რუსა სრესელი • Rusa Sreseli

რუსა სრესელი • Rusa Sreseli გიზიარებთ ცოდნას, რომელიც ბავშვების ცნობისმოყვარეობას კიდევ უფრო აღვივებს 👀 🧠
დიდებს კი ახსენებს, რა საინტერესოა ყველაფერი ჩვენ გარშემო 🌍 ✨

🛍️ დეე, აბა ფული არ მაქვსო?! — მითხრა ნუცამ, როცა სათამაშოს ყიდვაზე უარი ვუთხარი, მისი თანდასწრებით კი სალაროსთან ბარათი...
03/12/2025

🛍️ დეე, აბა ფული არ მაქვსო?! — მითხრა ნუცამ, როცა სათამაშოს ყიდვაზე უარი ვუთხარი, მისი თანდასწრებით კი სალაროსთან ბარათი გავატარე და მაღაზიიდან სავსე პარკებით გამოვედი.

მივხვდი, რომ მისთვის გაუგებარ სიტუაციაში ვიყავით. ეგონა, რაღაცას ვატყუებდი და ცოტა იმედგაცრუებული მიყურებდა. 🤷‍♀️💭

❌ რასაც კატეგორიულად არ ვაკეთებ, მისი მოტყუებაა და ამ სიტუაციიდანაც როგორმე უნდა გამოვმძვრალიყავი — მისთვის უნდა ამეხსნა, რომ ფული შეიძლება გქონდეს, მაგრამ ყველაფრისთვის არ გყოფნიდეს.

იმავე საღამოს, როცა ბალეტიდან ვბრუნდებოდით, ნუცამ ნაყინი მთხოვა. უარი არ მითქვამს და მარკეტში შევედით. კართან ჩვენთვის კარგად ნაცნობი აპარატი იდგა, რომელიც რკინის ლარიანის სანაცვლოდ რეზინის ფერად ბურთს აგდებს. ნუცამ ბურთიც მოინდომა. მე კი ჯიბიდან ლარიანი ამოვიღე, ვაჩვენე და ვუთხარი:
— უი, ნახე, მხოლოდ ერთი ლარი მქონია. ან ნაყინი უნდა ვიყიდოთ, ან ბურთი. — ცოტა მოიწყინა, თუმცა არჩევანი ნაყინზე გააკეთა.🍦✨

მეორე დღეს ქუჩაში მოხუცი ქალბატონი შეგვხვდა, მოწყალებას ითხოვდა. ჯიბიდან კიდევ ამოვიღე ერთი ლარი, ნუცას მივეცი და ვთხოვე, ბებიასთვის მიეცა. სიხარულით მიურბენინა 💛 ისე დაემთხვა, რომ გზად კიდევ შემოგვხვდა ჩვენი ნაცნობი აპარატი და ნუცამაც, რა თქმა უნდა, კიდევ მთხოვა ბურთის ჩამოგდება. მე კი ვუთხარი:

— ნუცი, მხოლოდ ერთი ცალი ლარიანი მქონდა და ისიც იმ საყვარელ ბებიას მივეცით. ალბათ პურს ან ნაყინს იყიდის-მეთქი.
— რა, პურიც 1 ლარი ღირს? — გაოცდა ის.
— კი, 1 ლარით ბევრი რამის ყიდვა შეიძლება და ამ ლარიანებს თუ შეაგროვებ, კიდევ უფრო ბევრი რამის ყიდვას შეძლებ-მეთქი.
— მოდი, შევაგროვოთ! — გაუბრწყინდა თვალები.💖

ჰოდა, იმისთვის, რომ კარგად დაგვენახა, როგორ იზრდებოდა ჩვენი ლარიანების რაოდენობა, შეგროვება მინის ქილაში დავიწყეთ. 🪙

ამის შემდეგ, რამდენჯერაც თვალს ბურთების აპარატისკენ გააპარებს, ვეკითხები: — ჰა აბა, კიდევ ერთი ბურთი, რომელიც მალევე გეკარგება ხოლმე, თუ კიდევ ერთი ლარი ყულაბაში? ხშირად თუ ჩაყრი, მალე გაივსება და უფრო კარგ რამეს იყიდი ხო იცი.

😇 მართალია, ზოგჯერ ცდუნებას ვერ უძლებს, მაგრამ შემთხვევების 70-80%-ში არჩევანს დაზოგვის სასარგებლოდ აკეთებს ხოლმე.

⭐️ ეს მიდგომა სკოლამდელი ასაკისთვის იდეალური აღმოჩნდა, თუმცა ბავშვის ზრდასთან ერთად ფინანსური გამოწვევებიც იცვლება. ამიტომ, მომდევნო პოსტებში ამ თემას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვითაც აუცილებლად ჩავშლი.

მანამდე კი გამიზიარეთ — თქვენ როგორ უხსნით შვილებს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ფული ულიმიტო არ არის? 👇

#ფინანსურიგანათლება #მშობლობა #დაზოგვა #ფულისმართვა

  🎬 არსებობს ფილმები, რომლებიც არასდროს ძველდება. გუშინ, ჩემი ბავშვობის საყვარელი ანიმაცია, სტუდია Pixar-ის “Finding Nem...
25/11/2025


🎬 არსებობს ფილმები, რომლებიც არასდროს ძველდება. გუშინ, ჩემი ბავშვობის საყვარელი ანიმაცია, სტუდია Pixar-ის “Finding Nemo” ჩემს შვილთან ერთად თავიდან აღმოვაჩინე.

ნუციკო უკვე 5 წლის გახდა და ნელ-ნელა დავიწყეთ კინოსაღამოების მოწყობის ტრადიციის დამკვიდრება ჩვენს ოჯახში. მას ხომ უკვე ის ასაკი აქვს, როცა პირველი ნაბიჯები უნდა გადადგას ფილმების ჯადოსნურ სამყაროში.

საღამოობით, როცა ჩვენი სამზარეულოდან ბატიბუტის ტკაცუნი ისმის, ნუცა დივანის გათავისუფლებას იწყებს დამპყრობელი სათამაშოებისგან🍿 ზოგჯერ, ერთი-ორი მათგანი თუ ძალიან შეეხვეწება, კი მისცემს ხოლმე თავისთან ერთად ფილმის ყურების უფლებას, მაგრამ ჩახუტების მთავარი ობიექტი მაინც მე ვარ 🧸🥰

სანამ ფილმს ბავშვთან ერთად ჩავრთავდი, ეპიზოდებს გადავხედე. მინდოდა შემეფასებინა, სტრესული ხომ არ იქნებოდა მისი ყურება ისეთი მგრძნობიარე ბავშვისთვის, როგორიც ნუცაა. ამიტომ, გადავწყვიტე:
📍გამომეტოვებინა პირველი 5 წუთი (დედის და და-ძმის დაკარგვის სცენა);
📍დაძაბული სცენების დროს კი მესაუბრა და ცოტა „დამესპოილერებინა“ კიდეც: „აი ნახე, ახლა ამ ნათურიან თევზს როგორ გაექცევიან“, „ნახე, ახლა მეგობარი პელიკანი დაეხმარებათ“.

ვფიქრობ, 7+ ასაკის ბავშვებთან ამდენი სიფრთხილე არ იქნება საჭირო, თუმცა ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და ჯობს თითოეულის ემოციური მზაობა თავად განსაზღვროს მშობელმა 💛

🌊 ამ ფერად, ერთდროულად სევდიან და მხიარულ ფილმში იმდენად ბუნებრივადაა გადმოცემული ადამიანური გრძნობები, რომ შეიძლება სულ დაგავიწყდეთ რომ თევზების ამბავს ადევნებთ თვალს.

აი, რა საკითხებზე შეიძლება ისაუბროთ შვილებთან ფილმის შემდეგ:
🌼 განსხვავებულობა და ინკლუზია — ნემოს აქვს ერთი განუვითარებელი ფარფლი, მაგრამ სწავლობს, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს წარმატებაში.
🌼 შიშის დაძლევა — მარლინს ღია ოკეანის ეშინია, ნემოს კი აკვარიუმის ფილტრის, მაგრამ ოჯახის წევრების სიყვარულის გამო ორივე ამარცხებს შიშს.
🌼 მეგობრობის მნიშვნელობა — მართალია დორის მეხსიერების პრობლემა აქვს, მაგრამ მის მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ ნამდვილი მეგობარი ის კი არ არის, ვინც ყველაზე ჭკვიანია, არამედ ის, ვინც არ გტოვებს.
🌼გამძლეობა — დორის ფილოსოფია: „Just keep swimming“ (უბრალოდ იცურე). როცა ცხოვრება რთულდება, გამოსავალი მოძრაობის გაგრძელებაა.
🌼 მშობლისმიერი ზრუნვის ორი ფორმა — „მარლინის სინდრომი“ (ჰიპერმზრუნველობა) VS კუ კრაში, რომელიც შვილებს თავისუფლებას აძლევს.
🌼 სტერეოტიპების მსხვრევა — ზვიგენები, რომლებიც ცდილობენ იყვნენ ვეგეტარიანელები და პელიკანი, რომელიც თევზებს ეხმარება. აქედან ჩანს, რომ გარეგნობა ხშირად მატყუარაა.

