18/10/2015
რა არის ბ ჯგუფის სტრეპტოკოკი?
ბ ჯგუფის სტრეპტოკოკი არის ბაქტერიის ტიპი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ახალშობილების სერიოზული დაავადება და სიკვდილი. ყოველწლიურად ასობით ბავშვი იღუპებოდა ბ ჯგუფის სტრეპტოკოკით, პრევენციის უახლესი ზომების მიღებამდე. ამ სახის ბაქტერიამ შეიძლება ზრდასრულებისა და მოხუცების დაავადებაც გამოიწვიოს, თუმცა ყველაზე ხშირი მაინც ახალშობილებშია.
რატომ უნდა გაკეთდეს ბ ჯგუფის სტრეპტოკოკის ტესტი ყოველი ორსულობისას?
ბ ჯგუფის სტრეპტოკოკი შეიძლება გადაედოს ბავშვს დედისაგან, რომელიც ამ ბაქტერიის მატარებელია. რადგან ბაქტერია შეიძლება გაქრეს და შემდეგ ისევ დაბრუნდეს, თქვენ ტესტი უნდა გაიკეთოთ ყოველი ორსულობისას განურჩევლად იმისა, წინა ორსულობისას გქონდათ, თუ არა ეს ბაქტერია.
რა ემართებათ ბავშვებს, რომლებიც იბადებიან ბ ჯგუფის სტრეპტოკოკით?
ახალშობილებში ბ ჯგუფის სტრეპტოკოკი ხშირად არის სეფსისის (სისხლის ინფექცია) და მენინგიტის (ტვინის გარშემო სითხისა და გარსების ინფექცია) მიზეზი. უმეტესი ახალშობილების დაინფიცირება ხდება სიცოცხლის პირველ კვირაში და ეწოდება „ადრეული საწყისის“ დაავადება. 2001 წელს აშშ-ში 1700 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორ უნდა მოხდეს ბ ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების პრევენცია ახალშობილებში?
ადრეული საწყისის დაავადების პრევენცია, უმეტესწილად, შესაძლებელია ორსულების (რომლებიც პოზიტიურები იყვნენ ორსულობისას) ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიით მშობიარობის დაწყებისას. ვინაიდან ბაქტერია სწრაფად იზრდება, ანტიბიოტიკების მიღება მშობიარობის დაწყებამდე, პრობლემას ვერ წყვეტს. ნებისმიერმა ქალმა, რომელიც ბ სტრეპტოკოკზე პოზიტიური იყო მიმდინარე ორსულობისას, უნდა მიიღოს ანტიბიოტიკები. ასევე, ნებისმიერმა ორსულმა, რომელსაც წინა შვილი ჰყავდა ბ სტრეპტოკოკიით დაინფიცირებული, ან რომელსაც აქვს საშარდე ბუშტის ანთება (ბ ჯგუფის ტრეპტოკოკით გამოწვეული), აუცილებლად, უნდა მიიღოს ანტიბიოტიკები მშობიარობისას.
რა ხდება თუკი ალერგიული ვარ რომელიმე ანტიბიოტიკზე?
ქალებს, რომლებიც ალერგიულნი არიან გარკვეულ ანტიბიოტიკებზე (მაგ.: როგორიცაა პენიცილინი), შეუძლიათ მიიღონ სხვა სახის ანტიბიოტიკები. თუ ფიქრობთ, რომ პენიცილინზე ალერგიული ხართ, დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს.
სად შეიძლება გადაგვედოს ბ ჯგუფის სტრეპტოკოკი?
ნებისმიერი ადამიანი შეილება იყოს ბ ჯგუფის სტრეოტოკოკის მატარებელი. ბაქტერია ბინადრობს ნაწლავებში, საიდანაც შეიძლება გადაეცეს ვაგინას და/ან რექტუმს. ეს არ არის სექსუალურად გადამდები დაავადება. ეს ბაქტერია 4-იდან 1 ქალს აქვს. ქალების უმეტესობას არასოდეს ექნება სიმპტომი და ვერ გაიგებს, არის თუ არა ამ ბაქტერიის მატარებელია, თუ არ გაიკეთა ტესტი ორსულობისას.
თუ ვიცი, რომ ბ ჯგუფის სტრეპტოკოკი მაქვს, რატომ არ შეიძლება, მივიღო ანტიბიოტიკები ახლა?
ბ ჯგუფის სტრეპტოკოკის მატარებელი ქალებისათვის ანტიბიოტიკების მიღება მშობიარობის დაწყებამდე არ არის ბაქტერიისაგან გათავისუფლების კარგი გზა. რადგან ბაქტერია ბუნებრივად ცხოვრობს ნაწლავებში, ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ შეიძლება ისევ დაბრუნდეს. ანტიბიოტიკების მიღება მშობიარობისას ეფექტურია, ვინაიდან ისინი ამცირებენ ბაქტერიათა რაოდენობას, რომლებიც ჩვილს დაბადებისას შეიძლება შეხვდეს. თუ წინა ბავშვზე მშობიარობისას მიიღეთ ანტიბიოტიკები, მაგრამ მიმდინარე ორსულობისას არ ხართ მატარებელი, შეიძლება, ანტიბიოტიკების მიღება აღარც დაგჭირდეთ. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ტესტის გაკეთება ყველა ორსულობაზე.
რა უნდა გავაკეთო ორსულობისას ან მშობიარობისას, თუ ბ ჯგუფის სტრეპტოკოკზე დადებითი ვარ?
დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს და დაგეგმეთ თქვენი მშობიარობა ანტიბიოტიკების მიღებით, რომ თქვენს ახალშობილში დაავადების პრევენცია მოახდინოთ. როდესაც წყლებს დაღვრით, ან მშობიარობა დაგეწყებათ, მიდით საავადმყოფოში ბავშვის გაჩენამდე 4 საათით ადრე მაინც, რომ საკმარისი დრო გქონდეთ ანტიბიოტიკების მოქმედებისათვის. როდესაც საავადმყიფოში მიხვალთ, არ დაგავიწყდეთ იმის შეხსენება, რომ თქვენ ბ სტრეპტოკოკზე დადებითი ხართ.
სტატიის წყარო:http://www.cdc.gov/groupbstrep/downloads/GBS_Patient_Info.pdf