RUMA - Mental Well-being & Personal Growth

RUMA - Mental Well-being & Personal Growth RUMA-ს მიზანია მენტალური კეთილდღეობის ხელშეწყობა.

რუმას იდეა გლობალურად გაუარესებული მენტალური ჯანმრთელობით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად დაიბადა. მუდმივი ცვლილებების ეპოქაში ნებისმიერი ადამიანის ფსიქიკა განიცდის ძლიერ და პერმანენტულ ზეწოლას, მთლიანობის რღვევასა და დისბალანსს. ეს ყოველივე კი ნეგატიურად აისახება როგორც ინდივიდებისა და გუნდების, ასევე ნებისმიერი ორგანიზაციული სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე. სტრესი, შფოთვა, გამოფიტვა და გადაწვა, კონფლიქტები და ურთიერთობების პრობლემები, ცვლილებებთან ადაპტაციის სირთულეები თითქმის ყველა თანამედროვე ადამიანისა და ორგანიზაციის გამოწვევაა. ამის საპირწონედ ჩნდება გამთლიანებისა და ბალანსის აღდგენის მოთხოვნილება, შინაგანი შემოქმედებითი რესურსების გააქტიურებისა და მუდმივი პიროვნული განვითარების საჭიროება. რუმას პროდუქტები და სერვისები სწორედ ამ საჭიროებებს ეხმიანება. რუმას მთავარი მიზანი როგორც ორგანიზაციების, ასევე ინდივიდების დონეზე მენტალური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის აღდგენა, ფსიქოლოგიურ ჰიგიენაზე მუდმივი ზრუნვა და მისი გაუმჯობესებაა.

თუ ხარ მოზარდი და ეძებ უსაფრთხო ადგილს შენი ფიქრებისა და ემოციების გამოსახატად? ან მშობელი, რომელსაც სურს მხარი დაუჭიროს...
16/10/2025

თუ ხარ მოზარდი და ეძებ უსაფრთხო ადგილს შენი ფიქრებისა და ემოციების გამოსახატად? ან მშობელი, რომელსაც სურს მხარი დაუჭიროს შვილის ემოციურ განვითარებას?
მაშინ შემოუერთდი ჩვენს პროგრამას მოზარდებისათვის - „გამოხატე & დააკავშირე.“
პროგრამაში - „გამოხატე & დააკავშირე“ , მოზარდები ერთი თვის განმავლობაში ჩართულები იქნებიან სხვადასხვა არტ-თერაპიულ აქტივობებსა და ჯგუფურ დისკუსიებში. მათზე მორგებული სავარჯიშოების დახმარებით , მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ იკვლიონ ემოციები, შეიძოინონ ახალი უნარები და აღმოაჩინონ, როგორ ეხმარება მათ ხელოვნება საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ გაგებაში! 👩🎨
პროგრამა განკუთვნილია ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის:
6-11 წლამდე და 12-18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებსაც სურთ:
✨ემოციური ინტელექტის (EQ) განვითარება;
✨თავდაჯერებულობის ამაღლება;
✨სტრესთან გამკლავების და საკუთარ თავზე ზრუნვის ინსტრუმენტების შესწავლა;
✨საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში ჩაღრმავება;
✨ბრაზისა და აგრესიის მართვა;
✨ემოციების ამოცნობა, გამოხატვა და მათი სწორად მართვა;
✨საკუთარი საზღვრების დაცვა და სხვების საზღვრების პატივისცემა.
პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
🌱 ემოციებისთვის სახელის დარქმევა და სწორად მართვა
🌱 განავითარებენ ემპათიის უნარს ;
🌱შეძლებენ საკუთარი ნამუშევრების სამახსოვროდ დატოვებას;
🌱პროგრამის დასრულების შემდეგ, გაიცემა სერთიფიკატი;
👫 ჩვენს სივრცეში, მონაწილეებს დახვდებათ უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო.
🚀 შემოგვიერთდით ამ მოგზაურობაში და
დარეგისტრირდი მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/vuM68sBNNXrY7Ho99
პროგრამის დეტალები:
📅 პროგრამის დაწყების თარიღი: 01 ნოემბერი, 13:00 საათი; კვირაში 1 შეხვედრა, სულ 4 შეხვედრა.
(თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა: 1,5-2 საათი)
შეხვედრები ჩატარდება ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის ცალ-ცალკე ოთხშაბათს და შაბათს.
📍 მდებარეობა: ვაჟა ფშველას მე-3 შესახვევი, მე-5 შენობა (სითი მოლთან ახლოს)
👫 ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-12 მოზარდი (ადგილები შეზღუდულია)!
📌 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი
ერთვიანი პროგრამის ღირებულება ღირებულება: 230 ლარი.
📞 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:597 907700; 577 730607
📧 ელ. ფოსტა: contact@ruma.ge
🌐 www.ruma.ge
პროგრამას წარუძღვებიან რუმას ფსიქოლოგები და არტთერაპევტები მაიკო ცანავა და ეკატერინე ჭილაია.

რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/vuM68sBNNXrY7Ho99

Healing Teens

სარეგისტრაციო ფორმა

04/06/2025
🎨👩👧👦 მშობელი & ბავშვისპროგრამა – „ფერადი კავშირები“14 ივნისიდან, 4-კვირიანი შთამბეჭდავი მოგზაურობა, რომელიც მშობელსა და ...
04/06/2025

🎨👩👧👦 მშობელი & ბავშვის
პროგრამა – „ფერადი კავშირები“

14 ივნისიდან, 4-კვირიანი შთამბეჭდავი მოგზაურობა, რომელიც მშობელსა და შვილს ერთმანეთთან კიდევ უფრო დააკავშირებს.💫
შეხვედრაზე ბავშვს შეუძლება თან ახლდეს მისთვის მნიშვნელოვანი ზრდასრული — დედა, მამა ან სხვა მზრუნველი ადამიანი, რომელიც ჩართულია ბავშვის აღზრდაში (ბებია, ბაბუა).
🔄 შეხვედრებში მონაწილეობა შესაძლებელია მონაცვლეობით — მაგალითად, ერთ დღეს დედა, მეორე შეხვედრაზე მამა და სხვა.

პროგრამის მთავარი მიზანია: 🎯
• მშობელსა და შვილს შორის ემოციური სიახლოვისა და სანდოობის გაღრმავება 💞
• მშობლის მხარდაჭერა ბავშვის ქცევის, გრძნობების და საჭიროებების უკეთ გააზრებაში 🧠
• ბავშვსა და მშობელს შორის თანაშემოქმედებითი ურთიერთობის განვითარება 🎨🗣️
• ორივესთვის თვითშემეცნებისა და ემპათიის გაძლიერება 🌱

რას ვიყენებთ? 🧰
• არტთერაპიას
• ემოციური ინტელექტის, ღრმა მოსმენისა და ემპათიური კომუნიკაციის სავარჯიშოებს.

პროგრამის თითოეულ შეხვედრაში:
• აღმოაჩენთ შვილთან უფრო ღრმა და სანდო ურთიერთობის ახალ გზებს 🔍
• უკეთ შეძლებთ ბავშვის ქცევისა და ემოციების გაგებას და დანახვას 👀
• ისიამოვნებთ ერთად ყოფნით მყუდრო და ჰარმონიულ გარემოში 🌸☀️
• ერთობლივად შექმნილი ნივთი დაგრჩებათ სამახსოვროდ.

📅 შეხვედრები: კვირაში ერთხელ, შაბათს და კვირას. (ხანგრძლივობა 1.5-2 საათი)
👨👩👧 მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 6 წყვილი (მშობელი + ბავშვი)
👧 ასაკი: 5-დან 15 წლამდე
პროგრამის ღირებულება: 310 ლარი (ჯამში 4 შეხვედრის).

პროგრამას გაუძღვებიან გამოცდილი ფსიქოლოგები და არტთერაპევტები.
📩 დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდი: +995 597 907700

ადგილები შეზღუდულია, იჩქარეთ.

________________________________________
#ფერადიკავშირები #მშობელიშვილისსპროგრამა #ბავშვისგანვითარება
#არტთერაპია #შვილთანკავშირი #მშობლობასწავლა
#თვითშემეცნება #ემპათიურიურთიერთობა

“დაშორება წყვილის ურთიერთობებში”25-26 აპრილს ჩვენს სივრცეში გიწვევთ ჯგუფურ თერაპიულ შეხვედრაზეეს შეხვედრა მათთვისაა, ვის...
16/04/2025

“დაშორება წყვილის ურთიერთობებში”

25-26 აპრილს ჩვენს სივრცეში გიწვევთ ჯგუფურ თერაპიულ შეხვედრაზე

ეს შეხვედრა მათთვისაა, ვისთვისაც აქტუალურია პარტნიორთან დაშორება..
ვინც გადის ამ რთულ და გარდამტეხ ეტაპს,
ვისაც სურს იპოვოს მხარდაჭერა და შინაგანი რესურსები.

პარტნიორთან დაშორება ხშირად ტოვებს:
სევდას
გაურკვევლობას❓
კითხვებს:
➡️ გავაგრძელო ბრძოლა თუ შევეგუო?
➡️ ყველაფერი დავკარგე თუ რაღაც ახალი იწყება?

ეს გარდამტეხი პერიოდი გვაძლევს შესაძლებლობას:
✨ გადავაფასოთ ჩვენი ცხოვრება
✨ დავინახოთ ახალი შესაძლებლობები
✨ მოვუსმინოთ საკუთარ სურვილებს
✨ ვიპოვოთ შინაგანი საყრდენი

ჯგუფურ პროცესს წარუძღვება:
სოფია სისაური – გეშტალტპრაქტიკოსი და ჯგუფური პროცესების ფასილიტატორი.

შემოგვიერთდით უსაფრთხო და მხარდამჭერ სივრცეში.
დარეგისტრირდით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1_jGSTugzs3uHE9y7K4pZhZUx98ulF8X1X9DEjHxDc90/preview

25 აპრილს, პარასკევს : 19:00 სთ-ზე
26 აპრილს, შაბათს: 18:00 სთ-ზე

ორი შეხვედრის ღირებულება 100 ლარი.

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: +995 595 018 359

www.ruma.ge

#დაშორება #თერაპია #გეშტალტი #პიროვნული განვითარება #შინაგანი ძალა #ემოციური მხარდაჭერა #ჯგუფური თერაპია #თვითშემეცნება

08/04/2025

🌸 ჩატარდა კიდევ ერთი არტ-თერაპიული კორპორატიული ვორქშოფი, რომელიც დაეხმარა მონაწილეებს შინაგანი რესურსების გაცნობიერებაში, სტრესის შემცირებაში და შემოქმედებითი ენერგიის გაღვიძებაში 🎨💫

✨ ვორქშოფის მთავარი თემები იყო:
🎭 "ჩემი ნაწილი, რომელიც გუნდში მომაქვს"
🎨 "ჩემი მანდალა" 🏺🖌

💡 რატომ არის ეს აქტივობები მნიშვნელოვანი?
✔ ქვაზე მოხატვის პროცესში მონაწილეები სიმბოლურად გადმოსცემდნენ თავიანთ როლსა და ადგილს გუნდში.

✔მანდალას დახატვა კი სტრესის შემცირების, შინაგანი ჰარმონიისა და თვითრეფლექსიის საუკეთესო საშუალებაა.

🖼მოხატული ქვები და მანდალები თითოეულ მონაწილეს დარჩა სამახსოვროდ – როგორც სიმბოლო მათი უნიკალურობისა და ჯგუფური ერთიანობისა!

