„1M“ სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუტორი ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღალი ხარისხის აპარატურით, აღჭურვილობითა და მასალით ვამარაგებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვის დაწესებულებებს.
ჩვენ ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს - ჩვენს მაღაზიებში შესაძლებელია პაციენტის ბინაზე მოვლისათვის საჭირო საშუალებების შეძენა, სამედიცინო დაწესებულებების კი აპარატურის, აღჭურვილობისა და სხვა მასალის მიწოდების სერვისს ვთავაზობთ.
· პაციენტის დაკვირვების მონიტორები,
· ელექტროკარდიოგრაფები,
· სამანიპულაციო/საოპერაციო მაგიდები,
· საოპერაციო და სადიაგნოსტიკო განათებები,
· დეფიბრილატორები,
· ლინეომატი და ინფუზიური გადასხმის ტუმბო,
· ფეტალური მონიტორი,
· ნეონატალური ინკუბატორები,
· გამათბობლები და ფოტოთერაპიის აპარატურა,
· ხელოვნური სუნთქვის აპარატები,
· ელექტროქირურგიული დანები,
· სპირომეტრი,
· აუდიომეტრი,
· ტიმპანომეტრი,
· სასტერილიზაციო აპარატურა: ორთქლის, მშრალი ჰაერის და პლაზმის,
· ფიზიოთერაპიული არჭურვილობა,
· ნებისმიერი სახის სამედიცინო ავეჯი.
ჩვენი პროდუქციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი, ლუბლიანას ქუჩა N58;
ქ. ქუთაისი, ტიციან ტაბიძის N51;
ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის N89;
ჩვენს ფილიალებში შესაძლებელია პაციენტის მოვლის შემდეგი საშუალებების შეძენა:
· ორთოპედიული პროდუქცია : ფიქსატორები, კორსეტები, ქამრები, ვარიკოზის მოვლის საშუალებები, ორსულების კოლგოტი, სუპინატორები, ორთოპედიული ბალიშები;
· პირველადი დახმარებისთვის საჭირო პროდუქცია;
· თვითგადაადგილების საშუალებები, შშპ პირის ეტლები, ხელჯოხები, ყავარჯნები;
· პაციენტის ჰიგიენური საფენები, დასაბანი საშუალებები, პამპერსები, ხელთათმანი, სველი საფენები და ასე შემდეგ;
· ერთჯერადი მოხმარების სახარჯი მასალა : სანაციის მილები, კოლოსტომა და უროსტომის ჩანთები, ცივ/ცხელი კომპრესია, ფოლეის კათეტერი, ენდოტრაქეალური მილი, ტრაქეოსტომის მილი და ფილტრი, კვების ზონდი, შარდმიმღები, ჟანგბადის და ინჰალატორის ნიღბები;
· წვრილი სამედიცინო მოწყობილობები : წნევის აპარატები (მექანიკური, ელექტრო), თერმომეტრები (მექანიკური, ელექტრო), ფონეიდოსკოპები, ჟანგბადის ბალიში, პულს ოქსიმეტრი, ინჰალატორი (ნებულაიზერი);
· სახლის პირობებში რეანიმირებული (მწოლიარე) პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო პროდუქცია - სამედიცინო საწოლი ლეიბით, ნაწოლების საწინააღმდეგო ლეიბი პომპით, ჟანგბადის კონცენტრატორი, სანაციის აპარატი, სიპაპის აპარატი;