica, Bazaar, Vorte Beaute და Vogue...
რაც შეეხება მის, როგორც მსახიობის საქმიანობას, შეიძლება ითქვას, რომ გოგონა ტოპ-მედელად მეტად შედგა, ვიდრე მსახიობად. ამ დროისათვის მას მხოლოდ ერთ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, და ეს არის კომედიური ჟანრის "Double zéro", რომელშიც ქრისტინამ ეპიზოდური როლი განასახიერა.
ქართველი ლამაზმანი არაერთ მოდის სახლთან თანამშრომლობს და ძალიან ხშირად ჩნდება პოდიუმზე. გოგონას ხშირად იხილავთ Fashion TV-ს ეთერშიც.
რაც შეეხება მოდელისა და მსახიობის პირად ცხოვრებას, ის გათხოვილია. მისი მეუღლის სახელია ეუგერინო. წყვილი დიდ დროს ატარებს მაიამიზე.

ეს ყველა ქართველმა უნდა ნახოს!!!მეგი გოგიტიძის ტრიუმფი ქართული სიმღერით უკრაინულ Voice-ში და საგზური მორიგ ტურში!10 მაის...
12/05/2014

ეს ყველა ქართველმა უნდა ნახოს!!!
მეგი გოგიტიძის ტრიუმფი ქართული სიმღერით უკრაინულ Voice-ში და საგზური მორიგ ტურში!
10 მაისს უკრაინული Voice-ის ნოკაუტ რაუნდი გაიმართა. მწვრთნელმა ანი ლორაკმა ქართველ მომღერალ მეგი გოგიტიძეს ასმიკ შიროიანი დაუპირისპირა. ასმიკმა I believe in love შეასრულა, ხოლო მეგიმ ქართული სიმღერა "ყვავილების ქვეყანა".
"როდესაც ის მღეროდა, ჩემი გული ტიროდა. ვუსმენდი მის სიმღერას და ვხედავდი ქართველ დედას, რომელიც ითხოვს, რომ არ ესროლონ მის ვაჟს", - ასე შეაფასა მეგის გამოსვლა უკრაინელმა პოეტმა, დრამატურგმა და სცენარისტმა იური რიბჩინსკიმ, რომელიც თამარ გვერდწითელს ცვლიდა. რაც შეეხება მწვრთნელ ანი ლორაკს, მან გადაწყვეტილება მეგის სასარგებლოდ მიიღო და მორიგ ტურში ქართველი მომღერალი გადაუშვა.

ქართული ვიდეო პორტალი

ვერონიკა ბერლინიდან, მის ტიუნინგ 2014!!!Tuning World Bodensee-ზე ”მის ტიუნინგ 2014” ბერლინელი ვერონიკა კლიმოვიცი გახდა. ...
12/05/2014

ვერონიკა ბერლინიდან, მის ტიუნინგ 2014!!!
Tuning World Bodensee-ზე ”მის ტიუნინგ 2014” ბერლინელი ვერონიკა კლიმოვიცი გახდა. ჟიურიმ ფინალში ვერონიკა 12 კანდიდატს შორის შეარჩია. ვერონიკას ახლა არაერთი გამოსვლა და ფოტოსესია მოუწევს, ყველაზე მნიშვნელოვანი კი კენიაში დაგეგმილი ფოტოსესიაა, რომლის ფოტოები ”მის ტიუნინგის” 2015 წლის კალენდარში მოხვდება. ვერონიკამ საჩუქრად ახალთახალი Skoda Rapid-იც მიიღო.

ორმა მილიარდერმა ტოპ-მოდელი მირანდა ქერის გამო იჩხუბა!ავსტრალიელმა მილიარდერებმა, ჯეიმს პაკერმა და დევიდ გინჯელმა, სიდნე...
10/05/2014

ორმა მილიარდერმა ტოპ-მოდელი მირანდა ქერის გამო იჩხუბა!
ავსტრალიელმა მილიარდერებმა, ჯეიმს პაკერმა და დევიდ გინჯელმა, სიდნეის ერთ-ერთ სანაპიროსთან ახლოს იჩხუბეს. როგორც გამომცემლობა Zeenewsიტყობინება, გაუგებრობის მიზეზი იყო ცნობილი მოდელი მირანდა ქერი , რომელიც პაკერის მეგობარი ქალია. საქმის ვითარების გამოძიებაში ავსტრალიური პოლიცია ჩაერთო , რადგან ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე სერიოზულად დაშავდა.თვითმხილველთა გადმოცემით, 47 წლის გინჯელი და 46 წლის პაკერი მიწაზე გორაობდნენ, ერთმანეთის დახრჩობას ცდილობდნენ და უსიამოვნო რეპლიკებს აკეთებდნენ. ძლიერი დარტყმის გამო პაკერმა რამდენიმე კბილი დაკარგა. საბოლოოდ, ორივე მოწინააღმდეგე ბეტონის ღობის იქით გადავარდა. ყველაფრის შემდეგ ჩხუბის შემსწრეებმა მოძებნეს ამოვარდნილი კბილები.ჯეიმს პაკერი და დევიდ გინჯელი ბავშვობიდან მეგობრობდნენ, მაგრამ მათი ურთიერთობა იმის შემდეგ შეიცვალა, რაც 2013 წლის ბოლოს პაკერმა მირანდა ქერისთან შეხვედრა დაიწყო. ტოპ-მოდელის გამო მილიარდერი გაეყარა ცოლს, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა. მიახლოებით ამავე დროს დასრულდა ოფიციალურად მირანდა ქერისა და ორლანდო ბლუმის ქორწინება.მოდელმა პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯეიმს პაკერთან მხოლოდ მეგობრობა აკავშირებს. ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ მილიარდერების ჩხუბის მიზეზი თავად მირანდა იყო, მოდელი კომენტარს არ აკეთებს.

ქრისტენ სთიუარტი Chanel Paris-Dallas-ის სარეკლამო კამპანიაში!
10/05/2014

ქრისტენ სთიუარტი Chanel Paris-Dallas-ის სარეკლამო კამპანიაში!

კოსტუმების ინსტიტუტის ბალი 2014! ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენის“ მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწლიური ბალი დაიწყო  . ...
08/05/2014

კოსტუმების ინსტიტუტის ბალი 2014!
ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენის“ მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწლიური ბალი დაიწყო . მას აღმოსავლეთ სანაპიროს „ოსკარს“ ეძახიან, რადგან სტუმართა სიაში მოხვედრა ნამდვილად არ არის ადვილი. ერთმა ახალგაზრდა დიზაინერმა მეტოპოლიტენში მიწვეული პუბლიკა შემდეგი გზით აღწერა: „ თუ თქვენ არ ხართ ენ ჰეთუვეი, ქეთი პერი, ან მადონა ადვილად ჩაგთვლიან მომსახურე პერსონალად, რადგან აქ მხოლოდ ცნობილი ადამიანები არიან“. ენი და მისი კოლეგები აქ უფასოდ ხვდებიან: ორგანიზატორების პირადი მოწვევით, ან როგორც, მაგალითად, ჰანელი მუსტაპარტი დაCalvin Klein - მოდის სახლებიდან, რომელბმაც მაგიდა იყიდეს.
ამბობენ, რომ წვეულების საერთო ღირებულება, რომლის სპონსორიც ამჯერად ბრენდი Aerin არის, გადააჭარბებს ორ მილიონ დოლარს. მოდის ინდუსტრიის ისეთი გიგანტები, როგორებიც Ralph Lauren და Tod’s არიან მაგიდაში მეოთხედ მილიონს იხდიან, ხოლო შესასვლელი ბილეთები 25 000ათასი დოლარი ღირს.
Met Gala-ს წლევანდელი თემა ლეგენდარული ამერიკელი დიზაინერის, ჩარლზ ჯეიმსის, შემოქმედება გახდა. ამ მოდელიორმა თავისი კარიერა ქუდების დიზაინით დაიწყო, საბოლოოდ ,1920 წლიდან 1950 წლამდე პერიოდში შექმნა ტანსაცმლის არაერთი კოლექცია. ბალზე, რომლის სახელიცაა Charles James: Beyond Fashion , სტუმრები შესაფერისობაში უნდა იყვნენ გამოცხადებულ თემატიკასა და დრეს-კოდთან “white tie and decorations” . ეხლა კი შეგვიძლია ვნახოთ, როგორ გაართვეს მათ თავი ამ დავალებას.

07/05/2014
მოგწონთ რუჯზე მაკიაჟი?
06/05/2014

მოგწონთ რუჯზე მაკიაჟი?

Claire Harrison
05/05/2014

Claire Harrison

Address

Tbilisi
0113

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Phoenix Group Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram