თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი • Tbilisi Balneological SPA Resort

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი • Tbilisi Balneological SPA Resort

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი • Tbilisi Balneological SPA Resort 📞 WhatsApp: +995 32 243 90 90 The resort uses the healing mud of Akhtala and Kumisi.
(304)

თბილისის ძველ უბანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი "თბილისი–SPA" გთავაზობთ ფართო სპექტრის მომსახურებას:

• პროფესიონალ ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციებს
• გამაჯანსაღებელ პროცედურებს
• სარეაბილიტაციო პროცედურებს
• სარელაქსაციო პროცედურებს

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, შესხურება, ჰიდროთერაპია; ტალახის აბაზანები, აპლიკაციები, ტამპონები; წყალქვეშა და მშრალი დაჭიმვის პროცედურები; მასაჟები, მათ შორის, ცერებრული დამბლით დაავადებული ბავშვებისთვის; პასიური კლიმატოთერაპია. კურორტზე გამოიყენება ახტალისა და კუმისის სამკურნალო ტალახები.

სამკურნალო ჩვენებები: სახსრების ქრონიკული დაავადებები (რევმატული, ინფექციური, ტრავმული, ენდოკრინული), გულ-სისხლძარღვთა და პერიფერიული ნერვული სისტემების დაავადებები, ქრონიკული გინეკოლოგიური დაავადებები, სხვადასახვა წარმოშობის კუნთების, მყესების ანთება. Located in the old part of Tbilisi, the balneological resort "Tbilisi-SPA" offers a wide range of services:

• Consultations of professional doctors
• Wellness procedures
• Rehabilitation procedures
• Relaxation procedures. Types of treatment: baths with mineral water, hydrotherapy, mud baths, applications, tampons; underwater and dry stretches; massages, including for children with cerebral palsy; passive climatotherapy. Indications for application: chronic diseases of the system (rheumatic, infectious, traumatic, endocrine), diseases of the cardiac and peripheral nervous systems, chronic inflammatory diseases, chronic gynecological diseases.


Расположенный в старой части Тбилиси бальнеологический курорт «Тбилиси-СПА» предлагает широкий спектр услуг:

• Консультации профессиональных врачей
• Оздоровительные процедуры
• Реабилитационные процедуры
• Релаксационные процедуры.

Виды лечения: ванны с минеральной водой, гидротерапия, грязевые ванны, аппликации, тампоны; подводные и сухие растяжки; массажи, в том числе для детей с церебральным параличом; пассивная климатотерапия. На курорте используются лечебные грязи Ахтала и Кумиси.

Показания к применению: хронические заболевания суставов (ревматические, инфекционные, травматические, эндокринные), заболевания сердечно-сосудистой и периферической нервной системы, хронические гинекологические заболевания, воспаления мышц и сухожилий различного происхождения.

თუ გინდა, რომ ახალ სეზონს განახლებული სხეულითა და განწყობით შეხვდე - შენს რუტინაში ღვინის აბაზანა უნდა ჩასვა 🍇 ეს არ არი...
23/09/2025

თუ გინდა, რომ ახალ სეზონს განახლებული სხეულითა და განწყობით შეხვდე - შენს რუტინაში ღვინის აბაზანა უნდა ჩასვა 🍇

ეს არ არის უბრალოდ სპა პროცედურა. ეს არის:
🔸 ძლიერი ანტიოქსიდანტებით გაჯერებული შუხმანის წითელი ღვინო
🔸 ბუნებრივი ტონუსისა და ელასტიურობის სტიმულაცია
🔸 + მასაჟი, რომელიც ხსნის დაღლილობას და აღადგენს სხეულს

ისარგებლე შუხმანის ღვინის სპა პროცედურით და დაივიწყე სტრესი.

📞 0322 43 90 90
📍 აბანოთუბანი, გორგასლის #9
🔸 Instagram: https://bit.ly/40aL9YW
🔸 TikTok: https://bit.ly/3C0C63n

უსგ პროგრამის ფარგლებში, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი და დტსუ ახალ სასწავლო კურსს იწყებს - „დენსიტომერია: ოსტეოპოროზის...
22/09/2025

უსგ პროგრამის ფარგლებში, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი და დტსუ ახალ სასწავლო კურსს იწყებს - „დენსიტომერია: ოსტეოპოროზის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტი“!

დარეგისტრირდით 10 ოქტომბრამდე დენსიტომეტრიის 3-დღიან უსგ კურსზე, რომელიც ჩატარდება 24-26 ოქტომბერს.

პროგრამა აკრედიტებულია პროფესიული განვითარების საბჭოს 8 აგვისტოს #12 სხდომის გადაწყვეტილებით (აკრ #1122) და მინიჭებული აქვს I ტიპის 12 უპგ ქულა.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი სპეციალობის ექიმისთვის, თუმცა უპგ ქულა გაიცემა რევმატოლოგების, ენდოკრინოლოგების, გინეკოლოგების, თერაპევტების, ოჯახის ექიმების, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაცია-კურორტოლოგიის სპეციალისტებისთვის.

ღირებულება:
🔸 190 ლარი ექიმებისთვის;
🔸 100 ლარი რეზიდენტების, უმცროსი ექიმების, ფიზიკური თერაპევტებისა და სტუდენტებისათვის.

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ მიიღბთ ან გაიღრმავებთ ცოდნას შემდეგ საკითხებში 👇
1. ოსტეოპოროზის მიზეზები, ხელშემწყობი ფაქტორები; დიაგნოზირების, შეფასების, მკურნალობის და პრევენციის უახლესი მეთოდები;
2. ორმაგ-ენერგეტიკული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრიის (DXA) პრინციპები და პრაქტიკული ტექნიკა (აპარატის ადგილზე ნახვა-შესწავლა, მეთოდის ტესტირება რამდენიმე მონაწილეზე);
3. DXA დიაგნოზირებაზე გაგზავნის ჩვენებები და კვლევის სხვა მეთოდებთან შედარებითი უპირატესობები;
4. DXA შედეგთა აღქმა, გააზრება და გამოყენება პრაქტიკაში პაციენტის შემდგომი მართვის მიზნით
ასევე, თქვენ შეიძენთ აპარატის მიერ გენერირებული მასალის ზოგადი გაშიფვრის უნარს.

🔸პროგრამის ხელმძღვანელი და წამყვანი ტრენერი - მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-რევმატოლოგი, ნინო ცხადაძე.
🔸 პედაგოგები/ტრენერები - მედიცინის დოქტორები: რევმატოლოგი და რეაბილიტოლოგი თამარ ჩილინგარიშვილი და ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი ნინო ელოშვილი.

📞 დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 520 058 - ნინო ცხადაძე

🔳 საბანკო რეკვიზიტები:
GE27TB0800000001467188 - მიმღები შპს. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
GE89BG0000000161158500 - მიმღები შპს. თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

👉 აუცილებლად მიუთითეთ გადარიცხვის დანიშნულება - უსგ ტრენინგის საფასური/დენსიტომერია

✨ სიახლე თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში!მსოფლიო სპა ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი აპარატული პროცედურა უკვე ჩ...
18/09/2025

✨ სიახლე თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში!
მსოფლიო სპა ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი აპარატული პროცედურა უკვე ჩვენთან!

ენდოსფერო თერაპია - ეს არის პრემიუმ კლასის ინოვაცია სხეულის კონტურის გამოსაკვეთად, ლიმფოდრენაჟისა და კანის ტექსტურის გაუმჯობესებისთვის.

პროცედურა:
🔸 აუმჯობესებს მიკროცირკულაციას
🔸 ამცირებს შეშუპებას და ცელულიტს
🔸 აუმჯობესებს კანის ტონუსს და ტექსტურას
🔸 ამაღლებს სხეულის საერთო სიმსუბუქის შეგრძნებას

ენდოსფერო თერაპია რბილად ზემოქმედებს ქსოვილებზე და ააქტიურებს სისხლისა და ლიმფის ნაკადს.

💡 პროცედურა იდეალურია მათთვის, ვინც:
-⁠ ⁠განიცდის სხეულის შეშუპებას
- ⁠ებრძვის ცელულიტს
- ⁠ზრუნავს კანის ხარისხზე

შედეგი? მსუბუქი სხეული, გლუვი კანი და უკეთესი მობილობა ✨

📞 0322 43 90 90
📍 აბანოთუბანი, გორგასლის #9
🔸 Instagram: https://bit.ly/40aL9YW
🔸 TikTok: https://bit.ly/3C0C63n

👉 სიმძიმის შეგრძნება სხეულში მხოლოდ გადაღლის ბრალი არ არის.👉 ეს არის ორგანიზმში შეუმჩნევლად დაგროვილი სითხე.👉 ეს არის ლი...
18/09/2025

👉 სიმძიმის შეგრძნება სხეულში მხოლოდ გადაღლის ბრალი არ არის.
👉 ეს არის ორგანიზმში შეუმჩნევლად დაგროვილი სითხე.
👉 ეს არის ლიმფური სისტემის სიგნალი, რომ რაღაც უნდა შეცვალო.

🔹 როცა ლიმფური სისტემა ვერ უმკლავდება თავის ფუნქციას, სხეული იწყებს სითხის შეკავებას.
🔹 ჩნდება შეშუპება, სიმძიმე, მუდმივი დაღლილობა და ზოგჯერ შრომისუუნარობაც კი.
🔹 და ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის ან დისკომფორტის საკითხი - ეს ჯანმრთელობის სიგნალია, რომელსაც რეაგირება სჭირდება.

ლიმფოვენური ჰიდროთერაპია - ეს არის სამკურნალო წყლების უნიკალური შერწყმა სპეციალურ მეთოდებთან, რომელიც მიზნად ისახავს:

✔️ ლიმფოვენური დაავადებების მართვას
✔️ შეშუპების შემცირებას
✔️ სისხლძარღვების ტონუსის გაუმჯობესებას
✔️ დეტოქსიკაციას და ქსოვილების ჟანგბადით გამდიდრებას

💡 თერაპია შემუშავებულია ფერარას უნივერსიტეტის პროფესორების მიერ, რომლებმაც თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში სპეციალური მასტერკლასები ჩაატარეს. ჩვენმა გუნდმა მათგან მიიღო პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ.

📍 დაგვიკავშირდი და გაიარე კონსულტაცია - ლიმფოვენური ჰიდროთერაპია შესაძლოა იყოს სწორედ ის, რაც შენს სხეულს სჭირდება.

📞 0322 43 90 90
📍 აბანოთუბანი, გორგასლის #9
🔸 Instagram: https://bit.ly/40aL9YW
🔸 TikTok: https://bit.ly/3C0C63n

20 სექტემბერს ონკოგინეკოლოგიის მსოფლიო დღე აღინიშნება 🎗️თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი უერთდება ონკოგინეკოლოგიის მსო...
17/09/2025

20 სექტემბერს ონკოგინეკოლოგიის მსოფლიო დღე აღინიშნება 🎗️
თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი უერთდება ონკოგინეკოლოგიის მსოფლიო დღის აღნიშვნას და სპეციალურად ამ თარიღისთვის გიწვევთ შეხვედრაზე, სადაც გელოდებათ:

🔹 ჩვენი გინეკოლოგი, მარინა სირბილაშვილი და უროლოგი, ზაზა ბაინდურაშვილი - ქალთა ჯანმრთელობის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ
🔹 ონკორეაბილიტაციის პაკეტის წარდგენა
🔹 ქვემო კიდურების პოსტოპერაციული ლიმფედემის პრევენციასა და მკურნალობაზე საუბარი და პრესოთერაპიის როლის გაცნობა
🔹 ფსიქო-ონკოლოგთან გასაუბრება - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სრული სტანდარტის ფარგლებში

ℹ️ დამატებით, შეხვედრაზე დასწრებას შეძლებენ ჩვენი ბენეფიციარების მშობლებიც - აქვე განხილული იქნება შვილების სექსუალური ჯანმრთელობის თემაც.

🕒 19 სექტემბერი, 15:00 საათი
✅ დასწრება თავისუფალია

📞 0322 43 90 90
📍 აბანოთუბანი, გორგასლის #9
🔸 Instagram: https://bit.ly/40aL9YW
🔸 TikTok: https://bit.ly/3C0C63n

✨ კლასიკური მასაჟი - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობ...
17/09/2025

✨ კლასიკური მასაჟი - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

თუ გსურს დაეუფლო ტექნიკას, რომელიც ყოველთვის მოთხოვნადია როგორც სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროში, ისე სარეაბილიტაციო პრაქტიკაში, ეს შენი შანსია.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის ბაზაზე არსებული სკოლა „ავანი“ აცხადებს კლასიკური მასაჟის შემსწვალელ კურსზე მიღებას.

🔸 კურსის დაწყების თარიღი: 29 სექტემბერი
🔸 ხანგრძლივობა: 1 თვე
🔸 ლექციები: ორშაბათი-პარასკევი, 15:00-17:00 საათი
🔸 ღირებულება: 1000 ლარი

✅ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი
✅ კურსს წარუძღვება სწავლების მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი-რეაბილიტოლოგი, ლია ავალიანი

👉 რას მოგცემთ კურსი?
✔️ მიიღებთ სრულფასოვან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას კლასიკური მასაჟის შესახებ;
✔️ დაეუფლებით ტექნიკებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა პრაქტიკაში;
✔️ შეისწავლით კუნთებისა და სახსრების სწორ მუშაობას, მასაჟის გავლენას სხეულსა და ჯანმრთელობაზე;
✔️ კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ პროფესიულ საქმიანობასა და საკუთარი სერვისების შეთავაზებას.