✨ მადლობა ყველა მონაწილეს ამ შთამბეჭდავი და ინსპირაციული დღისთვის! 💙🌿

📸 გთავაზობთ რამდენიმე კადრს ჩვენი არტ-თერაპიული შეხვედრიდან! 📷🎨

#არტთერაპია #თვითგამოხატვა #გუნდურიაქტივობა #მანდალა #შემოქმედებითიენერგია #სტრესისმართვა #გუნდისგანვითარება

🌸 ჩატარდა კიდევ ერთი არტ-თერაპიული კორპორატიული ვორქშოფი, რომელიც დაეხმარა მონაწილეებს შინაგანი რესურსების გაცნობიერებაშ...
08/04/2025

🌸 ჩატარდა კიდევ ერთი არტ-თერაპიული კორპორატიული ვორქშოფი, რომელიც დაეხმარა მონაწილეებს შინაგანი რესურსების გაცნობიერებაში, სტრესის შემცირებაში და შემოქმედებითი ენერგიის გაღვიძებაში 🎨💫

✨ ვორქშოფის მთავარი თემები იყო:
🎭 "ჩემი ნაწილი, რომელიც გუნდში მომაქვს"
🎨 "ჩემი მანდალა" 🏺🖌

💡 რატომ არის ეს აქტივობები მნიშვნელოვანი?
✔ ქვაზე მოხატვის პროცესში მონაწილეები სიმბოლურად გადმოსცემდნენ თავიანთ როლსა და ადგილს გუნდში.

✔მანდალას დახატვა კი სტრესის შემცირების, შინაგანი ჰარმონიისა და თვითრეფლექსიის საუკეთესო საშუალებაა.

🖼მოხატული ქვები და მანდალები თითოეულ მონაწილეს დარჩა სამახსოვროდ – როგორც სიმბოლო მათი უნიკალურობისა და ჯგუფური ერთიანობისა!

✨ მადლობა ყველა მონაწილეს ამ შთამბეჭდავი და ინსპირაციული დღისთვის! 💙🌿

📸 გთავაზობთ რამდენიმე კადრს ჩვენი არტ-თერაპიული შეხვედრიდან! 📷🎨

#არტთერაპია #თვითგამოხატვა #გუნდურიაქტივობა #მანდალა #შემოქმედებითიენერგია #სტრესისმართვა #გუნდისგანვითარება

☀️🌿
09/02/2025

☀️🌿

სარეგისტრაციო ფორმა

🎨✨ კიდევ ერთი საინტერესო არტ თერაპიული ვორქშოფი თიბისის არაჩვეულებრივ გუნდთან! 💙შემოქმედებითი ენერგიით და გუნდური სულისკ...
09/02/2025

🎨✨ კიდევ ერთი საინტერესო არტ თერაპიული ვორქშოფი თიბისის არაჩვეულებრივ გუნდთან! 💙

შემოქმედებითი ენერგიით და გუნდური სულისკვეთებით სავსე დღე კიკეთის ფერმაში! 🌟 ჩვენი ვორქშოფის მთავარი მიზანი იყო შინაგანი რესურსებისა და კრეატიულობის გაღვიძება, გუნდის წევრებს შორის ხარისხიანი და ღრმა ურთიერთობების ხელშეწყობა.

🎭🖌️ ხელოვნება არის საუკეთესო გზა, რომ გავიხსნათ, გავუზიაროთ ემოციები ერთმანეთს და აღმოვაჩინოთ ახალი პერსპექტივები.

გმადლობთ, რომ იყავით ამ არაჩვეულებრივი გამოცდილების ნაწილი! 💛

#თიბისი #გუნდურისულგზესკენ #კრეატიულობა #შინაგანიენერგია #ხელოვნება

Address

თბილისი, ვაჟა-ფშაველას შესახვევი III, შენობა V
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when RUMA - Mental Well-being & Personal Growth posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to RUMA - Mental Well-being & Personal Growth:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram