Divine Child Foundation of Georgia

Divine Child Foundation of Georgia DCFG now has four homes, each serving ten children. The homes provide a family-style setting for the children.

Two are in the city of Tbilisi, one is in the village of Tsilkani, and the fourth in the village of Galavani.

🎄 გილოცავთ ახალ, 2026 წელს! 🎄 ვულოცავთ ახალ წელს, დამდეგ შობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად, დიდი პასუხისმგებლ...
03/01/2026

🎄 გილოცავთ ახალ, 2026 წელს! 🎄

ვულოცავთ ახალ წელს, დამდეგ შობას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ზრუნავს საქართველოს ბავშვებზე — იმ ბავშვებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სიყვარული, დაცვა და თანადგომა.

ააიპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიას“ სახელით გულითად მადლობას ვუხდით
ყველა თანამშრომელს, აღმზრდელებსა და მშობლებს,
მასწავლებლებსა და სპეციალურ პედაგოგებს,
სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებსა და თერაპევტებს,
ექიმებსა და სხვა პროფესიონალებს,
მოხალისეებს, ქველმოქმედებსა და დონორებს,
პარტნიორ ორგანიზაციებს, მხარდამჭერ ინსტიტუციებს,
მეზობლებს, მეგობრებს
და ყველა იმ კეთილ ადამიანს, ვინც ჩვენს გვერდით დგას და ყოველდღიურად ცდილობს, ბავშვების მომავალი გახადოს უკეთესი და ღირსეული.

2026 წელი იყოს სავსე იმედით, სითბოთი, ურთიერთნდობითა და ერთობით.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და რწმენას — რადგან თქვენი ზრუნვა რეალურად ცვლის ბავშვების ცხოვრებას და მომავალს. 💛✨

დავასრულეთ ტრენინგი „სოციალური პედაგოგიკა მოზარდებთან მუშაობის პროცესში“ ბათუმის  განათლების და დასაქმების ცენტრის თანამ...
29/12/2025

დავასრულეთ ტრენინგი „სოციალური პედაგოგიკა მოზარდებთან მუშაობის პროცესში“ ბათუმის განათლების და დასაქმების ცენტრის თანამშრომლებთან.

ეს იყო შეხვედრები, სადაც რეალურად იგრძნობოდა მონაწილეთა ჩართულობა, ინტერესი, ნიჭიერება და კრეატიულობა. ტრენინგის ფორმატი თავიდანვე იყო ცოცხალი, ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებული — საუბარი, გაზიარება, პრაქტიკული სავარჯიშოები და რეალური გამოცდილებების განხილვა.

ტრენინგის მთავარი აქცენტები იყო სოციალური პედაგოგიკის ძირითადი პრინციპები:
▪️ ბავშვისა და მოზარდის აღქმა, როგორც მთლიანი პიროვნებისა და მისი განვითარების მხარდაჭერა;
▪️ სოციალური პედაგოგისა და მოზარდის ურთიერთობა ერთ „სიბრტყეზე“ — ნდობაზე, პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული;
▪️ პრაქტიკული მუშაობა ბენეფიციართან, სადაც თეორიული ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება ერთმანეთთან ორგანულად ერთიანდება;
▪️ სოციალური პედაგოგის მონაწილეობა მოზარდის ყოველდღიური ცხოვრების მრავალ ასპექტში;
▪️ ჯგუფის განვითარების გააზრება და მისი პოტენციალის გამოყენება;
▪️ გუნდური მუშაობის მნიშვნელობა და სხვა პროფესიონალების, ადგილობრივი საზოგადოების და განსაკუთრებით მშობლების ჩართულობა ბავშვების აღზრდის პროცესში;

ასეთი შეხვედრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანზე ორიენტირებული, თანამონაწილეობაზე დაფუძნებული და გულწრფელი მიდგომა მოზარდებთან მუშაობისას.

მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის, გახსნილობისთვის და იმ ენერგიისთვის, რაც ამ დღეების განმავლობაში შეიქმნა 💛

„სხივები გზაზე“    ჩვენი საქმიანობა იმ ბავშვებზე ზრუნვაა, რომლებმაც იმაზე მეტი იმედგაცრუება და ტკივილი ნახა, ვიდრე ზოგიე...
01/12/2025

„სხივები გზაზე“

ჩვენი საქმიანობა იმ ბავშვებზე ზრუნვაა, რომლებმაც იმაზე მეტი იმედგაცრუება და ტკივილი ნახა, ვიდრე ზოგიერთმა ზრდასრულმა ადამიანმა მთელი ცხოვრების მანძილზე შეიძლება გადაიტანოს.
ჩვენი ზრუნვის ქვეშ მყოფი გოგო–ბიჭები ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოზარდები არიან, მაგრამ ასაკის მიუხედავად, საკუთარ თავში ატარებენ იმ სიმძიმეს, რომელიც არცერთმა ბავშვმა არასდროს არ უნდა ატაროს.
რთულია და თან უზარმაზარი პასუხისმგებლობაა – დაეხმარო მათ, ასწავლო ნდობა, ერთგულება, სითბო; მისცე ის, რაც მთელი გულით სურთ – ოჯახი.
ამ სურვილს ბოლომდე ვერ ავუსრულებთ, მაგრამ ჩვენი გუნდი და ის ქველმოქმედი ადამიანები, რომლებიც წლებია მარტო არ გვტოვებენ, რომლებიც ზურგს გვიმაგრებენ და გვაძლიერებენ, ერთად ვცდილობთ ბავშვებს ვაჩვენოთ:
რომ სამყარო ყოველთვის არ არის დაუნდობელი,
რომ სიკეთე ყველგანაა,
და რომ ერთმანეთის სიყვარულით ყველაფერს შევძლებთ.
ჩვენმა დიდი ხნის მეგობარმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბავშვები კარტინგებზე სტუმრად მიიწვია და მათი ცხოვრების ისტორიას კიდევ ერთი ლამაზი და დაუვიწყარი დღე შემატა.
ალბათ ადვილად წარმოიდგენთ ათეულობით ბავშვის ანთებულ თვალებს, აღტაცებას, სიცილს. ჩვენი ვიზიტი თავიდან სიფრთხილით დაიწყო — ზოგ ბავშვს ეტყობოდა დაძაბულობა, ზოგი კი ინტერესით სავსე ემოციას ვერ მალავდა. მასპინძლების მიერ შექმნილმა თბილმა გარემომ, მოთმინებითა და სიყვარულით მიცემულმა ინსტრუქციებმა, უშუალო და მეგობრულმა დამოკიდებულებამ რამდენიმე წუთში ყველაფერი შეცვალა. ბავშვებმა მალევე აუღეს ალღო, დაძლიეს უცხო გარემოს, წარუმატებლობის (არ გამომივა) შიში, მიიღეს ახალი გამოცდილება, სხვაგვარად შეხედეს საკუთარ შესაძლებლობებს. ბოლოს კი მასპინძლების მიერ საზეიმოდ გადაცემულმა სიგელებმა და საჩუქრებმა — მათ მნიშვნელოვნებას სიძლიერესა და გამბედაობას გაუსვა ხაზი.დღეს აქ ყველა მოზარდმა თავისი პატარა გამარჯვება იპოვა.
დიდი მადლობა ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, ერეკლე ნასიძეს@https://www.facebook.com/erekle.nasidze გულითადი მასპინძლობისთვის, პროფესიონალიზმისთვის და იმ სითბოსთვის, რაც ამ გამოცდილებას თან ახლდა.
ჩვენი ბავშვების თვალებში სიხარულის დანახვა — საუკეთესო საჩუქარია,
ამ სიხარულში კი თქვენი წვლილი განსაკუთრებულია.

ისევ მოვიდა თბილი, ფერადი შემოდგომა, ისევ შეგვკრიბა დიდ-პატარა. წელსაც ერთად დავკრიფეთ ყურძენი და იქვე  მომზადებულ ჭურჭე...
28/10/2025

ისევ მოვიდა თბილი, ფერადი შემოდგომა, ისევ შეგვკრიბა დიდ-პატარა. წელსაც ერთად დავკრიფეთ ყურძენი და იქვე მომზადებულ ჭურჭელში ჟრიამულით დავწურეთ. ბადაგით თათარა მოვადუღეთ და ძაფებზე მძივებად აკინძული ნიგვზის ლებნები ყველამ სათითაოდ ამოვავლეთ. ეზოში ტკბილი სურნელი იდგა — ბავშვების შეძახილი ამხიარულებდა გარემოს.
ეს დღე ჩვენთვის მხოლოდ ტკბილი სამზადისი არ არის — ეს არის ტრადიცია, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ყოველ წელიწადს ვატარებთ ამ რიტუალს, რომელსაც შემოდგომის გაცილებას ვუწოდებთ. აქ ჩვენთან, ამ დროს შრომა თამაშად იქცევა, სიხარული და სიყვარული გვაერთიანებს.

29/09/2025

გაიცანით ეს ანიტაა, ჩვენი საამაყო გოგო, რომელიც თავისი მიღწევებით გვაბედნიერებს.
ბავშვებთან მუშაობისას არასდროს არ ველოდებით უკუკავშირს. ეს კანონია, რომელსაც ჩვენი გუნდის ყველა წევრი იცავს.
ჩვენი მიზანი ხომ ჩვენი ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მზადება და მათი კეთილდღეობაა. მართალია, ყოველთვის შედეგზე ვერ გავდივართ. არის შემთხვევები, როცა უძლურნი ვართ და ეს გულს გვტკენს...
ჩვენი გაზრდილი ბავშვებისგან უკუკავშირი ყველას გვახარებს და უფრო მეტის კეთების ძალას გვაძლევს!

დღეს, ქუთაისის სოციალურ პედაგოგიური ცენტრის „კომპასი“ მოზარდებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს ბარმენთა აკადემიაში. მათ ჰქონდა...
22/08/2025

დღეს, ქუთაისის სოციალურ პედაგოგიური ცენტრის „კომპასი“ მოზარდებმა დაუვიწყარი დღე გაატარეს ბარმენთა აკადემიაში. მათ ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, პირდაპირ პროფესიონალებისგან ესწავლათ ყავისა და კოქტეილის მომზადების საიდუმლოება. მასტერკლასს უძღვებოდა იმერეთის ბარმენთა ჩემპიონატის სამგზის გამარჯვებული მათე ჟორჟოლიანი, რაც შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოსა და მოტივაციურს ხდიდა.

☕🥤 მოზარდებმა დაათვალიერეს თანამედროვე პროფესიული დანადგარები, საკუთარი ხელით მოამზადეს სასმელები და ბოლოს საკუთარი ნახელავიც დააგემოვნეს.

🌟 ასეთი გასვლითი დღეები მათთვის არამხოლოდ სახალისო, არამედ შემეცნებითი გამოცდილების მომცემია. მოზარდებმა ნახეს, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს პროფესიული საქმიანობა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მათი მოტივაცია და ინტერესები მომავალ პროფესიულ არჩევანში.

👥 ბარმენების პროფესიული შეჯიბრი და ჩვენი ბავშვების პირველი შთაბეჭდილებები:    ქუთაისის სოციალურ–პედაგოგიური ცენტრის "კომ...
24/07/2025

👥 ბარმენების პროფესიული შეჯიბრი და ჩვენი ბავშვების პირველი შთაბეჭდილებები:
ქუთაისის სოციალურ–პედაგოგიური ცენტრის "კომპასი" ბენეფიციარები, სოციალურ პედაგოგებთან ერთად, სტუმრობდნენ შატო ვარციხეს, სადაც ისინი ბარმენების პროფესიულ შეჯიბრს დაესწრნენ.
ეს იყო ინსპირაციული დღე მოზარდებისთვის — მათ პირველად ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიული სფერო ცოცხლად და რეალურად დაენახათ.

💡 გარემო იყო პოზიტიური, უსაფრთხო და მამოტივირებელი.
მოზარდებში გაჩნდა ცნობისმოყვარეობა და ინტერესი სხვადასხვა პროფესიების მიმართ. ისინი გამოირჩეოდნენ მიზანსწრაფულობითა და სითამამით.
დღემ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოზარდების თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ამაღლებას 💪 .
🔎 მათ დაიწყეს საკუთარი თავის წარმოდგენა მომავალი პროფესიების კონტექსტში — დაინახეს, რომ შრომითი სამყარო ხელმისაწვდომია და მიზნები რეალური.
👨‍🎓👩‍🎓 მოზარდებმა დაინახეს, რომ სწავლა და განვითარება რეალური, მიზანმიმართული და საჭირო პროცესია.
✨ ეს დღე მეხსიერებაში დარჩებათ, როგორც პოზიტიური გამოცდილება, რომელიც მათ მომავალ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

დასრულდა გლობალური ჯანდაცვის კონგრესი – ჯანმრთელობის ჰორიზონტები: მეცნიერება, პოლიტიკა და ჰუმანიზმი.ორი დღის განმავლობაშ...
14/07/2025

დასრულდა გლობალური ჯანდაცვის კონგრესი – ჯანმრთელობის ჰორიზონტები: მეცნიერება, პოლიტიკა და ჰუმანიზმი.

