Halotherapy - ჰალოთერაპია - მარილის ოთახი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Halotherapy - ჰალოთერაპია - მარილის ოთახი

Halotherapy - ჰალოთერაპია - მარილის ოთახი ჰალოთერაპია - მარილის მშრალი, მაღალდისპერსული აეროზოლით მკურნალობა

თანამედროვე ადამიანს სტრესულ და დაბინძურებულ გარემოში უწევს ცხოვრება, ორგანიზმი უდიდეს დატვირთვასა და სტრესს განიცდის, ყველაზე დაუცველი კი ხშირ შემთხვევაში სასუნთქი სისტემაა. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში გარემოს უარყოფითი ფაქტორებით გამოწვეული შედეგები შეიძლება თავიდან შეუმჩნეველი იყოს, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ისინი თავს იჩენენ როგორც მძიმე და ქრონიკული დაავადებები, უფრო მგრძნობიარე ადამ

იანები კი ხშირად ავადმყოფობენ, უჩივიან ქრონიკულ დაღლილობასა და სტრესს, ხშირად ამის მიზეზი დათრგუნული იმუნური და სასუნთქი სისტემებია...
ჰალოთერაპიას საფუძვლად უდევს სპელეოთერაპიის მეთოდი,რაც გულისხმობს პაციენტების მკურნალობას ბუნებრივ მარილოვან მღვიმეებში. მეთოდს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გააჩნია, ოფიციალურმა მედიცინამ ამ მეთოდს ყურადღება მიაქცია მას შემდეგ რაც 1843 წელს პოლონელმა ექიმმა ფელიქს ბოჩკოვსკიმ აღმოაჩინა რომ მარილის მაღაროებში მომუშავე მაღაროელები არ ავადდებოდნენ რესპირატორული დაავადებებით. 1958 წელს კრაკოვის მახლობლად გაიხსნა მსოფლიოში პირველი კურორტი რომელიც მარილის მაღაროში მდებარეობდა. მას შემდეგ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამოქმედდა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს ჰალოკამერები სადაც პაციენტები გადიან ჰალოთერაპიის სეანსებს.
ჰალოთერაპია არის მკურნალობის არამედიკამენტოზური მეთოდი რომელიც ემყარება ბუნებრივი მარილის მღვიმის ანალოგიური მიკროკლიმატის გამოყენებას. მკურნალობის პროცესში მთავარი მოქმედი ფაქტორია მარილის მშრალი, მაღალდისპერსული აეროზოლი, რომელიც სპეციალური დანადგარის, ჰალოგენერატორის საშუალებით მიეწოდება ჰალოკამერაში (მარილის ოთახში) სადაც პაციენტები იმყოფებიან. ჰალოკამერაში არის ჰიპობაქტერიული და ჰიპოალერგენული გარემო, შეიძლება ითქვას რომ ჰაერი სტერილურია. მთელი ოთახი, კედლები, ჭერი და იატაკი დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა მარილით, რომელიც ჩამოტანილია ჰიმალაის მარილის მაღაროებიდან, ოთახში 5 ტონა მარილია, სწორედ ეს უწყობს ხელს იმ მიკროკლიმატის ჩამოყალიბებას რომელიც ჩვენს ხელოვნურ მღვიმეშია; ტემპერატურა მუდამ 20-23 გრადუსია, ტენიანობა 36-44%, ჰაერში მარილის აეროზოლის კონცენტრაცია რეგულირდება ჰალოგენერატორით და შეადგენს 1-16 მგ/მ3, მარილის აეროზოლის 80%-ს შეადგენს რესპირაბელური ფრაქცია, კერძოდ 1-5 მიკრონის ნაწილაკები. მარილის მშრალ აეროზოლს მრავალი უპირატესობა აქვს სველ აეროზოლთან შედარებით, კერძოდ; მშრალი აეროზოლის გამოყენებისას ორგანიზმში ხვდება მარილის უმნიშვნელო რაოდენობა რაც არანაირ უარყოფით გვერდით მოვლენებს არ იწვევს, მშრალ აეროზოლს გააჩნია შეღწევადობის უფრო მაღალი კოეფიციენტი და ის უმცირეს ბრონქებამდეც კი აღწევს, მშრალი აეროზოლის გამოყენებისას არ არსებობს ჰალოკამერაში პაციენტების ინფიცირების საშიშროება, რადგანაც მშრალი აეროზოლი ხელს უწყობს ჰალოკემარაში მიკროორგანიზმებისა და ალერგენებისგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბებას. ჰალოკამერის ერთ კუბურ მეტრ ჰაერში პროცედურის დროს საშუალოდ 90-200 საპროფიტული მიკრობია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების მიხდვით კი ჰაერი სტერილურად ითვლება თუ ერთ კუბურ მეტრში 300 მიკრობამდეა.
