გონების კოდი

გონების კოდი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from გონების კოდი, Tbilisi.

ასაკი ჩვენს დნმ-ში არ ზის.რეალობა დაბერების შესახებდაბერება არაა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესი, როგორც ამას ხშირად გვასწა...
29/11/2025

ასაკი ჩვენს დნმ-ში არ ზის.
რეალობა დაბერების შესახებ

დაბერება არაა ბუნებრივი ბიოლოგიური პროცესი, როგორც ამას ხშირად გვასწავლიან. სინამდვილეში, დაბერება გონების კონტროლის პროგრამაა - რწმენებისა და მენტალური შეზღუდვების შედეგი, რომლებიც საზოგადოებასა და კულტურაში თაობიდან თაობას გადაეცემა.

ერთ-ერთი გავრცელებული მითი ისაა, რომ ადამიანები "სიბერით" იღუპებიან. მაგრამ მეცნიერება გვიჩვენებს, რომ ჩვენი დნმ - უჯრედების გენეტიკური კოდი, არ შეიცავს კონკრეტულ „ასაკობრივ“ ინფორმაციას.
ჩვენი სხეული მუდმივად აღადგენს საკუთარ თავს: უჯრედები განახლებადია მთელი ცხოვრების განმავლობაში, მათ შორის ხანდაზმულ ასაკშიც.

მაგალითად:
კანი სრულად ახლდება ყოველ 3 თვეში;
სისხლი - ყოველ 6 თვეში;
ფილტვები - წელიწადში ერთხელ;
ღვიძლი - აღდგება 18 თვეში;
ტვინი - აღადგენს უჯრედებს ყოველ 3 წელიწადში;
ჩონჩხი - სრულად ახლდება 10 წელიწადში;
კუნთები და ქსოვილები - რეგენერირდება 15 წელიწადში;
ჩვენ პიროვნულადაც ვიცვლებით დაახლოებით ყოველ 7 წელიწადში.

ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩვენი სხეული მუდმივად "ახალი" ხდება. მიუხედავად ამისა, მაინც გვჯერა, რომ დაბერება გარდაუვალია. სინამდვილეში, ფიზიკური რღვევის ძირითადი მიზეზი ხშირად არა ასაკი, არამედ გაუგონარი და მოუგვარებელი ემოციური კონფლიქტებია, რომლებიც ჩვენს შინაგან სისტემებზე ახდენს ზეწოლას.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მარტივი სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანისთვის ასე მარტივად არ უჩერდება გული ან ფილტვები - ამას წინ უძღვის ღრმა ფსიქო-ემოციური მდგომარეობები. ადამიანები არ იღუპებიან პირდაპირ დაავადებებით ან ასაკით, ისინი იღუპებიან ცხოვრებისეული, შინაგანი დაძაბულობების გამო.

დაბერება იწყება აზროვნებიდან.
თუ გვჯერა და გვწამს, რომ დაბერება ნორმალურია, მაშინ ჩვენი სხეულიც იმავე გზას ადგება. მაგრამ თუ ამ რწმენას ვაცნობიერებთ და უარს ვამბობთ მასზე, მაშინ ჩვენი სხეული ირჩევს რეგენერაციას, გაჯანსაღებასა და გახანგრძლივებულ სიცოცხლეს.

ჩვენი რეგენერაციის გასაძლიერებლად საჭიროა:
- ჯანსაღი საკვები
- სუფთა ჰაერი და წყალი
- დადებითი ფიქრები
- საკუთარ თავზე სწორი და აღმდგენი ინფორმაცია

საიდუმლო ისაა, რომ ჩვენი დნმ არ შეიცავს დაბერების კოდს. დაბერების „პროგრამა“ იქმნება ჩვენს გონებაში - რწმენებით, რომლებიც მოვიპოვეთ ოჯახში, საზოგადოებაში და კულტურულ გარემოში.

ჩვენ გვგონია, რომ დაბერება და სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივი გზაა, თუმცა რეალობა შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. როცა წარსულში ვიხედებით და მომავლის შიშში ვცხოვრობთ, ვერ ვცვლით აწმყოს. მაგრამ თუ წარსულს გავუშვებთ და გონებაში მოვახდენთ ცვლილებებს, სხეულიც შესაბამისად მიჰყვება.

დაბერება არაა ჩვენი ბიოლოგიის აუცილებლობა - ეს ჩვენი რწმენებისა და მენტალური პროგრამების შედეგია. მოდი, გადავხედოთ ჩვენს შეხედულებებს, რადგან სხეულს შეუძლია გაუძლოს დროს, თუ გონება არ მისცემს მას ბრძანებას დაბერების შესახებ

წყარო:ჰირამის საიდუმლო

🌌 გონების კოდი — წიგნი, რომელიც დაგეხმარება საკუთარ თავს სხვაგვარი თვალით შეხედოგონება არის ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელ...
18/09/2025

🌌 გონების კოდი — წიგნი, რომელიც დაგეხმარება საკუთარ თავს სხვაგვარი თვალით შეხედო

გონება არის ყველაზე დიდი საიდუმლო, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია დამალული. ის ქმნის ჩვენს რეალობას, მაგრამ ხშირად ისე ვცხოვრობთ, თითქოს თავად კი არ ვმართავთ მას, არამედ ის მართავს ჩვენს ცხოვრებას.

📖 „გონების კოდი“ გთავაზობს შესაძლებლობას, შეისწავლო შენი გონების და ქვეცნობიერის ერთობლივი მუშაობა და იპოვო პასუხები კითხვებზე:
• რატომ ვმოძრაობთ ხშირად ერთსა და იმავე წრეზე?
• როგორ ცვლის ჩვენი ფიქრები რეალობას?
• როგორ დავძლიოთ შიშები და უარყოფითი ემოციები?
• როგორ ვისწავლოთ საკუთარი ცხოვრების მართვა ისე, როგორც თავად გვინდა?

წიგნი დაწერილია მარტივ ენაზე. მასში შეხვდებით პრინციპებს, პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს, რომლებიც უშუალოდ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.

✨ ეს წიგნი არის გამოცდილება, რომელიც რეალურად შეგიძლია გამოცადო საკუთარ თავზე.
✨ ეს არის გზა შინაგანი თავისუფლებისკენ, რომელიც იწყება ფიქრებისგან.
✨ ეს არის კოდი, რომელიც დაგეხმარება სამყაროს ახალი თვალით შეხედო.

„გონების კოდი“ განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც:
• სურს ახალი პერსპექტივის დანახვა;
• ეძებს სიმშვიდესა და თავდაჯერებას;
• მზად არის, გამოიყენოს საკუთარი გონება როგორც შესაძლებლობის, და არა როგორც დაბრკოლების წყარო.

თუ მზად ხარ, რომ საკუთარ თავს ახალი თვალით შეხედო, ეს წიგნი შეიძლება გახდეს შენი პირადი მეგზური ნებისმიერ ეტაპზე.

🖋️ ავტორი:
ზეზვა ჯაიანი - ვედური თეორიის და მედიტაციის პრაქტიკოსი, „აიურვედა მასაჟის“ უძველესი ტექნიკის სპეციალისტი, NLP-სერტიფიცირებული პრაქტიკოსი.
ის არ გიყვება იმაზე, რაც მხოლოდ წიგნებში წაუკითხავს. ის გადმოგცემს ცოდნას, რომელიც პირადად განუცდია და შედეგებად აქცია.

🏷️ ფასი: 55₾
📦 მოცულობა: 369 გვერდი
🚚 მიწოდება: მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა

📨 წიგნის შესაძენად მოგვწერე პირად შეტყობინებებში

____
#გონებისკოდი #წიგნი #თვითგანვითარება

15/09/2025

ნუ უწოდებ მას გარდაცვლილს

📚 კიდევ ერთი თბილი შეფასება ჩემი წიგნის შესახებ!დიდი მადლობა გიორგი ჯაჯანიძეს გულწრფელი სიტყვებისთვის. 🦋📦 ვაგზავნით მთელ...
15/09/2025

📚 კიდევ ერთი თბილი შეფასება ჩემი წიგნის შესახებ!
დიდი მადლობა გიორგი ჯაჯანიძეს გულწრფელი სიტყვებისთვის. 🦋

📦 ვაგზავნით მთელი საქართველოს მასშტაბით.
👉 კომენტარებში დაწერე „მინდა“ ან მომწერე პირადში „წიგნი.“

აი ეს !
10/09/2025

აი ეს !

ჟანა ლუიზა კალმანი ბედის ნებიერა აღმოჩნდა: იცოცხლა 122 წელი და 164 დღე. ის საფრანგეთში, ორლიში დაიბადა. როცა ეიფელის კოშ...
09/09/2025

ჟანა ლუიზა კალმანი ბედის ნებიერა აღმოჩნდა: იცოცხლა 122 წელი და 164 დღე.

ის საფრანგეთში, ორლიში დაიბადა. როცა ეიფელის კოშკი ააგეს, 14 წლის იყო. სწორედ ამ დროს შეხვდა ვან გოგს.

„ის ჭუჭყიანი იყო, ცუდად ეცვა და სახე შეჭმუხნილი ჰქონდა,“ – იხსენებდა ინტერვიუში მადამ ჟანა კალმანი.

85 წლის ასაკში ისწავლა ფარიკაობა. 100 წლისა პირველად დაჯდა ველოსიპედზე.

114 წლის ასაკში ჟანა ფილმში გადაიღეს, 115 წლისამ თეძოს ოპერაცია გაიკეთა, ხოლო 117 წლისამ დაანება თავი მოწევას – და არა იმიტომ, რომ თავს ცუდად გრძნობდა, არამედ მხედველობა დაეკლო და უხერხულად გრძნობდა თავს, როცა ყოველ წუთს სხვას სთხოვდა, მოეკიდებინა მისთვის.

90 წლის ჟანამ, რომელსაც შთამომავალი აღარ ჰყავდა, 47 წლის იურისტთან, რაფრისთან გააფორმა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მისი სახლი სიკვდილის შემდეგ ადვოკატს უნდა დარჩენოდა. სამაგიეროდ ადვოკატი მას ყოველთვიურად უხდიდა თანხას, რომელიც სახლის ფასს შეადგენდა. მაგრამ ბედმა ღიმილი ვერ შეიკავა: ადვოკატი არათუ უხდიდა 30 წლის განმავლობაში, არამედ თავად გარდაიცვალა 77 წლის ასაკში და ფულის გადახდა მის ქვრივს მოუწია.

მადამ ჟანას გამონათქვამები:

,,მე ბებერი ვიყავი უკვე ასი წლის წინ".

,,მე ერთი ნაოჭი მაქვს და იმაზეც ვზივარ".

,,მე ღვინოზე ვარ შეყვარებული".

,,ახალგაზრდობა – ეს სულის მდგომარეობაა და არა სხეულის. ამიტომაც მე ჯერ კიდევ გოგონა ვარ, უბრალოდ, უკანასკნელი 70 წელია, ცუდად გამოვიყურები".

,,ღმერთს დავავიწყდი".

,,ყოველთვის გაიღიმეთ – ასე ვხსნი მე ჩემი დღეგრძელობის საიდუმლოს".

,,თუკი რაიმე არ გამოგდით, ნუ იდარდებთ ამაზე".

,,უდიდესი სურვილი მაქვს სიცოცხლის და მაქვს კარგი მადა, განსაკუთრებით მიყვარს ტკბილეული".

,,არასოდეს ვისვამ წამწამების ტუშს, რადგან ყოველთვის ცრემლებამდე ვიცინი".

,,ცუდად ვხედავ, ცუდად მესმის და თავსაც არ ვგრძნობ კარგად, მაგრამ ეს არაფერია".

,,მგონია, რომ სიცილისგან გარდავიცვლები".

,,ყველა შესაძლებელი სიტუაციიდან სიამოვნებას ვიღებდი, ვიცავდი მორალის პრინციპებს და არაფერს ვნანობ".

ერთ-ერთი ინტერვიუს შემდეგ, კორესპონდენტმა დამშვიდობებისას ჟანას მიმართა:

– შევხვდებით! იქნებ მომავალ წელსაც…

მადამ კალმანმა უპასუხა:

– რატომაც არა? თქვენ არც ისე ცუდად გამოიყურებით!

120 წლის იუბილეზე, როცა ჰკითხეს, როგორი იქნება მომავალი, გენიალურად უპასუხა:

– ძალიან მოკლე.

✊❤️
06/09/2025

✊❤️

03/09/2025

ნუ უწოდებ მას გარდაცვლილს

 #გონებისკოდი  #წიგნი  #თბილისი  #ბათუმი  #ქუთაისი
03/09/2025

#გონებისკოდი #წიგნი #თბილისი #ბათუმი #ქუთაისი

წიგნი "გონების კოდი - მედიტაციის საიდუმლო გზა წარმატებამდე"
03/09/2025

წიგნი "გონების კოდი - მედიტაციის საიდუმლო გზა წარმატებამდე"

Address

Tbilisi
0179

Telephone

+995511150999

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გონების კოდი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to გონების კოდი:

Share