მედფარმა პლუსი

მედფარმა პლუსი ფარმაცევტული კომპანია "მედფარმა პლუს ფარმაცევტული კომპანია "მედფარმა პლუსი"

წასახემსებლები დაბალი ცილის შემცველობით & გლუტეინის გარეშე
31/07/2023

წასახემსებლები დაბალი ცილის შემცველობით & გლუტეინის გარეშე

შოკოლადები დაბალი ცილის შემცელობით & გლუტეინის გარეშე
31/07/2023

შოკოლადები დაბალი ცილის შემცელობით & გლუტეინის გარეშე

მაკარონი დაბალი ცილის შემცველობით & გლუტეინის გარეშე
31/07/2023

მაკარონი დაბალი ცილის შემცველობით & გლუტეინის გარეშე

ფქვილის ნარევები
31/07/2023

ფქვილის ნარევები

შაქრის შემცვლელები
31/07/2023

შაქრის შემცვლელები

📌შაქრის შემცვლელების მრავალფეროვანი არჩევანი მედფარმა პლუსში:👇🏻 📍ფრუქტოზა 📍სორბიტი 📍სტევია 📍ასპარტამი 📍სუკრაზიტი
16/06/2021

📌შაქრის შემცვლელების მრავალფეროვანი არჩევანი მედფარმა პლუსში:👇🏻
📍ფრუქტოზა
📍სორბიტი
📍სტევია
📍ასპარტამი
📍სუკრაზიტი

☕️"ციკორი"-ს, ანუ ვარკაჭაჭას ყავების მრავალფეროვანი არჩევანი მედფარმა პლუსში!☕️ვარდკაჭაჭა ცნობილია, როგორც ვიტამინებით ს...
16/06/2021

☕️"ციკორი"-ს, ანუ ვარკაჭაჭას ყავების მრავალფეროვანი არჩევანი მედფარმა პლუსში!
☕️ვარდკაჭაჭა ცნობილია, როგორც ვიტამინებით სავსე სასმელი და ყავის ეფექტური შემცვლელი, რომელიც ძალიან ჰგავს მას გემოთი და არომატით🙌
🔔 ვარდკაჭაჭას ჯადოსნური თვისებების შესახებ იხილეთ ვრცლად👇🏻
📌ვარდკაჭაჭა ყავის სუროგატია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ნერვულ სისტემას ამშვიდებს. ის ძალიან კარგად მოქმედებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებზე, კარგი საშუალებაა ჭარბი წონის დასაკლებად, კანისთვის, თმისთვის, ღვიძლისთვის და სხვა
📌ვარდკაჭაჭა შეიცავს:
✔️Е, Р, А, B და С ჯგუფის ვიტამინებს
✔️ეთერზეთებს
✔️ორგანულ მჟავებს
✔️მთრიმლავ ნივთიერებებს
✔️პექტინს
✔️ფისის
✔️მიკროელემენტებს (ნატრიუმი, რკინა, ✔️ფოსფორი, სპილენძი, კალიუმი)
✔️კუმარინებს
✔️მწარე გლიკოზიდს
✔️ფენოლებს

📌ვარდკაჭაჭა სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის
B ჯგუფის ვიტამინები (В1, В2, В3) ვარდკაჭაჭას შემადგენლობაში დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ის აუმჯობესებს განწყობას, ადამიანს ენერგიულს ხდის, მაგრამ, ყავისგან განსხვავებით, ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს.

📍ვარდკაჭაჭა, როგორც წონაში დაკლების საშუალება
ვარდკაჭაჭა შეიცავს ინულინს, რაც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს. თუ ვერ ეუბნებით საკუთარ თავს უარს ტკბილეულზე, მიიღეთ ვარდკაჭაჭას ნაყენი. ინულინი ანეიტრალებს ამ პროდუქტების მავნებლობას.
ტიამინი (B1) ცხიმებს, ცილებსა და ნახშირწყლებს ენერგიად გარდაქმნის, რიბოფლავინი (B2) წვავს ცხიმებს და ხელს უწყობს ჭარბი წონის მოშორებას. ვარდკაჭაჭა ასევე შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტრიტერპენებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის პროცესების კატალიზატორია და წონაში დაკლებას ეხმარება.
ვარდკაჭაჭა აგრეთვე შეიცავს პექტინს, რომელიც შიმშილის გრძნობასა და მადას ამცირებს. თუ გახდომა გსურთ, მიიღეთ ვარდკაჭაჭას ნაყენი საუზმისა და სადილის შემდეგ.
📍ვარდკაჭაჭა შაქრიანი დიაბეტის დროს
როგორც აღვნიშნეთ, ინულინი სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს, რაც შაქრიანი დიაბეტით დაავადებულების მდგომარეობს ამსუბუქებს. მისი გამოყენება დიაბეტის დროს შესაძლებელია, როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალებისა.
📍ვარდკაჭაჭა კანისთვის
ვარდკაჭაჭას შემადგენლობაშია კანისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერებები, როგორიცაა კალციუმი, კალიუმი და მაგნიუმი, ასევე ვიტამინები А, Е, В 1, В2, В3, С, РР. ეს ვიტამინები და ნივთიერებები აჩქარებს კოლაგენის ბოჭკოების აღდგენას და კანზე მატონიზირებელი მოქმედება აქვს.
ამას გარდა, მცენარეს აქვს ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ეფექტურია ეგზემის, დერმატიტის, ფსორიაზისა და კანის სხვა დაავადებების დროს.
📍ვარდკაჭაჭა თმისთვის
ვარდკაჭაჭა სასარგებლოა თმისთვისაც — როგორც მისი ნაყენის დალევა, ისე მისი ფესვის ნაყენის გადავლება თმის დაბანის შემდეგ. ის აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ხელს უწყობს თმის ზრდას.
📍ვარდკაჭაჭა ნაწლავების მიკროფლორისთვის
და კვლავ ინულინის სარგებლის შესახებ — ის განსაკუთრებით სასარგებლოა ნაწლავების მიკროფლორისთვის. ჩვენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ბიფიობაქტერიები, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ცხოვრობენ და უჯრედისით იკვებებიან, ძალიან კარგად რეაგირებენ ინულინზე, რომელიც უჯრედისის განსაკუთრებული სახეობაა. ამგვარად, ვარდკაჭაჭა გვიცავს დისბაქტერიოზისგან და მისგან გამოწვეული პრობლემებისგან.
📍ვარდკაჭაჭა იმუნიტეტისთვის
ვარდკაჭაჭაში შემავალი ვიტამინები და ასევე ინულინი იმუნიტეტს ამაღლებს, წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან და, შესაბამისად, აუმჯობესებს ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ათვისებას. ასევე მცენარე შეიცავს ციკორის მჯავას, რომელიც უშუალოდ ამაღლებს იმუნიტეტს.
ვარდკაჭაჭა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის
ვარდკაჭაჭა მდიდარია კალიუმით, რაც გულის მუშაობისთვის აუცილებელია, ხოლო მაგნიუმი ეხმარება ტაქიკარდიასთან და გულის სხვა დაავადებებთან ბრძოლაში. მცენარე ასევე ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოებას, გულის კუმშვის რიტმის ნორმალიზებას. ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. ეს ყველაფერი ძალზე სასარგებლოა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ჰიპერტონია, ტაქიკარდია, გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი და სხვა.
📍ვარდკაჭაჭა ანემიის დროს
ვარდკაჭაჭა დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, რომელსაც ორგანიზმი შესანიშნავად ითვისებს. ამიტომ ვარდკაჭაჭა უნდა მიიღოთ ანემიის მკურნალობისა და მისი პროფილაქტიკის მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ თუ მცენარის ნაყენში რძეს დაამატებთ, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს რკინის ათვისებას.
📍ვარდკაჭაჭა ღვიძლისა და თირკმელების გასაწმენდად
ვარდკაჭაჭა ღვიძლსა და თირკმელებს წმენდს შლაკებისგან, ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას.
📍ვარდკაჭაჭა ორგანიზმის პარაზიტებისგან გაწმენდისთვის
ვარდკაჭაჭა, გარდა იმისა, რომ წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან, წმენდს ღვიძლსა და თირკმელებს, ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის პარაზიტებისგან გაწმენდას.
📌ვარდკაჭაჭა ასევე ამსუბუქებს ქალის მდგომარეობას მენსტრუალური ტკივილებისას, ამცირებს სოკოვანი ინფექციების გაჩენის ალბათობას, აბრკოლებს ნაოჭების წარმოქმნას და სხვა.
❗️❗️❗️გაითვალისწინეთ:
❌ ვარდკაჭაჭას გამოყენება არ არის რეკომენდებული რძესთან ერთად — ეს ორი პროდუქტი ცუდად უთავსდება ერთმანეთს. ასევე არ იქნება კარგი მისი გამოყენება ვარიკოზული გაგანიერების დროს; დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ავნოს ღვიძლს; გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანს ვარდკაჭაჭა მადას უღვიძებს, ასევე, იშვიათად, მაგრამ მაინც, მღელვარებას, მოუსვენრობასა და უძილობას იწვევს.
‼️ეს ყველაფერი — ვარდკაჭაჭას სასარგებლო თვისებებიცა და შესაძლო გართულებებიც, მით უმეტეს, შეეხება ორსულებს — მათ მეტი დაკვირვება მართებთ ორგანიზმის რეაქციაზე, როდესაც ვარდკაჭაჭას იღებენ.

მედფარმა პლუსი შეგახსენებთ❗️ ❌იკრძალება ნებისმიერ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა, მათ შორის აფთიაქში, სას...
30/04/2020

მედფარმა პლუსი შეგახსენებთ❗️
❌იკრძალება ნებისმიერ დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა, მათ შორის აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვ.
😷როგორ უნდა გაიკეთოთ, მოიხმაროთ, მოიხსნათ და გადააგდოთ პირბადე.👇🏻

წყარო 👉🏻 https://www.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=d3e9f9d2-c980-4937-a880-34cb1313ac95&fbclid=IwAR1cuzSStdNYJXWF1V2IF8tzefGy8pE-HH9OKyW43NjM-Du98Dn3IOwMrkg

🙏🏻ძვირფასო ბენეფიციარებო, გთავაზობთ მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით: 👇...
17/04/2020

🙏🏻ძვირფასო ბენეფიციარებო, გთავაზობთ მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს თქვენთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით: 👇🏻

❓როგორ უნდა გადავაადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?

👉🏻სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია:

📌თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ.: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად).

📌თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ.: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.

📌იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ – სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება.

❓ შემიძლია თუ არა სასურსათო პროდუქტის ან/და ფარმაცევტული პროდუქტის გამოძახება?

👉🏻საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/პროდუქტის მიტანის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება დასაშვებია. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. „დელივერი“ სერვისით.

❗️სრულ ტექსტს გაეცანით ლინკზე👇🏻

17 აპრილიდან საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები უკიდურესად გამკაცრდება. მთავრობამ დაგეგმილ აკრძალვებთან დაკავ....

16/04/2020

❤️ძვირფასო მომხმარებლებო და ბენეფიციარებო 🙏🏻
კვირას, 19 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, და ასევე აფთიაქებში სანიტარული დღის გამოცხადების მიზნით, მედფარმა პლუსის თბილისის, გორის, მცხეთის და ახალციხის ფილიალები 1 დღით დაიხურებიან ❌
❗️გთხოვთ, გაითვალისწინოთ🙏🏻

მედფარმა პლუსი გისურვებთ ჯანმრთელობას და გთხოვთ, #დარჩითსახლში 🙏🏻

02/04/2020

❗️❗️❗️ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა საყურადღებოდ👇🏻
🦠ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID19) გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე:
📌შეიცვალა აფთიაქის სამუშაო საათები, ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 სთ, შაბათ-კვირა 10:00-18:00 სთ.
📌მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და მხოლოდ მედფარმა პლუსის თბილისის ფილიალიდან, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარები მედიკამენტის გატანას შეძლებენ ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, ყოველ დღე.

01/04/2020

‼️ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა საყურადღებოდ:
🦠ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID19) გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომრეობიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთენლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარებზე მედიკამენტები გაიცემა ურეცეპტოდ. მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემა შეწყდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე.

💊მედიკამენტების გატანა შესაძლებელია ყველა რეგიონიდან.
👇იხილეთ რეგიონებში იმ აფთიაქების მისამართები, საიდანაც შეძლებთ მედიკამენტების გატანას:

📍აჭარა - ბათუმი, ბარათაშვილის ქ.14;
📍გურია - ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ.2;
📍იმერეთი - ქუთაისი, პუშკინის ქ.14;
📍სამეგრელო - ზუგდიდი, კედიას ქ.4ა;
📍კახეთი - თელავი, დ.აღმაშენებლის გამზ., 41;
📍ქვემო ქართლი - რუსთავი, ოდიშარიას ქ.24;
📍შიდა ქართლი - გორი, ჭავჭავაძის ქ.50; (მედფარმა პლუსი)
📍მცხეთა-თიანეთი - მცხეთა, კოსტავას ქ.28; (მედფარმა პლუსი)
📍სამცხე-ჯავახეთი - ახალციხე, თამარაშვილის ქ.6-8 (მედფარმა პლუსი).

Address

უზნაძის 76/1
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Telephone

+995322950303

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მედფარმა პლუსი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to მედფარმა პლუსი:

Share