International Laboratory Testing Center / ILTC

International Laboratory Testing Center / ILTC Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from International Laboratory Testing Center / ILTC, Medical and health, Tbilisi.

29/11/2024

❗❗❗ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების - „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ - მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტის / მომსახურების მიმწოდებლის ერთ-ერთ ვალდებულებად განსაზღვრულია ლაბორატორიული სერვისების ხარისხის გარე კონტროლის ღონისძიებების განხორციელება.
✅ სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის“ (gac.gov.ge) მიერ სსტ ისო/იეკ 17043:2010/2016 სტანდარტის პირობების შესაბამისად აკრედიტებული ა(ა)იპ „საერთაშორისო ლაბორატორიული ტესტირების ცენტრი“ (ILTC) გიწვევთ ხარისხის გარე კონტროლის - საკვალიფიკაციო ტესტირების 2024 წლის ბოლო - ნოემბერი/დეკემბრის რაუნდში მონაწილეობის მისაღებად, რაც საშუალებას მისცემს მონაწილე ლაბორატორიას, 2025 წლის 1 იანვრამდე, განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად, მოიპოვოს ხარისხის გარე კონტროლის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ასევე აუცილებელი პირობაა სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაციის სტანდარტის - სსტ ისო 15189 მოთხოვნების მიხედვით. ✅
მონაწილეობის მისაღებად გადადით ბმულზე:
https://iltc.org.ge/Home/Services

29/11/2024

ა(ა)იპ „საერთაშორისო ლაბორატორიული ტესტირების ცენტრი“ (ILTC), 2019 წლიდან, უწყვეტად ფლობს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრის" მიერ ისო/იეკ 17043:2010/2016 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად მინიჭებულ საკვალიფიკაციო ტესტირების მიმწოდებელი ორგანოს აკრედიტაციას, შესაბამისად, ფლობს კომპეტენციას, შემოგთავაზოთ ხარისხის გარე კონტროლი საკვალიფიკაციო ტესტირების ფორმატში, ასევე, ფლობს უფლებას, გაცემულ შესაბამის სერტიფიკატზე ერთობლივად გამოიყენოს აკრედიტაციის კომბინირებული სიმბოლო ILAC-ის (International Laboratory Accreditation Cooperation) ნიშნით.

საკვალიფიკაციო პანელები იხილეთ ბმულზე: https://iltc.org.ge/Home/Services

29/12/2023

❗ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა HC&HRRC-ის ინფორმაციის გაზიარება "ლაბორატორიული მომსახურების გარე ხარისხის შეფასების" პროექტის თაობაზე.

👉 პროექტის მიზანია: ლაბორატორიული მომსახურების ხარისხის შეფასება და ხარისხიანი ლაბორატორიული მომსახურების ადვოკატირება.

👉 სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ირინა ჯავახაძე, პოლიტიკის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი ქალბატონი მარინა ბაიდაური და ჯანდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის სპეციალისტები თამარ ბაქრაძე და ანზორ ჭავჭავაძე.

👉 ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრს წარმოადგენდნენ:
დამფუძნებელი - ირმა მჟავანაძე, დირექტორი - ნინო მირზიკაშვილი, ჯანდაცვითი პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი სოფიო ლებანიძე.

👉 შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ "საერთაშორისო ლაბორატორიული ტესტირების ცენტრი” დირექტორი ნანა შატბერაშვილი და დამფუძნებელი დათო ჯორბენაძე.
USAID-ის სამოქალაქო ჩართულობის პროგრამის (CSER) მრჩეველი ნოდარ ტანგიაშვილი, კომპანია (EWMI).

👉 შეხვედრაზე სამინისტროს წარდეგინა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტვობები.

👉 სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მაღალი ინტერესი ლაბორატორიული მომსახურების ხარისხის შეფასების და მისი მნიშვნელობის თაობაზე; შეჯერდნენ, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ჩამოყალიბდება აქტიური თანამშრომლობა და სამინისტროს მხრიდან იქნება დაფიქსირებული მხარდაჭერა.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when International Laboratory Testing Center / ILTC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to International Laboratory Testing Center / ILTC:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram