სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი, მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა - პროფესიონალ ექიმთა გუნდითა და უახლესი ტექნოლოგიებით დაკომპლექტებული მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აერთიანებს ამბულატორიულ და სტაციონალურ სამედიცინო სერვისებს.

ცენტრალური ფილიალი - თბილისი, ილია ჭავჭავაძე #33.

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოცხადებულია მორიგე რეგისტრატორის ვაკანსია. 👉 დაინტერესებული პირ...
30/07/2025

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოცხადებულია მორიგე რეგისტრატორის ვაკანსია.

👉 დაინტერესებული პირები გაეცანით მითითებულ ლინკს: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=653049

📩 გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტაზე: Hrkhechinashvili@gmail.com

შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი. 🩵

ჯობს.გე - საქართველოში სამუშაოს ძიება აქ იწყება

07/07/2025

🎥 ჩვენი ექიმი ნევროლოგი, ძილის ცენტრის და ეპილეფსიის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ნათია ოკუჯავა, შუადღის ეთერში გიყვებათ რატომ გვაწუხებს უძილობა ზაფხულში.

#ხეჩინაშვილისკლინიკა #შუადღე #ძილისცენტრი

04/07/2025

👉🏻 გვინდა გაცნობოთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩვენს კლინიკას ესტუმრნენ მნიშვნელოვანი მიზნით — იშვიათი დაავადების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის გაფართოების განხილვის ფარგლებში. რაც გულისხმობს,იმას რომ რეგიონებში მცხოვრები, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტები, ძვირადღირებულ სამკურნალო მედიკამენტებს მიიღებენ. ბენეფიციარებს, ასევე, დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება და მაგნიტურ - რეზონანსული კვლევები.
ჯანდაცვის მინისტრი, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა - სახელმწიფო დაფინანსებასა და ახალ სერვისებზე, ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ, მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

🏥 ჩვენი კლინიკის ნევროლოგიის ხელმძღვანელი, ქალბატონი მარინა ჯანელიძე, ამ პროცესის აქტიური მონაწილეა და წლებია დგას იმ პაციენტების გვერდით, ვინც ამ დაავადებას ებრძვის.

🩵 ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ პროცესების შუაგულში, პაციენტების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

#ხეჩინაშვილისკლინიკა #ჯანდაცვა2025

📣 ჩვენს გუნდს შემოუერთდა კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი — ქალბატონი ხათუნა ვასაძე, რომელსაც მრავალწლია...
01/07/2025

📣 ჩვენს გუნდს შემოუერთდა კლინიკურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი — ქალბატონი ხათუნა ვასაძე, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს!

💡 ჩვენი კლინიკის ლაბორატორია მუშაობს 24 საათის განმავლობაში, რაც გვაძლევს საშუალებას, ყოველთვის ვიყოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი!

#ხეჩინაშვილისკლინიკა #ლაბორატორია

06/06/2025

🌞 მზიანი დღეები უკვე იწყება – რაც ნიშნავს, რომ კანის დაცვაზე ზრუნვის დროა!

✔️ გამოიყენეთ SPF ყოველდღიურად
✔️ ეცადეთ, თავი აარიდოთ მზის პირდაპირ ზემოქმედებას 12:00-დან 16:00-მდე.
✔️ ატარეთ ქუდი და მზისგან დამცავი სათვალე

🎥 დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გვიზიარებს სასარგებლო რჩევებს, როგორ დავიცვათ თავი მზის სხივებისგან და თავიდან ავიცილოთ დამწვრობა.

#ზაფხული #დამწვრობა #ხეჩინაშვილისკლინიკა

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! 👼🏼🩵ჩვენს პატარა პაციენტებს განსაკუთრებ...
02/06/2025

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს! 👼🏼🩵

ჩვენს პატარა პაციენტებს განსაკუთრებულად მივულოცეთ! 🎁

ჩვენთან ერთად ბავშვები საჩუქრებით გაახარეს კომპანიებმა:
GEPHA, GEA და LOOMY-მ. 🎈

ყველა პატარას ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ფერად, ლაღ და სიკეთით სავსე დღეებს! ☀️

გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪
26/05/2025

გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

წარმოგიდგენთ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ძუძუს ცენტრის ხელმძღვა...
19/05/2025

წარმოგიდგენთ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ძუძუს ცენტრის ხელმძღვანელს, კიბოს კვლევის ჯგუფის პრეზიდენტს, ონკოლოგს, ბატონ გიორგი (გოგიტა) ძაგნიძეს! 👨‍⚕️

🎗️ სარძევე ჯირკვლის კიბო — ადრეული აღმოჩენა სიცოცხლეს გადაგირჩენთ!

🩺 სარძევე ჯირკვლის (ძუძუს) კიბო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალებში. მაგრამ იცოდით, რომ ის მამაკაცებსაც შეიძლება განუვითარდეთ?

📍ძალიან ხშირად სიმსივნე არანაირ ფიზიკურ სიმპტომს არ იძლევა საწყის ეტაპზე, ამიტომ რეგულარული სკრინინგი უდიდეს როლს თამაშობს დროულ დიაგნოსტიკაში!

