პროფ. ივანე მგალობლიშვილის კლინიკა / Prof. Ivane Mgaloblishvili Clinic

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პროფ. ივანე მგალობლიშვილის კლინიკა / Prof. Ivane Mgaloblishvili Clinic

პროფ. ივანე მგალობლიშვილის კლინიკა / Prof. Ivane Mgaloblishvili Clinic * უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა
* ორსულთა მეთვალყურეობა
* მცირე ინვაზიური გინეკოლოგია

პროფ. ივანე მგალობლიშვილის ცენტრი რეპროდუქციულ-გინეკოლოგიური ცენტრია.

ცენტრის ხელმძღვანელი პროფ. ივანე მგალობლიშვილი რამდენიმე ათეული წელია რაც ადამიანის რეპროდუქციულ პრობლემებზე მუაშაობს. მის მიერ გინეკოლოგიაში, არა ერთი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდი დაინერგა საქართველოში, როგორიცაა ტრანსვაგინალური ჰიდროლაპაროსკოპია, რეკონსტრუქციული ფერტილოსკოპია, საშვილოსნოს მიომატოზური კვანძის დევასკულარიზაცია (კვანძის მოცილება ქირურგიული ჩარევის გარეშე) საკვერცხის კისტის სკლეროთერაპია (საკვერცხის კისტის მოცილება ქირურგიული ჩარევის გარეშე) და ა.შ. იგი გახლავთ 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

2000 წელს, პირველად საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სწორედ ივანე მგალობლიშვილის მიერ ჩატარდა პირველი ფერტილოსკოპია და მას შემდეგ დღემდე ის რჩება ყველაზე ეფექტურ და შედეგიან პროცედურად, უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

ცენტრში დანერგილია უახლესი ტექნოლოგიები, გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე სქემები, შემუშავებულია განსაკუთრებული მიდგომა ყოველ პაციენტთან, რომელიც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს ეყრდნობა.

2000 წლიდან დღემდე 5000-ზე მეტი ფერტილოსკოპია ჩატარდა. მრავალი ოპერაცია, რომელიც ჩვეულებრივ ტარდება მუცლის გაჭრით, ან უკეთეს შემთხვევაში ლაპარასკოპიურად, სტაციონარულ პირობებში, ზოგადი ნარკოზით, ჩვენ ვატარებთ ადგილობრივი გაუტკივარებით ამბულატორიულ პირობებში, მიკროინვაზიურად (უსისხლოდ) რომლის შემდგომ პაციენტი მაშინვე უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რითმს.

16/10/2024

🔰სკლეროთერაპია, საკვერცხის კისტის მკურნალობის მინიმალურად ინვაზიური მეთოდია, რაც გულისხმობს პროცედურის დროს საკვერცხის ქსოვილის ნაკლებ დაზიანებასა და გართულებების ნაკლებ რისკს. პროცედურა ტარდება ამბულატორულ პირობებში, ადგილობრივი გაუტკივარებით ან სედაციით

🔸თუ გეგმავ დაორსულებას, ჩვენი გუნდი გირჩევს სკლეროთერაპიის პროცედურას. ამით უფრო დაიზოგება საკვერცხის ჯანსაღი ქსოვილი, რომელიც შეიცავს კვერცხუჯრედს.

ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერე პირადი შეტყობინება ან დაგვიკავშირდი ნომერზე : 599920900

!
01/10/2024

!

გინნეო მინიმალურად ინვაზიური გინეკოლოგიის ცენტრია.
მიკროინვაზიის მიზანი ოპერაციული ჩარევისას ჯანსაღი ქსოვილების დაზოგვა და რეაბილიტაციის პერიოდის მინიმუმამდე დაყვანაა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა, როგორიცაა:
• დაუდგენელი უნაყოფობა
• ენდომეტრიოზი
• პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი
• საშვილოსნოს გარე ორსულობა
• საშვილოსნოს ლეიომიომა
• საშვილოსნოს პოლიპოზი
• საკვერცხის კისტები
• საშვილოსნოს ყელის დაავადებები
📲 გინნეოში ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერეთ პირადი შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 79 30 00
📍 მისამართი: კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, 1

28/08/2024

📌20 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე, გაიარე შემოწმება გინნეოში და გადაიხადე 99 ლარი, 419 ლარის ნაცლად!

