ორსულობისა და ჰემოსტაზის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ორსულობისა და ჰემოსტაზის ცენტრი

ორსულობისა და ჰემოსტაზის ცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ორსულობისა და ჰემოსტაზის ცენტრი, Medical Lab, Dimitri Uznadze Street 78, Tbilisi.

27/07/2025

ბოლო ათწლეულების მანძილზე მოლეკულური მედიცინის
განვითარებასთან ერთად აღმოჩენილი იქნა თრომბოფილიის სხვა და
სხვა ფორმები. დღესდღეობით აღარ არსებობს სამეანო სკოლა,
რომელიც უარყოფდეს თრომბოფილიის გავლენას ისეთ სამეანო
გართულებებზე, როგორიცაა: განმეორებითი შეწყვეტილი
ორსულობები ადრეულ და გვიან ვადებზე, მკვდარშობადობა,
პრეეკლამფსია და სხვა პლაცენტარული დარღვევები. უფრო მეტიც,
აღსაღნიშნავია , რომ ორსულობისას და ლოგინობის ხანაში
განვითარებული თრომბოზული გართულებებისას თრომბოფილიის
სიხშირე 20%-50% შეადგენს . შესაბამისად ძალზედ მნიშვნელოვანია
გამოიყოს ის თრომბოფილიური დარღვევვები ,
რომლებიც ზემოთაღნიშნულ გართულებებს იწვევენ და
ადექვატურად იმართოს , რათა გაუმჯობესდეს როგორც სამეანო ,
ასევე პერინატალური გამოსავალი.

თანამედროვე ლიტერატურაში თრომბოფილიის კლასიფიცირდება
მაღალი და დაბალი რისკის თრომბოფილიებად.მართვის პრინციპები დამოკიდებულია , თუ რომელი ფორმის თრომბოფილიასთან გვაქვს საქმე.
მაღალი რისკის თრომბოფილიაა:
-ანტითრომბინი 3 დეფიციტი
- პროტეინ Cდეფიციტი
-პროტეინ S დეფიციტი
-მე-5 ფაქტორის ლეიდენის გენის ჰომოზიგოტური მუტაცია
-მე-2 ფაქტორის პროთრომბინის გენის ჰომოზიგოტური მუტაცია
-ლეიდენის და პროთრომბინის ჰეტეროზიგოტური პოლიმორფიზმების ერთად არსებობა
დაბალი რისკის თრომბოფილიაა:
- მე-5 ფაქტორის ლეიდენის ჰეტეროზიგოტური მუტაცია
- მე-2 ფაქტორის პროთრომბინის ჰეტეროზიგოტური მუტაცია .

24/07/2025

თრომბოფილია ან არის ან არ არის! თრომბოფილიას სჭირდება უპირველეს ყოვლისა სწორი დიაგნოსტიკა და სწორი მართვა. დღეისათვის ყველაზე დიდი პრობლემაა თრომბოფილიის სწორი დიაგნოსტიკა! არ შეიძლება პაციენტს ეგონოს, რომ “ორი გენის მსუბუქი დარღვევის გამო” შეუწყდა 3 და 4 ორსულობა. დანაშაულია ეს! სამწუხაროა, რომ ყველა
სამეანო წარუმატებლობას ამ
პრობლემას უკავშირებენ და პაციენტი 9 თვის მანძილზე ღებულობს უძვირეს და ძალიან საშიშ პრეპარატს - ანტიკოაგულანტს, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ტოვებს კვალს. #ექიმი #თრომბოფილია #ორსულობა

18/06/2025

ნებისმიერ კითხვასთან დაკავშირებით დაგვირეკეთ 10:00 დან 14:00 მდე , ორშ-პარ ჩათვლით შემდეგ ნომერზე 558 66 53 52

დღესდღეობით აქტუალური გახდა   თრომბოზის გამომწვევი მიზეზების ძებნა უკვე ცნობილი თრომბოფილიური დარღვევების მიღმა, როგორიც...
14/04/2025

დღესდღეობით აქტუალური გახდა თრომბოზის გამომწვევი მიზეზების ძებნა უკვე ცნობილი თრომბოფილიური დარღვევების მიღმა, როგორიცაა გენეტიკური თრომბოფილია და ანტოფოსფოლიპიდური სინდრომი, რათა თავიდან ავიცილოთ მკვდარშობადობა, ნაადრევი მშობიარობა, ორსულობის განმეორებით შეწყვეტა, პრეეკლამფსია და სხვა სამეანო გართულებები. ორსულობა შესაძლებელია გახდეს მაპროვოცირებელი ფაქტორი გენეტიკური ან შეძენილი ADAMTS-13 პროტეაზას დეფექტის არსებობისა. ის შესაძლებელია გამოვლინდეს არა მარტო სამეანო გართულებებით და ტიპიური თრომბოზული გართულებებით ( ქვედა კიდურების ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია) , არამედ იშვიათი ლოკალიზაციის თრომბოზითაც. მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული დარღვევების დროს დროულად მოხდეს ADAMTS-13 პროტეაზის დედექტის დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა. ორსულობისა და ჰემოსტაზის პათოლოგიის ცენტრში შეგიძლიათ წინასწარი ჩაწერის საფუძველზე ჩაიტაროთ ყველა სახის სისხლის შედედების დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

05/02/2025

ორსულობისა და ჰემოსტაზის პათოლოგიის ცენტრის ერთად-ერთი ფილიალი მდებარეობს ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძეს 78. ( დ. აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორია).

19/01/2025

საინტერესო სიუჟეტი დაკა ექიმთან ერთად ❤️

საქართველო ევროპის ნაწილია და სხვა არაფრის. ორსულობისა და ჰემოსტაზის პათოლოგიის ცენტრის თანამშრომლები ვთვლით, 2028 წლამდ...
29/11/2024

საქართველო ევროპის ნაწილია და სხვა არაფრის. ორსულობისა და ჰემოსტაზის პათოლოგიის ცენტრის თანამშრომლები ვთვლით, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს.

11/07/2024

მადლობა 🫶 დაკა ექიმის საინტერესო სიუჟეტი თრომბოფილიასთან დაკავშირებით იმედის დილაში

მადლობა ნდობისთვის🫶ჩვენ საუკეთესო პაციენტები გვყავს
11/07/2024

მადლობა ნდობისთვის🫶ჩვენ საუკეთესო პაციენტები გვყავს

ორსულობის შეწყვეტა არის ყველაზე ხშირი სამეანო გართულება რასაც ახალგაზრდა ქალები განიცდიან . დაახლოებით ¼ რეპოდუქცილი ასა...
11/11/2023

ორსულობის შეწყვეტა არის ყველაზე ხშირი სამეანო გართულება რასაც ახალგაზრდა ქალები განიცდიან . დაახლოებით ¼ რეპოდუქცილი ასაკის ქალი ცხოვრების მანძლზე ერთხელ მაინც ეჩეხება შეწყვეტილი ორსულობის პრობლემას . სამწუხაროდ, მიუხედავდ იმისა, რომ ბევრი მეცნიერის, თუ პრაქტიკოსი ექიმის შრომა ათწლეულების მანძილზე ემსახურება ამ პრობლემის მოგვარებას - შეწყვეტილი ორსულობების 50% დღესდღეობით მაინც გაურკვეველი მიზეზით ხდება.
დღეისათვის ორსულობის შეწყვეტის ცნობილ მიზეზად მოიხსენება
- საშვილოსნოს ანატომიური დარღვევები
- ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი
- ენდოკრინული დარღვევები
- წყვილის კარიოტიპის ანომალიები
- ნაყოფის ქრომოსომული ანომალიები

პირველ ტრიმესტრში ( 12 კვირამდე ) სპორადიული აბორტის გამომწევევ მიზეზთა 50 % შეადგენს ნაყოფის ქრომოსომული ანომალიები .

გარდა ნაყოფის ქრომოსომული ანომალიებისა, რომელიც 1 ტრიმესტრში შეწყვეტილი ორსულობის ყველაზე ხშირი მიზეზია ერთ-ერთ ცნობილ ფაქტორად ორსულობის შეწყვეტისა წყვილის კარიოტიპის პათოლოგიაც მოიხსენება.
წყვილის კარიოტიპის დარღვევების რისკი მატულობს :
- რაც უფრო პატარაა დედის ასაკი მე-2 შეწყვეტილი ორსულობის დროს
- ანამნეზში 2 და მეტი შეწყვეტილი ორსულობა
- ნებისმიერი პარტნიორის დედმამიშვილების ან მშობლების ანამნეზში 2 ან მეტი შეწყვეტილი ორსულობა

ორშაბათი, 28 აგვისტო დასვენების დღე. გილოცავთ დამდეგ მარიამობის დღესასწაულს
26/08/2023

ორშაბათი, 28 აგვისტო
დასვენების დღე. გილოცავთ დამდეგ მარიამობის დღესასწაულს

Address

Dimitri Uznadze Street 78
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 15:00
Tuesday 10:00 - 15:00
Wednesday 10:00 - 15:00
Thursday 10:00 - 15:00
Friday 10:00 - 15:00

Telephone

+995568595922

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ორსულობისა და ჰემოსტაზის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category