ექიმი გიორგი აბულაძე - Dr. Giorgi Abuladze

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ექიმი გიორგი აბულაძე - Dr. Giorgi Abuladze

ექიმი გიორგი აბულაძე - Dr. Giorgi Abuladze ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი

გიორგი აბულაძე - ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი.

2010 წელს მედალზე დაამთავრა საჯარო სკოლა და სახელმწიფო გრანტით ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

2013-14 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის საბჭოს წევრი.

2015 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა სახელმწიფო სადიპლომო და საკვალიფიკაციო გამოცდებში.

სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურაში ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით.

მერვე(სიბრძნის) კბილების ამოღება ორთოდონტიული ჩვენებით. ოპერაციული ჩარევის დრო 10 წუთი. ყბა-სახის ქირურგიგიორგი აბულაძეს...
05/08/2025

მერვე(სიბრძნის) კბილების ამოღება ორთოდონტიული ჩვენებით.

ოპერაციული ჩარევის დრო 10 წუთი.

ყბა-სახის ქირურგი
გიორგი აბულაძე

სტომატოლოგიური კლინიკა სი ეს აი

იმპლანტაცია ესთეტიურ ზონაში ✅შევასრულეთ ორი ცენტრალური და ერთი გვერდითი საჭრელის ამოღება, ორი დენტალური იმპლანტის ფიქსაც...
02/08/2025

იმპლანტაცია ესთეტიურ ზონაში ✅

შევასრულეთ ორი ცენტრალური და ერთი გვერდითი საჭრელის ამოღება, ორი დენტალური იმპლანტის ფიქსაცია და კბილბუდეების ძვლოვანი რეგენერაცია.

ყბა-სახის ქირურგი
გიორგი აბულაძე

დენტალური იმპლანტები დავტვირთეთ დაუყოვნებლივ დროებითი PMMA ხიდისებრი კონსტრუქციით. ცირკონო-კერამიკული გვირგვინები დაფიქსირდება იმპლანტების ინტეგრაციის დასრულების შემდგომ.

ექიმი სტომატოლოგი, ორთოპედი
რამაზ ცხვარაძე

პირველი ორი ფოტო გადაღებულია ოპერაციიდან მესამე დღეს, ბოლო ფოტო გადავიღეთ ორი კვირის შემდეგ.

მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენების დროს პაციენტს არ აქვს ესთეტიური დისკომფორტი, უკეთესად უყალიბდება ღრძილები და ძვლოვანი ქსოვილი. საბოლოოდ, პაციენტი იღებს მაქსიმალურად ჯანსაღ ღიმილს.

საიმპლანტაციო სისტემა MIS, C1

სტომატოლოგიური კლინიკა CSI

მორიგი გართულებული კლინიკური მდგომარეობის მართვა ჩვენ მიერ და პაციენტისთვის ღიმილის დაბრუნება ✅ახლაგაზრდა მამაკაცმა მოგვ...
22/07/2025

მორიგი გართულებული კლინიკური მდგომარეობის მართვა ჩვენ მიერ და პაციენტისთვის ღიმილის დაბრუნება ✅

ახლაგაზრდა მამაკაცმა მოგვმართა მწვავე ტკივილით და სასის შეშუპებით. აღნიშნავდა ორი წლის წინ ჩატარებულ ცისტექტომიას ზედა ყბიდან.

მისი გამოკვლევის შემდეგ დავსვი კისტის რეციდივის(ხელახლა წარმოქმნის) და მისი დაჩირქების დიაგნოზი. გადაუდებლად ჩავატარეთ ჩირქგროვის დრენირება.

1.5 თვის შემდეგ ამოვიღეთ წარმონაქმნი და ღიმილის ზონის ორი კბილი, ასევე, შესრულდა ძვალში არსებული დიდი ზომის დეფექტის მომენტალური აღდგენა.

5 თვეში ჩავნერგეთ ორი დენტალური იმპლანტი.

4 თვის შემდეგ გავააქტიურეთ დენტალური იმპლანტები და ჩავატარეთ ღრძილის აუგმენტაცია.

3 კვირაში დაიწყო ორთოპედიული მკურნალობა. პირველ ეტაპზე გაკეთდა დროებითი გვირგვინები იმპლანტებზე და ესთეტიური ზონის სხვა კბილებზე.

საბოლოოდ, იმპლანტებზე დაფიქსირდა ერთეული ცირკონო-კერამიკული გვირგვინები ჭანჭიკოვანი ფიქსაციით, ასევე გაკეთდა ცირკონო-კერამიკის გვირგვინები ღიმილის ზონის კბილებზე.

პოსტს ვურთავთ ფოტომასალას და მათ აღწერას.

ყბა-სახის ქირურგი
გიორგი აბულაძე

ექიმი სტომატოლოგი, ორთოპედი
ლუკა კალაძე

სტომატოლოგიური კლინიკა - CSI

15/07/2025

პაციენტმა მოგვმართა ზედა და ქვედა ყბების დანაკლისი კბილების აღდგენის მიზნით. მკურნალობა დავიწყეთ ზედა ყბების რეაბილიტაციით - ჩავნერგეთ იმპლანტები ყველა დანაკლისი კბილის არეში.
მეთოდის უპირატესობებია:
✅თითო დენტალური იმპლანტზე ფიქსირდება ცალკეული ცირკონო-კერამიკული გვირგვინები, რაც გვაძლევს უკეთეს ესთეტიკას.
✅ ხიდისებრი კონსტრუქციის არ არსებობის პირობებში გამარტივებულია პაციენტისთვის ჰიგიენა.
✅ შენარჩუნებულია მეზობელი კბილების ჯანმრთელობა.

ერთი თვის შემდეგ ქვედა ყბაზე ჩავატარებთ ძვლოვანი ქსოვილის პლასტიკას და დავაფიქსირებთ სამ დენტალურ იმპლანტს.

საბოლოოდ, პაციენტს ექნება ყველა კბილი, აღდგება ღიმილის ესთეტიკა და ღეჭვითი ფუნქცია.

ყბა-სახის ქირურგი
გიორგი აბულაძე

ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი

დენტალური იმპლანტების ფიქსაცია მაქსიმალური სიზუსტით 🦷✅ყბა-სახის ქირურგიგიორგი აბულაძეკიკნაძის სტომატოლოგიური ცენტრი
03/07/2025

დენტალური იმპლანტების ფიქსაცია მაქსიმალური სიზუსტით 🦷✅

ყბა-სახის ქირურგი
გიორგი აბულაძე

კიკნაძის სტომატოლოგიური ცენტრი

ერთი კბილის დანაკლისიც კი მნიშვნელოვნად აუარესებს ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციონირებას და ქმნის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრი...
20/06/2025

ერთი კბილის დანაკლისიც კი მნიშვნელოვნად აუარესებს ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციონირებას და ქმნის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადებების ჩამოყალიბების საფრთხეს.

გიჩვენებთ კლინიკურ შემთხვევას, სადაც მკურნალობის დასაწყისში ქვედა ყბის მეექსვე კბილის ამოღება და ცისტექომია ჩავატრეთ.
ძვლოვანი ქსოვილის რეგენერაციას დასჭირდა რამდენიმე თვე, რომლის დასრულების შემდგომ ჩავნერგეთ დენტალური იმპლანტი.
ქირურგიული მკურნალობის დასრულების შემდეგ დავიწყეთ რბილი ქსოვილების ჩამოყალიბება და საბოლოოდ, ცირკონო-კერამიკის გვირგვინი დავაფიქსირეთ დენტალურ იმპლანტზე.

ყბა-სახის ქირურგია, იმპლანტოლოგია - გიორგი აბულაძე

ორთოპედიული მკურნალობა - ექიმი სტომატოლოგი, ორთოპედი - ლუკა კალაძე

13/06/2025

კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი 🦷✅

ჩავატრეთ კბილების ფესვების მრავლობითი ექსტრაქცია და 10 დენტალური იმპლანტის ფიქსაცია.

იმპლანტების შეხორცების შემდეგ დაიწყო ორთოპედიული მკურნალობა, რის შემდეგაც სრულად აღდგა ღიმილის ესთეტიკა და ღეჭვითი ფუნქცია.

ყბა-სახის ქირურგი
გიორგი აბულაძე

ექიმი სტომატოლოგი, ორთოპედი
ლუკა კალაძე

ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი

ჩვენი სამუშაო პროცესი ✅
09/06/2025

ჩვენი სამუშაო პროცესი ✅

01/06/2025

ყბა-სახის ქირურგიის შესაძლებლობები და მისი როლი სტომატოლოგიური კლინიკის პრაქტიკაში

სრული უკბილობის მკურნალობა დენტალური იმპლანტებით 🦷 ოპერაცია შევასრულეთ ყბების ვერტიკალური და ჰორიზონტალური პარამეტრების ...
31/05/2025

სრული უკბილობის მკურნალობა დენტალური იმპლანტებით 🦷

ოპერაცია შევასრულეთ ყბების ვერტიკალური და ჰორიზონტალური პარამეტრების მნიშვნელოვანი შემცირების პირობებში.

იმპლანტების შეხორცების დასრულების შემდეგ, პაციენტს გაუკეთდა მოუხსნელი ორთოპედიული კონსტრუქციები. ✅

ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი
გიორგი აბულაძე

ექიმი სტომატოლოგი, ორთოპედი
ალექსანდრე საანიშვილი

საიმპლანტაციო სისტემა SGS 🇨🇭🇬🇪

30/05/2025

👉“მედი-დენტ +”-ის ყბა-სახის ქირურგი და იმპლანტოლოგი - გიორგი აბულაძე გაგაცნობთ ყბა-სახის ქირურგიის შესაძლებლობებს და მის როლს სტომატოლოგიური კლინიკის პრაქტიკაში.

🌸აქ პროფესიონალიზმი ტრადიციაა
📍 დ. არაყიშვილის პირველი ჩიხი, # 5 (ბ.შოშიტაიშვილის 5)
📞 032 2 91 49 35; 032 2 83 02 20; 557 84 00 48
🌐 https://medident.ge

20/05/2025

ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი

Address

Tbilisi

Telephone

+995598677179

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ექიმი გიორგი აბულაძე - Dr. Giorgi Abuladze posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ექიმი გიორგი აბულაძე - Dr. Giorgi Abuladze:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram

Category

გიორგი აბულაძე - ექიმი-სტომატოლოგი (იმპლანტოლოგი, ქირურგი, თერაპევტი)

მუშაობს “სი ეს აი კლინიკაში”

2010 წელს მედალზე დაამთავრა საჯარო სკოლა და სახელმწიფო გრანტით ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 2013-14 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის საბჭოს წევრი. 2015 წელს წარჩინებით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა სახელმწიფო სადიპლომო და საკვალიფიკაციო გამოცდებში. 2016-17 წლებში გაიარა რეზიდენტურა სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღო ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტის კვალიფიკაცია. 2017 წელს წარმატებით ჩააბარა სახელმწიფო სასერთიფიკაციო გამოცდა. 2017 წელს სწავლობდა პირის ღრუს ქირურგიას სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ „დენსში“, რომელიც წარმატებით დაასრულა. 2018 წელს წარმატებით დასრულა დენტალური იმპლანტაციის კურსი სტომატოლოგიური კლინიკების ქსელ "დენსში".