ნეიროგანვითარების ცენტრი დაარსდა 1996 წელს და მთელი ამ დროის მანძილზე არის აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და ბავშვის ფიზიკური და მენტალური განვითარების ხელშეწყობის თანამედროვე მიდგომების დანერგვის ავტორი საქართველოში.
ოკუპაციური თერაპია, ფუნქციური ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპიის თანამედროვე ხედვა, ბოტულინის ტოქსინის შემცველი მედიკამენტების (ბოტოქსი, დისპორტი) გამოყენება კუნთთა სპასტიურობის მენე
ჯმენტში, აქვათერაპია (თერაპიული ვარჯიშები წყალში), სავარძელ-ეტლის ინდივიდუალური მორგების სერვისი, ორთეზირება, დამხმარე ავეჯი და სხვა დამხმარე საშუალებები - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მიდგომებისა, რომლებიც წარმოადგენს თანამედროვე აბილიტაცია/რეაბილიტაციის საფუძველს და დღეს ხელმისაწვდომია საქართველოში სწორედ ნეიროგანვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებისა და ძალისხმევის შედეგად.
მდგომარეობები, რომლებიც შეიძლება საჭიროებდნენ აბილიტაცია/რეაბილიტაციის ღონისძიებებსა და სხვადასხვა სახის თერაპიას, მოიცავს: ცერებრულ დამბლას, ნერვ-კუნთოვან დაავადებებს, აუტიზმის სპექტრის დარღვევებს, ეპილეფსიას, ბავშვთა ემოციურ და ქცევით აშლილობებს და სხვ.
ამ დაავადებებისა და მდგომარეობების ზუსტი დიაგნოსტირებისთვის ცენტრი ფლობს შეფასების ყველაზე თანამედროვე ინსტრუმენტებს და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით.
მკურნალობა და მართვა ხდება თითოეული პაციენტისთვის შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის მიხედვით პროფესიონალთა გუნდის მიერ, რომლის შემადგენლობაშია ექიმი-ნევროლოგი, ფიზიკური თერაპევტი, მეტყველების და ენის თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, აქვათერაპევტი, ორთეზისტი, ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, ფსიქიატრი, ხელოვნებით თერაპევტი.
მიზანზე ორიენტირებული გუნდური მიდგომა რეაბილიტაციაში, ასევე პირველად საქართველოში, დაინერგა ნეიროგანვითარების ცენტრში, ნიდერლანდების მოწინავე სარეაბილიტაციო ცენტრებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით.