„ციციშვილის მალამო“
“Ungentum Tsitsishvili”
პარასამკურნალო საშუალება
შემადგენლობა:
ფიჭვის ფისი 1.0 გრ
თაფლის სანთელი 10.0 გრ
მზესუმზირის ზეთი 75.0 გრ
კალციუმის კარბონატი 14.0 გრ
ქაფურის ზეთი 10 % 1.0 მლ
გარეგნული აღწერილობა:
მსუბუქი, დამახასიათებელი სუნი. მოყვითალო კრემისფერი მალამო.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გამოიყენება, როგორც ანტისეპტიკური , ტკივილგამაყუჩებელი, ანთებითი პროცესის საწინააღ
მდეგო, კანის მარეგენერირებელი საშუალება.
ჩვენება :
ჩირქოვანი ჭრილობები
ტროფიკული წყლულები
ნაწოლები
ჰემოროის (ბუასილი) გარეგანი კვანძები
გამოყენების წესი:
ჩირქოვანი ჭრილობების , ტროფიკული წყლულების, ნაწოლების შემთხვევაში :
ამოვურიოთ მალამოს, ავიღოთ ბამბა , ზემოდან დავაფინოთ ორფენა მარლა , მარლაზე თანაბრად დავიტანოთ მალამო და საფენი დავადოთ ჭრილობას , სავალდებულოა საფენის ცვლა 24 სთ - ში 2 ჯერ (დილას , საღამოს). საფენი დავიმაგროთ ნებისმიერი ჰაერგამტარი მატერიით (დაუშვებელია კომპრესის დადება).
ჰემოროის (ბუასილი) გარეგანი კვანძების შემთხვევაში:
მალამო დავიტანოთ ბამბის სქელ ფენაზე , საფენი მივიმაგროთ ჰემოროიდულ კვანძებზე. სავალდებულოა საფენის ცვლა 24 სთ - ში 2 ჯერ (დილას , საღამოს).
ყურადღება!
პრეპარატის გამოყენების პერიოდში არ მოიხმაროთ :
ალკოჰოლი, თევზეული, მწარე, ცხარე, ნიგვზიან საკვები, ხიზილალა, ბატის ხორცი, ყურძენი, კაკაო, შოკოლადი.
გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენება :
არ აღენიშნება.
შენახვის პირობები :
სინათლისაგან მოფრთხილებით , არაუმეტეს +200c - ზე
შეფუთვის ფორმა:
35 გრ; 50გრ; 100გრ - პოლიეთილენის ფლაკონებში.
ვარგისიანობის ვადა :
2 წელი.
გაცემის რეჟიმი:
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს „ბიორამ - L“
საქართველო, ქ.თბილისი, გოთუას ქ.