02/02/2026
ტექნიკური ინსპექტირების სამსახური ჯეოინსპექტის საფრანგეთიდან, ხარისხის ინსპექტირებისა და გარემის დაცვის აუდიტის მსოფლიოში წამყვანი ორგანიზაცია JSP QA
-ს მთავარი ოპერაციული ოფიცერი პეიმან გორდანი ეწვია.
JSP QA_ს რეგიონალური გაფართოების მიზნით, ამიერკავკასიაში პარტნიორი კომპანიის (ინსპექტორების) შერჩევის ეტაპზე არჩევანი სწორედ ჯეო ინსპექტზე შეაჩერა.
მოლაპარაკების პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, JSP QA დაკვეთით, მესამე მხარის სტატუსით, საქართველოდან გამავალი, ასევე ჩინეთიდან და ინდოეთიდან ევროპისკენ მიმართული საერთაშორისო ტვირთების PRE SHIPMENT პროცესს, ჯეო ინსპექტის ინსპექტორები განახორციელებენ.
PRE SHIPMENT_ის ეტაპის, როგორც საწყისი გამოსაცდელი რეჟიმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ჯეო ინსპექტს მსოფლიოს 91 ქვეყანაში შეეძლება საერთაშორისო ტვირთების ინსპექტირება.