23/03/2024
🧠 #დევიაცია – იმ ქცევის აღნიშვნაა, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში აღიარებულ ნორმებს.
🧠დევიაცია სოციალურად კონსტრუირებული მოქმედებაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს ქმედება, რომელიც თავისთავად, სოციალური კონტექსტისაგან განყენებულად, არანორმალურია (ნორმიდან გადახრილია), ანუ დასაგმობია ნებისმიერი საზოგადოების მიერ ნებისმიერ დროს. პირიქით, დევიაცია სიტუაციური და კონტექსტუალურია. მაგალითად, ადამიანის მოკვლა დევიანტურია ჩვეულებრივ (მშვიდობიან) სიტუაციაში, მაგრამ ნორმალურია, და მეტიც – მოითხოვება ომის კონტექსტში. ამდენად, ყველა სოციალური ქმედება იმართება და რეგულირდება წესების საფუძველზე, მაგრამ, ჯერ ერთი, თავად წესებია სხვადასხვა განსხვავებული კონტექსტისათვის და მეორეც, ისინი ცვალებადია და მუდმივად ვარირებს სოციალურ დროსა და სივრცეში.
დევიანტურ ქცევად შეიძლება ჩაითვალოს: #პროსტიტუცია, #დანაშაული, #სუიციდი, ნარკოტიკების მოხმარება, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და ა.შ. ..
#ფსიქოლოგია
#შენიფსიქოლოგი
🟫 •ფსიქოლოგი მოგისმენს•Psychologist will listen to you @გამომწერები 🧠
🟫 ჩასაწერად მომწერეთ ონლაინ 📩