თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი ცენტრი გთავაზობთ სხვადასხვა სახის მომსახურეობას ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში

შპს თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი
ფაქტობრივი მისამართი: გიორგი ქუჩიშვილის ქ. 4, თბილისი
იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, ი. აბაშიძის ქ., №41, ბ. 50
ს/კ: 405243026

🌟ბავშვები, რომელთაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) აქვთ, უკეთ ფოკუსირდებიან დავალებებზე, რომლებ...
26/09/2025

🌟ბავშვები, რომელთაც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (ADHD) აქვთ, უკეთ ფოკუსირდებიან დავალებებზე, რომლებიც ნაბიჯებად არის დაყოფილი. 🌟

💢 იმის ნაცვლად, რომ უთხრათ
“დავალებები შეასრულე”, ეცადეთ დაყოთ მითითება პატარა ნაბიჯებად.
➡️ მაგალითად:

1️⃣ამოალაგე წიგნები
2️⃣ნახე მათემატიკის დავალება
3️⃣შეასრულე პირველი მაგალითი
4️⃣გადადი მეორე ამოცანაზე
5️⃣შეისვენე ცოტანხით

🟣პატარა ნაბიჯებად მიწოდებული დავალება ნაკლებად სტრესული და უფრო მარტივი შესასრულებელია.

🔅გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება - თავად თუ გამოგიყენებიათ მსგავსი სტრატეგია ❓

🟣   ბავშვები ადრეულ პერიოდშივე გამოხატავენ მშობლების დახმარების ინიციატივას.   საოჯახო საქმეებში მათი ჩართვა პიროვნული დ...
18/09/2025

🟣 ბავშვები ადრეულ პერიოდშივე გამოხატავენ მშობლების დახმარების ინიციატივას. საოჯახო საქმეებში მათი ჩართვა პიროვნული და ემოციური განვითარების საფუძველია. 👨‍👩‍👧‍👦
👉 გაიგეთ, როგორ იცვლება ბავშვების პასუხისმგებლობები ასაკის მიხედვით და როგორ შეგიძლიათ სწორად წაახალისოთ მათი ჩართულობა 👇

📢 https://shorturl.at/OCCUC

🟣   რატომ არის მნიშვნელოვანი რუტინის არსებობა?   რუტინა ბავშვის ყოველდღიურობას სტრუქტურას სძენს. ერთი და იგივე თანმიმდევ...
10/09/2025

🟣 რატომ არის მნიშვნელოვანი რუტინის არსებობა?

რუტინა ბავშვის ყოველდღიურობას სტრუქტურას სძენს. ერთი და იგივე თანმიმდევრობით განმეორებადი მოქმედებები ბავშვს ეხმარება, უკეთ დაიკმაყოფილოს თავისი საჭიროებები, თავი იგრძნოს დაცულად და თანდათანობით განვითარდეს როგორც დამოუკიდებელი და პასუხისმგებელი პიროვნება. კვლევების მიხედვით, რუტინა ასოცირდება განვითარების პოზიტიურ შედეგებთან, რაც მოიცავს კოგნიტურ, თვით-რეგულაციის, სოციალურ-ემოციური თუ აკადემიური უნარებს.

👉დეტალურად განვიხილოთ, როგორ ეხმარება რუტინა ბავშვს:
🔹უსაფრთხოების განცდა
მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუტინა ბავშვებს აძლევს საშუალებას განსაღვრონ რას უნდა ელოდონ. როდესაც ბავშვმა იცის, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, იგი თავს დაცულად გრძნობს, ეუფლება სიტუაციაზე კონტროლის შეგრძნება. მაგალითად, როდესაც ბავშვმა იცის ძილის რუტინის ეტაპები, ის თავს მშვიდად გრძნობს, რაც, თავის მხრივ, ეხმარება მას ჩაძინებაში.

🔹დამოუკიდებლობის განვითარება
რუტინის დახმარებით ბავშვი თანდათან სწავლობს საკუთარ თავზე ზრუნვას. მაგალითად, როგორ უნდა მოემზადოს სკოლაში წასასვლელად. იმის ცოდნა, თუ რა უნდა გააკეთოს და როგორი თანმიმდევრობით, ბავშვს კონტროლის განცდას ჰმატებს, ხდება უფრო თავდაჯერებული. დამოუკიდებლობის ხელშეწყობა ასევე შეიძლება არჩევანის მიცემის საშულებით, მაგალითად, 2 მაისურიდან ამოარჩიოს, რომელს ჩაიცვამს.

🔹პასუხისმგებლობის გრძნობის განვთარება
რუტინა ბავშვებს დისციპლინის გამომუშავებაში ეხმარება. მაგალითად, როდესაც ბავშვი ასაკის შესაბამის საოჯახო საქმეებს აკეთებს, ეს ეხმარება მას სამომავლოდ საჭირო ჩვევების გამომუშავებაში. როდესაც იგი დამოუკიდებლად ახერხებს თავისი საქმეების გაკეთებას, იგი იღებს პასუხისმგელობას შესრულებაზეც.

👉რის მოწესრიგებაზე ვიზრუნოთ უპირველეს ყოვლისა?🟡
ყველაზე მნიშვნელოვანი რუტინაა დილის (როგორ იწყებენ დილას) და ღამის (რას აკეთებენ ისინი დაძინებამდე) რუტინა. გარდა ამისა, შეიძლება შევიმუშაოთ რუტინა სხვა ყოველდღიური საქმიანობებისთვის, როგორიცაა სათამაშოების დალაგება თამაშის დასრულების შემდეგ, მეცადინეობისა და დავალების შესრულების რუტინა და ა.შ.

👉როგორ დავეხმაროთ ბავშვს რუტინის შემუშავებასა და განხორციელებაში?? 🟡
🔸იყავით მშვიდი და მხარდამჭერი - რუტინის შემუშავება, დანერგვა და ათვისება შეიძლება დიდ დროს და ძალისხმებას საჭიროებდეს, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, იყოთ თავდაჯერებული და მხარდამჭერები ამ პროცესში.
🔸იყავით კონსისტენტურები - რუტინა უნდა შესრულდეს ყოველდღე, დღის ერთი და იგივე მონაკვეთში, ერთმანეთის მსგავსად.
🔸მარტივად და მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ რუტინის ნაბიჯები - რუტინას არ უნდა ჰქონდეს ბევრი ეტაპი, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს გაუჭირდება მისი დამახსოვრება. მოთხოვნები აუცილებლად უნდა იყოს მორგებული ბავშვის ასაკსა და რეალურ/ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. რუტინის უკეთ აღსაქმელად და გასაგებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიზუალური მასალები, მაგალითად ფოტოები.
🔸ჩართეთ ბავშვი რუტინის შემუშავებაში - როცა ბავშვი თავად იქნება ჩართული რუტინის/წესების შემუშავების პროცესში, შემდგომ იგი უფრო ხალისიანად შეასრულებს და დაიცავს მას. მაგალითად, შეგიძლიათ კითხოთ რომელი დავალება რის მერე შეასრულოს.
🔸იყავით მოქნილები - ბავშვის ზრდასთან ერთად აუცილებელია რუტინის მოდიფიცირება, რომ საუკეთესოდ მოერგოს მის ასაკსა და შესაძლებლობებს. მაგალითად, თუ ბავშვს უკვე დამოუკიდებლად შეუძლია ფეხსაცმლის ჩაცმა და თასმების შეკვრა, გახადეთ ეს მისი რუტინის შემადგენელი ნაწილი. გარდა ამისა, აუცილებელია სიტუაციური ფაქტორების გათვალისწინება. თუ რამე ერთჯერადად არღვევს რუტინის შესრულების პროცესს (მაგალითად, სტუმრიანობა), აუხსენით ბავშვს, რომ პატარა ცვლილებების შეტანაა საჭირო რუტინაში (რომ დღეს ოდნავ სხვანაირად შეასრულებთ რუტინას).
🔸მიეცით ბავშვს კარგი მაგალითი - საკუთარ მაგალითზე აჩვენეთ ბავშვს, რომ უფროსებსაც აქვთ თავიანთი რუტინა. მაგალითად, აჩვენეთ, რომ თქვენ უნდა დაალაგოთ სამზარეულო, როცა ისინი დაალაგებენ თავიანთ სათამაშოებს.
🔸შეარჩიეთ რუტინისთვის ოპტიმალური დრო - მაგალითად, მეცადინეობის რუტინის შესრულებისას გაითვალისწინეთ ბავშვების განრიგი, რამდენად დასვენებულები არიან ისინი და რამდენად შეძლებენ დასახულ დავალებასთან გამკლავებას.
🔸დაეხმარეთ ბავშვს დროის კონტროლში - შეახსენეთ ბავშვებს რამდენი ხანი დარჩათ რუტინის დასასრულებლად - ტაიმერი, ქვიშის საათი ან სხვა ვიზუალური დამხმარე საშუალებების გამოყენებით ისინი შეძლებენ აკონტროლონ დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა შეასრულონ სხვადასხვა დავალებები.
🔸გახადეთ რუტინა სახალისო- შემატეთ მას თამაშის ელემენტები, რომ უფრო ხალისით შეასრულონ ის ბავშვებმა. მაგალითად, ჰკითხეთ როგორ ჰგონია, რამდენ ხანში შეძლებს თავისი ნივთების/სათამაშოების მილაგებას.
🔸მოუსმინეთ ბავშვებს - თუ ბავშვი აპროტესტებს რუტინის შესრულებას, ეცადეთ გაიგოთ ამის მიზეზი, რით არის ეს წინააღმდეგობა გამოწვეული. მოუსმინეთ და გაუხმოვანეთ მათ ემოციები, სათანადო დროს დაეხმარეთ მათ მოქმედების დაწყებაში. გაამხნევეთ და გაუწიეთ მათ თანადგომა, ეცადეთ წაახალისოთ მათი სასურველი ქცევა. ასევე, არსებითია მათ გაიგონ, თუ რატომ არის რუტინის შესრულება მნიშვნელოვანი. მიზეზის ცოდნის გარეშე რთულია ბავშვების ჩართულობის შენარჩუნება.

30/08/2025

გაცნობებთ, რომ თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი 1-ელი სექტემბრიდან ანახლებს მუშაობას 💜 ნაყოფიერ წელს გისურვებთ 💜✨

26/08/2025

🟣პირველად საქართველოში!

🟣 ADHD-ს მქონე ზრდასრულ ინდივიდზე მორგებული სერვისი ყოველდღიური ფუნქციონირების და ცხოვრებით კმაყოფილების გასაუმჯობესებლად
ზრდასრულებში კოგნიტურ-ბიჰევიურული თერაპია ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობითი დარღვევის დროს.



კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (კბთ) თერაპიული მიდგომაა, რომელიც წარმატებულად მუშაობს სხვადასხვა მდგომარეობების და დიაგნოზის მქონე ადამიანებთან. კოგნიტურ-ბიჰევიორული მიდგომის ძირითადი პრინციპი გულისხმობს აზრებს, ემოციებსა და ქცევას შორის კავშირების აღმოჩენას და დისფუნქციური აზრების რაციონალურით ჩანაცვლებას. ნეგატიური აზრების ცვლილებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენი ქცევებსა და ემოციების ცვლილებაზე.
ADHD-ს მქონე ინდივიდებთან კბთ-ს ეფექტურობა მრავალი კვლევით დასტურდება. ეს მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ნეგატიური აზრების ცვლილების პარალელურად მუშაობს პრაქტიკული უნარების და დამხმარე სტრატეგიების შემუშავებაზე. თერაპიული პროცესი ასევე უზრუნველყოფს იმ ძირითად სირთულეებთან გამკლავებას, როგორიცაა:
• უყურადღებობა;
• იმპულსურობა;
• ჰიპერაქტივობა/მოუსვენრობა;
• ემოციური რეგულაციის სირთულეები.

ზემოთ აღნიშნული სირთულეების მართვა აუმჯობესებს პიროვნების ფუნქციონირების ხარისხსს და ადაპტაციას, რაც დადებითად აისახება საქმიანობის ან აკადემიური შესრულების ხარიხზე, ურთიერთობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ADHD-ს მქონე ინდივიდები ყოველდღიურად შეიძლება აწყდებოდნენ შემდეგი სახის გამოწვევებს:

• პროკრასტინაცია, რაც გულისხმობს საქმიანობის დაწყების უკიდურესად გადავადებას ბოლო მომენტამდე, უსიამოვნო შედეგების შესახებ ცოდნის მიუხედავად;
• საქმის წამოწყების ან საწყისი ქმედების არჩევის სირთულე;
• იმედგაცრუებას საკუთარი ქმედებებით და მისი მართვის სირთულე;
• ორგანიზების, დაგეგმვის და გეგმის მიხედვით მოქმედების სირთულე.