ფასში შედის:
▪︎ მილების გამტარიანობის შემოწმება
▪︎ გინეკოლოგიური ექოსკოპია
▪︎ საშოსა და ცერვიქსის ნაცხის ბაქტერიოსკოპია
▪︎ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია

📲 გინნეოში ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერეთ პირადი შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 79 30 00
📍 მისამართი: კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, 1

Anton Mgaloblishvili
24/07/2024

Anton Mgaloblishvili

👋გაიცანით გინნეოს გუნდი!

👨‍⚕️ ანტონ მგალობლიშვილი

✨გინეკოლოგი, ენდოსკოპიური ქირურგი
✨ESGE (European society for gynecological endoscopy)-ის წევრი
✨ESHRE (European societies of human reproduction and embryology)-ის წევრი
✨სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა MEDU-ს თანადამფუძნებელი

📌კვალიფიკაცია აიმაღლა პ.ლ. შუპიკის სახ. უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და დავით დავარაშვილის კლინიკაში.
📌წარმატებით გაიარა "კარლ შტორცის" ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის ტრენინგი

📲 გინნეოში ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერეთ პირადი შეტყობინება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 79 30 00
📍 მისამართი: კონსტანტინე ჩაჩავას ქუჩა, 1

13/03/2024

🔰საშვილოსნოს მილები ჰგავს მაგისტრალებს, სადაც ჯადოქრობა ხდება!

🔹ისინი ქმნიან გარემოს კვერცხუჯრედისა და სპერმის შეხვედრისთვის, რაც საფუძველია ჩასახვის.
🔹ამ მილების მაღალ დონეზე შენარჩუნება არის შვილოსნობის მიღწევისა და შენარჩუნების გასაღები.

🔵საშვილოსნოს მილების გამტარობის გამავლობის შესამოწმებლად ან აღსადგენად აუცილებლად გაესაუბრე სპეციალისტს.

გინნეოში ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერე პირადი შეტყობინება ან დაგვიკავშირდი: 598 79 30 00

13/03/2024

🟠უშვილობის მიზეზები მამაკაცებში შეიძლება გამოწვეული იყოს სპერმის რაოდენობის ნაკლებობით ან სპერმის ნელი მოძრაობით.

ანდროლოგი შეისწავლის:
🔸მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის სტრუქტურასა და ფუნქციონირებას.
🔸სასქესო ორგანოების და მამრობითი ჰორმონების დარღვევებს.
🔸 მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დაავადებებს.

🔰გინნეოში ტარდება საფუძვლიანი გამოკვლევები, ანალიზები და ექიმი უზრუნველყოფს შესაბამის მკურნალობას.

08/03/2024

გინნეო გილოცავთ ქალთა დღეს ✨🌷

14/02/2024

🎉დღეს, გინნეოს ცენტრის ხელმძღვანელის, საქართველოს მინიმალურად ინვაზიური გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტის, ევროპის რეპროდუქტოლოგთა და ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციების წევრის,
პროფესორ ივანე მგალობლიშვილის დაბადების დღეა. 🎉

🙌 მის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი მკურნალობის მეთოდი დაინერგა. საფუძველი ჩაეყარა მკურნალობის არაერთი მეთოდის განვითარებას, რითაც გინნეოს გუნდი ასე ვამაყობთ.

ვულოცავთ ბატონ ვანოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!🤍

02/01/2024

🥳გინნეო გილოცავთ ახალ 2024 წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას ✨

13/12/2023

🔰ფერტილოსკოპია მიკრო ინვაზიური ოპერაციაა, რომელიც ტარდება ამბულატორულ პირობებში, ენდოტრაქეალური ნარკოზის გარეშე, რაც გამორიცხავს სარეაბილიტაციო პერიოდის საჭიროებას.

🔸მაღალინფორმატიულობის, დიდი სამკურნალო პოტენციალის და გართულებების მინიმალური მაჩვენებლის გამო, მეთოდი არის უკონკურენტო უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის ადრეულ ეტაპზე.

