14/04/2026
Dessange | სახის მოვლა
გაიგეთ ყველაფერი ლიპოლიტიკის შესახებ ✨ ხშირად ლიპოლიტიკების გარშემო ბევრი კითხვა და მითი ჩნდება. ჩვენი სპეციალისტი მაია პასუხობს ყველაზე გავრცელებულ კითხვებს:
🔹 მტკივნეულია? (მითი vs რეალობა)
სინამდვილეში, პროცედურისას ვიყენებთ თმის ღერზე თხელ მიკრო-ნემსებს. ინექცია იმდენად სწრაფი და ზედაპირულია, რომ მომხმარებელთა უმეტესობა მას ვერც კი გრძნობს.
🔹 სად ქრება ცხიმი?
ლიპოლიტიკი შლის ცხიმოვან უჯრედებს თხევად მდგომარეობამდე, რის შემდეგაც თქვენი ორგანიზმი მათ ბუნებრივი გზით, ლიმფური სისტემის მეშვეობით გამოდევნის.
🔹 გახდომა თუ კორექცია?
ლიპოლიტიკი არა წონის კლების, არამედ ლოკალური კორექციის საშუალებაა. ის იდეალურია ღაბაბის, მუცლის ან ბარძაყების კონტურის გამოსაკვეთად - იქ, სადაც დიეტა და ვარჯიში ხშირად უძლურია.
🔹 რა სიხშირით არის საჭირო?
მაქსიმალური ეფექტისთვის, როგორც წესი, საჭიროა 3-დან 6 სეანსამდე, 10-14 დღიანი ინტერვალით. ეს დრო აუცილებელია ორგანიზმისთვის დაშლილი უჯრედების გამოსადევნად.
📩 მოგვწერეთ DM-ში
📍 ი. აბაშიძის 3.
📞 032 2 222 626.