15/04/2026
ყველაფერი რაც ენდოსკოპიური კვლევის შესახებ უნდა იცოდეთ:
🔹თანამედროვე მიღწევებმა, რომლებმაც ენდოსკოპიურ მედიცინას ჩაუყარა საფუძველი შესაძლებელი გახადა, სრულყოფილად გამოკვლეულ იქნას მუცლის ღრუს ორგანოები, როგორიცაა საყლაპავი, კუჭი, თორმეტგოჯა და მსხვილი ნაწლავი.
ენდოსკოპია უსაფრთხო, უალტერნატივო, ზუსტი და საუკეთესო მეთოდია, რომლის დროსაც კვლევები ტარდება თანამედროვე ენდო–ვიდეო აპარატურის დახმარებით.
❗ენდოსკოპიური კვლევები გამოიყენება, როგორც დიაგნოსტიკისათვის, ასევე სხვადასხვა დაავადების და პათოლოგიების სამკურნალოდ.
ენდოსკოპიური კვლევის ძირითადი მეთოდებია:
🔻გასტროსკოპია
🔻კოლონოსკოპია
🔻ბრონქოსკოპია
🔻დუოდენოსკოპია
🔹გასტროსკოპია (ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია) გამოირჩევა ენდოსკოპიური კვლევის მეთოდებიდან მაღალი ინფორმატიულობით და წარმოადგენს აპრობირებულ მეთოდს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, როგორც სახელწოდებიდან ჩანს, შეიძლება საყლაპავის (ეზოფაგო), კუჭის (გასტრო) და თორმეტგოჯა ნაწლავის (დუოდენუმის) დათვალიერება სპეციალური ინსტრუმენტის - გასტროსკოპის საშუალებით.
❗აუცილებელია პაციენტმა ჩაიტაროს კვლევა, თუ მათ აქვთ შემდეგი ჩივილები:
🔻ტკივილი, დისკომფორტი, სიმძიმის და წვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის (კუჭის) მიდამოში
🔻გულძმარვა
🔻გულისრევა
🔻შებერილობა საკვების მიღებამდე ან მიღების შემდეგ
🔻სლოკინი
🔻ყლაპვის გაძნელება
🔻ტკივილი ყლაპვის დროს
🔻წონაში კლება
ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ, პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო, ძირითადად სრულდება 2 წუთში, პაციენტები ამ დროს გრძნობენ მხოლოდ დისკომფორტს.
XXI საუკუნეში დღევანდელი მედიცინის პირობებში პაციენტი არ უნდა იტანჯებოდეს გაურკვეველი ტკივილებით.
ჩვენს ჰოსპიტალში რათქმაუნდა შესაძლებელია გასტროსკოპია ჩატარდეს ინტრავენური სედაციის ქვეშ
(ე.წ ხანმოკლე ანესთეზია).
🔹კოლონოსკოპია - ეს უალტერნატივო ნაკლებად ინვაზიური მეთოდია მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის სხვადასხვა პათოლოგიის დროულ დიაგნოსტირებაში, როგორიცაა: სპეციფიური და არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება.
მსხვილი ნაწლავის პოლიპები, დივერტიკულოზი
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საშუალებას გვაძლევს დროულად გამოვავლინოთ მსხვილი ნაწლავის სიმსივნური პათოლოგიები, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი გართულებები.
პროცედურის ხანგრძლივობაა დაახლოებით 15-20წთ.
❗კვლევა ინიშნება ისეთი სიმპტომების არსებობის პირობებში, როგორიცაა:
🔻ტკივილი დიფუზურად მთელს მუცელში, შებერილობა, სისხლდენა, ყაბზობა და ფაღარათი მონაცვლეობით, წონის აუხსნელი კლება.
🔹ბრონქოსკოპია - ენდოსკოპიური კვლევაა, რომლის დროსაც ხდება ქვედა სასუნთქი გზების დათვალიერება, ბრონქებისა და ფილტვების სანაცია, საჭიროების შემთხვევაში ბრონქებიდან და ფილტვიდან ბიოფსიური მასალის აღება
ენდოსკოპიური პროცედურები :
🔻საყლაპავის ,კუჭის, 12 გოჯა ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის პათოლოგიური ცვლილებების ბიოფსია
🔻სისხლდენის შეჩერება ენდოსკოპიური მეთოდით
🔻საყლაპავის ვარიკოზული ვენების ენდოსკოპიური ლიგირება
🔻პერკუტანეული ენდოსკოპიური გასტროსტომია
🔻პაპილოსპინქტეროტომია
🔻ბარიატრიული ენდოსკოპიური პროცედურები
🩺ჩვენს კლინიკაში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურა არის შესაძლებელი ჩატარდეს , როგორც ადგილობრივი ასევე ინტრავენური სედაციის ქვეშ ( ე.წ ხანმოკლე ანესთეზიით )
ჩვენ ორიენტირებულები ვართ დროულად მოვახდინოთ დიაგნოზის ვერიფიცირება , რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პაციენტის გამოჯანმრთელებაში.
📲დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 032 2 801 600
📍იარაჯულის ქ. #8