🔸პროცედურის დროს რეპროდუქციული სისტემის ყველა ორგანოსთან მიდგომა გამოსაკვლევად და ოპერაციული ჩარევის მიზნით ხდება საშოდან, ბუნებრივი გამტარების მეშვეობით. სწორედ ამიტომ ოპერაცია მინიმალურად ტრავმულია.

🔸თუ ფერტილოსკოპიის დროს გამოვლინდა რაიმე პათოლოგია, რომელიც გავლენას ახდენს ნებისმიერ ორგანოზე, რომელიც პასუხისმგებელია ნაყოფიერებაზე, დაუყოვნებლივ შეიძლება ჩატარდეს ქირურგიული ჩარევა და პათოლოგიის აღმოფხვრა.

🔸პროცედურა, როგორც წესი, გრძელდება 30-დან 60 წუთამდე და დასრულების შემდეგ პაციენტს შეუძლია დაუბრუნდეს ჩვეულებრივ ყოველდღიურ საქმიანობას.

გინნეოში ვიზიტის დასაგეგმად მოგვწერე პირადი შეტყობინება ან დაგვიკავშირდი ნომერზე : 598 79 30 00
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო / Tbilisi Central Hospital

28/11/2023

Address

Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00

Telephone

+995598793000

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პროფ. ივანე მგალობლიშვილის კლინიკა / Prof. Ivane Mgaloblishvili Clinic posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to პროფ. ივანე მგალობლიშვილის კლინიკა / Prof. Ivane Mgaloblishvili Clinic:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Our Story

პროფესორი ივანე მგალობლშვილის ცენტრი დომინანტი, რომლის ძირითადი საქმიანობა უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობაა. კლინიკის ხელმძღვანელი პროფესორი ივანე მგალობლიშვილი, ევრობის და აშშ-ს რეპროდუქტოლოგთა, ემბრიოლოგთა და ევროპის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციების წევრი, 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი რომელიც რამდენიმე ათეული წელია, რაც ადამიანის რეპროდუქციულობის პრობლემებზე მუაშაობს. პროფესორი ივანე მგალობლიშვილის მიერ არა ერთი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდი დაინერგა, მათ შორის ფერტილოსკოპია. 2000 წელს პირველად საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სწორებ ივანე მგალობლიშვილის მიერ ჩატარდა პირველი ფერტილოსკოპია და მას შემდეგ დღემდე ის რჩება ყველაზე ეფექტურ და შედეგიან პროცედურად უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. ცენტრში დანერგილია უახლესი ტექნოოგიები, უახლესი აპარატურა, გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე სქემები, შემუშავებულია განსაკუთრებული მიდგომა ყოველ პაციენტთან რომელიც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს ეყრდნობა. 2000 წლიდან დღემდე 5000-ზე მეტი ფერტილოსკოპია ჩატარდა. მრავალი ოპერაცია რომელიც მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ჩვეულებრივ ტარდება მუცლის გაჭრით, ან უკეთეს შემთხვევაში ლაპარასკოპიურად, სტაციონარულ პირობებში, ენდოტრაქეალური (ზოგადი)ნარკოზით, ჩვენ ვატარებთ ადგილობრივი გაუტკივარებით (საერთო ანესთეზიის გარეშე), ამბულატორიულ პირობებში, მიკროინვარიურად (უსისხლოდ) რომლის შემდგომ პაციენტი მაშინვე უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რითმს და საკუთარი ფეხით მიდის სახლში. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მსოფლიოში არსებული სტანდარტების სრულად დანერგვა და მათი შესაბამისი გამოყენება. ჩვენ უახლეს ინფორმაციას ვღებულობთ არა მხოლოდ ინტერნეტის , არამედ ჟურნალების საშუალებით, კავშირი გვაქვს მსოფლიოს წამყვან რეპროდუქტოლოგთა ასოციაციებთან. კლინიკაში ფუნქციონირებს კლინიკური ლაბორატორია, სადაც ტარდება ყველა სახის ლაბორატორიული კვლევა