MediClubGeorgia

MediClubGeorgia მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი. Our mission is to keep our patients healthy. Three core principles guide us to accomplishing our mission:

Innovation. Vision.

მედიქლაბჯორჯია 1999 წელს დაფუძნდა და დღემდე რჩება ჯანდაცვის სფეროს მუდმივი განვითარების ერთგული.

კომპანია შედგება ორი სტრატეგიული ბიზნეს ერთეულისგან:

• მრავალფუნქციური კლინიკა
• სასწავლო რესურს ცენტრი


ჩვენი ამოცანა პაციენტთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა. ამ ამოცანის შესრულებისთვის კი სამი ძირითადი პრინციპით ვხელმძღვანელობთ:

ინოვაცია, ხედვა, პროფესიონალიზმი

First established in April 1999, Medi

ClubGeorgia remains committed to the continuous improvement of all aspects of health care provision. The company consists of two strategic business units:
Multifunctional clinic
Learning resource centre


What MediClubGeorgia (MCG) strives to accomplish is easy to state but difficult to achieve. Professionalism.

30/03/2026

📌 ენდოსკოპურ-ბარიატრიული პროცედურის დროს კანზე განაკვეთი არ კეთდება

ბმული, რომლის საშუალებითაც შეძლებთ წინასწარ რეგისტრაციას 🔗 https://forms.gle/Whn1jbWpXgYYbVPQ7

🔸 პროცედურაზე მოქმედებს საქართველოს ბანკის განვადება

29/03/2026

ენდოკრინოლოგი ქეთევან ხითარიშვილი- რა სიკეთის მოტანა შეუძლია ენდოსკოპიურ-ბარიატრიულ პროცედურას? 🧑‍⚕️

ბმული, რომლის საშუალებითაც შეძლებთ წინასწარ რეგისტრაციას 🔗 https://forms.gle/Whn1jbWpXgYYbVPQ7

🔸 პროცედურაზე მოქმედებს საქართველოს ბანკის განვადება

📌 ენდოსკოპიური ბარიატრიის პროცედურა ტარდება პირველად საქართველოში და გამოიყენება წონის ეფექტური მართვისას, თანაც მინიმალ...
25/03/2026

📌 ენდოსკოპიური ბარიატრიის პროცედურა ტარდება პირველად საქართველოში და გამოიყენება წონის ეფექტური მართვისას, თანაც მინიმალური ინვაზიით.

🧑‍⚕️ პაციენტის პირის ღრუდან, სპეციალური მოწყობილობის და ენდოსკოპის მეშვეობით, ორმაგი გამძლე ნაკერით კუჭი შიგნიდან იკერება, ეძლევა მილის ფორმა და მისი მოცულობა მცირდება 75-80%-ით.

🔴 ამის შემდეგ პაციენტი სწრაფად ნაყრდება, მცირდება მიღებული საკვების ოდენობა და წონაში კლება ხდება თავდაპირველი მასის 20-25 პროცენტით.

📌 პროცედურა არის შედარებით ხანმოკლე, ვიდრე ქირურგიული ბარიატრია. კეთდება ზოგადი ანესთეზიით, გრძელდება საშუალოდ 30 წუთი და პროცედურის შემდეგაც მალევე ხდება პაციენტის გაწერა.

წინასარეგისტრაციო ფორმა იხილეთ ბმულზე 🔗 https://bit.ly/4bwhLSJ

24/03/2026

📌 დავით სერგეენკო MediClubGeorgia-ში დაგეგმილ ინოვაციურ ენდოსკოპიურ-ბარიატრიულ პროცედურაზე

👨‍⚕️ BMG-ის გადაცემაში "ჯანდაცვის სტანდარტი"

პროცედურით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ შეავსოთ წინასარეგისტრაციო ბმული 🔗 https://forms.gle/Whn1jbWpXgYYbVPQ7

