კავკასიის მედიცინის ცენტრი • Caucasus Medical Centre

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კავკასიის მედიცინის ცენტრი • Caucasus Medical Centre

კავკასიის მედიცინის ცენტრი • Caucasus Medical Centre კავკასიის მედიცინის ცენტრის ოფიციალური გვერდი

კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს მულტიპროფილურ ჰოსპიტალს, რომელიც ქვეყნის და რეგიონის მოსახლეობას სთავაზობს უახლეს სამედიცინო კვლევებზე და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიებს.
კავკასიის მედიცინის ცენტრში ხორციელდება რთული სამედიცინო ინტერვენციები გეგმიურ და გადაუდებელ რეჟიმში; არის JCI საერთაშირისო სტანდარტების შესაბამისად აშენებული, რაც პაციენტებისთვის ქმნის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს. საწოლების რაოდენობა: 320

🔵23-25 ოქტომბერს კავკასიის მედიცინის ცენტრის თანაორგანიზებით თბილისში ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) მასტერკლ...
29/10/2025

🔵23-25 ოქტომბერს კავკასიის მედიცინის ცენტრის თანაორგანიზებით თბილისში ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) მასტერკლასი ჩატარდა.

3 დღის განმავლობაში მასტერკლასის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდნენ მსოფლიოს მასშტაბით დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც ერთმანეთს გაუზიარეს ონკოგინეკოლოგიის სფეროში უახლესი მიდგომები და ევროპის მასშტაბით სპეციალისტთა მომზადების ერთიანი სტანდარტები.

📎სამდღიანი ინტენსიური პროგრამა მოიცავდა მრავალდარგობრივ ლექციებს, ქეისების განხილვებსა და ქირურგიული მიდგომების ვიდეო-პრეზენტაციებს.

ESGO-ENYGO მასტერკლასის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტს არჩილ შარაშენიძე ხელმძღვანელობდა.

29/10/2025

🔵29 ოქტომბერი ფსორიაზის საერთაშორისო დღეა


სოფო ლილუაშვილი - JCI-ის მიერ აკრედიტებული კავკასიის მედიცინის ცენტრის დერმატო-ვენეროლოგი, დერმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ფსორიაზის დაავადებასთან დაკავშირებულ მითებზე საუბრობს.

იყავით ინფორმირებული და იცოდეთ, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ჰოსპიტალს.

ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს: https://myhealth.cmchospital.ge/search/?FilterDoctorName=sofiko_liluashvili

📞დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 600 600
📍ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის N23

24/10/2025

🔵კავკასიის მედიცინის ცენტრის თანაორგანიზებით თბილისში ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) მასტერკლასი გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს ონკოგინეკოლოგიის სფეროში უახლესი მიდგომების გაზიარებას და ევროპის მასშტაბით სპეციალისტთა მომზადების ერთიანი სტანდარტების განვითარებას.

სამდღიანი ინტენსიური პროგრამა მოიცავს მრავალდარგობრივ ლექციებს, ქეისების განხილვებსა და ქირურგიული მიდგომების ვიდეო-პრეზენტაციებს.

📎ESGO-ENYGO მასტერკლასის ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელია არჩილ შარაშენიძე.

მასტერკლასის ფარგლებში საქართველოს ეწვიენ მსოფლიოს მასშტაბით დარგის წამყვანი სპეციალისტები, მათ შორის ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, ავსტრიიდან, ნორვეგიიდან, ჩეხეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან

📅 10 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, კავკასიის მედიცინის ცენტრში, კონსულტაციებს ჩაატარებს ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშ...
21/10/2025

📅 10 ნოემბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, კავკასიის მედიცინის ცენტრში, კონსულტაციებს ჩაატარებს ენდოსკოპიური ქირურგიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის CICE-ს დირექტორი, პროფესორი - რევაზ ბოჭორიშვილი.

👉🏻 კონსულტაციებთან ერთად პაციენტებს საშუალება ექნებათ ჩაიტარონ ოპერაციული მკურნალობა.

👨‍⚕️ ოპერაციებს ჩაატარებენ რევაზ ბოჭორიშვილი და გინეკოლოგი - ვადიმ ხატიაშვილი.

📞ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 2 600 600
📍 კავკასიის მედიცინის ცენტრი, ქავთარაძის 23

20/10/2025

🏥 სოფიო ნემსაძე - JCI-ის მიერ აკრედიტებული კავკასიის მედიცინის ცენტრის ინფექციონისტი, ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებულ მითებს გიზიარებთ.

მითები და რეალობა ტკიპას ნაკბენზე, გრიპის ვაქცინაზე, ანტიბიოტიკოთერაპიასა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე - იყავით ინფორმირებული და იცოდეთ, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ჰოსპიტალს.

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 600 600

📍 ქ.თბილისი, პეტრე ქავთარაძის N23

15/10/2025

ჩაიტარეთ სეზონური გრიპის ვაქცინაცია უფასოდ კავკასიის მედიცინის ცენტრში!

🇫🇷ვაქცინაციისთვის გამოიყენება 4 კომპონენტიანი, ფრანგული წარმოების ვაქსიგრიპი ტეტრა.

გახსოვდეთ, რომ გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტიანი და უსაფრთხო საშუალება ვაქცინაციაა.

შეხვდით ზამთარს დაცულები!

☎️დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 2 600 600
📍ქ.თბილისი პეტრე ქავთარაძის N23

12/10/2025

12 ოქტომბერი ართრიტის საერთაშორისო დღეა 🔎 როგორ ამოვიცნოთ ართრიტი და როდის მივმართოთ რევმატოლოგს?

სახსრების დაავადებებთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე კავკასიის მედიცინის ცენტრის რევმატოლოგიური ცენტრის ხელძღვანელი, რევმატოლოგი ნინო ცისკარიშვილი საუბრობს გადაცემაში - "ოჯახის ექიმი" 👇

🔵14 ოქტომბერს კავკასიის მედიცინის ცენტრის ამბულატორიული სერვისები სრულად ხელმისაწვდომი იქნება. ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში ...
09/10/2025

🔵14 ოქტომბერს კავკასიის მედიცინის ცენტრის ამბულატორიული სერვისები სრულად ხელმისაწვდომი იქნება. ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 600 000

გისურვებთ ჯანმრთელობას 💙

🔗 myhealth.cmchospital.ge

08/10/2025

👩‍⚕️ კავკასიის მედიცინის ცენტრის გასტროენტეროლოგი - ეკა ზალიკიანი ახალ ვიდეოში ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალურ მოსაზრებებს გიზიარებთ.

კიდევ რა მითები გსმენიათ გასტროენტეროლოგიაში? 👇 გაგვიზიარეთ კომენტარებში.

📞 კონსულტაციისა და კვლევის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 600 600

📍ქ. თბილისი, ქავთარაძის 23

📎2025 წლის 23-25 ოქტომბერს, კავკასიის მედიცინის ცენტრის თანაორგანიზატორობით საქართველო ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციი...
07/10/2025

📎2025 წლის 23-25 ოქტომბერს, კავკასიის მედიცინის ცენტრის თანაორგანიზატორობით საქართველო ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) და ევროპის ახალგაზრდა ონკოგინეკოლოგთა ქსელის (ENYGO) მასტერკლასს უმასპინძლებს!

3-დღიანი ინტენსიური საგანმანათლებლო მასტერკლასის თემები მოიცავს: კლინიკურ ონკოლოგიას, რადიაციულ ონკოლოგიას და ონკოქირურგიას.

🔵მასტერკლასის თანაორგანიზატორია კავკასიის მედიცინის ცენტრი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ESGO (ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის) აკრედიტაცია მიენიჭა საკვერცხის კიბოს ქირურგიულ მართვაში.

ESGO აკრედიტაცია უმაღლესი საერთაშორისო კლინიკური ხარისხის ნიშანია ონკოგინეკოლოგიის სფეროში

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.esgo.org/courses/esgo-enygo-masterclass-2025/

🔵კავკასიის მედიცინის ცენტრის რეზიდენტების წარმატება 2025 წლის ფილტვის კიბოს მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა ესპან...
06/10/2025

🔵კავკასიის მედიცინის ცენტრის რეზიდენტების წარმატება 2025 წლის ფილტვის კიბოს მსოფლიო კონფერენციაზე, რომელიც ჩატარდა ესპანეთში, ბარსელონაში (WCLC 2025).

კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური განყოფილების გუნდის წევრებმა, ანა წერეთელმა და ანა გეგუჩაძემ, ფილტვის კიბოს მსოფლიო კონფერენციაზე, ჩვენი ჰოსპიტლის სამეცნიერო გუნდის ორი კვლევა, ელექტრონული პოსტერის სახით წარადგინეს .

🔗აღნიშნული კვლევები ასახავს საქართველოში ფილტვის კიბოს მკურნალობის სპეციფიკას, ყურადღებას ამახვილებს არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ პროგრესზე.

გარდა ამისა, ანა წერეთელი და ანა გეგუჩაძე მონაწილეობდნენ IASLC-ის საგრანტო განაცხადების მომზადების ვორქშოფში, სადაც მათ საშუალება მიეცათ, გაეცვალათ იდეები საერთაშორისო ექსპერტებთან, მიეღოთ რჩევები კონკურენტული კვლევითი პროექტების შესამუშავებლად და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

06/10/2025

🔎 ჯანმრთელობის შემოწმება მნიშვნელოვანია მაშინაც, როცა არაფერს უჩივით.

რუსუდან ჯოჯუა - ჯანმრთელობაზე პერსონალური ზრუნვის და პრევენციის ცენტრი ველმოს ხელმძღვანელი იმ დაავადებებზე საუბრობს, რომლებიც დასაწყისში სრულიად უსიმპტომოდ შეიძლება მიმდინარეობდეს.

ნახეთ ვიდეო სრულად და გაიგეთ მეტი ჯანმრთელობის პრევენციული გამოკვლევის მარტივ პროცესზე კავკასიის მედიცინის ცენტრში 👇

ექიმთან ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს: https://myhealth.cmchospital.ge/search/?FilterCityID=1&FilterLocationID=1&FilterDoctorName=rusudan_j...

📞 ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 600 600

Address

23, P. Kavtaradze Str
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კავკასიის მედიცინის ცენტრი • Caucasus Medical Centre posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to კავკასიის მედიცინის ცენტრი • Caucasus Medical Centre:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category

ჩვენ შესახებ

კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს მულტიპროფილურ ჰოსპიტალს, რომელიც ქვეყნის და რეგიონის მოსახლეობას სთავაზობს უახლეს სამედიცინო კვლევებზე და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიებს.

კავკასიის მედიცინის ცენტრში ხორციელდება რთული სამედიცინო ინტერვენციები გეგმიურ და გადაუდებელ რეჟიმში; არის JCI საერთაშირისო სტანდარტების შესაბამისად აშენებული, რაც პაციენტებისთვის ქმნის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს. საწოლების რაოდენობა: 320

სერვისები:


  • სრული პოლიპროფილური ამბულატორიული მომსახურება