Health Research Union

Health Research Union Health Research Union (HRU) was established in year 2000.

The members of the union are physicians (pediatricians, infectious diseases specialists, immunologists, and obstetrician-gynecologists), nurses, epidemiologists, biologists, psychologist and lawyer. HRU activities are mostly related with prevention, counseling, education and treatment of various health disorders among general population and different target groups, with special emphasis on infectious diseases, including HIV, STIs, TB etc.

19/11/2025

☝️ იცოდი, რომ საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 20%-ს B ჰეპატიტი აქვს გადატანილი და დაახლოებით 3%-ს ქრონიკული ფორმა აქვს?

🦠 B ჰეპატიტი ღვიძლის ციროზის და ღვიძლის კიბოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ვირუსი მარტივად გადაეცემა სქესობრივი გზით, სისხლით და დედიდან ბავშვზე

👉 საქართველოში B ჰეპატიტის სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფასოა
👉 B ჰეპატიტზე ვაქცინაცია უფასოა და იცავს როგორც B, ასევე D (დელტა) ჰეპატიტისგან
👉 საქართველოში 2003 წლამდე დაბადებულთა უმრავლესობა არ არის აცრილი B ჰეპატიტზე და შესაბამისად, ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ

💛 დაიცავი შენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობა-ჩაიტარე გამოკვლევა B ჰეპატიტზე

📣 გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ელექტრონულ ბმულზე და მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში B ჰეპატიტის შესახებhttps://docs.go...
30/06/2025

📣 გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ელექტრონულ ბმულზე და მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში B ჰეპატიტის შესახებ

https://docs.google.com/forms/d/1vI5KNVNtedbr6agyyBpqTwVzECvGYdhwa0aX19ugUeM/edit

🧑‍💼გამოკითხვის მიზანია ქვეყანაში B ჰეპატიტის შესახებ მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შეფასება

📣 გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ელექტრონულ ბმულზე და მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში C და B ჰეპატიტების შესახებhttps://...
22/01/2025

📣 გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ელექტრონულ ბმულზე და მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში C და B ჰეპატიტების შესახებ

https://docs.google.com/forms/d/1kwYSehytJYyLbnJsZZYz0OJqcgpA3ejykEhtH9bvkjM/edit

🧑‍💼გამოკითხვის მიზანია ქვეყანაში C და B ჰეპატიტების შესახებ მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულების და პრაქტიკის შეფასება

💊 ქრონიკული B ჰეპატიტის (HBV) ინფექციის ეფექტურად მართვა შესაძლებელია თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატებით. ეს მედიკამე...
21/01/2025

💊 ქრონიკული B ჰეპატიტის (HBV) ინფექციის ეფექტურად მართვა შესაძლებელია თანამედროვე ანტივირუსული პრეპარატებით. ეს მედიკამენტები ახდენენ ვირუსის დათრგუნვას და შესაბამისად ისეთი გართულებების რისკის მინიმუმამდე დაყვანას, როგორიცაა ღვიძლის ციროზი და ღვიძლის კიბო.

✅ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები ამცირებს ღვიძლის ანთებას და ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას.
✅ ანტივირუსული მედიკამენტებით უწყვეტი, სტაბილური მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ღვიძლის კიბოსა და სხვა გართულებების რისკს.
✅ თანამედროვე პრეპარატებს აქვთ მინიმალური გვერდითი ეფექტები და მათი ყოველდღიურად მიიღება დისკომფორტს არ იწვევს პაციენტებში.

🇬🇪 B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სრულიად უფასოა.

🫵 ნუ გადადებ, იმკურნალე B ჰეპატიტზე.

👨‍⚕️ საქართველოში B ჰეპატიტის ვაქცინაცია ახალშობილებში 2003 წლიდან მიმდინარეობს. 2003 წლამდე დაბადებული მოსახლეობის ნახე...
11/12/2024

👨‍⚕️ საქართველოში B ჰეპატიტის ვაქცინაცია ახალშობილებში 2003 წლიდან მიმდინარეობს. 2003 წლამდე დაბადებული მოსახლეობის ნახევარზე მეტს ესაჭიროება ვაქცინაცია (B ჰეპატიტი გადატანილი აქვს 21.7%-ს და ვაქცინირებულია ძალიან მცირე ნაწილი, ძირითადად ჯანდაცვის მუშაკები)

💉 B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვაქცინაცია უკვე ხელმისაწვდომია და ვაქცინაციის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ის სრულიად უფასოა

