20/11/2025
25 ნოემბერს, სს "საქართველოს კლინიკები" ახალქალაქის ჰოსპიტალში პედიატრიული ასაკის პაციენტებისთვის სხვადასხვა ექიმი სპეციალისტების უფასო კონსულტაციები ჩატარდება! 📣
პროგრამაში ჩაერთვებიან ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან მოწვეული სპეციალისტები:
🔹ბავშვთა ქირურგი - მედიცინის დოქტორი, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი - ერეკლე მოსიძე
🔹ბავშვთა ნევროლოგი - მედიცინის დოქტორი, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ხარისხის დირექტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი - თეა ფულარიანი
🔹ორთოპედ-ტრავმატოლოგი - მედიცინის დოქტორი, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ორთოპედია-ტრავმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი - თამაზ გაბუნია
🔹პედიატრი - ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორი - ლია რეხვიაშვილი
ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: ☎ 16 033
📍ახალქალაქი, დ.აღმაშენებლის #31