დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი • David Tatishvili Medical Center

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი • David Tatishvili Medical Center

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი • David Tatishvili Medical Center დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი - ადგილი, სადაც თქვენი ჯანმრთელობა პროფესიონალების ხელშია

ჩვენ გთავაზობთ მრავალპროფილურ სამედიცინო მომსახურებას, მომხმარებელზე მორგებულ, მაქსიმალურად ეფექტურ და კომფორტულ გარემოს.

ცენტრში ფუნქციონირებს ულტრათანამედროვე ლაბორატორიული კომპლექსი, ქირურგიული სტაციონარი, აბმულატორიულ-პოლიკლინიკური მომსახურება, ულტრასონოგრაფიის განყოფილება, დიაგნოსტიკური კომპლექსი.

საბურთალოს ფილიალი
დაგვიკავშირდით: 2 800 819.
ვაჟა-ფშაველას 76ბ.

ისნის ფილიალი
დაგვიკავშირ

დით: 2 800 818 ან 591 882 144
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N55

ვაკის ფილიალი
დაგვიკავშირდით: 2 913 119
თ. აბულაძის ქ. N7

რეაბილიტაციის ცენტრი
დაგვიკავშირდით: 2 109 109; 2 186 186.
ზ.ანჯაფარიძის I შეს. N2 (ყოფილი ს.ეულის ქუჩა)

ბათუმის ფილიალი
დაგვიკავშირდით: 2 800 816 ; 557 816 816
პეტრე ბაგრატიონის N129

🚨 ნაღველკენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაძლებ...
30/04/2026

🚨 ნაღველკენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და შესაძლებელია შემთხვევით გამოვლინდეს მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური კვლევის დროს.

👉დაავადების გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და იგი უფრო ხშირად ქალებში გვხვდება.

❗მდგომარეობის გამწვავების დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც გადაცემითი ხასიათისაა და ვრცელდება მარჯვენა ბეჭქვეშა არეში.

💡 აღნიშნული დაავადებისგან სრული განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ქირურგიული ჩარევის გზით.

🕒ოპერაცია საშუალოდ 15–20 წუთს გრძელდება და იგი ტარდება ლაპაროსკოპიული (უსისხლო) მეთოდით. ოპერაციის შემდეგ პაციენტები, როგორც წესი, რამდენიმე დღეში უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

👩🏻‍⚕️ოპერაციას ატარებს გამოცდილი ქირურგი ქეთევან ქვრივიშვილი.

ℹ️ ნუ დაელოდებით დაავადების გართულებას, დროულად მიმართეთ ექიმს.

📞 დაჯავშნეთ ვიზიტი: 032 2 800 819
📍 საბურთალოს ფილიალი | ვაჟა-ფშაველას 76ბ

🔰ცხვირით სუნთქვის გაძნელება? ხშირი ყელის ტკივილი ან სმენის დაქვეითება? დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ ყელ-...
23/04/2026

🔰ცხვირით სუნთქვის გაძნელება? ხშირი ყელის ტკივილი ან სმენის დაქვეითება? დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ ყელ-ყურ-ცხვირთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.

➡️ თუ გაწუხებს:
🔹 ქრონიკული ცხვირის გაჭედვა (ვაზომოტორული რინიტი)
🔹 ხვრინვა, ძილის აპნოე, ყნოსვის დაქვეითება
🔹 ხშირი სურდო, სინუსიტი (ჰაიმორიტი, ფრონტიტი და სხვ.)
🔹 თავის ტკივილი, დაღლილობა, ზეწოლა თვალბუდის არეში
🔹 ყელის ძლიერი ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, ხმის ცვლილება
🔹 ყურის ტკივილი, ხმაური, სმენის დაქვეითება

✔️ საჭიროების შემთხვევაში გთავაზობთ ქირურგიულ მკურნალობას:
➡️ ცხვირის ძგიდის კორექცია
➡️ პოლიპების მოცილება
➡️ ადენოიდებისა და ტონზილების მკურნალობა
➡️ ქრონიკული სინუსიტის ეფექტური მართვა

👨‍⚕️ ოტორინოლარინგოლოგი - ქირურგი: გოგა ჭაფანძე

🎯 დაიბრუნე თავისუფალი სუნთქვა და ცხოვრების ხარისხი.

📞 დაჯავშნე ვიზიტი: 032 2 800 819
📍 საბურთალოს ფილიალი | ვაჟა-ფშაველას 76ბ.

👁️ გაეცანი 5 ყველაზე გავრცელებულ თვალის ინფექციას. თუ შენიშნეთ თვალში მცირე დისკომფორტი, სიწითლე, ქავილი, გამონადენი, ცრ...
21/04/2026

👁️ გაეცანი 5 ყველაზე გავრცელებულ თვალის ინფექციას.

თუ შენიშნეთ თვალში მცირე დისკომფორტი, სიწითლე, ქავილი, გამონადენი, ცრემლდენა და სხვ. შესაძლოა გქონდეთ 👇🏻

1️⃣ ქუთუთოების ანთება (ბლეფარიტი) - იწვევს ქავილს, სიწითლეს და ქუთუთოების შეშუპებას. ხშირად ქრონიკულია და საჭიროებს სწორ ჰიგიენას და მკურნალობას.