ჰალოტერაპიის აქვს ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, მუკოლიზური და იმუნომოდულატორული ეფექტი. შედეგად ნორმალიზდება იმუნური სისტემა,უმჯობესდება ბრონქული სეკრეტის რეოლოგიური თვისებები, ხდება ალვეოლარული მაკროფაგების აქტივაცია და მატება, ასევე მატულობს T-ლიმფოციტების და ფაგოციტების რაოდენობა, მატულობს IgA, ასევე უმჯობესდება მუკოცილიარული კლირენსი,ხდება ბრონქული ობსტრუქციის დაქვეითება, ბრონქების ჰიპერსეკრეცია ქვეითდება, ნორმალიზდება პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობა,უმჯობესდება სისხლის საერთო ფორმულა,მატულობს ჰემოგლობინი , ბრონქულ სეკრეტში ნორმალიზდება NaCl-ის შემცველობა რაც აუცილებელია ბრონქების მოციმციმე ეპითელიუმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხდება დეტოქსიკაცია, ლიმფოდრენაჟი , აღდგება და ძლიერდება კანის დამცველობითი ფუნქციები, უმჯობესდება კანის ფერი, ტურგორი და მიკროცირკულაცია, მცირდება ფორები, კანის ზედაპირი იწმინდება და ჯანმრთელ იერს იძენს.
მიუხედავად იმისა რომ ჰალოთერაპიას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია გააჩნია, არის მკურნალობის ეფექტური საშუალება და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია დანერგილი, დღემდე საქართველოში არ არსებობდა სამედიცინო ცენტრი რომელსაც შეეძლო თავისი პაციენტებისათვის შეეთავაზებინა ეს უნიკალური მეთოდი. მაგრამ ეს იყო ადრე .... დღეს კი თბილისში, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრში ფუნქციონირებს ჰალოთერაპიის ხელოვნური მღვიმე, რომელიც პირველი და ერთადერთია საქართველოში. ეს არის ხელოვნურად შექმნილი გარემო, რომელიც ზუსტად იმეორებს ბუნებრივი მარილოვანი მღვიმის მიკროკლიმატს. აქ თქვენ უჩვეულო და სასიამოვნო გარემოში მოხვდებით, აქ მკურნალობასთან ერთად საშუალება გაქვთ დაისვენოთ, ისუნთქოთ სუფთა ჰაერი, რომელიც გამდიდრებულია მარილის მშრალი აეროზოლით და უარყოფითი ნაწილაკებით. მარილის ოთახი მრავალი დაავადების პროფილაკტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება: სასუნთქი და ნერვული სისტემის დაავედებები, დერმატოლოგიური პრობლემები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები,ასევე გააჩნია ორგანიზმის ზოგადგამაჯანსარებელი ეფექტი და ა.შ . მარილის ოთახში შექმნილი მიკროკლიმატი დადებითად მოქმედებს ზოგადად ორგანიზმზე, ასევე მკურნალობის პროცესში არანაკლებად მნიშვნელოვანია მარილის ოთახის მშვიდი გარემო, სპეციალური განათება და რელაქსაციური სავარძლები, რომლებიც ხსნიან დაძაბულობას ზურგისა და წელის არეში. მარილის ოთახში ყველა პირობაა შექმნილი პაციენტის რელაქსაციისათვის.
რას მკურნალობს ჰალოთერაპია:
• ასთმა
• ბრონქიტი
• პნევმონია (მწვავე სტადიის შემდეგ)
• სასუნთქი სისტემის ხშირად მორეციდივე ინფექციები
• ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი
• მწეველთა ხველა
• სინუსიტი (ჰაიმორიტი, ფრონტიტი)
• ტონზილიტი
• ცისტური ფიბროზი
• ალერგია , პოლინოზი (სეზონური ალერგია)
• ფსორიაზი
• ეკზემა
• დერმატიტი, ნეიროდერმიტი
• აკნე
• სებორეა
• ცელულიტი
• ნევროზი
• რევმატიზმი
• ართრიტი
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
• სტრესი
• ძილის დარღვევები
• კონცენტრაციის დეფიციტი
• ასევე ჰალოთერაპია რეკომენდებულია სპორტსმენებისთვის ვარჯიშებისა და შეჯიბრებებისათვის მზადების პერიდში, ხელს უწყობს ძალების სწრაფ აღდგენას და მობილიზაციას.


ჰალოთერაპიისას ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს. მაქსიმალური კომფორტისათვის ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის ცალკე პროცედურები ტარდება.
უკუჩვენებები:
• ნებისმიერი დაავადება მწვავე სტადიაში
• ავთვისებიანი წარმონაქმნები
• ტუბერკულოზი
• სისხლდენა
• მაღალი ტემპერატურა

ჰალოთერაპიის კურსის გავლის შედეგად მიღებული დადებითი ეფექტი ხანგრძლივად ნარჩუნდება. მედიკამენტური მკურნალობა დაახლოებით 70%-ით მცირდება, გაცილებით უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი და მატულობს ორგანიზმის ამტანობა.

🔴 "წითელი ლოყები" ყოველთვის ჯანმრთელობის ნიშანი არაა...დიათეზი, გამონაყარი, სიწითლე და გაუთავებელი ქავილი — ეს პრობლემა ...
11/04/2026

🔴 "წითელი ლოყები" ყოველთვის ჯანმრთელობის ნიშანი არაა...

დიათეზი, გამონაყარი, სიწითლე და გაუთავებელი ქავილი — ეს პრობლემა უამრავ მშობელს მოსვენებას უკარგავს.

თქვენ ყიდულობთ ძვირადღირებულ კრემებს, უსვამთ ჰორმონალურ მალამოებს, მაგრამ შედეგი დროებითია. პრობლემა ისევ ბრუნდება. 😫

✅ არსებობს გამოსავალი, რომელიც გენიალურად მარტივია!

მარილის ოთახი არის ყველაზე სწრაფი და ბუნებრივი "მაშველი" პრობლემური კანისთვის.

რატომ მოქმედებს ასე მაგრად? როდესაც ბავშვი ჩვენთან თამაშობს, ჰაერში გაფრქვეული მარილის მიკრონაწილაკები და უარყოფითი იონები ნაზად ეფინება კანს.

🧬 კლავს ბაქტერიებს: მარილი ბუნებრივი ანტისეპტიკია, ის მომენტალურად აჩერებს ანთებით პროცესს.

✋ აჩერებს ქავილს: ბავშვი მშვიდდება, რადგან კანი აღარ ექავება.

✨ აღადგენს კანს: გამონაყარი ხმება და კანი ხდება გლუვი, ყოველგვარი ქიმიური ჩარევის გარეშე.

✨ აღადგენს კანის დამცველობით ფუნქციას და ბარიერს

შედეგს ხშირად პირველი-მეორე სეანსის შემდეგაც კი ხედავთ.

ნუ აწვალებთ პატარას მალამოებით. მოიყვანეთ "მარილის აბაზანებზე" და ნახეთ, როგორ გაუსუფთავდება კანი თვალსა და ხელს შუა.

👶 ჯანსაღი კანი იწყება აქ: ჯავშნისთვის დაგვირეკეთ📞 599227764

#დიათეზი #დერმატიტი #გამონაყარი #სუფთაკანი #მარილისოთახი #ჰალოთერაპია #ბრონქიტი #ბუნებრივიმეთოდი #კანი

✨ როგორ მოვაგვაროთ ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა ერთდროულად, ქიმიის გარეშე?🌿 ერთი ბუნებრივი მეთოდი — 4️⃣ სხვადასხვა შე...
09/04/2026

✨ როგორ მოვაგვაროთ ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემა ერთდროულად, ქიმიის გარეშე?

🌿 ერთი ბუნებრივი მეთოდი — 4️⃣ სხვადასხვა შედეგი!

ჩვენ ხშირად თითოეულ სიმპტომს ცალ-ცალკე ვებრძვით: ხველისთვის — სიროფი, კანისთვის — მალამო, სტრესისთვის — დამამშვიდებელი...

შედეგად, ჩვენი ორგანიზმი იტვირთება ქიმიური ნივთიერებებით, ღვიძლი და თირკმელები კი გადაღლილია მათი გადამუშავებით.

🛑 დროა, სხეულს ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ!

მარილის ოთახის უნიკალურობა სწორედ მის მრავალმხრივ ეფექტშია. 40 წუთიანი სეანსის დროს, თქვენ უბრალოდ ისვენებთ სავარძელში, ორგანიზმი კი ერთდროულად იღებს სარგებელს 4 მიმართულებით:

🌬️ წმენდს და კურნავს სასუნთქ სისტემას: (ბრონქიტი, ასთმა, ხველა, სპაზმი ).

🛡️ აძლიერებს იმუნიტეტს: (იცავს ვირუსებისგან).

✨ აჯანსაღებს კანს: (აკნე, ეგზემა, დერმატიტი, დიათეზი, ფსორიაზი, გამონაყარი).

🧘‍♀️ აწესრიგებს ნერვულ სისტემას: ( სტრესი, უძილობა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი).

ეს არის იდეალური გზა, ებრძოლოთ ანთებას და სხვა პრობლემებს მხოლოდ ბუნებრივი რესურსით, ზედმეტი მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე.

🤰 ჰალოთერაპია მნიშვნელოვანია ორსულებისთვის! ❤️

მომავალი დედებისთვის ეს ნამდვილი შვებაა. როდესაც ორსულობისას მედიკამენტების 90% აკრძალულია, როგორ ვუმკურნალოთ გაციებას, ვირუსს , ბრონქიტს ან ალერგიას?

მარილის ოთახი არის ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური გარემო ორსულებისთვის. აქ მკურნალობა არ ვნებს ნაყოფს, პირიქით — ჟანგბადით ამარაგებს მას, დედას კი იცავს ვირუსებისგან და დედას სიმშვიდეს ჰგვრის.

აირჩიეთ ჯანმრთელობის უსაფრთხო გზა!

🌿 დაჯავშნეთ ვიზიტი და გაიჯანსაღეთ სხეული კომპლექსურად: 📲 599227764

#უწამლოდ #ჰალოთერაპია #ბუნებრივიმეთოდი #მარილისოთახი #ორსულობა #ასთმა #მარილისოთახი #ბრონქიტი #იმუნიტეტი

"ბაღის სინდრომი" 🤯 "ბაღში 3 დღე დადიან, სახლში 2 კვირა ავად არიან..." — ნაცნობი სცენარია? მშობლების 90%-ისთვის ზამთარი დ...
07/04/2026

"ბაღის სინდრომი"

🤯 "ბაღში 3 დღე დადიან, სახლში 2 კვირა ავად არიან..." — ნაცნობი სცენარია?

მშობლების 90%-ისთვის ზამთარი და გაზაფხული კოშმარს ჰგავს: დაუსრულებელი ვირუსები, სიცხეები, ანტიბიოტიკები და გაცდენილი დღეები.

თქვენ არ ხართ დამნაშავე, უბრალოდ ბავშვის იმუნიტეტს სჭირდება "აბჯარი". 🛡️

🧂 რატომ არის მარილის ოთახი საუკეთესო გამოსავალი ბაღის და სკოლის ბავშვებისთვის?

წარმოიდგინეთ, რომ მარილის მიკრონაწილაკები მუშაობენ როგორც "მწმენდავები":

✅ ისინი შედიან ღრმად სასუნთქ გზებში და კლავენ ბაქტერიებს, სანამ ისინი გამრავლდებიან.

✅ ასუფთავებენ ფილტვებს დაგროვილი ლორწოსგან.

✅ ქმნიან ბუნებრივ ბარიერს, რომ ვირუსი ადვილად ვეღარ მოერიოს ორგანიზმს.

შედეგი? ბავშვი უფრო იშვიათად ხდება ავად, ხოლო თუ გახდება — ძალიან მსუბუქად გადააქვს.

ნუ დაელოდებით მორიგ სიცხეს. დაიწყეთ პრევენცია დღესვე!

👉 ჩაეწერეთ ვიზიტზე: 599 22 77 64

⭕️დაიღალეთ ბავშვის ხშირი გაციებით, ხველით ან კანის პრობლემებით?აღმოაჩინეთ ბუნებრივი სუპერძალა მათი ჯანმრთელობისთვის!მშობ...
05/04/2026

⭕️დაიღალეთ ბავშვის ხშირი გაციებით, ხველით ან კანის პრობლემებით?
აღმოაჩინეთ ბუნებრივი სუპერძალა მათი ჯანმრთელობისთვის!

მშობლებო, ყველას გვინდა ჩვენი პატარები ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ.
მარილის თერაპია (იგივე ჰალოთერაპია) არის 100%-ით ბუნებრივი, უსაფრთხო და არამედიკამენტური მეთოდი, რომელიც საოცარ შედეგებს იძლევა ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერებაში.

ეს არ არის უბრალოდ მარილიანი ოთახი, ეს არის გარემო, სადაც ჰაერი გაჯერებულია მშრალი მარილის მიკროსკოპული ნაწილაკებით, რომლებსაც აქვს ძლიერი სამკურნალო ეფექტი.

აი, როგორ ეხმარება მარილის ოთახი თქვენს შვილს:

🛡️ ძლიერი იმუნიტეტი და თავისუფალი სუნთქვა: ბავშვები სეზონურ ვირუსებს ყველაზე ხშირად ითვისებენ. მარილი ბუნებრივი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა. მისი შესუნთქვა:
ასუფთავებს სასუნთქ გზებს დაგროვილი ლორწოსგან.
ამცირებს ხველას, ბრონქიტის, ასთმისა და ალერგიის სიმპტომებს.
"აიარაღებს" იმუნურ სისტემას ვირუსებთან საბრძოლველად, რაც ნიშნავს ნაკლებ გაცდენილ დღეებს ბაღსა თუ სკოლაში!

💧 ჯანსაღი და მშვიდი კანი:
ბავშვის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მარილის აეროზოლი კანზე მოხვედრისას ანადგურებს ბაქტერიებს და ამცირებს ანთებით პროცესებს. ეს იდეალურია ისეთი პრობლემების დროს, როგორიცაა:
ეგზემა და ატოპიური დერმატიტი.
ფსორიაზი.
სხვადასხვა სახის გამონაყარი და კანის სიმშრალე.
ალერგიული გამონაყარი

🧸 ეს სახალისოა - მკურნალობა სტრესის გარეშე! ბავშვებისთვის სეანსი არ ჰგავს სამედიცინო პროცედურას. ჩვენი მარილის ოთახი მათთვის ერთი დიდი, თეთრი "ქვიშის" (სინამდვილეში კი მარილის!) მოედანია. ისინი თამაშობენ სათამაშოებით, ერთობიან და ამასობაში, თამაშ-თამაშში, ისუნთქავენ სამკურნალო ჰაერს.
მიეცით თქვენს შვილს საშუალება, გაიძლიეროს ორგანიზმი ბუნებრივი გზით, მედიკამენტების გარეშე.

👇 დაჯავშნეთ ვიზიტი და აჩუქეთ პატარას ჯანმრთელობა! 👇
📲 599227764
მისამართი :
ზ.ანჯაფარიძის 2 . დ.ტატიშვილის რეაბილიტაციის ცენტრი

🌬️ ფქოდ (COPD) და თავისუფალი სუნთქვა: როგორ ეხმარება მარილი ფილტვებს რეაბილიტაციაში?ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავა...
30/03/2026

🌬️ ფქოდ (COPD) და თავისუფალი სუნთქვა: როგორ ეხმარება მარილი ფილტვებს რეაბილიტაციაში?

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) არ არის უბრალოდ „ხველა“. ეს არის მდგომარეობა, როდესაც სასუნთქი გზები მუდმივად ანთებადია, ვიწროვდება და ფილტვებში ჰაერის მოძრაობა იზღუდება.

მთავარი გამოწვევა: წებოვანი ლორწო (ნახველი), რომელიც სასუნთქ გზებში გროვდება და ბაქტერიების გამრავლების ბუდეს ქმნის.

🧂 რატომ არის ჰალოთერაპია ფქოდ-ის დროს სასარგებლო ?
ჰალოთერაპია (მარილის თერაპია) მოქმედებს იქ, სადაც ტრადიციული მედიკამენტები ხშირად ვერ აღწევენ. აი, კონკრეტული სამეცნიერო ეფექტები:

✅ ბუნებრივი მუკოლიზური ეფექტი: მშრალი მარილის მიკრონაწილაკები აღწევენ ალვეოლებში და ათხელებენ სქელ, წებოვან ნახველს. შედეგად, ნახველის გამოდევნა ხდება გაცილებით მარტივი.

✅ ანთების და შეშუპების შემცირება: მარილის აეროზოლი აცხრობს შეშუპებულ ლორწოვან გარსს, რაც ხელს უწყობს სასუნთქ არხების გაფართოებას.

✅ანტიბაქტერიული „წმენდა“: მარილი თრგუნავს მავნე ბაქტერიების ზრდას. ფქოდ-ის დროს ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი ბაქტერიული ინფექცია დაავადების გამწვავებას იწვევს.

✅ სუნთქვის კუნთების რელაქსაცია: სეანსის დროს მშვიდი სუნთქვა და იონებით გაჯერებული ჰაერი ამცირებს ბრონქოსპაზმს.

📈 რა შედეგს იღებს პაციენტი?

✅მცირდება ქოშინი (ჰაერის უკმარისობა) სიარულისას.

✅ნაკლებად იყენებთ საინჰალაციო „მაშველ“ პრეპარატებს.

✅უმჯობესდება ძილის ხარისხი (ღამის ხველა იკლებს).

✅ ორგანიზმი ხდება უფრო მდგრადი სეზონური ვირუსების მიმართ.

⭕️მნიშვნელოვანი შენიშვნა: ჰალოთერაპია არ ანაცვლებს ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტურ მკურნალობას, ის არის უძლიერესი სარეაბილიტაციო ინსტრუმენტი, რომელიც საგრძნობლად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

📍 ნუ შეეგუებით სუნთქვის სიმძიმეს. მიეცით თქვენს ფილტვებს „მეორე სუნთქვის“ შანსი.

