15/10/2025
💛 15 ოქტომბერი – SUDEP Action Day 💛
💬“სიცოცხლის გადასარჩენად ვიცოდეთ მეტი SUDEP-ის შესახებ”
დიდი ბრიტანეთში ყოველ კვირას, მინიმუმ 21 ადამიანი იღუპება ეპილეფსიასთან დაკავშირებული მიზეზებით, რომელთაგან მრავალი კლასიფიცირდება როგორც ეპილეფსიით მოულოდნელი უეცარი გარდაცვალება (SUDEP). მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აღინიშნება გულისცემისა და სუნთქვის ცვლილებები, ჯერ კიდევ უცნობია, რატომ აქვთ ზოგიერთ პაციენტს მაღალი რისკი SUDEP-ისთვის.
ამ პრობლემის გასარკვევად, Epilepsy Research Institute-ის “გარდაცვალება, ავადმყოფობა და რისკი” თემატიკის ფარგლებში, 2024 წლის სექტემბერში ჩატარდა მრავალდარგოვანი SUDEP-ის სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ძირითადი შედეგები — კვლევის პრიორიტეტები და რეკომენდაციები — ახლა უკვე გამოქვეყნებულია ჟურნალში Epilepsy & Behavior სტატიაში სათაურით:
“Epilepsy Research Institute UK SUDEP Workshop: პრეკლინიკური და კლინიკური SUDEP კვლევის პრიორიტეტების იდენტიფიცირება.”
მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტის დაფინანსებით უკვე მიმდინარეობს SUDEP-ის მექანიზმების შესწავლა, კვლავ ცოტაა ცოდნა იმაზე, თუ რატომ აქვთ ზოგიერთებს უფრო მაღალი რისკი.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: საბაზისო მეცნიერების მკვლევრები, კლინიკოსები, კლინიკური მკვლევრები, საქველმოქმედო ორგანიზაციების წევრები, SUDEP-ით დაზარალებულების ოჯახები და ეპილეფსიით დაავადებული ადამიანები.
ძირითადი შინაარსი და რეკომენდაციები სტატიიდან:
• შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი კვლევითი ხარვეზები, როგორც პრეკლინიკურ, ისე კლინიკურ დონეზე.
• სტატიაში ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ ხარვეზების აღმოფხვრას.
• ყურადღება გამახვილებულია ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომელის მონაცემებზე დაყრდნობით SUDEP-ის რისკის შემცირებას შეუწყობს ხელს.
კონკრეტული რეკომენდაციები:
• პრეკლინიკური კვლევების გაძლიერება, რაც საჭიროებს საერთაშორისო ინსტიტუციურ თანამშრომლობას და ექსპერტების ჩართვას კარდიოვასკულარული და რესპირატორული მეცნიერების დარგებიდან.
• აუცილებელია უკეთ გავიგოთ SUDEP-ის საერთო მექანიზმები, როგორიცაა: სუნთქვის დათრგუნვა, აუტონომიური დისფუნქცია და გულის არასტაბილურობა. ეს ცოდნა წინაპირობა იქნება პრევენციული ზომების განსავითარებლად.
• საჭიროა მკვლევარებმა შეისწავლონ, როგორ გადაეცემა პაციენტებს ინფორმაცია SUDEP-ის რისკზე და როგორ შეიძლება კომუნიკაციის გაუმჯობესება ინდივიდზე მორგებულად.
• მნიშვნელოვანია რისკფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს ცხოვრების წესით ან მკურნალობით. ასეთი ინფორმაცია დაეხმარება ექიმებს განსაზღვრონ როდის იმყოფება პაციენტი მაღალი რისკის ქვეშ.
• რეკომენდირებულია ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეპილეფსიით დაავადებული პაციენტების მონაცემების შეგროვებას, სტანდარტიზაციასა და ოპტიმიზაციას სხვადასხვა პლატფორმაზე — როგორიცაა ჯანდაცვის სისტემა, ეპილეფსიის ტვინის ბანკები და ბიობანკები.
სტატიის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია ფართო სამეცნიერო და საზოგადოებრივ ჩართულობა — მათ შორის პაციენტების, ოჯახის წევრების, საქველმოქმედო ორგანიზაციების, ექიმებისა და სახელმწიფო სტრუქტურების — რათა აღნიშნული რეკომენდაციები წარმატებით განხორციელდეს პრაქტიკაში.
გაინტერესებს უფრო მეტი? გადადი ლინკზე https://www.epilepsybehavior.com/action/showPdf?pii=S1525-5050%2825%2900212-4