კომპანია „რადიანსმა“ თავისი არსებობის მანძილზე დაიმკვიდრა თავი ქართულ ბაზარზე და დღეს დღეობით მჭიდროდ თანამშრომლობს მრავალ სამედიცინო და ესთეტიკურ კლინიკებთან, დერმატო-კოსმეტოლოგიურ ლაბორატორიებთან, ფარმაცევტულ ბაზებთან, ექიმ-კოსმეტოლოგებთან, არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის დამფუძნებლის, ამ სფეროში მოღვაწეობის 18 წლიანმა გამოცდილებამ და სწორად შერჩეულმა გუნდა, კომპანიის მთავარ პრიორიტეტად ხარისხი და სანდოობა აირჩია, მისიად კი სილამაზისა და ესთეტიკის საკითხებში მომხმარებლის საიმედო, ძლიერ, კომპეტენტურ მეგზურად გახდომა დაისახა.
სწორედ მომხმარებლის დიდმა ინტერესმა და გამოხმაურებამ განაპირობა არეალის გაფართოება, მოთხოვნა გაჩნდა ადგილზე გაგვეწია მათთვის მომსახურება, სწორად შეგვეთავაზებინა როგორც პროცედურურული თანმიმდევრობა ასევე მედიკამენტური მკურნალობის სქემა, ინდივიდუალურად შეგვერჩია სპეციალისტი.
კომპანია “რადიანსმა” 2020 წლიდან შეითავსა ესთეტიკური ცენტრის ფუნქციაც, თანამედროვე მეთოდოლოგიით აღჭურვილმა და წამყვანი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა კომპანიამ, კაბინეტში პაციენტების მიღება და მათთვის მომსახურების გაწევა დაიწყო. მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული თანამშრომელთა გუნდით, მომსახურების მრავალფეროვნებითა და სილამაზეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მეცნიერულ დონეზე აყვანით, კომპანია ლოკალურ ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს.
“რადიანსის” მთავარი აქტივია ბრენდის განსხვავებული კონცეფცია, როგორც შიდა სტრუქტურული, ასევე მეთოდოლოგიური თვალსაზრისით. კომპანია ცდილობს აწიოს და აამაღლოს ხარისხის მაჩვენებელი, თანამშრომლობს ნებისმიერ ბაზარზე არსებულ სხვა ესთეტიკურ ცენტრებთან თუ სპეციალისტებთან, ახდენს მათ გადამზადებას, დატრეინგებას, უზიარებს საკუთარ გამოცდილებას ახალ ტექნოლოგიურ თუ პრაქტიკულ ცოდნას.
წარმატებული საქმიანობის შედეგად მიზანშეწონილად მივიჩნიეთ კვლავ გავაფართოვოთ ჩვენი მოქმედების არეალი, სწორედ ამიტომ ჩვენი ჯგუფი სასწავლო ცენტრის დაარსების პროექტზე მუშაობს, რომელსაც 2021 წლის ბოლოს წარვადგენთ.