📣 საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 2.7%-ს აღენიშნება ქრონიკული B ჰეპატიტი👨‍⚕️ ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტების ...
25/11/2024

📣 საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 2.7%-ს აღენიშნება ქრონიკული B ჰეპატიტი

👨‍⚕️ ქრონიკული B ჰეპატიტის მქონე პაციენტების დაახლოებით მესამედს ესაჭიროება ანტივირუსული მედიკამენტებით მკურნალობა მთელი ცხოვრების მანძილზე

💊 B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეულ პაციენტებს ანტივირუსული მედიკამენტები უფასოდ გადაეცემათ

☝ ნუ დაიცდი, ჩაიტარე გამოკვლევა B ჰეპატიტზე
23/09/2024

☝ ნუ დაიცდი, ჩაიტარე გამოკვლევა B ჰეპატიტზე

👩‍⚕️ქრონიკული B ჰეპატიტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომების შემთხვევაში გამოვლინებები შეიძლება სრულიად არასპეცი...
30/08/2024

👩‍⚕️ქრონიკული B ჰეპატიტი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომების შემთხვევაში გამოვლინებები შეიძლება სრულიად არასპეციფიური იყოს:

▪️ თვალის და კანის სიყვითლე
▪️ დაღლილობა
▪️ თავის ტკივილი
▪️ ტემპერატურის მატება
▪️ ოფლიანობა
▪️ წონაში კლება
▪️ მადის დაქვეითება
▪️ დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში

☝️ იმის გამო, რომ ეს დაავადება ხშირად სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ შორსწასული სტადიის დროს იწვევს კლინიკურ გამოვლინებებს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს B ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარებას პერიოდულად

📣 საქართველოში B ჰეპატიტზე ტესტირება უფასოა

🫵 ნუ დაიცდი, ჩატარე B ჰეპატიტზე ტესტირება

💉 B ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც სისხლის გზით, სქესობრივი გზით და დედიდან ბავშვზე გადადის. B ჰეპატიტის ვირუსს შე...
22/08/2024

💉 B ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც სისხლის გზით, სქესობრივი გზით და დედიდან ბავშვზე გადადის. B ჰეპატიტის ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ ინფექცია

☝️ ქრონიკული B ჰეპატიტი, დროული დიაგნოსტიკის და მკურნალობის არ ჩატარების შემთხვევაში, შეიძლება გართულდეს ღვიძლის ციროზით და კიბოთი, რაც შემდგომში სიკვდილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს

👥 შემთხვევათა უმრავლესობაში B ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ადამიანმა შეიძლება წლების მანძილზე არ იცოდეს, რომ ინფიცირებულია ამ ვირუსით, რაც პერიოდული დიაგნოსტიკის ჩატარების მნიშვნელობას უსვამს ხაზს

📣 B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა საქართველოში უფასოა

🫵 ნუ დაიცდი, ჩაიტარე B ჰეპატიტზე გამოკვლევა

📣B ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარება რეკომენდებულია ყველასთვის, განურჩევლად ასაკის, სქესის, პროფესიის თუ ნებისმიერი სხვა ნიშ...
11/08/2024

📣B ჰეპატიტის სკრინინგის ჩატარება რეკომენდებულია ყველასთვის, განურჩევლად ასაკის, სქესის, პროფესიის თუ ნებისმიერი სხვა ნიშნისა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პერიოდულად გაიტესტონ:

▪️ ჯანდაცვის მუშაკები
▪️ ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები
▪️ დაუცველი სქესობრივი კონტაქტის მქონე პირები
▪️ არავაქცინირებული პირები
▪️ აივ-ინფექციის ან/და C ჰეპატიტის მქონე პირები
▪️ B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულის ოჯახის წევრები და სხვ.

☝️საქართველოში მოქმედებს B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ დიაგნოსტიკა და მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოთ პროგრამაში

🫵 ნუ დაიცდი, ჩაიტარე B ჰეპატიტზე გამოკვლევა

02/08/2024

👨‍💼 ჯანმრთელობის კვლევის კავშირისა და განკურნებულ პაციენტთა ასოციაციის წევრების შეხვედრა ბოლნისში ადგილობრივი მთავრობის, სამედიცინო დაწესებულებების და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან, ჯანდაცვის მუშაკებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან

📍 თემა: B და C ჰეპატიტიტების სახელმწიფო პროგრამა საქართველოში

Address

8 Nutsubidze Street
Tbilisi
0177

Telephone

+995322144447

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Health Research Union posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Health Research Union:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram