Executive Director - Lali Vashakidze ( President of Georgian Veterinary Doctors United Association )
ავკასიის ვეტერინარული სავაჭრო ცენტრი და MY VET ვეტერინარული კლინიკა, მდებარეობს საქართველოს დედაქალაქ თბილისში და ფუნქციონირებს 20 წელია. ეს გახლავთ ადგილი სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ:
მღრღნელები
თუთიყუშები
მტრედები
თევზები
სანადირო ნივთები
სათევზაო ნივთები
საკვები და საჭირო ნივთები სხვადასხვა ცხოველების, ფრინველების და თევზებისათვის
ასევე ჩვენი ცენტრი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებას; თუ თქვენ გნებავთ საზღვარგარეთიდან ნებისმიერი ან/და იშვიათი ცხოველის, ფრინველის ან თევზების ჩამოყვანა, კავკასიის ვეტერინარული ცენტრი გაგიწევთ სრულ კონსულტაციას და მომსახურებას თქვენი სურვილის შესაბამისად.
MY VET ვეტერინარული კლინიკა და კავკასიის ვეტერინარული სავაჭრო ცენტრი უზრუნველყოფს საუკეთესო ხარისხის მომსახურებას კლიენტებისთვის, ხოლო პატივცემულ და ექსპერტების მზრუნველობას ცხოველებისთვის. 20 წლის მანძილზე დაგროვოლი გამოცდილებით, საერთაშორისო მიღწევების დანერგვით ჩვენს ქვეყანაში, ვეტ-კლინიკა ანვითარებს ვეტერინარული მზრუნველობის დონეს საქართველოში.
ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ კლიენტებს თუ როგორ უნდა იზრუნონ შინაური ცხოველების ჯანმრთელობაზე, მათი ცხოვრების ყოველ ეტაპზე. ცხოველის ჯანმრთელობა იწყება ნათელი კომუნიკაციით. ჩვენი კლინიკა უზრუნველყოფს ინდივიდუალურ მომსახურებას თითოეულ პაციენტზე. MY VET კლინიკის ვეტერინარები მუშაობენ ვეტერინარული ტექნოლოგიების უახლესი მიღწევების გათვალისწინებით და თანამედროვე მიდგომებით. ჩვენს ვეტერინარ ექიმებს და ექთნებს, შინაური ცხოველების მიმართ აქვთ თბილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება, ნებისმიერი პროცედურის თუ ქირურგიული ჩარევის დროს.
როდესაც თქვენ ეძებთ ვეტერინარულ კლინიკას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, მნიშვნელოვანია უმაღლესი დონის სერვისი და ზრუნვა, ვინაიდან ცოცხალ არსებასთან გაქვთ შეხება. MY VET კლინიკა დაკომპლექტებულია ექსპერტი ვეტერინარული გუნდისაგან, რომლებიც თქვენი ცხოველის ჯანმრთელობას დაიცავენ შესაძლებლობების მაქსიმუმით. ჩვენს კლინიკაში გარანტირებულია სისუფთავე, კომფორტი და ეფექტურობა.
წელიწადში ერთხელ აუცილებელია თქვენი შინაური ცხოველი წაიყვანოთ ჯანმრთელობის შესამოწმებლად. სრული ფიზიკური გამოკვლევა გულისხმობს, რომ ცხოველი შემოწმდება თავიდან კუდის დაბოლოებამდე. მნიშვნელოვანია გქონდეთ ცხოველის ჯანმრთელობის ისტორია, რაც შესაძლებელია ჩვენს კლინიკაში რეგისტრაციის შემდეგ, სადაც აღწერილი იქნება ყველა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დეტალები, ასევე ქცევის ნორმები.