ვფიქრობ, ამ ფილმს ბევრი სააზროვნო მიმართულების გაჩენა შეუძლია, როგორც პატარებში, ასევე მოზრდილ ბავშვებსა და მშობლებშიც კი.

ფოტოებზე გიზიარებთ იმ კითხვებს, რომლებიც დაგეხმარებათ, ფილმის ყურება ნამდვილ თერაპიად აქციოთ 🧡

📌 შეინახეთ პოსტი და მოაწყვეთ დაუვიწყარი, სასარგებლო კინოსაღამო თქვენს პატარებთან ერთად!

#კინოთერაპია #ნემოსძიებაში #მშობლისბლოგი #განათლება #შვილები

🧩 ალბათ ყველას გინახავთ ლეგოს ნაწილები — რამდენი დეტალია, როგორი დაკვირვებულობა და სიფაქიზე სჭირდება მათ ერთმანეთთან დაკ...
24/11/2025

🧩 ალბათ ყველას გინახავთ ლეგოს ნაწილები — რამდენი დეტალია, როგორი დაკვირვებულობა და სიფაქიზე სჭირდება მათ ერთმანეთთან დაკავშირებას და მაინც როგორი მონდომებით და მოთმინებით უკირკიტებენ პატარები.

გუშინ, ნუცამაც მოიწყო თავისი “ლეგოს საღამო” და თითქმის ორი საათი, ინსტრუქციის მიხედვით აწყობდა ერთ კონკრეტულ კომპლექტს 🏗️⏱️

როცა შენობის პირველი ნაწილი ბრტყელ მწვანე ფირფიტაზე დაამაგრა და ზემოდანაც რამდენიმე სართული დააშენა, დამიძახა:
— დე, მოდი ნახე, უკვე რამხელა გავაკეთეო 🤩

მეც მივედი, შევაქე დამოუკიდებლად მუშაობისთვის და შევამჩნიე რომ მისი აშენებული ნაგებობა სარკისებურად იყო განლაგებული — ინსტრუქციაში განსაზღვრულ ადგილზე კი არა, საწინააღმდეგო მხარეს, თანაც საპირისპირო მიმართულებით.

მაშინვე ვუთხარი:
— უი, ნუცი, ამ სახლს ეზო მარცხენა მხარეს უნდა ჰქონდეს, შენ კი მარჯვნიდან გაგიკეთებია მეთქი.
დიდად არ შეშფოთებულა — არა უშავს, რა მოხდა მერეო 🤷‍♀️ — მხრები აიჩეჩა და გააგრძელა მშენებლობა.

რამდენიმე წუთით მიჩუმდა, მიამატა ეზოს ატრიბუტები, იქ სასრიალო დადგა, აქეთ პალმები ჩაარჭო 🛝🌴
დადგა საქანელის ჩამოკიდების დრო და მეძახის:
— დე აქ რაღაც არ ემთხვევა...

მივედი და აღმოვაჩინე რომ არასწორ ადგილას აშენებული სახლის კედლიდან გამოშვერილი საქანელის საკიდი არ ემთხვევა, მეორე მხარეს, უკვე სწორ ადგილას აშენებული სასრიალოს კედლიდან გამოშვერილ საკიდს, საქანელას კიდევ დიაგონალზე ვერ დაკიდებს 🙃

ავუხსენი რომ იმ შეცდომის ბრალი იყო, ჩვენ რომ პაწაწინა და უმნიშვნელო გვეგონა, სინამდვილეში კი თურმე ყველაფრის არევა შეეძლო. ნუცა ჯერ გაჩუმდა, მერე გულდაწყვეტილმა მითხრა:
— აუ რა ცუდია რომ შემეშალა, რაღაც კარგად არ გამომდის ეს ლეგოების აწყობაო 😞

ავუხსენი რომ შეცდომა მაშინვე შეგვეძლო გამოგვესწორებინა, როგორც კი მე შევამჩნიე, მაგრამ თვითონ ვერ დაინახავდა რა მოხდებოდა ამ შეცდომის შედეგად. ამიტომ შეცდომების დაშვება სწავლის პროცესში აუცილებელიცაა და სასარგებლოც, ოღონდ “ძალით” შეცდომებს არ ვართ 😄💛

ამის შემდეგ, ლეგოს გადაწყობაში დავეხმარე. არ ვიცი, შეიძლება ჯობდა ისევ დამოუკიდებლად გამოესწორებინა, მაგრამ ისეთი მოწყენილი და იმედგაცრუებული იყო, მარტო აღარ დავტოვე 👩‍❤️‍👩

იმას კი მალევე მივხვდი რომ ჩემი ნათქვამი გონებაში დარჩა. ცოტა ხანში, როცა თავის სათამაშო ლეკვები მასწავლებლობანას სათამაშოდ დასვა, მესმოდა როგორ ამშვიდებდა ერთ-ერთს — "არა უშავს თუ შეგეშალა, სამაგიეროდ ისწავლი და უფრო ჭკვიანი გახდებიო" 🐶📚💡

🫶 თქვენ გაქვთ ხოლმე სიტუაციები, როცა გესმით როგორ იმეორებს ბავშვი თქვენს ნათქვამს ან ისე იქცევა, როგორც ასწავლეთ, თქვენ კი სიამოვნებით გეღიმებათ?!

#ბავშვისგანვითარება #მშობელიდაბავშვი

⭐ კითხვების დასმით მსჯელობა —  ეს ერთ-ერთი საჭირო უნარია, რაც შეგვიძლია ბავშვებს მივცეთ და დავეხმაროთ სამყაროს უკეთ გაცნ...
21/11/2025

⭐ კითხვების დასმით მსჯელობა — ეს ერთ-ერთი საჭირო უნარია, რაც შეგვიძლია ბავშვებს მივცეთ და დავეხმაროთ სამყაროს უკეთ გაცნობაში.

🔸 დაახლოებით სამი წლის ასაკიდან, მათ ცხოვრებაში “რატომების” კორიანტელი იწყება: რატომ უნდა ვჭამო? რატომ ვერ დავფრინავ? რატომ არ მაქვს კუდი? რატომ, რატომ, რატომ…
ეს არის იდეალური დრო, იმისთვის რომ ბავშვებს რაც შეიძლება მეტი “იმიტომ რომ” დავუბრუნოთ და პასუხებით გავაფართოვოთ მათი ცოდნა.

🔸 ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში, ზრდასთან ერთად “რატომების” რაოდენობა იკლებს, რადგან საბაზისო ცოდნა ნელ-ნელა ივსება და ცნობისმოყვარეობის ტალღა სწორხაზოვანი ხდება.
ამ პერიოდში, იზრდება ზრდასრულის როლი — წაახალისოს ბავშვი ისეთი კითხვების მოფიქრებაში, რომლებიც მას დაკვირვებისა და აღმოჩენებისკენ უბიძგებენ.

🔸როგორც წესი, 5+ ასაკის ბავშვი ახალ ეტაპზე გადადის, როდესაც ის თავად განსაზღვრავს კონკრეტულად როგორი პასუხის მიღება სურს. შესაბამისად, იწყებს მრავალფეროვანი კითხვების დასმას. აქ კი, რატომთან ერთად ჩნდება როგორ, სად, საიდან, როდის და ა.შ.

🎮 იმისთვის რომ კითხვებით თამაში ყოველდღიურობაში შევიტანოთ, კონკრეტული დროის გამოყოფა სულაც არ არის საჭირო. გამოიყენეთ:
🛁 აბაზანის დრო
🚶‍♀️ ბაღისკენ მიმავალი გზა
👕 ტანსაცმლის გამოცვლის პროცესი
🚌 მგზავრობის და მცირე რიგებში დგომის პერიოდები.

ბავშვთან ერთად შეარჩიეთ ერთი პატარა საგანი და ხალისიანი და დამაინტერესებელი ტონით შესთავაზეთ:
“მოდი ამ ერთ რაღაცაზე სამ-სამი უცნაური კითხვა დავუსვათ ერთმანეთს.”

მაგალითად:
✨ ამ ღილს რომ თვალი ჰქონდეს, რას დაინახავდა?
✨ რა მოხდება ამ ქვას თუ იმ გუბურაში ჩავაგდებ?
✨ ერთი სიტყვით მითხარი, როგორია ეს თოჯინა?

კითხვები შეიძლება იყოს “ჭკვიანურიც” და “სულელურიც”, ნუ შეაფასებთ მათ, მთავარია გახალისებდნენ და გაიძულებდნენ ცოტა მეტად დაფიქრებას.

რას აძლიერებს ეს თამაში?
🌟 ფანტაზიას
🔗 მიზეზ-შედეგობრივ მსჯელობას
🗣️ სიტყვიერ თვითგამოხატვას
🧩 ლოგიკას
💛 თვითდაჯერებას

და რაც ყველაზე კარგია — ამის გასაკეთებლად, დღეში სულ 5-10 წუთი დაგჭირდებათ, ბავშვების უმეტესობას კი მსგავსი თამაშები ძალიან ართობთ.

თქვენ რა სასარგებლო თამაშებს იყენებთ ბავშვებთან, საყოფაცხოვრებო პაუზების შესავსებად და გასამხიარულებლად? 😊💬

#ბავშვისგანვითარება #ბავშვთანთამაში

იცნობს თქვენი შვილი პატარა სურიკატს, რომელსაც ტაფიტი ჰქვია და აფრიკული სავანის, ერთ პატარა სოროში ცხოვრობს?! 🐾 ალბათ მეტ...
21/11/2025

იცნობს თქვენი შვილი პატარა სურიკატს, რომელსაც ტაფიტი ჰქვია და აფრიკული სავანის, ერთ პატარა სოროში ცხოვრობს?! 🐾
ალბათ მეტყვით, საიდან უნდა იცნობდესო, სად ჩვენ და სად აფრიკული სავანაო 🌵🌍

მე კი გეტყვით, რომ "სულაკაურის წიგნის მაღაზიაში" ერთი საოცარი წიგნი იყიდება - “ტაფიტი სამოგზაუროდ მიდის” 📚✨
გაგიკვირდებათ და შიგნითაა ყველაფერი ჩატეული, პაწაწინა სურიკატებით დაწყებული, ბრაზიანი ლომებით, დიდი მარტორქებით და ბაობაბის ხეებით დასრულებული 🦏🌳

სავანის ბინადრების და თვალწარმტაცი ბუნების გარდა, ამ წიგნში უამრავი ემოცია და ბუნებრივი ინსტიქტი ცხოვრობს - ცნობისმოყვარეობა, რომელიც სიმამაცედ გარდაიქმნება, შიში, რომლის წამლადაც მეგობრობა გვესახება, სიყვარული, რომელიც საბოლოოდ მთელ სამყაროს ამთლიანებს და ერთმანეთისგან განსხვავებულობას გვავიწყებს 👀💛🌟

ფათერაკები, ფათერაკები, ფათერაკები, რაც ჯერ წიგნის ფურცლებთან აბამს პატარა მკითხველებს, მერე კი იმის სურვილს უტოვებს რაიმე მსგავსი წიგნი კიდევ ჩააგდებინათ ხელში 📖💫

კი, მართალია ამ წიგნის ავტორმა, ძვირფასმა იულია ბოემემ კიდევ 22 წიგნი დაწერა ტაფიტის თავგადასავლების შესახებ, მაგრამ ყველა მათგანი გერმანულ ენაზეა დაწერილი და სამწუხაროდ, მხოლოდ ერთია ქართულად ნათარგმნი 🇩🇪🇬🇪

🎥🍿 კარგი ამბავი აქ და ახლა კი ისაა, რომ კავეაში გადის 2025 წლის ანიმაცია “ტაფიტის თავგადასავალი უდაბნოში”. მე და ნუცამ ჯერ წიგნი წავიკითხეთ და გასულ კვირას კინოთეატრსაც ვესტუმრეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა მეც გამიტაცა, მხედველობიდან არ გამომპარვია ნუცას გაფართოებული თვალები და ის, თუ როგორ იცვლებოდა ემოციები მის სახეზე 👀💛 ნამდვილად ლამაზი და შთამბეჭდავი სანახაობა იყო, ბავშვის ასაკისთვის შესაფერისი სევდის და იუმორის ელემენტების გათვალისწინებით 💭😊

დარბაზის დატოვების შემდეგ, ჯერ კიდევ შემორჩენილ ბატიბუტს ვაკნატუნებდით, ნუციკოს სამი მარტივი კითხვა დავუსვი:
🟡 შენი აზრით, ეშინოდა ტაფიტის უდაბნოში სამოგზაუროდ წასვლის?
🟢 ფილმის ყურების დროს, იყო რამე მომენტი როცა მოგინდა რამენაირად დახმარებოდი ტაფიტის და მის მეგობარს?
🟣 რა გაგიკვირდა ყველაზე მეტად?

ძალიან საინტერესო და საყვარელი პასუხები ჰქონდა, რომლებსაც აქ აღარ განვავრცობ 💛
გირჩევთ თქვენც დაგეგმოთ მსგავსი აქტივობა თქვენს პატარებთან და ისიამოვნოთ მათი სუფთა ემოციებით და აზრებით, რომელებიც თქვენ თვალწინ შეიძენს ფერებს და ფორმებს 🎨✨

👉 თქვენ როგორ კითხვებს უსვამთ ბავშვებს ფილმის ან წიგნის შემდეგ? 💬💛

#სკოლამდელიაღზრდა #დაწყებითიკლასები
#წიგნებიბავშვებისთვის #ანიმაცია
#ტაფიტი #მშობელიდაბავშვი

გაიცანით 5 საინტერესო ფაქტი ჩვენი ყველაზე დიდი და კაშკაშა მეზობლის შესახებ! 📡 ☀ #ასტრონომიაბავშვებისთვის   #სამყარო  #სწ...
19/11/2025

გაიცანით 5 საინტერესო ფაქტი ჩვენი ყველაზე დიდი და კაშკაშა მეზობლის შესახებ! 📡 ☀

#ასტრონომიაბავშვებისთვის #სამყარო #სწავლასახალისოა

✍🏼 ,,წერის დროს მთავარია წერა და არა ფიქრი, მაგას მერეც მოასწრებ, როცა შენს ნაწერს რამდენჯერმე გადაწერ. წერის პროცესში, ...
21/09/2025

✍🏼 ,,წერის დროს მთავარია წერა და არა ფიქრი, მაგას მერეც მოასწრებ, როცა შენს ნაწერს რამდენჯერმე გადაწერ. წერის პროცესში, მთავარია არ შეჩერდე.”— ეს ფრაზა ჩემთვის საყვარელი ფილმიდან “Finding Forrester”-დან არის.

ფილმში, საზოგადოებისგან განდეგილი მოხუცი მწერალი უილიამ ფორესტერი წერით გატაცებულ ახალგაზრდა ჯამალ უოლასს საკუთარ ცოდნას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას უზიარებს. ჯამალს კი ვერც წარმოუდგენია, თუ რამდენად დიდ როლს შეასრულებს უფროსი მეგობარი მისი ცხოვრების ტრანსფორმაციაში.

ეს სიტყვები ადრე რომ მომესმინა და გამეაზრებინა, იქნებ ნაკლები მეფიქრა და მეტი მემოქმედა, მეტი დრო დამეთმო იმის კეთებისთვის, რაც ცხოვრების დაუცხრომელ ჟინად მომყვება ბავშვობიდან დღემდე.

🤷‍♀️ წერა შეგეძლოს, მწერლობაზე ოცნებობდე და არ წერდე?!
ეს იგივეა ფრენა გინდოდეს, ფრთები გქონდეს, მაგრამ გეშინოდეს და არ იფრინო, განსხვავებული სამყაროს შექმნა გსურდეს, ჯადოსნური ჯოხიც გქონდეს, მაგრამ გეშინოდეს და არ აიქნიო.

წერა ის უნარია, რომელიც თავისთავად არ ჩნდება ადამიანის ცხოვრებაში, ის უნდა შეიძინო, დაეუფლო და მუდმივად განავითარო. რა თქმა უნდა, ყველას გეგმებში არ შედის მწერლობა და არც ყველას მოეთხოვება ერთნაირად შეეძლოს ფრაზების დაფრთიანება, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე, ეს უნარი ყოველდღიურობაში გვჭირდება — ის ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია თვითგადარჩენის, სოციუმში დამკვიდრების და წარმატების გზაზე.