კბთ ამგვარი სირთულეების შემთხვევაში ინდივიდს ეხმარება აზრების და ქცევების გაცნობიერებაში. ხშირად აზრები, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციაში გვიჩნდება შეიძლება ქმედების წამოწყებისთვის ხელისშემშლელი იყოს. ტიპიური აზრებია: „ამას დროულად ვერ დავამთავრებ“, „ყველაფერს ვურევ“ და ა.შ. მეტად დამხმარე იქნება შემდეგი აზრები: „თუკი ახლა ვერ შევძლებ ამ დავალების დასრულებას, გარკვეული პროგრესს მაინც მივაღწევ მის შესრულებაში“. კბთ თერაპიის პროცესში ასევე დიდი ადგილი უკავია პრაქტიკული ქცევითი სტრატეგიების ყოველდღიურობაში გამოყენებას, ორგანიზებულობის და დაგეგვის სტრატეგიების სწავლებას, რაც ინდივიდს უმარტივებს ყოველდღიურ ფუნქციონირებას.

🟣 ეს სტრატეგიები შემუშავებულია პიროვნების ინდივიდუალურ საჭიროებების და გამოწვევების შესაბამისად, ADHD-ის მქონე პირთან მუშაობის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თერაპიული შეხვედრების დროს ფორმირებული ჩვევების ყოველდღიურ აქტოვობებში გადატანაზე, რაც პიროვნების თვითეფექტურობის გაზრდის საწინდარია და მიდგომას ხდის მაღალი ხარისხის პერსონალიზებულ თერაპიად.

თერაპიულ პროცეში ასევე დიდი ყურადღება ექცევა ფსიქოგანათლებას საკუთარი მდგომარეობის შესახებ. ცოდნის, პრაქტიკული სტრატეგიების, აზრების რაციონალიზაციისა და ემოციის რეგულაციის გაუმჯობესებაზე მიმართული თანმიმდევრული მუშაობა ინდივიდს აძლევს საკუთარი მდგომარეობის მართვის ეფექტურ შესაძლებლობას, რაც დადებითად მოქმედებს მისი ემოციური რეგულაციის უნარსა და თვითშეფასებაზე.

14/08/2025
08/08/2025

🌸 რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის ნეგატიური ემოციების გახმოვანება და როგორ შევუწყოთ მას ხელი ემოციური რეგულაციის უნარის განავითარებაში?

გაცნობებთ, რომ აგვისტოს განმავლობაში თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი ისვენებს 💜 მუშაობას განვაახლებთ 1-ელი სექტე...
31/07/2025

გაცნობებთ, რომ აგვისტოს განმავლობაში თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი ისვენებს 💜 მუშაობას განვაახლებთ 1-ელი სექტემბრიდან. ბედნიერ და ნაყოფიერ დასვენებას გისურვებთ 💜✨

🟣თქვენი (მშობლის) ემოციების მართვის უნარი იმაზე დიდ გავლენას ახდებს შვილის კეთილდღეობაზე, ვიდრე თქვენ გგონიათ! 🟣🌟გქონიათ...
22/07/2025

🟣თქვენი (მშობლის) ემოციების მართვის უნარი იმაზე დიდ გავლენას ახდებს შვილის კეთილდღეობაზე, ვიდრე თქვენ გგონიათ! 🟣

🌟გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა სხვა რამეზე გაბრაზებულს შვილისთვის უხეშად გითქვამთ რამე, რასაც ბავშვის ემოციური აფეთქება და ტანტრუმი მოჰყოლია? ან იქნებ გიცდიათ საკუთარი ემოციების დამალვა შვილისგან?

🌸ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, როგორ დავეხმაროთ შვილებს გრძნობების მართვაში, და თან სრულიად ვივიწყებთ ჩვენს, მშობლების, ემოციებს. უფროსები როგორც არ უნდა ეცადონ საკუთარი ნეგატიური ემოციების დამალვას შვილებისგან, ისინი ხშირ შემთხვევაში არავერბალური მიმანიშნებლებით მაინც კარგად ხვდებიან/ გრძნობენ დაძაბულობას.

🧚‍♀️ბავშვის ემოციურ სტაბილურობაზე, ქცევასა და ფსიქიკურ კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს იმას, რამდენად კარგად ახერხებს მშობელი საკუთარი ემოციების მართვას. როდესაც მშობლებს შეუძლიათ სტრესის, იმედგაცრუებისა თუ შფოთვის წარმატებით მართვა, მათ შვილებს უვითარდებათ ძლიერი ემოციური და ქცევითი თვითკონტროლი.

📌განვიხილოთ დეტალურად, თუ როგორ მოქმედებს მშობლის ემოციური სტაბილურობა ბავშვზე:

🟣ემოციურად არასტაბილური მშობლები იყენებენ უფრო მკაცრ და არაკონსტრუქციულ აღზრდის მეთოდებს. მათ სჩვევიათ შვილების დაკნინება, ხშირი კრიტიკა ან დასჯა — ზოგჯერ ობიექტური მიზეზის გარეშეც. ეს ქმნის ერთგვარ ჯაჭვს, ბავშვები უფრო მეტად ემოციურად მოწყვლადები ხდებიან, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს მშობელზე. ასეთ გარემოში ბავშვებს უჭირთ მშობელთან უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, რაც მომავალში აისახება სხვებისადმი ნდობასა და ჯანსაღი სოციალური ურთიერთობების ფორმირებაზე. კვლევების მიხედვით ბავშვები, რომელთაც ემოციურად არასტაბილური მშობლები ყავთ, არიან სამომავლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეების განვითარების რისკის ქვეშ.

🟣ბავშვები საკუთარი ემოციების მართვას სწავლობენ მშობლების რეაქციებზე დაკვირვებით და იმეორებენ მშობლის ქცევას საკუთარ ემოციებთან მიმართებით. როდესაც მშობელი წარმატებით უმკლავდება რთულ ემოციებს, ბავშვებიც ითვისებენ მსგავს სტრატეგიებს. ემოციურად სტაბილური მშობლები უფრო მხარდამჭერები არიან ბავშვის მიმართ სტრესის დროს, რაც ხელს უწყობს ბავშვში ემოციური რეგულაციის უნარის განვითარებას. არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სირთულე ბავშვებში, როგორიცაა მშობელსა და ბავშვს შორის ემოციური გაუცხოება და სხვა.

🟣ზოგიერთ მშობელს კარგად გამოსდის ასწავლონ ბავშვს საკუთარი ემოციების მართვა. ამ მშობლებს შეუძლიათ ამოიცნონ და მიიღომ ბავშვის ემოციები, მაგ.: “მოწყენა ნორმალურია”. წაახალისონ ბავშვების მიერ ემოციების გამოხატვა და გამოიყენონ ასეთი მომენტები ემოციების რეგულაციის სწავლებისთვის. ამის საპირისპიროდ ზოგი მშობელი უგულვებელყოფს ბავშვების გრძნობებს. ისინი თავს არიდებენ ისეთ არასასიამოვნო ემოციებს, როგორიცაა სევდა და ბრაზი. აღნიშნული ტიპის მშობლები ხშირად ცდილობენ, რომ ბავშვებს არასასიამოვნო ემოციები მალე გაუქრონ ისეთი სიტყვებით, როგორიცაა “გადაიტან”, “გეყოფა ტირილი”.

🟣ბავშვებს განვითარებისთვის სჭირდებათ სამყაროს შეცნობა, რისთვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხო გარემო. ოჯახში ემოციურ კლიმატს ქმნის მშობლების ემოციური მდგომარეობა, შესაბამისად თუ სახლი არის ბავშვისთვის უსაფრთხო და მშვიდი, იგი მარტივად იწყებს გარემოს შესწავლას, რაც უზრუნველყოფს სხვა უნარებთან ერთად თვითრეგულაციის განვითარებასაც.

📢რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

➡️სანამ რაიმეზე მძაფრი რეაქცია გექნებათ, ღრმად ჩაისუნთქეთ და აიღეთ მცირედი პაუზა,. თავი გაარიდეთ სიტუაციას მანამ, სანამ დამშვიდდებით.

➡️დაფიქრდით, თუ რა იწვევს თქვენში უარყოფით ემოციებს.

➡️აიღეთ პასუხისმგებლობა სიტუაციის გამოსწორებაზე, საჭიროების შემთხვევაში მოუბოდიშეთ და კვლავ აღადგინეთ პოზიტიური ურთიერთობა ბავშვთან.

➡️გაახმოვანეთ ბავშვის გრძნობები. ამით ისინი ისწავლიან საკუთარი ემოციების სახელდებას.

➡️თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი ემოციების მართვა თქვენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს უკვე გავლენას ახდენს თქვენზე ან თქვენი ოჯახის კეთილდღეობაზე, სპეციალისტთან (ფსიქოთერაპევტი) კონსულტაცია შესაძლოა ერთ-ერთი საუკეთესო და დროული გადაწყვეტილება იყოს.

🌈საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის მიღება ნიშნავს საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას! 🌈

🪻ეზოსა და ბუნებაში თამაში ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ისინი არა მხოლოდ ერთობიან, არამედ ვითარდებ...
08/07/2025

🪻ეზოსა და ბუნებაში თამაში ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ისინი არა მხოლოდ ერთობიან, არამედ ვითარდებიან სხვადასხვა მიმართულებით, შეიმეცნებენ სამყაროსა და საკუთარ თავს. სუფთა ჰაერი, მზის შუქი და თავისუფალი სივრცე ხელს უწყობს ფიზიკურ ჯანმრთელობას, წარმოსახვის, ემოციურ რეგულაციისა და სოციალური უნარებს განვითარებას. ეზოში თამაში ამცირებს სტრესს და ზრდის ახალი უნარების ათვისების შესაძლებლობას, რაც არსებითია ბავშვების კოგნიტური განვითარებისთვის. 🍁🌵🌳🌸🍄☀️

🌈 ის, თუ რა სარგებელი მოაქვს ეზოში თამაშს ბავშვის განვითარებისთვის და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ პატარებს, იხილეთ ვრცლად სტატიაში: ⬇️

📌 https://shorturl.at/usvkT

📢  არდადეგების მოახლოებას ბავშვები სიხარულით ელოდებიან, რადგან დატვირთული სასწავლო წლის შემდეგ, შეუძლიათ დამსახურებულად ...
27/06/2025

📢 არდადეგების მოახლოებას ბავშვები სიხარულით ელოდებიან, რადგან დატვირთული სასწავლო წლის შემდეგ, შეუძლიათ დამსახურებულად დაისვენონ! 🎉

ხშირად, თავისუფალი დროის გაზრდას თან ახლავს გაჯეტების გამოყენებისა და ეკრანთან გატარებული დროის ზრდაც. მაგრამ არდადეგები მხოლოდ ამისთვის არ არის. ეკრანთან ჭარბი დროის გატარება, დასვენების ნაცვლად, იწვევს ემოციურ, კოგნიტურ და სენსორულ გადატვირთვას. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ გაჯეტების გამოყენების სიხშირე და ზაფხულის თავისუფალი დრო სწორად და საინტერესოდ გამოვიყენოთ.

🍄როგორ შეგვიძლია არდადეგები ბავშვისთვის სასიამოვნო და ამავდროულად სასარგებლო გავხადოთ?

🟣ეკრანთან გატარებული დროის შემცირებისთვის გაჯეტების აკრძალვა და ჩამორთმევა ხშირად გამოსავალი არ არის. პარალელურად მნიშვნელოვანია ბავშვებს შევთავაზოთ ალტერნატიული აქტივობები.
ამავდროულად, რადგანაც ზაფხულში უფროსებსაც უფრო მეტი თავისუფალი დრო გვაქვს, მნიშვნელოვანია ბავშვებთან ერთად ჩავერთოთ სხვადასხვა აქტივობებში. როგორც ვიცით, ბავშვების ემოციური კეთილდღეობისთვის არსებითია, მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები მასთან ერთად ატარებდნენ დროს. დროის ერთად გატარებაში არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური სიახლოვე, არამედ ემოციური კავშირიც. კერძოდ, ბავშვს უსმენენ, იზიარებენ მის გრძნობებსა და იდეებს, ელაპარაკებიან მას და სრულებით ჩართულნი არიან საერთო აქტივობაში. ბავშვებისთვის დროის გამოყოფა არსებითია გადატვირთული გრაფიკის შემთხვევაშიც კი, თუნდაც 15 წუთით! ხოლო არდადეგები კი ამის იდეალურ საშუალებას იძლევა.

🟣რა აქიტოვბებით შეიძლება დავკავდეთ არდადეგებზე? როგორ შევამციროთ ეკრანთან გატარებული დრო? როგორ შეიძლება ზრდასრულებმა ბავშვებთან გატარებული დრო გახადონ უფრო საინტერესო?

📖წიგნები და ზღაპრები – არა როგორც „სასწავლი მასალა“, არამედ როგორც თავგადასავალი. აირჩიეთ საინტერესო, მხატვრული ან ილუსტრირებული წიგნები, რომელსაც ერთად წაიკითხავთ. არჩევის პროცესში ჩართეთ ბავშვი, რათა მის ინტერესებზე მორგებული წიგნი შეირჩეს. ტექსტის გაცნობის შემდეგ შეგიძლიათ იმსჯელოთ წაკითხულზე, პერსონაჟებზე, თქვენთვის საინტერესო მომენტებზე, ან მოიფიქრეთ ამბის ალტერნატიული დასასრულები და სხვა.

🎎ხელნაკეთი ნივთები – მუყაოსგან, ბუნებრივი მასალებისგან, ფერადი ქაღალდებისგან, თიხისგან, პლასტელინებისგან ერთად გააკეთეთ უბრალო ნივთები – ბავშვებისთვის ეს შთაგონებაა. ეს დაეხმარება მათ ვიზუალურ-მოტორული უნარების, ნატიფი მოტორიკისა თუ ფანტაზიის განვითარებაში.

🍃სეირნობა ბუნებაში – ეზოში, პარკში, სოფელში თუ ბოტანიკურ ბაღში. გამოიკვლიეთ ახალი ადგილები, შეაგროვეთ ფოთლები, დააკვირდით ღრუბლებს, ხეებს ან სხვა მცენარეებს, მოაწყვეთ პიკნიკი და სხვ. ბუნებაში დროის გატარება დადებითად მოქმედებს ჩვენს გუნება-განწყობილებაზე.

🤸‍♀️აქტიური თამაში – ბურთი, ველოსიპედი, ფრიზბი, ცარცით ხატვა, წყლის თამაშები – ყველაფერი, რაც ბავშვებს ენერგიის ჯანსაღად დახარჯვაში დაეხმარება. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა ჩვენი როგორც ფიზიკური, აგრეთვე მენტალური ჯანმრთელობისთვის.

🎲სამაგიდო თამაშები - შეარჩიეთ ბავშვთან ერთად მისთვის საინტერესო თემა და შესაფერისი სირთულის თამაში და გაატარეთ ერთად საინტერესო დრო. სამაგიდო თამაშები ეხმარება პატარებს პრობლემის გადაჭრის, დაგეგმვასა და სხვა კოგნიტური უნარების სტიმულირებაში.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ :
📌 არ გადააქციოთ არდადეგები „ალტერნატიულ სასწავლო პერიოდად“ – ბავშვებს სჭირდებათ ფიზიკური, ემოციური და გონებრივი დასვენება.
📌 ნუ შეეცდებით ყოველი წუთი დაგეგმოთ – ბავშვებს სჭირდებათ ცოტა მოწყენაც, რომ წარმოსახვა განივითარონ.

🟣ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი უფროსებთან ერთად დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგე...
19/06/2025

🟣ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი უფროსებთან ერთად დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო აქტივობა ერთად ხატვაა. ხატვის პროცესში ხდება ბავშვის წარმოსახვითი უნარების, გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სოციალური და კომუნიკაციური თუ სხვა უნარების სტიმულირება.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხატვას ერთგვარი თერაპიული დატვირთვაც აქვს და ეხმარება ბავშვებს ემოციების არაპირდაპირი გზით გამოხატვაში.

💜ის თუ როგორ შეგვიძლია წარვმართოთ ხატვის პროცესი საინტერესოდ, იხილეთ ვრცლად სტატიაში. ⬇️

📌 https://shorturl.at/eSu5H

Address

Giorgi Kuchishvili Street 4
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 10:00 - 16:00

Telephone

+995574150214

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

თამარ გაგოშიძე არის საქართველოში პირველი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი კლინიკურ ნეიროფსიქოლოგიაში. მისი ხელმძღვანელობით ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი მიიღო 7 –მა დოქტორანტმა, სამაგისტრრო ხარისხი მიიღო 48 მაგისტრანტმა, რომელთაგან ყველა უკლებლივ დასაქმებულია განათლების და ჯანდაცვის სფეროში. 50-მდე პუბლიკაციის ავტორი. თამარ გაგოშიძე არის ნეიროფსიქოლოგიური სერვისის დამფუძნებელი საქართველოში.

თამარ გაგოშიძე აქტიურად მონაწილეობს საზოგადოების განათლებაში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა ინკლუზიური განათლება, ბავშვთა ადრეული ინტერვენცია, ენისა და მეტყველების განვითარების ხელშეწყობა ბავშვებში, პოზიტიური მშობლობა და ა.შ.