31/12/2025
🗣️წლის დასასრულს, ახალი წლის დადგომამდე დარჩენილ წუთებში, განსაკუთრებული სიმძაფრით იჩენს თავს მადლიერების განცდა იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრება რეალურ ღირებულებას წარმოადგენს.
🗣️მადლობა უფალს ყოველი გათენებული დღისთვის და თითოეული განსაცდელისთვის, რომელმაც შემაძლებინა ადამიანური ბუნების უკეთ შეცნობა, გამაძლიერა სულიერად და მიმახვედრა ჭეშმარიტ ფასეულობებს.
🗣️ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, Property Georgia - ფროფერთი ჯორჯია, რომლებიც გვერდში დაუდგნენ ჩვენს ორგანიზაციას და მხარი დაგვიჭირეს სამშენებლო სექტორისადმი საკუთარ პლატფორმაზე ჩვენი საჭიროებების გაჟღერებით, რაც სივრცის რეაბილიტაციის პროცესში სასიცოცხლოდ მნოშვნელოვანია.
🗣️მიუხედავად არაერთი ოფიციალური წერილისა და მიმართვისა, მხარდაჭერა მხოლოდ ერთმა კომპანიამ არქი - Archi ჯგუფმა გამოხატა. მადლობა მათ საოცარი მხარდაჭერისთვის,
🗣️ეს ნაბიჯი წარმოადგენს სოციალური პასუხისმგებლობისა და ემპათიის ნათელ მაგალითს — იმ ღირებულებებისას, რომლებიც, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ საკმარისად ფართოდ გავრცელებული არ არის. 💙
🗣️გამოვთქვამ იმედს, რომ 2026 წელი იქცევა ჩვენი დასახული მიზნების წარმატებით განხორციელებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფის წლად.
მადლობა ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარში გვიდგას და გვაძლიერებს. გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ 2026 წელს! ✨🎄
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
ავერსი ფარმა - Aversi Pharma
#სიკეთეგადამდებია