აქ შემიძლია წერის უნარის ის რამდენიმე მნიშვნელობა ჩამოვთვალო, რომელთა ჭეშმარიტებაშიც ალბათ არავინ შემედავება:

☑️ მაშინ, როდესაც დღეს, დრო და სივრცე აღარ წარმოადგენს პრობლემას ურთიერთობისთვის, ერთადერთი შემზღუდავი საკუთარი თავია — რამდენად სწორად შევძლებთ იმ ტექსტის ჩამოყალიბებას, რომელსაც ვუგზავნით საყვარელ ადამიანებს ან საქმიან პარტნიორებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პირადი საუბრისგან განსხვავებით, მიმოწერაში არ ჩანს ჩვენი სახის გამომეტყველება და არ ისმის ხმის ტემბრი, ამ ყველაფრის დაბალანსება კი მხოლოდ სიტყვებით შეგვიძლია.

☑️ წერა სამუშაო უნარია — ნებისმიერ აკადემიურ სასწავლებელსა თუ სამსახურში მოგიწევთ წერილობითი ნაშრომების, პრეზენტაციების და მოხსენებების წარდგენა, რომელთა მიხედვითაც თქვენს კომპეტენციას შეაფასებენ.

☑️ ყოველდღიური გეგმების ჩაწერა, ე.წ. to do list, გვასწავლის დისციპლინას და თანმიმდევრულობას. როცა საქმეებს ფურცელზე ვწერთ, ისინი უფრო რეალურად და თვალსაჩინოდ გვესახება და გვიმარტივებს მიზნების დროულად შესრულებას.

☑️ წერა გვეხმარება ქაოსური ფიქრების დალაგებაში — როცა სიტუაციიდან გამოსავალს ეძებ და აზრების წერილობით ჩამოყალიბებას იწყებ, ჩნდება სხვადასხვა ალტერნატივები. თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზების შედეგად კი მიდიხარ შენთვის ყველაზე ხელსაყრელ გადაწყვეტილებამდე.

☑️ დაწერილი სიტყვა საზოგადოებაზე დიდ გავლენას ახდენს. პოლიტიკოსების, ჟურნალისტების თუ ბლოგერების გავლენით ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი. თითქმის ყველა გამოსვლა, რეპორტაჟი თუ ბლოგი სწორედ წერილობითი ფორმით იწყება.

☑️ ავტორების, სცენარისტების, ბლოგერების და ქოფირაითერების კარიერა სწორედ წერის უნარზეა აგებული და ისინი ამით ფულს შოულობენ. ყველა კომპანიას სჭირდება ძლიერი ტექსტები, სლოგანები და გზავნილები — ამის გარეშე ბრენდი ვერ იარსებებს.

☑️ კრეატიული წერა ტვინის ორივე ნახევარსფეროს ააქტიურებს. მარჯვენა მხარე წარმოსახვას მართავს, მარცხენა — ლოგიკასა და სტრუქტურას. კრეატიულ წერაში კი ორივეს ჩართულობა თანაბრად საჭიროა.

☑️ წერა ისტორიის შენარჩუნების საფუძველია. ჩვენს წინაპრებს რომ არაფერი ჩაეწერათ, მხოლოდ არქეოლოგიის წყალობით ვერ შევძლებდით წარსულის გამოკვლევას.

და ბოლოს, თუ ფიქრობთ, რომ ხელოვნური ინტელექტის სამყაროში, წერის უნარი გაუფასურებულია და რომელიმე LLM-ს დააწერინებთ რასაც მოისურვებთ, უნდა გახსოვდეთ რომ მათაც სწორად ჩამოყალიბებული და სტრუქტურულად გამართული დავალებები უნდა მიაწოდოთ, რისთვისაც ისევ და ისევ წერის უნარს უნდა ფლობდეთ.

👉 რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის წერილობითი კომუნიკაცია? გიფიქრიათ მის გაუმჯობესებაზე? დამიწერეთ კომენტარებში!

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რუსა სრესელი • Rusa Sreseli posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share