📌 ძუძუს კიბოს შესაძლო სიმპტომებია:

🔸 სიმაგრე მკერდზე ან იღლიის ქვეშ
🔸 ფორმის, ზომის ან ტექსტურის ცვლილება
🔸 კანის ცვლილებები, როგორიცაა ზედაპირული ჩაღრმავება, ფორთოხლის კანი, გაღიზიანება, გამონაყარი
🔸 გამონადენი მკერდიდან (სისხლიანი, გამჭვირვალე, ყვითელი)
🔸 მტკივნეულობა, რომელიც არ ქრება ციკლის შემდეგ
🔸 უჩვეულო შეგრძნება ან ცვლილება კანის ქვეშ

📢 ნებისმიერ სიმპტომზე დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს! თქვენი ყურადღება და წინდახედულება მნიშვნელოვანია!

💗 ნუ გადადებთ, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე დღესვე.

📅 კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ:
📞 საკონტაქტო ნომერი: 032 2 21 44 00
📍 მისამართი: თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის #33

#ძუძუსკიბო #ონკოლოგია #გოგიტაძაგნიძე #ხეჩინაშვილისკლინიკა

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა თითოეულ ექთანს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს! 🩺🤍
12/05/2025

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა თითოეულ ექთანს გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს! 🩺🤍

რა უნდა ვიცოდეთ კუჭ-ნაწლავის ინფექციებზე?☀️ გაზაფხულზე და ზაფხულში იზრდება ნაწლავური ინფექციების გავრცელების რისკი. მზე,...
05/05/2025

რა უნდა ვიცოდეთ კუჭ-ნაწლავის ინფექციებზე?

☀️ გაზაფხულზე და ზაფხულში იზრდება ნაწლავური ინფექციების გავრცელების რისკი. მზე, მაღალი ტემპერატურა და არასწორი ჰიგიენა ქმნის იდეალურ პირობებს ბაქტერიებისა და ვირუსების გავრცელებისთვის.

ასევე ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება შემთხვევების რისკი, რომელიც საკვების ან წყლის საშუალებით გადამდები ინფექციებით ვლინდება.

🦠 როგორ ვლინდება?

ღებინება, მუცლის ტკივილი, ხშირი დიარეა, სისუსტე, სიცხე – ეს ყველაფერი შესაძლოა ნაწლავური ინფექციის ნიშანი იყოს.

🚩 გაფრთხილება – არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითმკურნალობა!

მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და კონკრეტულ ინფექციაზე მორგებული მკურნალობა.

📞 საკონტაქტო ნომერი: 032 2 21 44 00
📍 მისამართი: თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის #33

#ხეჩინაშვილისკლინიკა

წარმოგიდგენთ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დერმატო-ვენეროლოგს, ქალბატონ ხათუნა ბერიაინძეს! 👩‍⚕️🩺 ...
30/04/2025

წარმოგიდგენთ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დერმატო-ვენეროლოგს, ქალბატონ ხათუნა ბერიაინძეს! 👩‍⚕️

🩺 დერმატო-ვენეროლოგი, რომელიც პასუხისმგებელია როგორც კანის დაავადებების, ისე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტირებაზე, მკურნალობასა, პროფილაქტიკურ მეთოდებსა და მართვაზე.

⚡ ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია დერმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების მომსახურების სრული სპექტრი.

დერმატო-ვენეროლოგს შეგიძლიათ მიმართოთ ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა:

➡️ ფსორიაზი, აუსპიტცის სინდრომის დადგენით
➡️ ეგზემა
➡️ ატოპიური დერმატიტი
➡️ კანისა და ფრჩხილის დაავადებები
➡️ ზომაში გაზრდილი ან ფორმაშეცვლილი ხალი
➡️ აკნე და როზაცეა
➡️ პაპილომა
➡️ დემოდეკოზი
➡️ ჰერპესი (მარტივი და ზოსტერი)
➡️ თმის ცვენა
➡️ მეჭეჭები
➡️ ალერგიული დერმატიტები
➡️ წითელი ბრტყელი ლიქენი და ა.შ

✨ თქვენი ჯანმრთელობა – ჩვენი პრიორიტეტია!

დერმატო-ვენეროლოგთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით:

📞 საკონტაქტო ნომერი: 032 2 21 44 00
📍 მისამართი: თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის №33

#ხეჩინაშვილისკლინიკა #დერმატოვენეროლოგია #დერმატოლოგია

26/04/2025

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა უერთდება ლაბორატორიული მედიცინის კვირეულს და მის ფარგლებში, მადლობას ვუხდით თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანეს სამუშაოზე — სანდო და ზუსტ დიაგნოსტიკაზე.

✅ უმაღლესი ხარისხის ლაბორატორია - სიზუსტის და სიცოცხლის საფუძველია!
✅ თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით 24/7-ზე!

📲 დაგვიკავშირდით:
📞 საკონტაქტო ნომერი: 032 2 21 44 00.
📍 მისამართი: თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის #33.

#ხეჩინაშვილისკლინიკა

Address

33 Chavchavadze Avenue
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category