ვამარცხებთ სიმსივნეს ერთად Побеждаем опухоль вместе

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ვამარცხებთ სიმსივნეს ერთად Побеждаем опухоль вместе

ვამარცხებთ სიმსივნეს ერთად Побеждаем опухоль вместе საჯარო ინფორმაცია ონკო პროფილაქტიკაზე და ალტერნატიულ მკურნალობაზე
(1)

თანამედროვე მედიცინაში ამ ეტაპზე ონკოლოგიური პაციენტების ძირითადი სპეციალიზირებული მკურნალობა ეფუძნება ქირურგიულ, სხივურ და ქიმიოთერაპიულ მეთოდებს. ქიმიოთერაპიის ეფექტური მკურნალობა შეადგენს დაახლოებით 25% (Robert Souhami, Jeffrey Tobias. Cancer and its Management) ანუ დადებითი რეზულტატები ვლინდება ოთხი ავადმყოფიდან ერთ პაციენტში. ცნობილია, რომ ქიმიოთერაპიული პრეპარატები ამცირებენ სიმსივნის ზრდას და კლავენ კიბოს უჯრედებს, მაგრამ მავნედ მოქმედებენ ორგანიზმზეც. არის შემთხვევები, როცა ავადმყოფის საერთო მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას რომ ჩატარდეს ქიმიოთერაპია ან გამოყენებულმა წამლებმა ვერ იმოქმედეს დადებითად და სიმსივნე პროგრესირებს, ან პაციენტი უარს ამბობს შემოთავაზებულ მკურნალობაზე სხვადასხვა მიზეზების გამო... ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ალტერნატიული მკურნალობა.
აკადემიკოს, ქირურგ-ონკოლოგის ვ. ი. ჩისსოვის თქმით, ონკოლოგიური ავადმყოფის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობის გამოთვლა გამოცდილი ექიმებისთვისაც ძალიან ძნელია და რა დიაგნოზიც არ უნდა იყოს დასმული და რა პროგნოზებიც არ უნდა იყოს მოსალოდნელი, ყოველთვის არის უკეთესი ვითარების შანსი - სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების, გახანგრძლივების და გამოჯანმრთელების... ამ ეტაპზე არაკლასიკური მკურნალობის დადებითი დინამიკა დასტურდება მრავალი რეალური მაგალითებით და მათი რაოდენობა პროპორციულად მატულობს ვინაიდან ალტერნატიული მეთოდები ვრცელდება და იხვეწება.
ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ:
1 სპეციალიზირებული ონკოლოგიური მკურნალობა წინასწარი პროგნოზით არაეფექტური იქნება,
2 ჩატარებულ მკურნალობას არ აქვს დადებითი დინამიკა,
3 არსებობს უკუჩვენებები სიმსივნისსაწინაამდეგო მკურნალობის ჩატარების ან გაგრძელების,
4 დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად, სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად,
5 სტანდარტული მკურნალობის შედეგების შესანარჩუნებლად და გვერდითი მოვლენების შესამსუბუქებლად,
6 როცა პაციენტს არ აქვს ფინანსური საშუალება მკურნალობის ან სტაციონარში ვიზიტების სამედიცინო მანიპულაციების ჩასატარებლად (შორი საცხოვრებელი ადგილის გამო და ა. შ.),
7 როცა ონკოლოგები ცუდ პროგნოზებს იძლევიან და სიმპომატიკურ მკურნალობას ნიშნავენ და დასაკარგი პრაქტიკულად აღარაფერია...
არატრადიციული მეთოდები არ უნდა იყოს გამოყენებული შემდეგ შემთხვევებში:
1 თუ არ არის კონკრეტული მეთოდის ეფექტურობის მტკიცებულება და ინფორმაცია,
2 მკურნალობის მეთოდი არ არის გამოცდილი და პაციენტს არ აქვს ექსპერიმენტების სურვილი,
3 როცა სიმსივნე კარგად ინკურნება ონკოლოგიის საშუალებებით,
4 თუ მკურნალობა ძვირია და შედეგი რამოდენიმე კურსის შემდეგ არ ვლინდება,
5 თუ პაციენტს არ აქვს პირობები ან სურვილი მიიღოს დანიშნული ალტერნატიული სამკურნალო საშუალებები ექიმის რეკომენდაციებით,
6 ალერგიული რეაქციები.
ტრადიციული ან ალტერნატიული მკურნალობის შედეგების წინასწარი პროგნოზირება შეუძლებელია. მკურნალობა იდენტური ავადმყოფების ჯგუფში ავლენს სხვადასხვა რეზულტატებს, ანუ ერთი და იგივე სქემა ზოგ შემთხვევებში იძლევა დადებით დინამიკას, ზოგ შემთხვევებში კი ეფექტი ნაკლებად გამოხატულია ან საერთოდ არ არის. ყოველი ორგანიზმის მდგომარეობა, ასაკი, რეაქცია წამლებზე, დაავადების გავრცელება და ეტიოლოგია ინდივიდუალურია... აქედან გამომდინარე - ვერცერთი ექიმი წინასწარ ვერ მოგცემთ გარანტიას რომ არჩეულ სქემას მოჰყვება აუცილებლად 100% განკურნება. კიდევ ერთი მომენტი - რაც იკურნება კლასიკური მედიცინით თვეების და წლების მანძილზე, სამწუხაროდ ვერ განიკურნება არატრადიციული მეთოდებით მოკლე პერიოდში, თუმცა არც იშვიათია დადებითი დინამიკის პირველი ნიშნების გამოვლენა (აპეტიტის მომატება, კანის ფერის შეცვლა, ტკივილის შესუსტება, საერთო მდგომარეობის გაუნჯობესება...). პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს მკურნალობის ან მკურნალობაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე, თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი (ან ახლობლებმა) შემოთავაზებულ მკურნალობაზე და შემდეგში პასუხისმგებლობით მოეკიდოს ექიმის დანიშნულებას უარყოფითი შედეგების ასარიდებლად. ნებისმიერ მკურნალობას უკეთესი ეფექტი ექნება თუ პაციენტს აქვს კარგი განწყობა, რწმენა, იმედი, ნებისყოფა და ხელშეწყობა.
წლების გამავლობაში მოვიძიე უამრავი ინფორმაცია ონკოლოგიური პაციენტების ალტერნატიულ მკურნალობაზე, ავარჩიე ყველაზე საინტერესო და მარტივი მეთოდები და უმეტესი გამოვაქვეყნე FB-ზე. თუ რომელიმე მეთოდმა დაგეხმარათ მკურნალობაში ან იცით სხვა მედოდები, გამოაქვეყნეთ აქ. გისურვებთ ჯანმრთელობას!

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვამარცხებთ სიმსივნეს ერთად Побеждаем опухоль вместе posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ვამარცხებთ სიმსივნეს ერთად Побеждаем опухоль вместе:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category