21/03/2026

📌 ენდოსკოპურ-ბარიატრიული პროცედურის შემდეგ იმავე დღესვე მიდიხართ სახლში

ბმული, რომლის საშუალებითაც შეძლებთ წინასწარ რეგისტრაციას 🔗 https://forms.gle/Whn1jbWpXgYYbVPQ7

🔸 პროცედურაზე მოქმედებს საქართველოს ბანკის განვადება

🏥 ულტრასონოგრაფიული კვლევა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროს POCUS - საფეხური მეორე 18 კრედიტ ქულამზად ხართ გადაუდე...
16/03/2026

🏥 ულტრასონოგრაფიული კვლევა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროს POCUS - საფეხური მეორე

18 კრედიტ ქულა

მზად ხართ გადაუდებელი ექოსკოპიის დახვეწილი პროტოკოლების ასათვისებლად?

სამდღიანი პრაქტიკული კურსის ფარგლებში შეისწავლით:

🔹 FATE პროტოკოლი — გულმკერდის ღრუს ორგანოების შეფასება;
🔹 RUSH პროტოკოლი — არასტაბილური პაციენტების შეფასება;
🔹 ტრავმულ პაციენტებში თვალის ექოსკოპიური შეფასება;
🔹 მუცლის ღრუს გადაუდებელი მდგომარეობები მოზრდილებსა და ბავშვებში;
🔹 ნერვული წნულების წვდომა ულტრასონოგრაფიული კონტროლით;
🔹 ლუმბალური პუნქცია და პერიკარდიოცენტეზი ულტრასონოგრაფიული კონტროლით

ჩატარების დრო: 22-24 მაისი (3 დღე)

კურსი დაიწყება 10 საათზე

სერტიფიცირება: კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტირებული სერტიფიკატი (18 კრედიტ ქულა), რომელიც ძალაშია 2 წლის განმავლობაში.

ინსტრუქტორები: თამარ ქურთიშვილი, დიმიტრი წვერავა

ღირებულება: 300 ლარი

ვისთვის არის განკუთვნილი?

გადაუდებელი მედიცინის, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის, ანესთეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიისა და რადიოლოგიის სპეციალისტებისთვის.

📌 დეტალური ინფორმაცია და კურსზე რეგისტრაცია:
https://www.mcg.ge/u/4hg4

🛡️ კანის ავთვისებიანი სიმსივნეები: რატომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა?კანის ავთვისებიანი სიმსივნეები თანამედროვ...
06/03/2026

🛡️ კანის ავთვისებიანი სიმსივნეები:

რატომ არის მნიშვნელოვანი დროული დიაგნოსტიკა?

კანის ავთვისებიანი სიმსივნეები თანამედროვე მედიცინისა და დერმატო-ონკოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.

🏥 საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია! 🔍

📈 რამდენად ხშირია კანის ავთვისებიანი სიმსივნეები?

სტატისტიკურად, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა და შემთხვევათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

📊 ძირითადად გვხვდება სამი ტიპი:
🔹 ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა — ყველაზე ხშირი ტიპი.
🔹 ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა.
🔹 მელანომა — შედარებით იშვიათი, თუმცა ყველაზე აგრესიული ფორმა. ⚠️

☀️ რა წარმოადგენს მთავარ რისკ-ფაქტორს?

უმთავრესი რისკ-ფაქტორი ულტრაიისფერი (UV) გამოსხივებაა — როგორც მზის ბუნებრივი სხივები, ისე სოლარიუმი. 🚫 კანს განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება, თუ:
🧬 გაქვთ ღია ფერის კანი;
🧬 გაქვთ მრავლობითი ხალები;
🧬 გაქვთ გენეტიკური წინასწარგანწყობა;
🧬 წარსულში მიგიღიათ მზით დამწვრობა. 🥵

🧐 როგორ ამოვიცნოთ საეჭვო წარმონაქმნი? (ABCDE წესი)

თვითშემოწმებისას დაიხსომეთ ხალების შეფასების 5 ნიშანი:
🅰️ Asymmetry (ასიმეტრია): ხალის ერთი ნახევარი არ ემთხვევა მეორეს.
🅱️ Border (საზღვარი): უსწორმასწორო, დაკბილული ან ბუნდოვანი კიდეები.
🆂 Color (ფერი): არაერთგვაროვანი შეფერილობა (ყავისფერი, შავი, წითელი ან ლურჯი).
🅳 Diameter (დიამეტრი): 6 მილიმეტრზე მეტი ზომა.
🅴 Evolution (ევოლუცია): ნებისმიერი ცვლილება ზომაში, ფორმასა თუ ფერში, ან ქავილისა და სისხლდენის გაჩენა. ❗

✅ რეკომენდაციები პრევენციისთვის

თქვენი კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია:

🧴 მზისგან დამცავი საშუალებები — მინიმუმ SPF 50+ ყოველდღიურად.
👒 ფიზიკური დაცვა — დამცავი ტანსაცმელი, ქუდი და სათვალე.
⌚ უსაფრთხო საათები — მოერიდეთ მზეს პიკის დროს (11:00 - 16:00).
👀 თვითშემოწმება — თვეში ერთხელ დაათვალიერეთ კანი.
🌟 ოქროს სტანდარტი: პროფილაქტიკური ვიზიტი და კანის ვიზუალიზაცია (დერმოსკოპია) დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტია. ეს არაინვაზიური კვლევა წარმონაქმნების მიკროსკოპულ შეფასებას და ცვლილებების ადრეულ გამოვლენას ემსახურება. დერმოსკოპია დღეს უკვე რუტინული პროცედურაა კანისა და სხვა ორგანოთა სისტემათა დაავადებების ეფექტური მკურნალობისა და მართვისთვის. 🔬✨

ექიმი-დერმატოლოგი გიორგი ჩალათაშვილი 👨‍⚕️

#კანისჯანმრთელობა #დერმატოლოგია #პრევენცია #მელანომა #ჯანმრთელობა

MediClubGeorgia გილოცავთ დედის დღეს! ❤
03/03/2026

MediClubGeorgia გილოცავთ დედის დღეს! ❤

📅 იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე (Rare Disease Day) მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, თებერვლის ბოლო დღეს აღინიშნებ...
28/02/2026

📅 იშვიათ დაავადებათა საერთაშორისო დღე (Rare Disease Day) მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, თებერვლის ბოლო დღეს აღინიშნება.

📌 2026 წლის იშვიათი დაავადებების საერთაშორისო დღის თემა “მეტი, ვიდრე წარმოგიდგენია: რეალობა, რომელიც იშვიათი დაავადებების უკან დგას” ფოკუსირებულია თანასწორობაზე და ხაზს უსვამს ამ მდგომარეობის უხილავ გავლენას ყოველდღიურობაზე.

16/02/2026

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების რადიოსიხშირული აბლაცია „მედიქლაბჯორჯიაში“

✅ MediclubGeorgia ქმნის შესაძლებლობას ფარისებრი ჯირკვლის კვანძების ინოვაციური, მინიმალურად ინვაზიური მეთოდით — რადიოსიხშირული აბლაციით (RFA) — მკურნალობისთვის.

🤝კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს ინტერვენციული რადიოლოგიის წამყვან ევროპელ სპეციალისტთან, დოქტორ ჯოვანი მაურისთან — სანტ-ამბროჯიოს ჰოსპიტლის მინიმალურად ინვაზიური მკურნალობის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელთან.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 579 74 19 91

⚡ Radiofrequency Ablation of Thyroid Nodules at MediclubGeorgia

✅ MediclubGeorgia offers an innovative, minimally invasive treatment for thyroid nodules — Radiofrequency Ablation (RFA).

🤝The clinic actively collaborates with one of Europe’s leading interventional radiologists, Dr. Giovanni Mauri, Head of the Research Laboratory for Minimally Invasive Treatments at Sant’Ambrogio Hospital.