📞 დაჯავშნეთ ბიზიტი : 599227764
🏠 მისამართი: ზ.ანჯაფარიძის 2, დავით ტატიშვილის რეაბილიტაციის ცენტრი

🌸 გაზაფხული ძალაში შედის – მოემზადე ალერგიის სეზონისთვის!⭕️მილიონობით ადამიანისთვის ეს სეზონი მუდმივ სურდოსთან, ცხვირის ...
22/03/2026

🌸 გაზაფხული ძალაში შედის – მოემზადე ალერგიის სეზონისთვის!

⭕️მილიონობით ადამიანისთვის ეს სეზონი მუდმივ სურდოსთან, ცხვირის გაჭედვასთან, თვალების ქავილთან და ზოგად დისკომფორტთან ასოცირდება.

თუ თქვენც გეცნობათ ეს სიმპტომები, მაშინ იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ და რაც მთავარია – არსებობს ბუნებრივი და ეფექტური გამოსავალი!

🛡️ გაზაფხულის „უხილავი მტრები“ – ქალაქის მტვერი, ყვავილის მტვერი და დასუსტებული იმუნიტეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ალაგებთ, საყოფაცხოვრებო მტვერი მაინც გროვდება და თქვენს სასუნთქ გზებს „უტევს“. ამას ემატება გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ჰაერში გააქტიურებული ყვავილის მტვერი (პოლინოზი), რომელიც ალერგიული რეაქციის მთავარი გამომწვევია.

და რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას – ზამთრის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი გამოფიტულია და იმუნური სისტემა დასუსტებული. ეს ნიშნავს, რომ ალერგენების მიმართ უფრო მგრძნობიარეები ვართ და ვირუსული ინფექციების რისკიც იზრდება.

🧂 მარილის ოთახი არის ბუნებრივი ფარი ალერგიისა და სუსტი იმუნიტეტის წინააღმდეგ.

მარილის თერაპია (ჰალოთერაპია) არის სრულიად ბუნებრივი, უმტკივნეულო და სასიამოვნო საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ გაზაფხულის სეზონთან გამკლავებაში:

⭕️ბუნებრივი ინჰალაცია: მარილიანი აეროზოლი ღრმად აღწევს სასუნთქ გზებში, ასუფთავებს მათ მტვრისგან, ალერგენებისგან და ლორწოსგან, რაც აადვილებს სუნთქვას.

⭕️ანთების საწინააღმდეგო მოქმედება: მარილი ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელიც ამცირებს ანთებას, ხსნის გაჭედილი ცხვირისა და ხველის სიმპტომებს.

⭕️იმუნიტეტის გაძლიერება: მარილის იონები აუმჯობესებენ ადგილობრივ იმუნიტეტს სასუნთქ გზებში, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმი უკეთ უმკლავდება ალერგენებსა და ვირუსებს.

⭕️რელაქსაცია: სეანსი მარილის ოთახში ხელს უწყობს რელაქსაციას, ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს ძილს, რაც ასე აუცილებელია დასუსტებული ორგანიზმისთვის.

💡 ნუ დაელოდებით, სანამ ალერგია პიკს მიაღწევს. გაზაფხულის სეზონისთვის მომზადება ახლავე დაიწყეთ!

✨ დაუბრუნეთ თავს სუნთქვის სიმსუბუქე და დატკბით გაზაფხულით.

📍 დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ პირველი სეანსი: 599227764. დავით ტატიშვილის რეაბილიტაციის ცენტრი, ზ.ანჯაფარიძის 2

როდესაც სასუნთქი გზები მტვრით და ლორწოთია გაჭედილი, ორგანიზმი „გადარჩენის რეჟიმშია“ და არა „განვითარების“. იმუნიტეტი მაშ...
21/03/2026

როდესაც სასუნთქი გზები მტვრით და ლორწოთია გაჭედილი, ორგანიზმი „გადარჩენის რეჟიმშია“ და არა „განვითარების“.
იმუნიტეტი მაშინ კი არ ძლიერდება, როცა ბევრ წამალს სვამთ, არამედ მაშინ, როცა მას მუშაობაში ხელს არაფერი უშლის.

მარილის თერაპია არის ორგანიზმის წმენდა და იმუნიტეტის გაძლიერება:

✅ მარილი გამოდევნის იმას, რაც სასუნთქ გზებში არ უნდა იყოს

✅ ფილტვები იწყებს 100%-ით მუშაობას.

✅ ჟანგბადი უკეთ მიეწოდება ტვინს და სახვადასხვა ქსოვილებს

ეს არის სივრცე, სადაც მარილი ასუფთავებს ყველაფერს – ფილტვებიდან დაწყებული, სტრესით დამთავრებული. ✨

📲ჩასაწერად დაგვირეკეთ: 599227764

🔋 დაუბრუნეთ შვილს ენერგია და კონცენტრაცია: ჟანგბადის „გადატვირთვა“  ანუ 🧠 ჟანგბადი ტვინისთვის – მარილი ფილტვებისთვის: ფო...
03/03/2026

🔋 დაუბრუნეთ შვილს ენერგია და კონცენტრაცია: ჟანგბადის „გადატვირთვა“ ანუ
🧠 ჟანგბადი ტვინისთვის – მარილი ფილტვებისთვის: ფორმულა უკეთესი სწავლისთვის

იცით, რატომ არის თქვენი შვილი სულ დაღლილი, მოწყენილი და უყურადღებო?

ხშირად გვგონია, რომ ბავშვის მოუსვენრობა, ხშირი გაციება ან დაბალი კონცენტრაცია უბრალოდ „ბავშვობაა“ ან „ხასიათი“. სინამდვილეში, ეს შეიძლება ჟანგბადის ქრონიკული ნაკლებობის ბრალი იყოს!
დაბინძურებული ჰაერი, ალერგენები, მტვერი და გაჭედილი სასუნთქი გზები არ აძლევს ფილტვებს საშუალებას, ორგანიზმი სრულყოფილად მოამარაგოს ჟანგბადით .

წარმოიდგინეთ: ტვინი, რომელსაც მუდმივად ჟანგბადი აკლია, ვერ იქნება კონცენტრირებული. სხეული, რომელიც არასაკმარის ჟანგბადს იღებს, მუდმივად დაღლილია და ადვილად ავადდება.

რა ხდება ჩვენთან? ჩვენ ვქმნით ჟანგბადის სრულყოფილ გარემოს. მარილის აეროზოლი ბუნებრივად წმენდს სასუნთქ სისტემას, აფართოებს ბრონქებს და უზრუნველყოფს ჟანგბადის მაქსიმალურ შეწოვას. ეს არ არის უბრალოდ „სუნთქვა“, ეს არის სრულიად ახალი დონის ჟანგბადის მიწოდება ორგანიზმისთვის.

მარილის პროცედურების შემდეგ თქვენი შვილი გახდება უფრო ენერგიული, გაუმჯობესდება ყურადღება და კონცენტრაცია, მადა და ძილი.
ეს მას სწავლის პროცესშიც დაეხმარება და რაც მთავარია, დაივიწყებთ გაუთავებელ ავადმყოფობებს.

⭕️ კურსი 10-15 პროცედურა

⭕️ მისამართი: ზ.ანჯაფარიძის 2. დავით ტატიშვილის რეაბილიტაციის ცენტრი
📲ჩასაწერად დაგვირეკეთ 599227764

🌸 გაზაფხული მოდის: რატომ „აფერხებს“ ის ჩვენი შვილების ჯანმრთელობას?გაზაფხული მხოლოდ ყვავილობა და სითბო არ არის. მშობლები...
24/02/2026

🌸 გაზაფხული მოდის: რატომ „აფერხებს“ ის ჩვენი შვილების ჯანმრთელობას?

გაზაფხული მხოლოდ ყვავილობა და სითბო არ არის. მშობლებისთვის ეს ხშირად დაუსრულებელი ცხვირსახოცების, ხველისა და „გაზაფხულის ალერგიების“ პერიოდია.

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენს პატარას გაზაფხულზე ეწყება:

⭕️ თვალების ქავილი და ცრემლდენა;

⭕️ გაჭედილი ცხვირი (განსაკუთრებით ძილის დროს);

⭕️ მშრალი ხველა, რომელიც არ გადადის;

⭕️ ზოგადი სისუსტე და უენერგიობა.

ეს ნიშანია, რომ ბავშვის ორგანიზმს დახმარება სჭირდება!

🛡️ დასუსტებული იმუნიტეტი და „უხილავი მტრები“,
ზამთრის შემდეგ ბავშვების იმუნური სისტემა გამოფიტულია. ამ დროს ჰაერში გააქტიურებული ყვავილის მტვერი და ოთახში დაგროვილი საყოფაცხოვრებო მტვერი ორმაგად უტევს მათ ნაზ სასუნთქ გზებს.

🧂 რატომ არის მარილის ოთახი საუკეთესო გამოსავალი პატარებისთვის?
მარილის ოთახი (ჰალოთერაპია) არის სრულიად ბუნებრივი, უმტკივნეულო და სასიამოვნო საშუალება ბავშვის ჯანმრთელობისთვის:

ბუნებრივი ინჰალაცია: მარილიანი აეროზოლი წმენდს ბრონქებსა და ცხვირის ღრუს მტვრისგან და ალერგენებისგან.

იმუნიტეტის „ბუსტერი“: მარილის იონები აძლიერებენ ადგილობრივ იმუნიტეტს, რაც ნიშნავს, რომ ბავშვი უფრო იშვიათად გახდება ავად.