👉 რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსი?
✔️ მიიღებთ ცოდნას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტისგან;
✔️ სერტიფიკატი უზრუნველყოფს თქვენს პროფესიულ ზრდასა და ოფიციალურ აღიარებას;
✔️ კურსი შექმნილია ისე, რომ ერთდროულად იყოს სასარგებლო როგორც დამწყებთათვის, ასევე მოქმედი სპეციალისტებისთვის.

📞 რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
🔸 სკოლა „ავანის“ ხელმძღვანელი, ექიმი-რეაბილიტოლოგი, ლია ავალიანი: 593 16 84 61

🏃‍♀️ მოძრაობა ჯანმრთელობისთვის - შემოგვიერთდი ჯგუფურ ვარჯიშებზე!თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გთავაზობთ იოგას, აერო...
16/09/2025

🏃‍♀️ მოძრაობა ჯანმრთელობისთვის - შემოგვიერთდი ჯგუფურ ვარჯიშებზე!

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გთავაზობთ იოგას, აერობიკას და აკვა აერობიკას გარემოში, სადაც ვარჯიში კომფორტთან, სიმშვიდესთან და ზრუნვასთან ასოცირდება.

✔️ ჯგუფური ვარჯიშები ამაღლებს ფიზიკურ ტონუსს
✔️ ამცირებს სტრესსა და შფოთვას
✔️ აძლიერებს იმუნურ სისტემას

🩵 ვარჯიში ნებისმიერ ასაკში შეგიძლია დაიწყო - მთავარია სურვილი და მხარდამჭერი გარემო, რომელიც ჩვენთან აუცილებლად დაგხვდება.

📞 0322 43 90 90
📍 აბანოთუბანი, გორგასლის #9
🔸 Instagram: https://bit.ly/40aL9YW
🔸 TikTok: https://bit.ly/3C0C63n

როდესაც მამაკაცის ჯანმრთელობის პრობლემა ცვლის კომფორტს, ცხოვრების რიტმს და მენტალურ მდგომარეობას - სწორად ზრუნვა აუცილებ...
11/09/2025

როდესაც მამაკაცის ჯანმრთელობის პრობლემა ცვლის კომფორტს, ცხოვრების რიტმს და მენტალურ მდგომარეობას - სწორად ზრუნვა აუცილებელია.

თუ გაწუხებთ ერექციული დისფუნქცია, თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი გთავაზობთ ფიზიოთერაპიულ მეთოდს, დარტყმით-ტალღოვან თერაპიას, რომელიც უსაფრთხოდ და ბუნებრივად გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას.

🩺 პროცედურა:
✅ არაინვაზიური და უმტკივნეულოა - არანაირი ნემსი ან ოპერაცია
✅ ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ზონაში
✅ აუმჯობესებს ერექციულ ფუნქციას
✅ არ აქვს გვერდითი ეფექტები – სრულიად უსაფრთხოა

გაითვალისწინეთ, მედიკამენტები მხოლოდ დროებით აჩერებენ სიმპტომებს. დარტყმით-ტალღოვანი თერაპია კი მუშაობს პრობლემის ფიზიოლოგიურ მიზეზზე – სისხლის ნაკადის გაუმჯობესებასა და ქსოვილების რეგენერაციაზე.

📞 0322 43 90 90
📍 აბანოთუბანი, გორგასლის #9
🔸 Instagram: https://bit.ly/40aL9YW
🔸 TikTok: https://bit.ly/3C0C63n

🧠 ახალი სივრცე შენს შინაგან თავისუფლებაზე ზრუნვისთვისთბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში იწყება შეხვედრების სერია ფსიქოლო...
05/09/2025

🧠 ახალი სივრცე შენს შინაგან თავისუფლებაზე ზრუნვისთვის

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში იწყება შეხვედრების სერია ფსიქოლოგიურ თემებზე.

📍 ერთად ვისაუბრებთ იმაზე, რაც ხშირად ჩუმად გვაწუხებს:
* ემოციური დაღლილობა და განტვირთვა
* სტრესის მართვა ყოველდღიურობაში
* სხეულის სიგნალები და ფსიქოლოგიური მიზეზები
* პიროვნული ზრდა და საზღვრების დაცვა

✨ ეს იქნება სივრცე კითხვებისთვის, გულწრფელი საუბრებისთვის და ერთმანეთის მოსმენისთვის.

არ გამოტოვო, დაელოდე დამატებით დეტალებს 🩵

📞 0322 43 90 90
📍 აბანოთუბანი, გორგასლის #9
🔸 Instagram: https://bit.ly/40aL9YW
🔸 TikTok: https://bit.ly/3C0C63n

🦴 გაიგე შენი ძვლების მდგომარეობა, სანამ გვიან არ არის.ძვლების სიმკვრივე თვალით არ ჩანს, მაგრამ ოსტეოპოროზი ჩუმად ვითარდე...
05/09/2025

🦴 გაიგე შენი ძვლების მდგომარეობა, სანამ გვიან არ არის.
ძვლების სიმკვრივე თვალით არ ჩანს, მაგრამ ოსტეოპოროზი ჩუმად ვითარდება და წლების შემდეგ დიდ დისკომფორტს იწვევს.

🔍 სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დენსიტომეტრია -
უსაფრთხო, სწრაფი და უმტკივნეული კვლევა, რომელიც აფასებს:

🔸 ძვლის სიმკვრივეს
🔸 ოსტეოპოროზის ან კუნთოვანი ქსოვილის შემცირების რისკს
🔸 ძვლის სტრუქტურის პატარა ცვლილებებს - სანამ გაჩნდება ტკივილი ან გართულება

პრევენცია გაცილებით მარტივია, ვიდრე მკურნალობა.
დენსიტომეტრია რეკომენდებულია განსაკუთრებით ქალებისთვის მენოპაუზის პერიოდში, ან ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, ვისაც აქვს რისკ-ფაქტორები.

📞 0322 43 90 90
📍 აბანოთუბანი, გორგასლის #9
🔸 Instagram: https://bit.ly/40aL9YW
🔸 TikTok: https://bit.ly/3C0C63n

🌿 ემოციური განტვირთვა შესაძლებელია, თუ იცი ვის მიმართო დახმარებისთვის.🎗️ 10 სექტემბერი, სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღე,...
02/09/2025

🌿 ემოციური განტვირთვა შესაძლებელია, თუ იცი ვის მიმართო დახმარებისთვის.

🎗️ 10 სექტემბერი, სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღე, წელს ეძღვნება ნარატივის შეცვლას: სუიციდის თემაზე ღიად, გულწრფელად და მხარდამჭერი ტონით საუბარს.

🧠 ფსიქოგანათლება გვასწავლის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ინფორმირებული ადამიანი უკეთ აღიქვამს თავის მდგომარეობას და იცის, რომ დახმარება ყოველთვის შესაძლებელია.

💬 სუიციდზე საუბარი არ ამძიმებს მდგომარეობას - პირიქით, ეს ხსნის გზას მხარდაჭერისკენ.
🤝 ემოციური კეთილდღეობის ნაწილი არის სტრესის მართვა, განტვირთვა და საკუთარი სხეულისა და გონების მოვლა.

თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტში გთავაზობთ გარემოს, სადაც შეგიძლია:

- იპოვო სიმშვიდე
- შეამცირო სტრესი
- გაიუმჯობესო ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა

🕊 ერთად შევცვალოთ ნარატივი: დახმარება ყოველთვის შესაძლებელია თუ სიჩუმის ნაცვლად, ვირჩევთ დიალოგს.

✨ არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზება აკვა-აერობიკაზე!👉 28-29 აგვისტოს შეიძინე აკვა-აერობიკის 4, 6, 8 და 12-ვიზიტიანი აბონ...
28/08/2025

✨ არ გამოტოვო სპეციალური შეთავაზება აკვა-აერობიკაზე!

👉 28-29 აგვისტოს შეიძინე აკვა-აერობიკის 4, 6, 8 და 12-ვიზიტიანი აბონიმენტი და ისარგებლე 15%-იანი ფასდაკლებით.

👉 ანმოიყვანე მეგობარი, რომელსაც აქამდე არ უსარგებლია ჩვენთან აკვა-აერობიკის სერვისით და ორივე მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას.

🔸 აკვა-აერობიკა აძლიერებს კუნთებს
🔸 ამცირებს სახსრებზე დატვირთვას
🔸 ეფექტურად წვავს კალორიებს
🔸 აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემას

✅ იდეალურია ნებისმიერ ასაკში.

📞 0322 43 90 90
📍 აბანოთუბანი, გორგასლის #9
🔸 Instagram: https://bit.ly/40aL9YW
🔸 TikTok: https://bit.ly/3C0C63n

Address

Vakhtang Gorgasali Str. #9
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 10:00 - 21:00
Tuesday 10:00 - 21:00
Wednesday 10:00 - 21:00
Thursday 10:00 - 21:00
Friday 10:00 - 21:00
Saturday 10:00 - 21:00
Sunday 10:00 - 21:00

Telephone

+995322439090

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი • Tbilisi Balneological SPA Resort posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტი • Tbilisi Balneological SPA Resort:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram