ინტერმედსერვის ჯორჯია • Intermedservice Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ინტერმედსერვის ჯორჯია • Intermedservice Georgia

ინტერმედსერვის ჯორჯია • Intermedservice Georgia სამედიცინო აღჭურვილობა და მასალები მთელი მსოფლიოდან

📍 2025 წლის 13 დეკემბერს, კომპანია „ინტერმედსერვის ჯორჯიას“ გენერალური სპონსორობით, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმ...
27/12/2025

📍 2025 წლის 13 დეკემბერს, კომპანია „ინტერმედსერვის ჯორჯიას“ გენერალური სპონსორობით, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართა მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:
„საშვილოსნოს ფიბრომიომის თანამედროვე მართვა: მულტიდისციპლინური მიდგომა და არტერიული ემბოლიზაციის როლი“.

🩻 კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის (GAAVS) ინიციატივით და გააერთიანა სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები:
• მეან-გინეკოლოგები
• ანგიოლოგები
• სისხლძარღვთა ქირურგები
• ინტერვენციული რადიოლოგები

ღონისძიება გაიმართა „ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის“ აქტიური მხარდაჭერით.
👨‍⚕️ ღონისძიების თავმჯდომარე:
ვახტანგ ყიფიანი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოვასკულური ქირურგი,
საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის პრეზიდენტი,
„ნ. ბოხუას ცენტრის“ ინტერვენციული კარდიოლოგიისა და ენდოვასკულური ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

🎓ასევე, კონფერენციაზე მოწვეული იყო საერთაშორისო ექსპერტი:
პროფესორი იმრე სზილაგი, გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. Mercy Hospital Vienna, Austria.

👥 საპატიო სპიკერები:

პროფ. აკად. ნიკოლოზ კინტრაია - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი;

პროფ. მალხაზ მიზანდარი - ინტერვენციული რადიოლოგი, საქართველოს კარდიოვასკულარული და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი;

ირაკლი თოდუა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ქირურგი ენდოსკოპისტი;

თამრიკო ძოწენიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, ქირურგი.

🌺 სიახლე მანდილოსნებისთვის  - საშვილოსნოს ფიბრომის ემბოლიზაცია, ქირურგიული ჩარევის თანამედროვე და უსაფრთხო ალტერნატივა! ...
28/11/2025

🌺 სიახლე მანდილოსნებისთვის - საშვილოსნოს ფიბრომის ემბოლიზაცია, ქირურგიული ჩარევის თანამედროვე და უსაფრთხო ალტერნატივა! 💗

ყველასთვის ცნობილია, თუ როგორი მნიშვნელოვანია ორგანიზმის ჰორმონული ბალანსი, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობის ლოკომოტივია. ჰორმონების დონის ნებისმიერი გადახრა შესაძლოა გამოიხატოს დაავადებათა მთელ კასკადში. გარკვეული ხნის განმავლობაში აღნიშნული პროცესები ფარულად მიმდინარეობს, მაგრამ როგორც კი ორგანიზმს კომპენსაციის რესურსი ეწურება, პრობლემები ერთბაშად იჩენს თავს.

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ შემდეგი ჩივილები:
• გახანგრძლივებული სისხლდენა
• დისკომფორტი მუცლის არეში
• გახშირებული შარდვა
• უნაყოფობა
ეს შეიძლება იყოს საშვილოსნოს ფიბრომიომის გამოვლინება და აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაგიცავთ მძიმე გართულებებისგან.
________________________________________
🌼 რა არის საშვილოსნოს ფიბრომიომა?
ეს არის ყველაზე გავრცელებული კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ქალების 70–80%-ში გვხვდება, განსაკუთრებით 40–50 წლის ასაკში. ფიბრომიომა იწყება საშვილოსნოს კუნთოვანი ქსოვილიდან და ასევე, ცნობილია ფიბრომის ან ლეიომიომის სახელით.

