მიიღეთ სრული ინფორმაცია ჩვენი შეთავაზებების შესახებ და გაილამაზეთ ცხოვრება!
08/02/2025
❗❗❗ფსიქოთერაპიის ეროვნული ქოლგა (NUO) ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონი კვლევითი კომიტეტის ფარგლებში,ატარებს მცირე მოკვლევას. მოკლევა ემსახურება მენტალური ჯანმრთელობის სერვისთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებას. თუ ხართ მენტალური ჯანრთელობის სფეროში დასაქმებული ან ამავე სერვისით მოსარგებლე პირი შეგიძლიათ შეავსოთ ქვემოთ წარმოდგენილი, თქვენთვის განკუთვნილი კითხვარი.
Be the first to know and let us send you an email when ფსიქოთერაპია/ფსიქოკონსულტირება დენდრონში posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.
Contact The Practice
Send a message to ფსიქოთერაპია/ფსიქოკონსულტირება დენდრონში:
დენდრონი_ პირველი ფსიქოთერაპიული კლინიკა საქართველოში
დენდრონში მუდამ გელიან!!!
დენდრონი, პირველი ფსიქოთერაპიული კლინიკა საქართველოში, უკვე 7 წელია კეთილსინდისიერად ემსახურება ადამიანებს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზთა გამო გადაწყვიტეს მიემართათ ფსიქოთერაპიისთვის, და დენდრონის მულტიდისციპლინურ გუნდს მიანდეს საკუთარი ფსიქო/ფიზიკური ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე.
ეს მიზეზები მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება, და მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს: შიშები და ფობიები, პანიკური შეტევები, სიკვდილის შიში, მშობიარობის შიში, ეკზისტენციალური (გაუცნობიერებული, ან გაცნობიერებული) შიშები, შფოთვა, ფორიაქი, გუნება განწყობის ხშირი ცვლა, შფოთვითი აშლილობები, დეპრესია, ნევროზი, ძილის სხვადასხვა სახის დარღვევები, თავის ტკივილი, აკვიატებული აზრები ან მოძრაობები, სექსუალური გადახრები ანდაც განწყობები, პიროვნული აშლილობები, ტიკები, რიტუალები, ენურეზი ანდაც შარდის სხვა სახის შეუკავებლობები, ნერვული ანორექსია, ბულემია, კვებითი დამოკიდებულებები, წონის პრობლემები, ჭარბი წონა, ენაბრგვილობა (ყველა ფორმა) და ლოგონევროზი, მეტყველების განვითარების დარღვევა, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი, ბრონქული ასთმა და ასთმური ბრონქიტი, მეხსიერების პრობლემები, ფსიქიური განვითარების შეფერხება, წამალთდამოკიდებულება (ნარკომანია), ალკოჰოლდამოკიდებულება, თამაშდამოკიდებულება, ინტერნეტდამოკიდებულება, ფსიქოტრავმა, პოსტტრევმული სინდრომები, ფსიქოტრავმის შედეგად განვითარებული სხვადასხვა მწვავე ნევროტიული რეაქციები_მშობლების განქორწინების ნიადაგზე, საყვარელ ადამიანთან დაშორების ნიადაგზე, პირველი ვიზიტი საბავშვო ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, ახალ სოციალურ გარემოსთან შეუგუებლობა, ოჯახში ახალი წევრის გამოჩენა. სხვადასხვა ხარისხის ქცევითი დარღვევები მათ რიცხვში: ქურდობა, მიდრეკილება ცეცხლის გაჩაღებისადმი, მიდრეკილება სიცრუისადმი, და სხვა. ყურადღების დარღვევები: ა) ჰიპერაქტიურობის სინდრომის ფარგლებში, ბ) ასთენიზაციის ფარგლებში, სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, (სპეციფიკური სასკოლო აშლილობები), ვეგეტატიური დარღვევები პრეკლიმაქსურ და პოსტკლიმაქსურ პერიოდებში, ურთიერთობის პრობლემები, კომუნიკაციების გაძნელება, ოჯახური პრობლემები, ოჯახშიდა ურთიერთობების პრობლემები, სირთულე ოჯახის დაგეგმვასა და განვითარებაში, ძალადობა, ბულინგი, ადაპტაციური მექანიზმების დასუსტება.
ფსიქოთერაპიული კლინიკა დენდრონი დაარსდა 2011 წლის 27 სექტემბერს, თბილისში, მისი დამფუძნებელია: მაია ბეგაშვილი_ ECP, ექიმი ფსიქოთერაპევტი (ფსიქოთერაპიაში სახელმწიფო და ევროპული სერტიფიკატების მფლობელი) მულტიმოდალი, ევროპის პროფესიონალ ფსიქოთერაპევტთა ლიგის ფსიქოთერაპევტი, EAP-ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი, საერთაშორისო კლასის ტრენერი და სუპერვიზორი, ექიმი-ნარკოლოგი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დოქტორანტი, დენდრონის დამფუძნებელი და სამკურნალო მიმართულების ხელმძღვანელი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის დამფუძნებელი, რეგიონალური ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ლიგის პრეზიდენტი.
დენდრონში პაციენტთა/კლიენტთა ფსიქო/ფიზიკურ სიჯანსაღესა და სულიერ სიმშვიდეზე ზრუნავენ მაღვალკვალიფიციური კადრები, დენდრონი დაკომპლექტებულია მულტიდისციპლინური გუნდით: ფსიქოთერაპევტები, ფსიქოკონსულტანტები, ფსიქოლოგები, ნევროლოგები, ფსიქიატრები, ექიმები, რომელთათვისაც ადამიანზე ზრუნვა და მათი სიჯანსაღისთვის ბრძოლა პიროვნული გამოწვევაა და ცხოვრების წესი.