ჩემი ენდოკრინოლოგი

ჩემი ენდოკრინოლოგი სამედიცინო ინტერნეტ-ჟურნალი /
ავტორი - ელგა გიორგაძე (MD)

🥗 საკვებისადმი დამოკიდებულება ბავშვებში დაბადების პირველივე წლიდან ყალიბდება, სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი მის სა...
08/05/2026

🥗 საკვებისადმი დამოკიდებულება ბავშვებში დაბადების პირველივე წლიდან ყალიბდება, სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი მის სამომავლო მეტაბოლურ ჯანმრთელობასაც.

✅ მშობლის ამოცანაა ჯანსაღი და სწორი საკვების მიჩვევაზე ზრუნვა.
მცირე ასაკში ბავშვები არ ირჩევენ რა ჭამონ, მშობელი ირჩევს, რა შესთავაზოს მას. ამიტომ ეს პერიოდი სწორად და გონივრულად უნდა იქნას გამოყენებული.

✳️ ამასთან, მშობელი თავადაც უნდა წარმოადგენდეს მაგალითს მისი შვილისთვის. როგორც წესი, ბავშვები ჭამენ იმას და ისე, რასაც და როგორც მის ოჯახში მიირთმევენ.

✔️ პროდუქტები უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის ორგანიზმს საჭირო მაკრო და მიკრო ელემენტებით.
✔️ კვება უნდა იყოს მრავალჯერადი და მცირე ულუფებით.
✔️ დამუშავებული, დაფასოვებული და დაკონსერვებული საკვები გამოყენებული უნდა იყოს მინიმალური რაოდენობით.
✔️ ნუ დააძალებთ ბავშვს თეფში ბოლომდე მოასუფთავოს,
✔️ ნუ მისცემთ ბავშვს უფლებას მიირთვას ეკრანის წინ.

🔗 ეს საკითხები დეტალურად განხილულია სტატიაში, რომლის ბმული კომენტარებში დაგხვდებათ 💬

#ენდოკრინოლოგია
#კვება
#ბავშვთაკვება

🫱🏻 გაქვს თუ არა შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკები?✔️ გენეტიკური განწყობა✔️ სხეულის მასის სიჭარბე✔️ ფიზიკური ...
28/04/2026

🫱🏻 გაქვს თუ არა შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკები?

✔️ გენეტიკური განწყობა
✔️ სხეულის მასის სიჭარბე
✔️ ფიზიკური აქტივობის დაბალი დონე

➡️ სწორედ ეს ფაქტორებია წამყვანი ტიპი 2 დიაბეტის ჩამოყალიბებაში და კითხვარშიც, რომელიც ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მიერ არის შედგენილი.

👉 გაეცით პასუხი თითოეულ შეკითხვას და დააჯამეთ მიღებული ქულები.
თუ ქულათა ჯამი 5 ან 5-ზე მეტია, ეს უკვე მომატებული რისკის მაჩვენებელია.

👍 კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ მართოთ და შეამციროთ ეს რისკები.
მცირე ნაბიჯები და ცვლილებებიც დიდ განსხვავებას იძლევა და ხანგრძლივი და ხარისხიანი ცხოვრების საფუძველი ხდება.

➡️ პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, ექიმთან გასაუბრებაა, იმის დასადგენად, არის თუ არა საჭირო დამატებითი სადიაგნოსტიკო კვლევები.

🔗 ინფორმაცია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის პრევენციის შესახებ და საჭირო რეკომენდაციები შეგიძლიათ ნახოთ სტატიაში, რომლის ბმული კომენტარებშია.

🔄 დაწერეთ, რამდენია თქვენი ქულა?

#ენდოკრინოლოგია
#დიაბეტი
#პრევენცია

🔎 იპოვე ცხრილში შენი სიმაღლის და წონის გადაკვეთის წერტილი ✔️*️⃣ გაიგე სხეულის მასის ინდექსის აღმნიშვნელი რიცხვი და ნახე,...
26/04/2026

🔎 იპოვე ცხრილში შენი სიმაღლის და წონის გადაკვეთის წერტილი ✔️

*️⃣ გაიგე სხეულის მასის ინდექსის აღმნიშვნელი რიცხვი და ნახე, ჯდება თუ არა ნორმის დიაპაზონში შენი წონა:

🔵 წონის დეფიციტი
🟢 ჯანსაღი წონა
🟡 ჭარბი წონა
🟠 სიმსუქნე
🔴 მორბიდული (ექსტრემალური) სიმსუქნე

რომელ ზონაში მოხვდი? გააზიარე კომენტარებში შესაბამისი ფერის გული 🫶

👉 შაქარი ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი და აუცილებელი წყაროა. ამ ინფორმაციის ფონზე ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ...
25/04/2026

👉 შაქარი ჩვენი ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი და აუცილებელი წყაროა. ამ ინფორმაციის ფონზე ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ რა განაპირობებს მის მიმართ მზარდ უარყოფით დამოკიდებულებას.

➡️ საქმე იმაშია, რომ შაქრის სარგებლიანობას განსაზღვრავს მისი მიღების ფორმა.

ჩვენი კვების რაციონში შედის შაქრის ორი სახეობა:

✔️ ნატურალურ პროდუქტებში არსებული შაქარი – ჩვენ შაქარს დღის განმავლობაში ვიღებთ იმაზე ბევრად მეტი რაოდენობით, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან ის შედის ბევრ ისეთ ბუნებრივ საკვებ ნივთიერებაში, როგორიცაა: ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, რძის პროდუქტები.

✔️ დამატებული შაქარი – ასეთია შაქარი, რომელსაც დამუშავებულ პროდუქტს ურევენ ხელოვნურად ტკბილი გემოს მისაღებად.

➡️ რით განსხვავდება მათი ეფექტები ორგანიზმზე?
➡️ ყავისფერი შაქარი, თაფლი, შაქრის ხელოვნური და ბუნებრივი დამატკობლები - რას წარმოადგენს თითოეული მათგანი ნუტრიენტული თვალსაზრისით და არის თუ არა რომელიმე თეთრი შაქრის ჯანსაღი ალტერნატივა?

სრულ ინფორმაციას გაეცანით სტატიაში, რომლის ბმული კომენტარებში დაგხვდებათ 🔗 ⬇️

🧘 ჰორმონები გვეხმარება:🔅 სტრესთან გამკლავებაში🔅 აღნაგონის შენარჩუნებაში🔅 შვილების ყოლაში🔅 ურთიერთობების ჩამოყალიბებაში🧘 ...
24/04/2026

🧘 ჰორმონები გვეხმარება:

🔅 სტრესთან გამკლავებაში
🔅 აღნაგონის შენარჩუნებაში
🔅 შვილების ყოლაში
🔅 ურთიერთობების ჩამოყალიბებაში

🧘 ჰორმონები გვეუბნება:

🔅 როგორ უნდა გაიზარდოს ბავშვი
🔅 რომ დაძინების დროა
🔅 რომ ბედნიერები ვართ
🔅 რომ მიღებული საკვები საკმარისია

✅ ჰორმონების ბალანსი = ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას

✨ 24 აპრილი ჰორმონების მსოფლიო დღეა

➡️ იპოვეთ სტატიის ბმული კომენტარებში და გაეცანით იმ 10 რეკომენდაციას ევროპის ენდოკრინოლოგთა ასოციაციისგან, რაც ჰორმონული ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის არის საჭირო ⬇️

🥕 ამა თუ იმ საკვები პროდუქტის გლიკემიურ ეფექტებზე (სისხლში შაქრის შემცველობაზე ზემოქმედება) ხშირად პაციენტი სხვადასხვა წ...
23/04/2026

🥕 ამა თუ იმ საკვები პროდუქტის გლიკემიურ ეფექტებზე (სისხლში შაქრის შემცველობაზე ზემოქმედება) ხშირად პაციენტი სხვადასხვა წყაროდან განსხვავებულ ინფორმაციას იღებს, რაც, ბუნებრივია, დაბნეულობის მიზეზი ხდება.

➖ რატომ ხდება ეს?

✔️ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ეს არ არის დაკავშირებული შეცდომასთან.
☑️ პასუხი ამ მეთოდოლოგიურ და სხვა ნიუანსებშია: ⬇️

1. კვლევები ტარდება ცოცხალ ადამიანებზე და არა სტატიკურ ლაბორატორიულ პირობებში. ხშირად განსხვავებულია მონაწილე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაოდენობა, კვლევის პროტოკოლი, რამაც საბოლოოდ შესაძლოა განსხვავებული შედეგების მიღება გამოიწვიოს.
2. გლიკემიური პასუხი შესაძლოა განსვავებული იყოს ერთიდაიგივე პროდუქტის სახეობრივი მრავალფეროვნების გამო (მაგალითად, ერთი ხილის სხვადასხვა ჯიში, კარტოფილის სხვადასხვა სახეობა, ბრინჯის სხვადსხვა ტიპი)
3. ხილის შემთხვევაში მნიშვნელოვან განსხვავებას იძლევა მისი სიმწიფის ხარისხი (მაგალითად, ბანანი უმწიფარი ფორმით დაშვებული პროდუქტების ზონაში ხვდება, ხოლო მისი ზედმეტად მწიფე ფორმის მიღება შეზღუდულია).

ამას გარდა, სხვადასხვა ადამიანის ინდივიდუალური გლიკემიური რეაქცია ერთ პროდუქტზე ისედაც შეიძლება განსხვავებული იყოს, ეს დამოკიდებულია: კუჭ-ნაწლავის მდგომარეობაზე, ნაწლავურ მიკროფლორაზე, ინსულინის მიმართ მგრძნობელობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე.

➡️➡️ ამიტომ, ნებისმიერი პროდუქტის თუ კერძის შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია, გამოიყენოთ ინდივიდუალური შეფასების მეთოდი, ჩაინიშნოთ მიღებული მონაცემები და გაითვალისწინოთ ის სამომავლოდ.

🔶 ამისთვის დაგჭირდებათ გლუკომეტრის გამოყენება შემდეგნაირად:

👉 პროდუქტის მიღებამდე გაიზომეთ შაქარი სისხლში. ,,ექსპერიმენტის’’ დასაწყებად მაჩვენებელი უნდა იყოს ნორმაში, ანუ 130 მგ/დლ-ზე ნაკლები.

🟩 აქვე აღვნიშნავ, რომ შაქრიანი დიაბეტის მართვის პროცესში მყოფი პირებისთვის ზოგად ნორმად - სამიზნე მაჩვენებლად მიჩნეულია: უზმოზე - 130 მგ/დლ-მდე, ხოლო კვებიდან 2 საათში 180 მგ/დლ -მდე.
ეს მაჩვენებლები შეიძლება განსხვავებული იყოს ინდივიდუალურად, მაგალითად, ასაკის ან დიაბეტის ტიპის მიხედვით; ახალგაზრდებში იყოს უფრო ნაკლები, ხანდაზმულებში - უფრო მეტი. თუ ექიმისგან არ გაქვთ სხვა კონკრეტული რეკომენდაცია მიღებული, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ამ ზოგადი რიცხვებით, რადგან ეს არის გლიკემიის ის მაჩვენებელი, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას დიაბეტის შორეული გართულებებისგან და რომელთა მიღწევით ითვლება, რომ დაავადების მართვა წარმატებულად მიმდინარეობს.

☑️ დავუბრუნდეთ საკვებს:

🖊️ ჩაინიშნეთ მიღებული პროდუქტის სახეობა, რაოდენობა, მომზადების ფორმა, შერეული საკვების შემთხვევაში - შემადგენლობა.

👉 პროდუქტის მიღებიდან ზუსტად 2 საათში ისევ გაიზომეთ გლუკოზა სისხლში.

✅ აქ უკვე შეგვიძლია გამოვიტანოთ საჭირო დასკვნები:�

🟢 თუ 2 საათში მიღებული გლიკემიის მაჩვენებელი არის

🍲  როცა საქმე კვების ცვლილებას ეხება, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ადვილია მასზე საუბარი და რამდენად რთულია მასთან დაკავში...
22/04/2026

🍲 როცა საქმე კვების ცვლილებას ეხება, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ადვილია მასზე საუბარი და რამდენად რთულია მასთან დაკავშირებული საკითხების პრაქტიკულად გათვალისწინება და განხორციელება.

⭕️ გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რამაც შეიძლება დახმარება გაგიწიოთ და გაგიმარტივოთ კვების რეჟიმის დაცვა დიაბეტური და ზოგადად ჯანსაღი დიეტური კვების რეკომენდაციების დაცვის პროცესში:

⬇️⬇️⬇️

👉 სიმაძღრის შეგრძნება უფრო მეტად ფსიქოლოგიურია, ვიდრე ფიზიკური, ამიტომ კვების პროცესში გამოიყენეთ პატარა ზომის თეფში, რაზეც თქვენი შედარებით მცირე ულუფა თვალისთვის უფრო დიდად გამოჩნდება.

👉 დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ჭამამდე 10 წუთით ადრე, რაც დაგეხმარებათ მადის შემცირებაში.

👉 როცა კვების შემდეგ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გრჩებათ, თუ ამ დროს შეძლებთ, რომ 20 წუთის განმავლობაში თავი შეიკავოთ დამატებითი ულუფის მიღებისგან, დიდია ალბათობა, იგრძნოთ, რომ რეალურად აღარ გშიათ. რადგან სწორედ ეს დრო სჭირდება თავის ტვინამდე სიმაძღრის სიგნალის მისვლას.

