თქვენი კლინიკა

თქვენი კლინიკა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from თქვენი კლინიკა, Hospital, Petre Kavtaradze Street 40, Tbilisi.

"თქვენი კლინიკა"ეს გახლავთ განვითარებაზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს საუკეთესო მომსახურებას და სამედიცინო პროდუქტების ფართო არჩევანს. კლინიკის სახელმძღვანელო პრინციპები ისეთ ფუნდამენტურ ფასეულობებს ეყრდნობა, როგორებიცაა პროფესიონალიზმი, გუნდური მუშაობის სულისკვეთება და ნოვატორობა, რაც ეფექტური და სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნის წინაპირობაა

09/04/2026

ძალიან ტრენდული გახდა შვილების მხდალებად გაზრდა, რომლებსაც ყველა კაპრიზი უნდა შეუსრულოთ, გთავაზობთ ამ ფენომენის 1️⃣2️⃣პუნქტიან ანალიზს⬇️

✅ბავშვს არ უყალიბდება უნარი გაუძლოს დაუკმაყოფილებელ სურვილებს, რაც ზრდასრულ ასაკში დაბალ ემოციურ მდგრადობას განაპირობებს.

✅მუდმივი ვალიდაცია და კაპრიზების შესრულება ხელს უწყობს „განსაკუთრებულობის“ ილუზიას (Sense of Entitlement), რაც აფერხებს ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებას.

✅როდესაც გარემო მუდმივად ადაპტირდება ბავშვზე, მას არ უწევს საკუთარი ემოციების მართვის სწავლა, რაც სოციალურ გარემოში დეზადაპტაციას იწვევს.

✅სირთულეების არარსებობა აფერხებს ნებისყოფის და მიზანდასახულობის განვითარებას, რადგან შედეგის მიღწევა არ საჭიროებს ძალისხმევას.

✅ოჯახურ სისტემაში მშობლის ავტორიტეტის დაკარგვა იწვევს ბავშვის მხრიდან უსაფრთხოების განცდის დეფიციტს (ბავშვს სჭირდება მყარი საზღვრები მშვიდად ყოფნისთვის).

✅სხვისი საჭიროებების იგნორირების ხარჯზე საკუთარი კაპრიზების დაკმაყოფილება აფერხებს სოციალური როლებისა და ემპათიის განვითარებას.

✅ბავშვი ეჩვევა მხოლოდ ერთგვაროვან სცენარს (სურვილის მყისიერი ასრულება), რაც პრობლემების გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიების უნარს აქვეითებს.

✅მატერიალური თუ ემოციური „ზედაჯერებულობა“ იწვევს შინაგან დემოტივაციას. ახალი მიზნების დასახვა და მათკენ სწრაფვა აზრს კარგავს.

✅პირველივე ინტერპერსონალური კონფლიქტისას, სადაც მისი ინტერესები არ გათვალისწინებულა, ინდივიდი ავლენს აგრესიას ან სრულ სოციალურ იზოლაციას.

✅გადამეტებული მზრუნველობა და კაპრიზების შესრულება (ჰიპერმზრუნველობის ფორმით) აფერხებს ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას.

✅ბავშვი ვერ აცნობიერებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს საკუთარ ქცევასა და მის შედეგებს შორის, რადგან ნეგატიური შედეგებისგან მშობელი მუდმივად „იცავს“.

✅აკადემიური კვლევები აჩვენებენ კავშირებს აღზრდის ამ სტილსა და მოზარდობის ასაკში შფოთვითი აშლილობებს შორის.

ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე - Psychologist Giorgi Chogovadze

თუ გსურთ გავაგრძელო ამ თემაზე წერა, კომენტარებში დაწერეთ ➕
______
ჩემთან ვიზიტისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 571 00 03 54 ასევე სკოლაში მოსაწვევად.

30/09/2025
28/12/2024
27/09/2024

Address

Petre Kavtaradze Street 40
Tbilisi
0186

Telephone

0322374401

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თქვენი კლინიკა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to თქვენი კლინიკა:

Share

Category