16/04/2014
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებულმა ოცეულმა უფლებამოსილება გადაიბარა. ბაზა „ფენიქსზე“ გამართულ ოფიციალურ ცერემონიალს ქართველ სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად ამერიკელი, თურქი და ალბანელი სამხედროებიც დაესწრნენ.
„შავნაბადას“ ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „ფენიქსზე“ 6 თვის განმავლობაში იქნება დისლოცირებული. „ტაქტიკური დაჯგუფება ვოლუნტერის“ შემადგენლობაში მყოფი ქართველების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ქართველი ჯარისკაცების მისია ბაზის ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრების პატრულირებას, საგუშაოების გამაგრებას, მთავარი გამშვები პუნქტის კონტროლსა და ბაზის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა დავალებებს ითვალისწინებს. პირველი ბრიგადის ოცეული ამერიკული ქვედანაყოფის სწრაფი რეაგირების საქმიანობაშიც ჩაერთვება და საჭიროების შემთხვევაში მათთან ერთად განახორციელებს კონკრეტულ დავალებებს.
საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის მე-13 ბატალიონის ჯარისკაცებმა ინტენსიური მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში“ გაიარეს. 6 კვირიანი სპეციალური სწავლება ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიას, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენასა და ნავიგაციას მოიცავდა. გაძლიერებული ოცეული ავღანეთის მისიისთვის ეროვნული სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა მოამზადეს.
Georgian Platoon Officially Starts Mission in Kabul
Reinforced Platoon of the 13th Battalion of the I Infantry Brigade of GAF has transferred the authority in Kabul, Afghanistan. Along with the Georgian military leadership, the American, Turkish and Albanian military officials attended the official ceremony of TOA held at Camp “Phoenix”.
For the next 6 month reinforced platoon of “Shavnabada” Battalion will be deployed under the command of the U.S forces at Camp “Phoenix”. The main task of the Georgian unit operated by “Task Force Volunteer” is to provide security of the base. The mission of Georgian soldiers includes patrolling the inner and outer perimeters of the territory, strengthening the checkpoints, controlling entrance gates and performing other security duties in case of necessity. Platoon of the I Infantry Brigade will be involved in the rapid reaction force operations led by the U.S. soldiers and will carry out the tasks shoulder to shoulder with them.
Georgian soldiers of the 13th Battalion underwent 6 month-long pre-deployment intensive trainings at the National Training Centre “Krtsanisi”. Six week-long training process included tactical and shooting skills, topography, first aid and navigation. Before deployment, Georgian Reinforced Platoon was trained by the instructors of the National Training Centre “Krtsanisi”.