მშვიდი ძილი: სუფთა სასუნთქი გზები უზრუნველყოფს ღრმა და მშვიდ ძილს, რაც ასე აუცილებელია ზრდისთვის.

თამაში და ჯანმრთელობა: ჩვენთან ბავშვები არ „მკურნალობენ“ — ისინი თამაშობენ მარილში ისევე როგორც ქვიშაში, ერთობიან და ამავდროულად ჯანმრთელდებიან!

💡 ნუ დაელოდებით, გაზაფხულის სეზონისთვის მომზადება ახლავე დაიწყეთ!✨

📍 დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ სეანსი: 599227764, ზ.ანჯაფარიძის 2, დავით ტატიშვილის რეაბილიტაციის ცენტრი

🛑 რას სუნთქავთ სინამდვილეში? სიმართლე მტვერზე, რომელიც თქვენს სახლში „ცხოვრობს“იცოდით, რომ საშუალო სტატისტიკურ ბინაში წე...
20/02/2026

🛑 რას სუნთქავთ სინამდვილეში? სიმართლე მტვერზე, რომელიც თქვენს სახლში „ცხოვრობს“
იცოდით, რომ საშუალო სტატისტიკურ ბინაში წელიწადში 20 კილოგრამამდე მტვერი გროვდება?

დიახ, თქვენ არ მოგესმათ. მაშინაც კი, თუ ყოველდღე აწესრიგებთ სახლს, მტვერი მაინც იქაა. მაგრამ მთავარი პრობლემა მისი რაოდენობა კი არა, მისი შემადგენლობაა:

⭕️კანის მკვდარი უჯრედები;

⭕️სამშენებლო მტვერი

⭕️ყვავილის მტვერი;

⭕️მტვრის ტკიპები ( ფოტოზე სწორედ მტვრის ტკიპაა - მიკროსკოპული ორგანიზმები, რომლებიც ალერგიის მთავარი გამომწვევები არიან).

😷 რატომ არის მტვერი საშიში?
როდესაც ჩვენ ამ ნაზავს ვსუნთქავთ, უხილავი ნაწილაკები აღიზიანებენ სასუნთქ გზებს.
შედეგი?

⭕️ მუდმივი სურდო

⭕️ დილის ხველა

⭕️ დაღლილობის შეგრძნება

⭕️ გამწვავებული ალერგიები.

⭕️ კანის პრობლემები

ჩვენი ფილტვები ყოველდღიურად „ფილტრავენ“ ამ მავნე ნივთიერებებს, რაც დროთა განმავლობაში იმუნიტეტს ასუსტებს.

🧂 როგორ შველის ამას მარილის ოთახი?
თუ სახლში მტვრისგან სრულად გათავისუფლება შეუძლებელია, ფილტვების „გენერალური დალაგება“ სრულიად რეალურია!

მარილის ოთახში ჰაერი გაჯერებულია მშრალი მარილის აეროზოლით და უარყოფითი იონებით, რომლებიც მოქმედებს როგორც ბუნებრივი მაგნიტი და ჯაგრისი:

წმენდს სასუნთქ გზებს: მარილის ნაწილაკები აღწევენ ფილტვების ყველაზე ღრმა წერტილებში და ეხმარებიან ორგანიზმს დაგროვილი მტვრისა და ლორწოს გამოდევნაში.

ანადგურებს ბაქტერიებს: მარილი ბუნებრივი ანტისეპტიკია, რომელიც კლავს მიკრობებს და ამცირებს ანთებას.

ამცირებს ალერგიულ რეაქციას: ჰალოთერაპია „ამშვიდებს“ ლორწოვან გარსს, რაც მტვრის მიმართ თქვენს მგრძნობელობას საგრძნობლად ამცირებს.

„ერთი სეანსი მარილის ოთახში — ეს არის თქვენი ფილტვების შვებულება მტვრიანი ქალაქისგან.“

💡 ნუ დაელოდებით ალერგიის გამწვავებას. მიეცით თქვენს სასუნთქ სისტემას სუფთა ჰაერით სუნთქვის საშუალება!

📍 გვეწვიეთ: ზ.ანჯაფარიძის 2 ნომერში და იგრძენით განსხვავება პირველივე სეანსის შემდეგ.

📲 ჩასაწერად დაგვირეკეთ : 599227764

Address

ზ. ანჯაფარიძის #2 დ. ტატიშვილის სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 10:00 - 18:30
Tuesday 10:00 - 18:30
Wednesday 10:00 - 18:30
Thursday 10:00 - 18:30
Friday 10:00 - 18:30
Saturday 10:00 - 14:00

Telephone

+995599227764

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Halotherapy - ჰალოთერაპია - მარილის ოთახი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category