2️⃣ ქუთუთოს აბსცესი - მტკივნეული, წითელი გამონაყარი ქუთუთოზე - შეიძლება სწრაფად განვითარდეს, მაგრამ დროულად მკურნალობისას მარტივად ქრება.

3️⃣კონიუქტივიტი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექცია. იწვევს სიწითლეს, ცრემლდენას და წებოვან გამონადენს.

4️⃣რქოვანას ანთება (კერატიტი) - შეიძლება სერიოზულად დააზიანოს მხედველობა. იწვევს ტკივილს, სინათლისადმი მგრძნობელობას და მხედველობის დაბინდვას.

5️⃣უვეიტი - თვალის შიდა სტრუქტურების ანთება, რომელიც ხშირად საჭიროებს სწრაფ დიაგნოსტიკასა და სპეციალისტის ჩარევას.

❗️დროულად გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული ინფექციები მარტივად კონტროლირებადია. დაგვიანებული რეაგირება კი ზრდის გართულებების რისკს.

👉 ოფთალმოლოგთან ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერე ან დაგვიკავშირდი 👇🏻

👁️საბურთალოს ფილიალი | ვაჟა-ფშაველას გამზირი N76ბ
☎️032 2 800 819
👁️ვაკის ფილიალი| თენგიზ აბულაძის ქ. N7
☎️032 2 913 119

🌿 გაზაფხულზე სეზონური ალერგია აქტიურდება და გავლენას ახდენს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე. 🌸 ალერგიის მართვაში პირველი ...
16/04/2026

🌿 გაზაფხულზე სეზონური ალერგია აქტიურდება და გავლენას ახდენს ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე.

🌸 ალერგიის მართვაში პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალერგენთან კონტაქტის მაქსიმალურად შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულზე ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, სწორი მიდგომით მიღწევადია მისი ეფექტური მართვა და ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება.

💡მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება სიმპტომების სიმძიმისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

👁️ გაზაფხულისთვის სახასიათო მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა ცრემლდენა და თვალების ქავილი, რეკომენდებულია ადგილობრივი მოქმედების პრეპარატების გამოყენება - მაგალითად, თვალის წვეთების და ცხვირის სპრეის. ასევე ეფექტურია ახალი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებები, რომლებიც არ იწვევენ ძილიანობას და შესაბამისად, არ აქვეითებენ ცხოვრების ხარისხს.

💊 იმ შემთხვევაში, თუ სიმპტომები მძიმდება და მნიშვნელოვნად ქვეითდება პაციენტის შრომისუნარიანობა, შესაძლებელია სპეციფიკური მკურნალობის - იმუნოთერაპიის გამოყენება. ეს მეთოდი გულისხმობს გამომწვევ ალერგენთან ორგანიზმის ეტაპობრივ „შეჩვევას“, რის შედეგადაც იმუნური სისტემა ნაკლებად მძაფრად და ხშირად, საერთოდაც აღარ რეაგირებს მასზე.

❗ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, არ გადადო მკურნალობა.

🚩 უყურადღებოდ დატოვებული სეზონური ალერგია შეიძლება გადაიზარდოს:
• ქრონიკულ რინიტსა და სინუსიტში
• არსებობს ბრონქული ასთმის განვითარების ან უკვე არსებულის გამწვავების რისკი
• ხანგრძლივი ალერგია ხშირად იწვევს თვალების ქრონიკულ გაღიზიანებას, დაღლილობას, უძილობას და შრომისუნარიანობის დაქვეითებას .

👉 დაჯავშნეთ ვიზიტი ალერგოლოგთან - 032 2 800 819
საბურთალოს ფილიალი | ვაჟა-ფშაველას გამზირი N76ბ.

✨დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს !! ✨
12/04/2026

✨დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს !! ✨

🌍 7 აპრილი - ჯანმრთელობის მსოფლიო დღე.✔️ ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება და მიზნად ისახავს ჯან...
07/04/2026

🌍 7 აპრილი - ჯანმრთელობის მსოფლიო დღე.

✔️ ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება და მიზნად ისახავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას.

📄 2026 წლის კამპანიის თემა - „ერთად ჯანმრთელობისთვის. დავდგეთ მეცნიერების მხარეს“ გვახსენებს, რომ სამეცნიერო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

#ჯანმრთელობისმსოფლიოდღე

🫁 ბრონქული ასთმა არის ბრონქების ლორწოვანი გარსის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც სასუნთქი გზები ვიწროვდება (ბრონქოსპა...
03/04/2026

🫁 ბრონქული ასთმა არის ბრონქების ლორწოვანი გარსის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც სასუნთქი გზები ვიწროვდება (ბრონქოსპაზმი) და სუნთქვა რთულდება.

🌿 ბრონქული ასთმა შეიძლება იყოს სეზონურიც. ამ შემთხვევაში სიმპტომები ხშირად უკავშირდება მცენარეთა ყვავილობის პერიოდს (ადრე გაზაფხულიდან შემოდგომამდე), ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებსა და კლიმატურ პირობებს.