ორი დღის განმავლობაში კონგრესი მასპინძლობდა სხვადასხვა სფეროს წამყვან პროფესიონალებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს . ღონისძიებას ქართველი ორგანიზატორებისთან ერთად ხელმძღვანელობდა კონგრესის იდეის ავტორი და პრეზიდენტი, დოქტორი პადმინი მურთი – გლობალური ჯანმრთელობის მიმართულების პროფესორი და დირექტორი, საზოგადოებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფონდის უფროსი მკვლევარი.

🔹 კონგრესზე ჩვენი ორგანიზაცია წარდგა ორი მნიშვნელოვანი თემით:
▪ მძიმე და ღრმა შშმ პირების აღზრდისა და განვითარების სპეციფიკა სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში.
▪ ქცევითი სირთულეების მქონე მოზარდებთან მუშაობის მეთოდები, გამოწვევები და მიღწევები.

წარმოდგენილმა თემებმა დამსწრე აუდიტორიაში დიდი ინტერესისა და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.

🌱 ჩვენთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყოთ იმ ცვლილებების ნაწილი, რომლებიც მომავალს უფრო ჰუმანურსა და კეთილდღეობისკენ მიმართულს ხდის.
💚 ასეთი შეხვედრები გვახსენებს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესისკენ შევცვალოთ.

🎓 დასრულდა ტრენინგი „სოციალურ-პედაგოგიკა“!ტრენინგს უძღვებოდა ჩვენი სოციალური-პედაგოგი და „ცენტრის კომპასის“ მენეჯერი, თე...
02/05/2025

🎓 დასრულდა ტრენინგი „სოციალურ-პედაგოგიკა“!

ტრენინგს უძღვებოდა ჩვენი სოციალური-პედაგოგი და „ცენტრის კომპასის“ მენეჯერი, თეა კაჭარავა 👩‍🏫

📍 ღონისძიება მიზნად ისახავდა ბორჯომში მოქმედი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის — „ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერა“ — გუნდის მხარდაჭერასა და პროფესიულ გაძლიერებას.

🤝 ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ამ პროცესის ნაწილი და გავუზიაროთ გამოცდილება მაია ციპლუგინას და მისი გუნდის არაჩვეულებრივ წევრებს: ნატო აჩელაშვილს, ნინო გელაშვილს,ნანა კევლიშვილს, მაკა გოგოლაძეს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ სხვებზე.
✨ გილოცავთ, ჩვენს კოლეგებს ტრენინგის წარმატებით დასრულებას!
გისურვებთ მუდმივ განვითარებას, ძალას და ბევრ შთამაგონებელ ნაბიჯს მომავლისკენ 💫

რატომ არის აუცილებელი ბავშვისთვის თეატრში სიარული ? –ამ თემაზე გვესაუბრება სოციალურ–პედაგოგიურ ცენტრის „კომპასი“ სოციალუ...
28/01/2025

რატომ არის აუცილებელი ბავშვისთვის თეატრში სიარული ? –ამ თემაზე გვესაუბრება სოციალურ–პედაგოგიურ ცენტრის „კომპასი“ სოციალური-პედაგოგი დიანა მაკალათია.
თეატრი მხოლოდ გართობის საშუალება არ არის, ის სულის საზრდოა, რომელიც მოზარდების სრულყოფილი და ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია.
არსებობს რამდენიმე მიზეზი თუ რატომ უნდა ატაროთ მოზარდები თეატრში: თეატრში სიარული, სპექტაკლებზე დასწრება პირველ რიგში უვითარებს ბავშვებს გარკვეულ მანერებს, აჩვევს საზოგადოების სხვადასხვა წესს, მაგალითად იმას, რომ სპექტაკლის მსვლელობის განმავლობაში არ შეიძლება ტელეფონის გამოყენება, საუბარი, სიარული, არაეთიკურად მოქცევა. ამ დროს ხდება დაკვირვება და ქცევათა დასწავლა გარემოებების მიხედვით. ამასთანავე ბავშვებს უმუშავდებათ ნებისყოფის, შინაარსზე ფოკუსირებისა და კონცენტრაციის უნარი.
თეატრი გვეხმარება პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარი კრეატიული უნარის გამომუშავებაში. თეატრში ვიზიტი მშობლებისთვის ასევე შესანიშნავი საშუალებაა ახლო კონტაქტი დაამყარონ შვილებთან, გააღრმავონ კომუნიკაცია, თუ გადატვირთული სამსახურის გამო ვერ ახერხებთ სათანადო დრო დაუთმოთ შვილებს, თეატრი მოგცემთ დროის ერთად, სასიამოვნოდ გატარების საშუალებას, რომელიც გაჯერებული იქნება დიალოგებით, დისკუსიით, სპექტაკლის მიმოხილვით და ა.შ
თეატრი წარმოსახვის განვითარებას ხელს უწყობს, ბავშვმა შესაძლოა სპექტაკლის შემდეგ გამოთქვას ინიციატივა საყვარელი გმირებისთვის კოსტუმების შექმნის, ან დახატოს ილუსტრაცია, გაუჩნდეს რომელიმე საკრავზე დაკვრის ან ცეკვის ინტერესი, ასევე შეიძლება მსახიობობაც მოუნდეს და მინი სპექტაკლები ჩაატაროს სახლში. მნიშვნელობა ენიჭება აქ ზუსტად იმას, რომ ბავშვს ინტერესები უჩნდება, რაც მომავალში პოზიტიურად იმოქმედებს მის ცხოვრებაზე.
გთავაზობთ აქტივობას, რომელიც ჩემმა მოსწავლეებმა ცენტრში"კომპასი"განახორციელეს, თუ მშობელი ბრძანდებით ან მასწავლებელი, შეგიძლიათ თქვენც დაამზადებინოთ მუყაოს ყუთისგან თეატრის მინი მაკეტი და სხვადასხვა მიზნით გამოიყენოთ, დადგათ საბავშვო სპექტაკლები ქართულ თუ უცხოურ ენაზე, გაიუმჯობესოთ როგორც ენობრივი, ასევე შემოქმედებითი უნარები.

You can also follow on Instagram to see more.
28/01/2025

You can also follow on Instagram to see more.

06/12/2024

ორგანიზაცია „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“
ქალაქ ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას

თანამდებობაზე - სოციალური პედაგოგი

სოციალურ პედაგოგიური ცენტრი „კომპასი“ ითანამშრომლებს მოტივირებულ, სწავლაზე ორიენტირებულ ადამიანთან, რომელიც მზადაა სიახლეებისადმი და ღიაა ახალი გამოცდილების მისაღებად.
ჩვენთან დაგვხდებათ თბილი გარემო და საინტერესო სამუშაო. მოგვმართეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ შემდეგ კრიტერიუმებს.

ასაკი - 25 წლიდან
პროფესია - უმაღლესი განათლება
გამოცდილება - ქცევითი სირთულეების მქონე მოზარდებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშო გამოცდილება; მულტიდისციპლინურ გუნდთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:
პუნქტუალური;
ემპათიური;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
სიახლეებისადმი მიმღებლობა;
თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
კრეატიული;

კომპეტენციები
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel; Word)
ინგლისურის ცოდნა( სასურველია)
წერითი უნარი

სამუშაო დატვირთვა - ნახევარი განაკვეთი (კვირაში 20 საათი)
ანაზღაურება-638 ლარი, დასაბეგრი.

ფუნქციები:
• ინდივიდუალური მუშაობა ბენეფიციარებთან;
• საჭიროების შემთხვევაში მოზარდებთან ჯგუფური შეხვედრების ჩატარება;
• მუშაობა მოზარდის მიკრო-სოციუმთან (ოჯახი, სკოლა…)
• მულტისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობის გზით გადაწყვეტილებების მიღება
• ანგარიშების მომზადება

ანგარიშვალდებულია ცენტრის ხელმძღვანელთან.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი გთხოვთ გადმოაგზავნოთ 20 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ მეილზე theakacharava@dcfg.ge სათაურის ველში გთხოვთ, ჩაწეროთ - სოციალური პედაგოგი.

Send a message to learn more

Address

ეკა ბეჟანიშვილის შესახვევი #8
Tbilisi
0192

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995599100940

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Divine Child Foundation of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to Divine Child Foundation of Georgia:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category