04/11/2025
👣ქუსლის ძვლის პლანტარული დეზი
➡️ტერფის ძირის კანქვეშ მდებარეობს სქელი,მკვრივი და მძლავრი ტერფძირის აპონევროზი,რომელიც მჭიდროდ არის შეერთებული,როგორც კანთან,ისე კანჭის ფასციასთან. იგი სათავეს იღებს ქუსლის ბორცვიდან.
🔺მუდმივი,ძლიერი გადატვირთვა ხშირად ამ არეალში იწვევს პლანტარული ფასციის ანთებას. დაავადების პროგრესირებისას ხდება ქსოვილის კალციფიცირება, ქსოვილი იჟღინთება კალციუმის მარილებით.წარმოქმნილმა ანთებითმა რეაქციებმა შემდგომში შეიძლება ეკლის ფორმის ოსტეოფიტური წანაზარდის-ქუსლის პლანტარული დეზის ჩამოყალიბება გამოიწვიოს.
🔊დაავადება საკმაოდ გავრცელებულია და წარმოადგენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა დაახლოებით 10%.
➡️ეტიოლოგია
🌀განმეორებითი მიკროტრავმები,რომლებიც გამოწვეულია კანჭის ტყუპი კუნთის,ქუსლის კუნთის და შესაბამისად აქილევსის მყესის მოძრაობით შექმნილი სტრესით.
🌀ბიომექანიკური ფაქტორებიდან აღსანიშნავია უკანა ტერფის ვარუსული/ვალგუსური დეფორმაცია,აქილევსის მყესის დამოკლება ან კონტრაქტურა,წვივის დორსალური კუნთების დისბალანსი
🌀ტერფმრუდობა,ბრტყელტერფიანობა
🌀რევმატიული დაავადებები
🌀ტერფის გადაჭარბებული დატვირთვა(მაგ: სპორტსმენები)
🌀ჭარბი წონა
🌀ორსულობა
🌀ასაკობრივი ცვლილებები
🌀მოუხერხებელი ფეხსაცმელი და სხვა.
➡️კლინიკა
⭕️ტკივილი ტერფის დატვირთვისას
⭕️პალპაციით მტკივნეული ქუსლის პლანტარული ზედაპირი
➡️დიფერენციაცია
მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს სტრესული მოტეხილობა,ნევროლოგიური და პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიები.
➡️დიაგნოსტიკა
🏷️ტერფის რენტგენოლოგიური კვლევა 2 პროექციაში
🏷️სონოგრაფიული კვლევა
🏷️მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია
➡️კონსერვატიული თერაპია
✅დარტყმით-ტალღოვანი თერაპია
✅ულტრა ფონოფორეზი
✅ლაზეროთერაპია
✅ფიზიოთერაპია და სამკურნალო ვარჯიშები, განსაკუთრებით კანჭის ტყუპი კუნთის,აქილევსისა და ქუსლის კუნთების გაწელვითი ვარჯიშები.
✅ორთოპედიული ტერფსაფენები/ღაბაშები,აქილევსის მყესის ტონუსის და დეზის მექანიკური ზეწოლის რედუცირების მიზნით
✅ანთების საწინააღმდეგო სისტემური არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები
✅ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული, ლოკალური გამოყენების მალამოები.
➡️ოპერაციული თერაპია
🔸მხოლოდ ხანგრძლივი (6 თვეზე მეტი) კონსერვატიული მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში.
🔸პლანტარული ფასციის ნაწილობრივი აშრევება ქუსლის ბორცვიდან,დეზის რეზექცია და ტერფ-ძირის ლატერალური ნერვის ქუსლის ტოტის დეკომპრესია.
პოსტოპერაციული თერაპია
🔸ნაოპერაციები კიდურის ტკივილთან ადაპტირებული დატვირთვა
🔸ვისკოელასტიკური ორთოპედიული ტერფსაფენი
❗️თქვენი ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია❗️
🔍დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
📞 +995 596 88 44 22
📍მის: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 44.
#ჯიემმედიქალ #ქუსლი #ქუსლისდეზი #დეზი