👉 ჭამეთ ნელა, ისე, რომ კვება გაგრძელდეს 20-30 წუთი.

👉 სასურველია ყოველი ლუკმა 15-20-ჯერ დაიღეჭოს.

👉 კვების პროცესში ხშირად დადეთ ჩანგალი/კოვზი თეფშზე.

👉 ჭამის დროს მთელი ყურადღება გადაიტანეთ კვების პროცესზე: გემოს გარდა შეიგრძენით საკვების ტექსტურა, ფორმა, ფერი, სუნი. ეს მიგახვედრებთ, რომ მცირე რაოდენობით საკვებით რეალურად იგივე კმაყოფილების შეგრძნების მიღება შეგიძლიათ, როგორც 2-3-ჯერ დიდი ულუფებით კვებისას.

👉 მოერიდეთ ჭამის დროს ტელევიზორის, ტელეფონის და სხვა მოწყობილობის გამოყენებას, რადგან, როცა პარალელურად რამეს ვუყურებთ და ყურადღება ამაზე გვაქვს გადატანილი, დიდია შანსი, რომ საჭიროზე მეტი შემოგვეჭამოს.

🔄 გაუზიარეთ ინფორმაცია სხვებსაც ✨

20/04/2026
20/04/2026

👣 როგორია რეგულარული ფეხით სიარულის გრძელვადიანი შედეგები ჩვენი ორგანიზმისთვის ✅

✔️ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტის შედეგია✔️ ჰიპერთირეოზის უკან ამავე ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე დგა...
19/04/2026

✔️ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტის შედეგია
✔️ ჰიპერთირეოზის უკან ამავე ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბე დგას
📜 პოსტერზე კი ამ ორი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია ⤵️

#ენდოკრინოლოგია
#ფარისებრი

👶🏻 სხეულის მასის მაჩვენებელი სიმაღლესთან ერთად ბავშვის სწორი ზრდა-განვითარების შეფასებისთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი...
18/04/2026

👶🏻 სხეულის მასის მაჩვენებელი სიმაღლესთან ერთად ბავშვის სწორი ზრდა-განვითარების შეფასებისთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია.

📊 გთავაზობთ საორიენტაციო ცხრილს, სადაც მოცემულია, როგორია ასაკთან მიმართებაში სხეულის მასის ნორმის დიაპაზონი.
🌐 ცხრილი შედგენილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ზრდის სტანდარტების მიხედვით.

⚠️ მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ ამ მაჩვენებლებს შესაძლოა არ ჰქონდეს ზუსტი სამედიცინო მნიშვნელობა, რადგან ის არ ითვალისწინებს სიმაღლეს და ცხიმოვან მასას. ამიტომ მეტი სიზუსტისთვის მონაცემები ექიმის მიერ ფასდება სპეციალური დიაგრამების გამოყენებით.

❗️ განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო 5 წლიდან ბავშვთა წონის ცხრილის მიხედვით ინტერპრეტაციის დროს, რადგან ამ ასაკიდან სხეულის მასა უფრო მეტად ხდება სიმაღლეზე დამოკიდებული ➡️ რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვის შედარებით მაღალი წონა შესაძლოა რეალურად გამოწვეული იყოს მისი აღნაგობით და არა ჭარბი ცხიმოვანი მასის დაგროვებით.

☑️ 10 წლის ასაკიდან კი ბავშვის სხეულის მასა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ სპეციალური დიაგრამების გამოყენებით. რადგან სქესობრივი მომწიფების დაწყებასთან დაკავშირებით სხეულის კომპოზიცია (კუნთი, ცხიმი, ძვლოვანი მასა) მნიშვნელოვან ზეგავლენებს განიცდის.

👉 დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ მომწეროთ ბავშვის მონაცემები: ასაკი, სიმაღლე, სხეულის მასა და დაგეხმარებით, განსაზღვროთ როგორ შეესაბამება მისი წონა ნორმის დიაპაზონს.

📈 ისევე, როგორც სიმაღლის შემთხვევაში, ბავშვის ზრდის სწორი შეფასება უნდა ემყარებოდეს სხეულის მასის ცვლილების დინამიკას და არა ერთჯერადად დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

🔁 გაუზიარეთ ინფორმაცია სხვა მშობლებსაც 💛

Address

Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჩემი ენდოკრინოლოგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share