📍მდებარეობის მიხედვით მიომური კვანძები შეიძლება იყოს:
• სუბმუკოზური — იზრდება საშვილოსნოს ღრუსკენ
• ინტრამურული — ვითარდება საშვილოსნოს კედელში
• სუბზეროზული — მდებარეობს საშვილოსნოს გარე გარსში.
________________________________________
🔍 სიმპტომები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება:
• ჭარბი და გახანგრძლივებული მენსტრუაცია (7 დღეზე მეტი) → ანემიის რისკი
• ტკივილი/დისკომფორტი მცირე მენჯში
• გახშირებული შარდვა, დაუცლელობის შეგრძნება
• შეკრულობა
• მუცლის გარშემოწერილობის ზრდა
• უნაყოფობა
• თვითნებური აბორტები
• მტკივნეული სქესობრივი კავშირი

დიდმა მიომურმა კვანძმა შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს ქვემო ღრუ ვენაზე და გაზარდოს თრომბოზის რისკი.
________________________________________
🧬 როგორ ჩნდება ფიბრომიომა?
ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ხელს უწყობს:
• გენეტიკური ფაქტორი
• ჰორმონული დისბალანსი
• ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მათ შორის დიაბეტი)
• ადენომიოზი
• სასქესო ორგანოების ანთება
• ქრონიკული სისტემური დაავადებები
• ჭარბი წონა, უმოძრაობა
• საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპტივები
• ხშირი, მათ შორის სპონტანური აბორტები
• ორსულობისას ჰორმონული ცვლილებები
________________________________________
💡 მკურნალობის მეთოდი შეირჩევა ინდივიდუალურად.

ისეთი ტრადიციული ქირურგიული ჩარევები, როგორიცაა მიომექტომია (კვანძების ამოკვეთა) და ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა), ხშირად დაკავშირებულია:
• ინფექციასთან
• სისხლდენასთან
• შეხორცებებთან (→ უნაყოფობის რისკი)
• ხანგრძლივ რეაბილიტაციასთან (1–2 თვე)
________________________________________
🌟 მკურნალობის ერთერთი მეთოდი გახლავთ საშვილოსნოს არტერიის (ფიბრომების) ემბოლიზაცია, რომელიც წარმატებით ხორციელდება 1995 წლიდან მშობიარობის შემდგომი ძლიერი სისხლდენის შესაჩერებლად და ამჟამად აღნიშნული პროცედურის განხორციელება უკვე შესაძლებელია საქართველოს სამედიცინო ცენტრებში. ხსენებული მეთოდი გულისხმობს მიომის მკვებავი სისხლძარღვის დახშობას, რის შედეგადაც მიომური კვანძები უკუვითარდება.

🎯სხვა ქირურგიულ მეთოდებთან შედარებით, ფიბრომების ემბოლიზაციის მკურნალობის მეთოდს გააჩნია მეტი სარგებელი და უსაფრთხოების მაღალი პროფილი. მისი უპირატესობები გამოიხატება შემდეგში:
• 🏥 ერთდღიანი ჰოსპიტალიზაცია
• 🔄 ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება 7 დღეში
• 🩸 პაციენტების 90%-ის შემთხვევაში სისხლდენისგან მნიშვნელოვნად ან სრულად გათავისუფლება
• 💆‍♀️ 85%-იანი ეფექტურობა ტკივილის შემცირებაში
• 📏 ეფექტურობა როგორც მრავლობითი, ისე დიდი ზომის ფიბრომების შემთხვევაში
• 🔁განკურნებული ფიბრომების რეციდივის იშვიათობა (6 წლიანი დაკვირვებით რეციდივი არ დაფიქსირებულა)
________________________________________
⚠️ შესაძლო რისკები (ძალიან იშვიათი):
• პროცედურის შემდეგ დროებითი ტკივილი და საერთო სისუსტე
• გულისრევა, ტემპერატურის მომატება (კონტროლირებადია მედიკამენტებით)
• მცირე ინფექცია (კონტროლირებადია ანტიბიოტიკებით)
• 1% შემთხვევებში საშვილოსნოს დაზიანების რისკი, რასაც პოტენციურად მივყავართ ჰისტერექტომიამდე. გართულების აღნიშნული მაჩვენებელი ბევრად მცირეა ფიბრომების ქირურგიული გზით მკურნალობის დროს განვითარებულ გართულებებთან შედარებით.
• მენოპაუზის დაჩქარება 40+ ასაკის პაციენტების მცირე ჯგუფში
________________________________________
🌷საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაცია — უსაფრთხო და ეფექტური პროცედურა, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ ორგანო და დაუბრუნდეთ ცხოვრების იმ ხარისხს, რომელსაც იმსახურებთ.

📅 2025 წლის 13 დეკემბერს, კომპანია „ინტერმედსერვისის“ გენერალური სპონსორობით, სასტუმრო Radisson Blu Iveria უმასპინძლებს ...
24/11/2025

📅 2025 წლის 13 დეკემბერს, კომპანია „ინტერმედსერვისის“ გენერალური სპონსორობით, სასტუმრო Radisson Blu Iveria უმასპინძლებს მაღალპროფესიულ კონფერენციას თემაზე:
„საშვილოსნოს ფიბრომიომის თანამედროვე მართვა: მულტიდისციპლინური მიდგომა და არტერიული ემბოლიზაციის როლი“

🎯 კონფერენციის მთავარი თემაა ფიბრომიომის მულტიდისციპლინური მართვა და საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაციის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, მცირეინვაზიური, ორგანოს შემანარჩუნებელი მიდგომა ამ პათოლოგიის მკურნალობაში.

🔴 ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
• მეან-გინეკოლოგებისთვის;
• რეპროდუქტოლოგებისთვის;
• ენდოვასკულარული; ქირურგებისთვის;
• ინტერვენციული; რადიოლოგებისთვის;
• ონკოგინეკოლოგებისთვის.

🎓 მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი:
პროფესორი იმრე სზილაგი, გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. Mercy Hospital Vienna, Austria.

👥 საპატიო სპიკერები:

პროფ. აკად. ნიკოლოზ კინტრაია - საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი;

პროფ. მალხაზ მიზანდარი - ინტერვენციული რადიოლოგი, საქართველოს კარდიოვასკულარული და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი;

ირაკლი თოდუა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ქირურგი ენდოსკოპისტი;

თამრიკო ძოწენიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეან-გინეკოლოგი, ქირურგი.

📌 რეგისტრაცია სავალდებულოა | ადგილები შეზღუდულია

🔗 სარეგისტრაციო ბმული იხილეთ შემდეგ გვერდზე:

https://gaavs.org.ge/konferencia-13-12-2025/

#ფიბრომიომა #მიომა #ენდომეტრიოზი #ლეიომიომა
#საშვილოსნოსემბოლიზაცია
#მეანგინეკოლოგია #რეპროდუქტოლოგია
#ინტერვენციულირადიოლოგია
#სამედიცინოკონფერენცია
#ქალებისჯანმრთელობა
#ინტერმედსერვისი

✨️მნიშვნელოვანი ინოვაცია უკვე საქართველოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის! 🇬🇪💧 თირკმლის ქრონიკული უკმარისობი...
13/10/2025

✨️მნიშვნელოვანი ინოვაცია უკვე საქართველოში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის! 🇬🇪

💧 თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული და მუდმივად დიალიზზე დამოკიდებული პაციენტები ხშირად აწყდებიან სერიოზულ პრობლემას —
დიალიზისთვის აუცილებელი სისხლძარღვების სტენოზს, თრომბოზს ან სრულ ოკლუზიას.

⚠️ აღნიშნულ შემთხვევაში, დიალიზის ეფექტურად ჩატარება შეუძლებელი ხდება, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს პაციენტის ჯანმრთელობას და ამცირებს ცხოვრების ხარისხს. უმეტესწილად საჭირო ხდება მრავალჯერადი ინტერვენციული პროცედურების ჩატარება, რაც არა მხოლოდ გართულებებთანაა დაკავშირებული, არამედ ხშირად არაეფექტური და დროებითია.

💡 საბედნიეროდ, ქართველი პაციენტებისთვის უკვე ხელმისაწვდომია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინოვაცია!

🤝 კომპანია Intermedservice Georgia-ს და ქვეყნის წამყვანი ანგიოქირურგების თანამშრომლობით უკვე შესაძლებელია სისხლძარღვების გამავლობის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის უახლესი ტექნოლოგიის დანერგვა.

🔹 HeroGraft — ახალი თაობის გრაფტის კომპლექტია, რომელიც დიალიზზე დამოკიდებული პაციენტებისთვისაა შექმნილი და უზრუნველყოფს სისხლძარღვთა გამავლობის შენარჩუნებას მაშინაც კი, როდესაც ტრადიციული გზები აღარ ამართლებს.

🎯 ჩვენი მიზანია, მინიმალური ჩარევით და მაქსიმალური შედეგით პაციენტებს მივაწოდოთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დახმარება.

🏥 Intermedservice Georgia – ყოველთვის თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე!

#ინოვაცია #დიალიზი #ჯანმრთელობა #მედიცინა #სისხლძარღვები

📍🇪🇸 2025 წლის 13-17 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართა ევროპის კარდიოვასკულარული და ინტერვენციონალური რადიო...
30/09/2025

📍🇪🇸 2025 წლის 13-17 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართა ევროპის კარდიოვასკულარული და ინტერვენციონალური რადიოლოგიის საზოგადოების მე-40 კონგრესი (CIRSE 2025).

🏥 კონგრესის ერთ-ერთი მთავარი სპონსორის – Merit Medical-ის მოწვევით, ღონისძიებაში მონაწილეობდა კომპანია „ინტერმედსერვის ჯორჯია“, რომელიც საქართველოში Merit Medical-ის ოფიციალური დისტრიბუტორია.

⚕️კონგრესის ფარგლებში Merit Medical-ის ტრენინგებსა და ვორქშოფებს ესწრებოდნენ ქართველი ექიმები:
• გოჩა ჩანქსელიანი – ანგიოქირურგი;
• მალხაზ მიზანდარი – ინტერვენციული რადიოლოგი;
• ნიკოლოზ ონაშვილი – ინტერვენციული რადიოლოგი.

💡აღნიშნული კონგრესის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ უახლეს სამედიცინო სიახლეებს, განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებსა და ინოვაციურ მიდგომებს. ასევე, ხელი შეეწყო კლინიკური გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სპეციალისტებს შორის.

🌏 „ინტერმედსერვის ჯორჯია“ კვლავ აგრძელებს პარტნიორობას საერთაშორისო წამყვან კომპანიებთან და საქართველოში თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვას.

🌍 ინოვაცია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის: ახალი მიდგომის ფორმირება ცენტრალური ვენის სტენოზის მქონ...
10/09/2025

🌍 ინოვაცია თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის: ახალი მიდგომის ფორმირება ცენტრალური ვენის სტენოზის მქონე დიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებში.

2025 წლის 22-23 აგვისტოს, კომპანია "ინტერმედსერვის ჯორჯიას" მნიშვნელოვანი ჩართულობით, ნ.ბოხუას სახელობის გულსსისხლძარღვთა კლინიკაში გაიმართა ThinkEducation Dialysis Access Course. აღნიშნული პროგრამა შეეხებოდა ცენტრალური ვენის სტენოზისა და ოკლუზიის პრობლემებისათვის განკუთვნილ თანამედროვე მიდგომებს ბოლო სტადიის თირკმლის უკმარისობის (ESRD) მქონე პაციენტებში. ოპერაცია ჩატარდა ანგიოქირურგების გოჩა ჩანქსელიანისა და თორნიკე გიორგიშვილის მიერ.

🏥 განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის კლინიკის გუნდს ვახტანგ და კოტე ყიფიანების ხელმძღვანელობით, საოპერაციო და საკონფერენციო სივრცეების უზრუნველყოფისა და პაციენტების ოპერაციისთვის პირობების მომზადებისთვის, ასევე, ამ მნიშვნელოვანი პროცესის ორგანიზებისთვის.

🙏 ასევე, გულწრფელ მადლობას ვუხდით პროფესორ გურკან სენგოლგეს მისი გამორჩეული ლიდერობისა და პრაქტიკული ხელმძღვანელობისთვის 4 პაციენტის Hero Graft-ის live რეჟიმში იმპლანტაციის პროცესში. მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აღნიშნული კურსისთვის.

👏არ შეიძლება არ აღინიშნოს კომპანია Merit Medical-ის მნიშვნელოვანი ღვაწლი, ელენა ასტაფევას, MD (Elena Astafeva, MD) და ნურიმ მადენოვის (Nurym Madenov) ჩართულობით, რომელთა დიდმა მხარდაჭერამ ღონისძიების წარმატება უზრუნველყო.

💡 აღნიშნულმა კურსმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ESRD პაციენტების მკურნალობაზე, ექიმებს კი მისცა პრაქტიკული და სტრატეგიული ცოდნა სისხლძარღვთა ხელმისაწვდომობის ხანგრძლივი შენარჩუნებისთვის.

✅️ შეჯამების სახით უნდა ითქვას, რომ ცენტრალური ვენის სტენოზი დიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებში წარმოადგენს სერიოზულ ბარიერს დიალიზის ეფექტურობისთვის, თუმცა, ისეთი თანამედროვე მიდგომები, როგორიცაა ამერიკული მაღალტექნოლოგიური კომპანია Merit Medical-ის წარმოებული სისტემა HeRO graft-ი, ქმნის ახალ პერსპექტივებს მკურნალობის ინდივიდუალიზაციისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებისთვის. სასიხარულოა, რომ ზემოხსენებული უნიკალური პროექტის განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის კომპანია "ინტერმედსერვის ჯორჯია"-ს და ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის შესანიშნავ გუნდს!

16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი კომპანია დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში, უდიდესი პატივი გვქონდა, ვყოფილიყავით თქვე...
15/07/2025

16 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენი კომპანია დაარსდა და ამ ხნის განმავლობაში, უდიდესი პატივი გვქონდა, ვყოფილიყავით თქვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სამსახურში.
ამ 16 წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად ვცდილობდით, მოგვეწოდებინა უმაღლესი ხარისხის სამედიცინო ტექნიკა და აპარატურა, რათა ხელი შეგვეწყო სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის და გაგვეუმჯობესებინა პაციენტების ცხოვრება.
დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს – ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, პარტნიორებსა და თანამშრომლებს – თქვენი ნდობისა და მხარდაჭერისთვის. თქვენ გარეშე ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა.
მზად ვართ, მომავალშიც გავაგრძელოთ ზრდა, განვითარება და ჯანდაცვის სფეროსთვის საუკეთესო ინოვაციების შეთავაზება!
#16წელი #იუბილე #ჯანმრთელობა #მედიცინა #ტექნოლოგია

კომპანია "ინტერმედსერვის ჯორჯიამ" მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტერვენციული, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და რობოტული ...
07/07/2025

კომპანია "ინტერმედსერვის ჯორჯიამ" მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინტერვენციული, ენდოსკოპიური, ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგიის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მე-2 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა მიმდინარე წლის 27-29 ივნისს ქალაქ ბათუმში.

კონფერენციის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აღნიშნული დარგის საუკეთესო უცხოელი და ქართველი ექსპერტები.

ღონისძიებაზე განხილულ იქნა შესაბამის დარგში არსებული აქტუალური თემები და უახლესი მიღწევები. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსიები და ჩატარდა მასტერკლასები.

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალთა ყურადღება მიიქცია ჩვენი კომპანიის მიერ წარმოდგენილმა მიკროსფერებმა, რომელიც წარმოებულია ამერიკული კომპანია Merit Medical-ის მიერ და უმნიშვნელოვანესია ღვიძლის, საშვილოსნოს, პროსტატის ჯირკვლის სისმსივნეების ემბოლოთერაპიისათვის.

https://www.gielrsa.com/
https://www.youtube.com/watch?v=4iNTs3twTwU

2025 წლის 7 ივნისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის მე-3 საერთაშორისო კონგ...
09/06/2025

2025 წლის 7 ივნისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის მე-3 საერთაშორისო კონგრესი.

კომპანია "ინტერმედსერვის ჯორჯია"-მ მოწვეულ სტუმრებს გააცნო ამერიკული მწარმოებლის Merit Medical-ის უახლესი მიღწევები ინტერვენციულ კარდიოლოგიაში.

ასევე, კონგრესზე დამსწრე სამედიცინო საზოგადოებას წარედგინა იაპონური კორპორაცია Shimadzu-ს თანამედროვე ანგიოგრაფი Trinias B, რომელიც ზედმიწევნით პასუხობს ინტერვენციული კარდიოლოგიის ურთულეს გამოწვევებს.



https://www.facebook.com/share/1CL9qqtEvz/

მიმდინარე წლის 24 მაისს სასტუმრო Radisson Blue Iveria-ში გაიმართა საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ა...
29/05/2025

მიმდინარე წლის 24 მაისს სასტუმრო Radisson Blue Iveria-ში გაიმართა საქართველოს ანგიოლოგებისა და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის 21-ე ყრილობა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა კომპანია "ინტერმედსერვის ჯორჯიაც", რომელმაც შესაბამისი დარგის სპეციალისტებს კიდევ ერთხელ გააცნო ამერიკული კომპანია Merit medical-ის მნიშვნელოვანი მიღწევები და წარუდგინა უახლესი ტექნოლოგიები ანგიოქირურგიასა და ინტერვენციულ მედიცინაში.

2025 წლის 5 აპრილს "სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხ პალასში" საქართველოს გულსისხლძარღვთა და ენდოვასკულურ ქირურგთა ასოციაციი...
11/04/2025

2025 წლის 5 აპრილს "სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხ პალასში" საქართველოს გულსისხლძარღვთა და ენდოვასკულურ ქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "მკურნალობის თანამედროვე მეთოდები გულ-სისხლძარღვთა და ენდოვასკულურ ქირურგიაში". ღონისძიების ოქროს სპონსორი იყო კომპანია "ინტერმედსერვის ჯორჯია".

აღნიშნულ შეხვედრას კომპანია "ინტერმედსერვის ჯორჯიას" მოწვევით ესწრებოდა კარდიო და ენდოვასკულური პროდუქციის უდიდესი მწარმოებელი კომპანიის და მსოფლიოში წამყვანი სამედიცინო კორპორაციის "მერიტ მედიკალის" პროდუქციის მენეჯერი ქალბატონი ელენა ასტაფიევა.

ქალბატონმა ელენამ კონფერენციის მონაწილეებს წარუდგინა ინოვაციური სისხლძარღვის პროთეზი Hero Graft, რაც სიახლეს წარმოადგენს ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის. აღნიშნული პროთეზი უნიკალურია მთელ მსოფლიოში თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ სისხლძარღვების ნაწილობრივი ან სრული ოკლუზია, რაც თავის მხრივ, არაეფექტურს ან შეუძლებელს ხდის დიალიზის პროცედურის სრულფასოვან ჩატარებას.

Address

ლუბლიანას #60
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995598380503

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ინტერმედსერვის ჯორჯია • Intermedservice Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ინტერმედსერვის ჯორჯია • Intermedservice Georgia:

Share