For a consultation, contact us at the following number: 579 74 19 91

#ფარისებრიჯირკვალი ინოვაციურიმკურნალობა ინტერვენციულირადიოლოგია mcg endocrinology radiofrequencyablation innovation

16/02/2026

ფარისებრი ჯირკვლის კვანძების რადიოსიხშირული აბლაცია „მედიქლაბჯორჯიაში“

✅ MediclubGeorgia ქმნის შესაძლებლობას ფარისებრი ჯირკვლის კვანძების ინოვაციური, მინიმალურად ინვაზიური მეთოდით — რადიოსიხშირული აბლაციით (RFA) — მკურნალობისთვის.

🤝კლინიკა აქტიურად თანამშრომლობს ინტერვენციული რადიოლოგიის წამყვან ევროპელ სპეციალისტთან, დოქტორ ჯოვანი მაურისთან — სანტ-ამბროჯიოს ჰოსპიტლის მინიმალურად ინვაზიური მკურნალობის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელთან.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: 579 74 19 91

⚡ Radiofrequency Ablation of Thyroid Nodules at MediclubGeorgia

✅ MediclubGeorgia offers an innovative, minimally invasive treatment for thyroid nodules — Radiofrequency Ablation (RFA).

🤝The clinic actively collaborates with one of Europe’s leading interventional radiologists, Dr. Giovanni Mauri, Head of the Research Laboratory for Minimally Invasive Treatments at Sant’Ambrogio Hospital.

For a consultation, contact us at the following number: 579 74 19 91

#ფარისებრიჯირკვალი #ინოვაციურიმკურნალობა #ინტერვენციულირადიოლოგია

🌎 დღეს ანგელმანის სინდრომის საერთაშორისო დღეა.ამ დღესთან დაკავშირებით MediClubGeorgia-ში ღონისძიება გაიმართა, რომელიც  ს...
15/02/2026

🌎 დღეს ანგელმანის სინდრომის საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით MediClubGeorgia-ში ღონისძიება გაიმართა, რომელიც სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.

MediClubGeorgia ანგელმანის სინდრომის ფონდის კლინიკური ქსელის ნაწილია.
რაც ნიშნავს, რომ პირველად საქართველოში, MediClubGeorgia-ში ანგელმანის სინდრომის მქონე პაციენტებს ექნებათ წვდომა მულტიდისციპლინურ და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ექსპერტულ მომსახურებაზე.

ანგელმანის სინდრომი იშვიათი გენეტიკური ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და ვლინდება მეტყველების სირთულით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევითა და განვითარების შეფერხებით.

მიუხედავად იმისა, რომ სინდრომი არ იკურნება, ადრეული დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. ცნობადობის ამაღლება მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ უკეთ გაიგოს ამ ადამიანებისა და მათი ოჯახების საჭიროებები, შემცირდეს სტიგმა და გაიზარდოს მხარდაჭერა და კვლევების შესაძლებლობა.

Address

22a Tashkenti Street
Tbilisi
0160

Telephone

+995322251991

Alerts

Be the first to know and let us send you an email when MediClubGeorgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to MediClubGeorgia:

Share

Category

Our Story

მედიქლაბჯორჯია 1999 წელს დაფუძნდა და დღემდე რჩება ჯანდაცვის სფეროს მუდმივი განვითარების ერთგული. კომპანია შედგება სამი სტრატეგიული ბიზნეს ერთეულისაგან: • მრავალფუნქციური კლინიკა • სასწავლო რესურს ცენტრი • საოჯახო მედიცინის ცენტრი ჩვენი ამოცანა პაციენტთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა. ამ ამოცანის შესრულებისთვის კი სამი ძირითადი პრინციპით ვხელმძღვანელობთ: ინოვაცია, ხედვა, პროფესიონალიზმი First established in April 1999, MediClubGeorgia remains committed to the continuous improvement of all aspects of health care provision. The company consists of three strategic business units: Multifunctional clinic Learning resource centre Family medicine centers What MediClubGeorgia (MCG) strives to accomplish is easy to state but difficult to achieve. Our mission is to keep our patients healthy. Three core principles guide us to accomplishing our mission: Innovation. Vision. Professionalism.