‼️აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, თუ შენიშნეთ:
-ამოსუნთქვის გაძნელება
-ქოშინი (სტვენის მსგავსი ხმა)
-სუნთქვის უკმარისობა
-ხველა
-გულმკერდის არეში დისკომფორტი - შებოჭილობის ან სიმძიმის შეგრძნება.

✅ დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკისა და ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი. მხოლოდ პროფესიონალის დახმარებით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა იწვევს სიმპტომებს, როგორ უნდა აირიდოთ ალერგენები და როგორ მართოთ სწორად ბრონქული ასთმა.

📍 ნუ დაელოდებით სიმპტომების გამწვავებას, იზრუნეთ ჯანმრთელობაზე დროულად.

☎️032 2 800 819
📍მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N76ბ.

30 მარტი ექიმების საერთაშორისო დღეა 🎉📅 აღნიშნული თარიღი არის შესაძლებლობა, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება იმ ადამიანები...
30/03/2026

30 მარტი ექიმების საერთაშორისო დღეა 🎉

📅 აღნიშნული თარიღი არის შესაძლებლობა, გამოვხატოთ გულწრფელი მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი ჯანმრთელობის დაცვასა და სიცოცხლის გადარჩენაზე.

🎉 დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ულოცავს ყველა ექიმს ამ მნიშვნელოვან დღეს!

მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისთვის და ყოველდღიური თავდადებისთვის 💙

#ექიმებისდღე #მადლობაექიმებს #30მარტი

🌿  გაზაფხული ალერგიის გამწვავებასთან ასოცირდება. თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები: ▫️ხშირი ცემინება ▫️ცხვირიდან გამონადენი...
27/03/2026

🌿 გაზაფხული ალერგიის გამწვავებასთან ასოცირდება.

თუ გაწუხებთ შემდეგი სიმპტომები:
▫️ხშირი ცემინება
▫️ცხვირიდან გამონადენი
▫️სუნთქვის გაძნელება
▫️თავის ტკივილი
▫️თვალების სიწითლე ან ცრემლდენა
▫️ქავილი
▫️გამონაყარი ან კანის გაღიზიანება

შესაძლოა საქმე სეზონურ ალერგიასთან გქონდეთ.

‼️სიმპტომების უყურადღებოდ დატოვებამ შესაძლოა დროთა განმავლობაში არა მხოლოდ დისკომფორტი, არამედ ისეთი სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს, როგორიცაა:
⚠️ ქრონიკული რინიტი
⚠️ სინუსიტი
⚠️ ასთმა
⚠️ მუდმივი დაღლილობა და ძილის პრობლემები

✅ დროული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული მკურნალობა საშუალებას მოგცემთ, სეზონი მშვიდად და კომფორტულად გაატაროთ.

📍 ნუ დაელოდებით სიმპტომების გამწვავებას - იზრუნეთ ჯანმრთელობაზე დროულად.

👉 დაჯავშნეთ ვიზიტი ალერგოლოგთან.
032 2 800 819
მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N76ბ.

23/03/2026

🛡️ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის რადიოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით, რაც უზრუნველყოფს:

✔️ უმაღლეს სიზუსტეს და დეტალიზებულ კვლევებს
✔️ მაღალი რეზოლუციის გამოსახულებას
✔️უსაფრთხო და ინდივიდუალურად მორგებულ მიდგომას.

ჩვენთან დიაგნოსტიკა ნიშნავს სანდოობას.

☎ კვლევების დასაგეგმად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:
📞 032 2 800 819
📍 საბურთალო, ვაჟა-ფშაველას №76ბ.

🛡️ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის რადიოლოგიის დეპარტამენტი -  ადგილი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგია და პროფესიონალიზ...
19/03/2026

🛡️ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის რადიოლოგიის დეპარტამენტი - ადგილი, სადაც თანამედროვე ტექნოლოგია და პროფესიონალიზმი თქვენი ჯანმრთელობისთვის ერთიანდება.

რადიოლოგები: სალომე როდონაია | ვასილ გერგედავა.

ცენტრი აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით:
✨ Siemens Luminus DRF – ციფრული რენტგენო და ფლუოროსკოპიული სისტემები მაღალი რეზოლუციის გამოსახულებისთვის
✨ Toshiba 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი (CT) – უმაღლესი სიზუსტის და დეტალიზაციის კვლევებისთვის

👇 ჩვენ გთავაზობთ რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე პროტოკოლების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს:
✔️ დიაგნოსტიკის მაქსიმალურ სიზუსტეს
✔️ უსაფრთხო და ინდივიდუალურად მორგებულ მიდგომას
✔️ ოპერატიულ და მაღალი ხარისხის მომსახურებას

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი - ჩვენთან დიაგნოსტიკა ნიშნავს სანდოობას.

☎ კვლევების დასაგეგმად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:
📞 032 2 800 819
📍 საბურთალო, ვაჟა-ფშაველას №76ბ.

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების...
18/03/2026

დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს.

Address

ვაჟა-ფშაველას 76ბ
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00
Saturday 09:00 - 15:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი • David Tatishvili Medical Center posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category