Prof. Dr. Mikheil Metreveli

Prof. Dr. Mikheil Metreveli Chief of Center of Heart Diseases at Aladashvili University Hospital

27/03/2026

🫀კარდიოლოგი შალვა პეტრიაშვილი საუბრობს არტერიული ჰიპერტენზიის მნიშვნელობაზე.

მაღალი არტერიული წნევა ხშირად „უხილავი საფრთხეა“, რომელიც სერიოზულ გართულებებს იწვევს, თუ დროულად არ მიაქცევთ ყურადღებას.

იხილეთ ვიდეო და გაიგეთ:
✔ რატომ არის მნიშვნელოვანი წნევის კონტროლი
✔ რა რისკებთანაა დაკავშირებული ჰიპერტენზია
✔ როგორ დავიცვათ გული და სისხლძარღვები

📞 ვიზიტის დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 593 648 715
ან მოგვწერეთ პირადი შეტყობინება
📍 მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №103,

23/03/2026

🫀მიტრალური სარქვლის დაზიანება-დიაგნოსტიკა და მართვა ანესთეზიოლოგის პერსპექტივიდან.

📞 ვიზიტის დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 593 648 715
ან მოგვწერეთ პირადი შეტყობინება
📍 მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №103,

14/03/2026

▪️იური ფხაკაძე — ა. ალადაშვილის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის კარდიოვასკულარული დაავადებების ცენტრის ინტერვენციული მიმართულების ხელმძღვანელი.

🫀 რა არის კორონარული არტერიის დაავადება? Coronary Artery Disease არის გულის დაავადება, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ...
06/03/2026

🫀 რა არის კორონარული არტერიის დაავადება?

Coronary Artery Disease არის გულის დაავადება, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც გულის მკვებავი სისხლძარღვები (კორონარული არტერიები) ვიწროვდება ან იბლოკება.

ეს ხდება სისხლძარღვების კედლებში ცხიმის, ქოლესტერინის და სხვა ნივთიერებების დაგროვების გამო.
ამ პროცესს ეწოდება Atherosclerosis.

➡ შედეგად გულს მიეწოდება ნაკლები სისხლი და ჟანგბადი.

⚠️ ძირითადი რისკ-ფაქტორები

🚬 მოწევა

🧈 მაღალი ქოლესტერინი

🩺 მაღალი არტერიული წნევა

🍬 შაქრიანი დიაბეტი

⚖️ ჭარბი წონა

🪑 ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა

🍔 არაჯანსაღი კვება

😟 ქრონიკული სტრესი

❗ სიმპტომები

ყველაზე ხშირად პაციენტებს აღენიშნებათ:

❤️ გულმკერდის ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება (სტენოკარდია)
😮‍💨 ქოშინი
😓 სწრაფი დაღლა
💢 ტკივილი მკერდიდან ხელში, ყბაში ან ზურგში

ზოგჯერ დაავადება პირველად ვლინდება გულის შეტევით —
Myocardial Infarction.

🔬 როგორ ხდება დიაგნოსტიკა

ექიმმა შეიძლება დანიშნოს:

📈 ელექტროკარდიოგრამა (ECG)

🫀 ექოკარდიოგრაფია

🏃 დატვირთვის ტესტი

🩻 კორონარული ანგიოგრაფია

🧪 სისხლის ანალიზები

💊 მკურნალობა

მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:

🥗 ცხოვრების წესის ცვლილებას

ჯანსაღი კვება

რეგულარული ფიზიკური აქტივობა

მოწევის შეწყვეტა

წონის კონტროლი

💉 მედიკამენტებს

ქოლესტერინის დამწევი პრეპარატები

წნევის სამკურნალო მედიკამენტები

სისხლის გამათხელებლები

🏥 ინტერვენციულ მკურნალობას

კორონარული სტენტირება

კორონარული შუნტირება

✅ როგორ დავიცვათ გული?

❤️ იკვებეთ ჯანსაღად
🚶 იმოძრავეთ ყოველდღე
🚭 არ მოწიოთ
🩺 აკონტროლეთ წნევა, შაქარი და ქოლესტერინი
👨‍⚕️ რეგულარულად მიმართეთ ექიმს

📞 ვიზიტის დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: +995 577 008 001
ან მოგვწერეთ პირადი შეტყობინება
📍 მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №103,

05/03/2026

🫀 ისტორიული დღე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში

პირველად ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში წარმატებით ჩატარდა TAVI-ის (Transcatheter Aortic Valve Implantation) პროცედურა.

ეს არის თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური მეთოდი, რომელიც გამოიყენება აორტის სარქვლის მძიმე სტენოზის მკურნალობისთვის და პაციენტს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მკურნალობა ღია გულის ოპერაციის გარეშე.

პროცედურის დროს ახალი ბიოლოგიური სარქველი სპეციალური კათეტერის მეშვეობით თავსდება დაზიანებული სარქვლის ადგილას, ყველაზე ხშირად ფემორალური არტერიიდან, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციულ ტრავმას და აღდგენის პერიოდს.

TAVI განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეთოდია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც მაღალი რისკი აქვთ ღია გულის ოპერაციისთვის.

ამ მნიშვნელოვანი პროცედურის წარმატებით ჩატარება წარმოადგენს კარდიოქირურგიული და ინტერვენციული კარდიოლოგიის, ანესთზიილოგ რენანიმატოლოგების გუნდური მუშაობის შედეგს და კიდევ ერთი ნაბიჯია თანამედროვე კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისების განვითარებაში საქართველოში.

👏 მადლობა მთელ სამედიცინო გუნდს პროფესიონალიზმისთვის და პაციენტისთვის გაწეული მაღალი ხარისხის დახმარებისთვის.

28/02/2026

ა.ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში წარმატებით ჩატარდა აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია! TAVI

24/02/2026

გიზიარებთ ოპერაციის პროცესს, რომელიც ნათლად ასახავს თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებსა და გუნდური მუშაობის მნიშვნელობას.

18/02/2026

🫀კარდიოქირურგია არის სიზუსტე, გამოცდილება და პასუხისმგებლობა თითოეული პაციენტის სიცოცხლის წინაშე.

🫀ოპერაციის ყოველი ეტაპი გათვლილი, გააზრებული და მიზანმიმართულია გულის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის.

16/02/2026

🫀 რა არის კორონარული არტერიის შუნტირება?

გული მუდმივად საჭიროებს ჟანგბადით მდიდარ სისხლს — მას ამარაგებს კორონარული არტერიები.
როდესაც ეს არტერიები ვიწროვდება ან იხშობა (ათეროსკლეროზის გამო), ვითარდება კორონარული არტერიების დაავადება — რაც იწვევს გულში ტკივილს (სტენოკარდიას), ქოშინს და შეიძლება დასრულდეს ინფარქტით.

მკურნალობის მეთოდებია:
• მედიკამენტური თერაპია
• სტენტირება (ანგიოპლასტიკა)
• კორონარული არტერიის შუნტირება

🔬 რა არის შუნტირება?
ოპერაციის დროს ქირურგი ქმნის სისხლის ახალ გზას — შემოვლით მიმოქცევას დახშული არტერიის გვერდით. შედეგად გულის კუნთი ისევ იღებს საკმარის ჟანგბადს და სიმპტომები ქრება.

⚙️ შუნტირების ორი ტექნიკა არსებობს

1️⃣ გაჩერებულ გულზე (აპარატზე — ხელოვნური სისხლის მიმოქცევით)
2️⃣ მომუშავე გულზე (გულის გაჩერების გარეშე)

💡 მომუშავე გულზე ჩატარებული ოპერაციის უპირატესობები:
• ნაკლები ოპერაციული ტრავმა
• ნაკლები ნევროლოგიური გართულება და ინსულტის დაბალი რისკი
• ნაკლები სისხლდენა და ტრანსფუზიის საჭიროება
• სწრაფი რეაბილიტაცია და ადრე გაწერა კლინიკიდან
• მოკლე პერიოდში უფრო უსაფრთხო მიმდინარეობა მაღალი რისკის პაციენტებში

კვლევებით დადასტურებულია, რომ მომუშავე გულზე შესრულებული შუნტირება ამცირებს ადრეულ გართულებებს, განსაკუთრებით ინსულტის რისკს და ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტები უფრო სწრაფად ბრუნდებიან ყოველდღიურ აქტივობაში.

👉 რთული და მრავალსისხლძარღვოვანი დაზიანების შემთხვევაში შუნტირება ყველაზე საიმედო და ხანგრძლივი შედეგის მქონე მკურნალობად ითვლება.

12/02/2026

ოპერაციის დროს უმნიშვნელოვანესი პაციენტის სიცოცხლე და უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ექიმისა და გუნდის არჩევა, ვისაც სრულად ენდობით.
ნდობას კი საფუძვლად უდევს პროფესიონალიზმი, გამოცდილება, თანამედროვე სამედიცინო მიდგომები და უსაფრთხო გარემო.

09/02/2026

ვიდეოში ნაჩვენებია ოპერაციის რეალური პროცესი. მსგავსი ჩარევები ტარდება ინდივიდუალური შეფასებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით.
• პროფესიონალიზმი თითოეულ დეტალში🫀

31/10/2025

Aladashvili university hospital

Address

უზნაძის ქუჩა 103
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Prof. Dr. Mikheil Metreveli posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category