Dr. Alexander Kutubidze - Tbilisi, Georgia. Board Certified Plastic Surgeon

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Dr. Alexander Kutubidze - Tbilisi, Georgia. Board Certified Plastic Surgeon

Dr. Alexander Kutubidze - Tbilisi, Georgia. Board Certified Plastic Surgeon Patient Safety First! Welcome to the office of Dr. Kutubidze Alexander Kutubidze, M.D.

ქირურგის შესახებ



ალექსანდრე კუტუბიძე

პლასტიკური ქირურგი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი


ალექსანდრე კუტუბიძე არის სერტიფიცირებული პლასტიკური ქირურგი, პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგთა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური წევრი (ISAPS), ამერიკის რინოპლასტიკის საზოგადოების აქტიური წევრი (The Rhinoplasty Society) და ამერიკის პლასტიკურ და ესთეტიკურ ქირურგთა ნაციონალური საზოგადოების (ASAPS) კანდი

დატი.



სპეციალიზებულია სახისა და სხეულის ესთეტიკურ ქირურგიაში, მტევნისა და ბავშთა ყბა-სახის ქირურგიაში.

2006 წელს იგი დაჯილდოვდა ამერიკის პლასტიკურ ქირურგთა ასოციაციის მიერ და შეერტებული შტატების წამყვან საუნივერსიტეტო და კერძო კლინიკებში წარმატებით გაიარა 3 წლიანი კლინიკური ტრეინინგი პლასტიკურ ქირურგიაში, ტონი ვოლფისა და ფოად ნახაის ხელმძღვანელობით. მას შეხება ჰქონდა რეალური პლასტიკური ქირურგიის ტრადიციებთან და დღესაც ამაყად აგრძელებს ამ ორ ბუმბერაზ ქირურგთან მეგობრულ ურთიერთობას.



აქვს მიღებული მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო სიმპოზიუმსა და კონფერენციაში მომხსენებლის რანგში და უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს არა ერთი ვიზიტი, საზღვარგარეთ საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და უახლესი ტექნოლოგიების დაუფლების მიზნით.



2010 წელს ამერიკის ყბა-სახის ქირურგთა საზოგადოების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული აქვს სასწავლო მოდული ცხვირის მწვავე ტრავმის გადაუდებელი ქირურგიული მკურნალობის შესახებ (www.plasticsurgery.hyperguides.com).



მისი ქირურგიული მოღვაწეობის ძირითადი პრინციპები ემყარება, უპირველეს ყოვლისა, პაციენტის უსაფრთხოებას, განათლებას, მკურნალობის ხარისხსა და კონტროლს. ის ცნობილია, როგორც თბილი და უაღრესად ყურადღებიანი ექიმი, რომელიც დიდ დროს და ენერგიას უთმობს პაციენტებთან ურთიერთობას მკურნალობის ყველა ეტაპზე.



დღეს ალექსანდრე კუტუბიძე ხელმძღვანელობს უკვე ქირურგიული პროფილის საქმიანობის უფლების მქონე ულტრათანამედროვედ აღჭურვილი კლინიკის „ესთეტიკ სერვისის" ქირურგიულ სამსახურს, სადაც ყველა წინაპირობაა შექმნილი პაციენტისა და პერსონალის სრული კომფორტისთვის. ACTIVE MEMBER of THE RHINOPLASTY SOCIETY

Dr. Alexander Kutubidze is a Board Certified Plastic Surgeon graduated from the Tbilisi Medical Academy in 1996. He is a qualified plastic surgeon skilled in the latest aesthetic and plastic surgery techniques and has extensive experience from the last 15 years having number of meticulously performed plastic surgical procedures. Dr. Kutubidze has been selected to complete advanced training in US by American Society of Plastic Surgeons in 2006 as an international scholar and trained at some of the most prestigious institutions in the United States. Dr. Alexander Kutubidze has been privileged to spend time with Drs Anthony Wolfe and F**d Nahai. Dr. Kutubidze operates in an accredited surgical suite providing state-of-the-art medical equipment and technologies. It is staffed with board-certified anesthesiologists, registered nurses and other medical professionals. The suite features the latest surgical equipment and adheres to strict patient care guidelines.

ესთეტიკურუ რედუქციული სეპტორინოპლასტკა, საკუთარი ცხიმის გადანერგვა სახეზე და ნაწიბუროვანი დეფორმაციის კორექცია. გაახალგა...
28/04/2026

ესთეტიკურუ რედუქციული სეპტორინოპლასტკა, საკუთარი ცხიმის გადანერგვა სახეზე და ნაწიბუროვანი დეფორმაციის კორექცია. გაახალგაზრდავების კომბინირებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ გასულია 17 წელიწადი

წიგნიც დაიწერა უკვე filler-ების მიერ გამოწვეული დაავადებების შესახებ. ICD-10-ში დაემატება ახალი დაავადებების ნუსხაცThis ...
26/04/2026

წიგნიც დაიწერა უკვე filler-ების მიერ გამოწვეული დაავადებების შესახებ. ICD-10-ში დაემატება ახალი დაავადებების ნუსხაც

This is iatrogenic allogenesis, a “new” disease regarding the name. A disease that caused more than a million victimes each year, more than AIDS or tuberculosis, deserves to be named and controlled. A disaster caused by certain injectable filler substances. (Prof. Coiffman Felice)

26/04/2026
26/04/2026

მარცხენა ზედა ტუჩისა და ლოყის თანდაყოლილი მზარდი სიმსივნური წარმონაქმნი. სახის ასიმეტრია, სიმახინჯე. ტუჩების ფიზიოლოგიური აპროქსიმაციის დარღვევა - საკვების მიღების და ღეჭვის გაძნელება. ზედა ტუჩის არტერიო-ვენური მალფორმაცია: მზარდი კავერნოზული ჰემანგიომა.

პაციენტს ერთი წლის ასაკში ზოგადი ბალანსირებული გაუტკივარებით კომბინაციაში რეგიონალ გაუტკივარებასთან პრეციზიული ტექნიკის გამოყენებით გაუკეთდა წარმონაქმნის პირდაპირი ამოკვეთა ლორწოვანის მიდგომით საღი ქსოვილების ფარგლებში.

კავერნოზული მასის მკვებავი და მადრენირებელი სისხლძარღვების გამოყოფა და ლიგირება (Aa. Et Vv.Facialis, Infraorbitalis et Angularis); უშუალოდ კავერნოზული მასის დისექცია და ექსციზია ინტაქტური მნიშვნელოვანი ანატომიური ერთეულების შენარჩუნებით (Mm. Orbicularis oris, Levator labi superioris, Levator anguli oris, Zygomaticus major et minor).

26/04/2026
26/04/2026

ძუძუების გადიდება და აწევა მინიმალური ნაწიბურებით

26/04/2026

ძუძუების აწევა და გადიდება მხოლოდ ვერტიკალური მინიმალური ნაწიბურებით, რაც განაპირობებს დვრილების მგრძნობელობის შენარჩუნებას
PRESERVATION MAMMAPLASTY
vertical augmentation mastopexy

26/04/2026

ნაკლები ნაწიბურები მგრძნობელობის შენარჩუნებით

26/04/2026

Address

Konstantine Chachava 1
Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Dr. Alexander Kutubidze - Tbilisi, Georgia. Board Certified Plastic Surgeon posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Dr. Alexander Kutubidze - Tbilisi, Georgia. Board Certified Plastic Surgeon:

Share