LOR pathology / Khatuna Chitadze Offical

LOR pathology / Khatuna Chitadze Offical ხათუნა ჩიტაძე-ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი оториноларинголог

30/09/2025

ცხვირის პრობლემებით გამოწვეული ჟანგბადის დეფიციტი ორგანიზმში

30/09/2025

ცხვირის პრობლემებით გამოწვეული ჟანგბადის დეფიციტი ორგანიზმში👇👇👇

30/10/2023

ალერგიული რინიტი !!!

21-ე საუკუნე, ალერგიის საუკუნედ მოიხსენიება. გაზაფხული და შემოდგომა კი განსაკუთრებულად ხელსაყრელი პერიოდებია ალერგიული რინიტისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყოველ მე-10 ადამიანს ალერგიული რეაქცია უვითარდება სხვადასხვა ორგანული თუ არაორგანული ნივთიერებების მიმართ. მათ შორის არიან პაციენტები, რომლებიც ალერგიულ რეაქციის განვითარებას აღნიშნავენ არა ბავშობიდან, არამედ ცხოვრების მოგვიანებით ეტაპზე.
❗️❗️❗️ნიშნები ალერგიული რინიტისას:
1. ცემინება
2. ცრემლდენა
3. ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გაჭედილობის შეგრძნება
4.ცხვირიდან გამონადენი,უფრო ხშირად ცხვირ-ხახაში ჩანადენის სახით
აღსანიშნავია, რომ ალერგიული რინიტის დროს, სუნთქვის გაძნელება თანდათანობით, უკვე გართულებული შემთხვევების დროს ვლინდება და რაღაც ეტაპზე შუძლებელიც კი ხდება. ამას საბოლოო ჯამში შრომის უნარიანობის დათრგუნვამდე მივყავართ. რაც თავისთავად პაციენტის ძლიერი სტრესის მიზეზი ხდება ალერგიული რინიტის საიდენტიფიკაციოდ საკმაოდ მკვეთრიი ნიშანია ცხვირიდან გამონადენი, უფრო ხშირად ცხვირ-ხახაში ჩანადენის სახით. სწორედ ეს ნიშანი, ლორწოვანის შეშუპებასთან ერთად იძლევა შემდგომში სუნთქვის გაძნელებას.
თუ ადამაინმა იცის ალერგიული რინიტის გამოწვევი, თავი უნდა აარიდოს მას,თუმცა უმრავლეს შემთხვევებში ეს შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული ფაქტორების გვერდის ავლა გულისხმობს საცხოვრებელი გარემოს შეცვლას, ყოველდღიური ყოფის გამოცვლას ,რაც დამეთანხმებით შეუძლებელია.
როგორ ვიქცევით ალერგიული რინიტის დროს?
აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, რის საფუძველზეც დაზუსტდება აღნიშნული პრობლემა მოგვარდება მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე თუ პაციენტისთვის სასურველი ეფექტის მისაღბად საჭირო იქნება ქირურგიული ჩარევა.ალერგიული რინიტის დროს,როგორც წესი ობიექტურად იცვლება ცხვირის ორივე სავალში ცხვირის ნიჟარების მოცულობა,ვითარდება ნიჟარების ჰიპერტროფია. თუ პრობლემა მოიცავს რამდენიმე წელს,ცხვირის ქვედა ნიჟარები მოცულობაში იმდენად იზრდება,რომ შეუძლებელი ხდება მათი შეჭმუხვნა მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე.შესაბამისად, სწორი სუნთქვის აღდგენის მიზნით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას, რაც მხოლოდ ოტორინოლარინგოლოგის კომპეტენციის ფარგლებშია.

ხათუნა ჩიტაძე-ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი

30/10/2023

  ალბათ, ბავშვობაში ყველას გვეკითხებოდნენ, თუ რა პროფესიის გვინდოდა გამოვსულიყავით, როდესაც გავიზრდებოდით. ჩემი...

06/07/2023

ექიმობა მისთვის, ყოველთვის ბედნიერებასთან ასოცირდებოდა. ბავშვურმა წარმოდგენებმა ექიმის პროფესია იმდენად შეაყ...

20/08/2022

ჰიპოქსია აქტუალური პრობლემებიდან !

22/03/2022

ჰიპოქსიის შედეგები ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში!!!
ევროპის ოტორინოლარინგოლოგთა და თავ-კისერის ქირურგთა ასოციაციის 2022 წლის შემაჯამებელი შეხვედრის საინტერესო ასპექტები!!!

ჰიპოქსია როგორც წესი მაპროვოცირებადი ფაქტორია ინსულტის,გულის იშემიური დაავადების და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებისთვის.ორგანიზმის ჰიპოქსიისადმი ადაპტაცია დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე და ერთ-ერთი არის: აუტოფაგია.
ბოლო დროს დიდ ყურადღებას იპყრობს ისეთი მექანიზმების შესწავლა,როგორიც არის ჰიპოქსიით გამოწვეულ აუტოფაგიასა და კიბოს უჯრედების მეტაბოლიზმს შორის ურთიერთკავშირის დადგენა. აუტოფაგია "თვითშთანთქმას" ნიშნავს და ის მიმდინარეობს მაშინ, როდესაც შიმშილობთ.შესაბამისად ჰიპოქსიით გამოწვეული აუტოფაგია გულისხმობს ორგანიზმში ჟანგბადის მწვავე დეფიციტს.ჟანგბადი აუცილებელი კომპონენტია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.საწყის ეტაპზე ჰიპოქსიის საპასუხოდ ორგანიზმი რთავს საკომპენსაციო მექანიზმებს რის საფუძველზეც ცდილობს ოქსიგენაციის აღდგენას ორგანიზმში.თუ ჰიპოქსია გრძელდება დიდი ხნის განმავლობაში შესაბამისად იცვლება უჯრედულ დონეზე სწორი ფუნქციონირება უჯრედის შემადგენელი კომპონენტების და საბოლოო ჯამში ორგანოების ,მათი სისტემების და მთლიანი ორგანიზმის ნორმალური ფუქციონირება,გროვდება ტოქსინები და არასასურველი ნივთიერებები,რასაც საბოლოო ჯამში მივყევართ,გადაგვარებული,არანორმალური ონკოუჯრედების გამრავლებამდე.
ყველაფრის გათვალისწინებით აუცილებელია დროულად შეფასდეს ორგანიზმის ჰიპოქსიური მდგომარეობა,და სწრაფად მოხდეს ორგანიზმის გაჯერება ჟანგბადით.
ყველაზე ხშირად ორგანიზმში ჰიპოქსიურ მდგომარეობას ქმნის ისეთი ოტორინოლარინგოლოგიური პატოლოგიები,როგორიც არის ცხვირ-ხახის ქრონიკული ნოზოლოგიები : ცხვირის ძგიდის გამრუდება,ნიჟარების ჰიპერტროფია,ალერგიული რინიტი,ცხვირ ხახის პოლიპოზი,ქრონიკული სინუსიტები და ბავშვთა ასაკში ადენოიდური ქსოვილის ჰიპერტროფია. პანდემიის არსებობის პირობებში ,ქრონიკულ ოტორინოლარინგოლოგიურ ნოზოლოგიებს ემატება კიდევ პირბადის ფაქტორი, რომელიც თავისთავად ამძიმებს ორგანიზმში ჰიპოქსიურ მდგომარეობას.
დღეს ძალიან აქტუალურია ე.წ. ,,ჩექაფის“განხორციელება რაც ჯანმრთელობის პერიოდულ შემოწმებას გულისხმობს.როგორც მცირეწლოვანმა ასევე ზრდასრულმა ადამიანმაც, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ჯანმრთელობის სრული სამედიცინო შემოწმება!
მათ შორის აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტიც. თუ ე.წ ,,ჩექაფი“განხორციელდება პერიოდულობით შესაბამისად დროულად იქნება დასმული სწორი დიაგნოზი ( ცხვირის ძგიდის გამრუდება,ჰიპერტროფიული რინიტი,ალერგიული რინიტი,ცხვირ-ხახის ონკოლოგიური წარმონაქმნები,ცხვირის პოლიპოზი ,ქრონიკული სინუსიტების და ბავშვთა ადენოიდური ქსოვილის ჰიპერტროფია),შესაბამისად საწყის ეტაპზევე მოხდება დაავადების თავიდან აცილება, მისი ადრეული დიაგნოსტიკა და განვითარების ადრეულ ეტაპზე მკურნალობა,რაც თავისთავად ბევრად უფრო მარტივი, იაფი და უსაფრთხო იქნება.
კლინიკურად ცხვირ-ხახის ქრონიკული დაავადებების გამოვლენა იწყება,ცხვირით სუნთქვის გაძნელებით ,ცხვირიდან ყელში ჩანადენით,თავის ტკივილებით ,რომელიც საწყის ეტაპზე პერიოდულად ვლინდება,მოგვიანებით ეტაპზე მუდმივი ყრუ ტკივილია თავის მიდამოში,ვლინდება გულის ფრიალი ,არითმიები პერიოდულად,სახე ფერმკრთალია,ქვედა ქუთუთოს მიდამოები ჩავარდლილი და ფერშეცვლილი,ყელში დისკონფორტი სიმშრალის და წვის შეგრძნებით ,რომელიც დილაობით მეტად ვლინდება,ძილი დარღვეული.
პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ოტორინოლარინგოლოგთან ვიზიტი და შეფასების შემდეგ სწორი მკურნალობის დაგეგმარება. არსებობს მკურნალობის ორი გზა : მედიკამენტოზური და ქირურგიული ,რომელიც უნდა შეირჩეს ექიმთან ვიზიტის დროს პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

14/01/2022

კოვიდ19 თუ ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება?

თუ შევაჯერებთ ყველა სიპტომს, რომელიც დამახასიათებელია ზემო რესპირატორული გზების ვირუსული ინფექციისთვის,რომლის დროსაც, როგორც წესი პროცესი ვითარდება საფეხურებრივად ვირუსული ინფექციის გართულების პარალელურად და ერთი უბნის ანთება არ გამორიცხავს მეორეს არსებობას, ვღებულობთ კლინიკურ სურათს, რომელიც არაფრით არ განსხვავდება covid-19 ვირუსით გამოწვეული კლინიკური სურათისგან.
ზამთრის სეზონზე ყველაზე ხშირად გავრცელებულ დაავადებათა შორისაა ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთება.
გამომწვევი: ვირუსი (გრიპის, პარაგრიპის ვირუსმა, ადენოვირუსმა, რინოვირუსმა, ენტეროვირუსმა); ბაქტერია (სტრეპტოკოკმა, მენინგოკოკმა); მიკოპლაზმა
ნიშნები:
არასპეციფიური სიპტომებია: ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სისუსტე, კუნთების ტკივილი, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. მძიმე შემთხვევაში მოსალოდნელია მოქმედებათა შენელება ან აგზნებადობა, ცნობიერების მოშლა, კრუნჩხვა.
სპეციფიურ სიპტომებია: რინიტის დროს აღინიშნება ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, ცხვირიდან გამონადენით, ცემინებით და ცხვირით სუნთქვის გაძნელებით.
ფარინგიტის შემთხვევაში გვაქვს ხახის ლორწოვანი გარსის ანთება, ავადმყოფი უჩივის ყელის ტკივილს, ყლაპვის გაძნელებას, ლარინგიტის შემთხვევაში ( ხორხის ანთება) აღინიშნება ხმის ჩახლეჩვა და მყეფავი ხველა. მწვავე ტონზილიტი ნუშურა ჯირკვლების ანთებაა, რომელიც გამოიხატება ასევე ყელის ტკივილით, მშრალი ხველით,ყლაპვის გაძნელებით. ტრაქეიტის დროს კი ამ ყველაფერს ემატება მკერდის ძვლის უკან ჩახეხილობის შეგრძნება, მშრალი შემაწუხებელი ხველა, რომელიც შეიძლება 2-3 დღეს გაგრძელდეს.
ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული გვიან გაზაფხულამდე ვირუსული ინფექციები ყოველთვის აქტუალური პრობლემაა. ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი ავადდება,თუმცა ზემოთ აღნიშნული სიპტომატიკა არ ნიშნავს რომ სახეზეა covid-19. ამასთან აღსანიშნავია რომ ნებისმიერი ვირუსული ინფექციური ფონი თავისთავად საჭიროებს დროულ დიაგნოსტიკას და მიზანმიმართულ სიპტომატიურ მკურნალობას,წინააღმდეგ შემთხვევებში მივიღებთ მძიმე სურათს ლეტალურ გამოსავლამდე.
დიფერენციალური დიაგნოსტიკა covid-19-ს და სხვა ვირუსულ ინფექციების ტარდება ექიმის მიერ ანამნეზის შეგროვების,ობიექტური და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე ,რისთვისაც საჭიროა პაციენტის და ექიმის დროული და სწორი კომუნიკაცია.
რეკომენდაციები: ჰიგიენური ნორმების დაცვა და ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერება!

ხათუნა ჩიტაძე-ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი

27/12/2021

იცოდით თუ არა, რომ ხვრინვას, გარდა პარტნიორისთვის ძილის დაფრთხობისა, გაცილებით მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს? ა...

08/11/2021

Khatuna Chitadze თავბრუსხვევა- რა კავშირია ყურსა და თავრუსხვევას შორის
😴😴😴თავბრუსხვევა- მდგომარეობა, როდესაც პაციენტს ჰგონია, რომ ფეხიდან მიწა ეცლება. მოსახლეობის 40 პროცეტს, ერთხელ მაინც ჰქონია ცხოვრებაში მსგავსი გამოცდილება, რასაც მოსდევს უძლურების და სიცოცხლის შიში. ვის მივმართოთ და რა ხდება ამ დროს ორგანიზმში..
თავბრუსხვევის მიზეზები განსხვავებულია,თუმცა ბევრმა ჩვენგანმა არც კი იცის, რომ დიდი წილი გამოვლენილი თავბრუსხვევებიდან მაინც ვესტიბულოპათიებზე მოდის .

რას წარმოადგენს ვესტიბულოპათია და რა კავშირშია თავბრუსხვევა ყურთან?
ვესტიბულური აპარატი ეს არის შიგნითა ყურის შემადგენელი ნაწილი,რომელიც პასუხისმგებელია სხეულის ვერტიკალური მდგომარეობის შეინარჩუნებას, სივრცეში შეთანხმებულ მოძრაობასა და ფიქსირებულ მხედველობაზე. ვესტიბულური აპარატის ნებისმიერ დარღვევას აღნიშნული ფუნქციების დარღვევა მოსდევს. ვესტიბულური ანალიზატორის ამა თუ იმ ნაწილში მომხდარი დარღვევის დროს წარმოიშობა სპეციფიკური სიმპტომები, რომელთა ანალიზიც საშუალებას აძლევს ოტორინოლარინგოლოგს, დაადგინოს დაავადების ლოკალიზაცია - შიდა ყურის რეცეპტორებიდან დაწყებული, დამთავრებული თავის ტვინის ქერქით.
ვესტიბულოპათია ეს არის შიგნითა ყურის ვესტიბულური აპარატის ფუნქციის დარღვევა ან დაზიანება.
მიზეზები:
1. ვესტიბულოპათია, რომელიც ვითარდება ანთებითი პროცესის შედეგად და უმეტეს წილად შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი პროცესის გართულებაა
2. რამსეი-ჰანტის სინდრომი, რომელიც ვითარდება ჰერპეს ვირუსის გააქტიურების საფუძველზე და იწვევს ვესტიბულური აპარატის მოშლას
3. ტრავმა, მათ შორის აკუსტიკური და ბაროტრავმა,რომელიც იწვევს ვესტიბულური აპარატის დისფუნქციას
4. ინტოქსიკაცია ( ანტიბიოტიკოთერაპია,ასპირინის ჯგუფის პრეპარატები,ალკოჰოლი და სხვა)
5. მენიერის დაავადება დაკავშირებულია ენდოლიმფურ ჰიდროფსთან ანუ ლაბირინთის წყალმანკთან, რომლის მიზეზიც ჯერჯერობით დადუგენელია
6. კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევის სინდრომი. ამ დროს ლაბირინთის რკალოვან არხებში ხვდება ლაბირინთის კარიბჭიდან მოწყვეტილი ნაწილაკები – კრისტალები. ისინი ტივტივებენ ენდოლიმფაში და თავის გატოკების დროს აღიზიანებენ ვესტიბულურ აპარატს
7. სმენის ნერვის ნევრინომა

როგორც წესი ვესტიბულოპათიები ვითარდება კოხლეარული აპარატის დაზიანებასთან ერთად, რაც თავის მხრივ დამატებით ვლინდება სმენის დაქვეითებით , ყურებში აუტანელი წუილის და ხმაურის სახით .

ვესტიბულოპათიების ფონზე პაციენტებს აუტანელ პირობებში უწევთ არსებობა, შეუძლებელი ხდება მათი ნორმალური, ჩვეული რიტმით ცხოვრება, მაქსიმალურად მცირდება შრომისუნარიანობა, რასაც სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთანაც კი მივყავართ.
გახსოვდეთ, პაციენტის დროული მიმართვიანობა ოტორინოლარინგოლოგთან, პრობლემის დროულ მოგვარებას და ჩვეული რიტმით ცხოვრების გაგრძელებას უზრუველყოფს .

ხათუნა ჩიტაძე-ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი

Address

Chavchavadze Avenue 33
Tbilisi
999

Telephone

+995595515615

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LOR pathology / Khatuna Chitadze Offical posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to LOR pathology / Khatuna Chitadze Offical:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category