10/12/2025
2025 წლის 3 ნოემბერს ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში პროფესორ ზაზა კაციტაძის და მისი გუნდის მიერ პირველად ამიერ კავკასიაში ჩატარდა აორტის სარქვლის შეცვლის უნიკალური ოპერაცია. ოპერაციაში გამოყენებულ იქნა კომპანია Edwards Lifesciences-ის უახლესი თაობის ბიოლოგიური სარქველი – Inspiris Resilia.
მსოფლიოში უკვე ჩატარებულია 300,000 წარმატებული იმპლანტაცია, რაც ამ ტექნოლოგიას დღეს „ოქროს სტანდარტად“ აქცევს.
ჩვენთვის განსაკუთრებით საპატიოა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Edwards Lifesciences 2007 წლიდან ივერმედის საიმედო პარტნიორია. ამ დროის განმავლობაში მათი პროდუქციის წყალობით ათასობით პაციენტს მიეცა სრული გამოჯანმრთელების შანსი.
ივერმედი კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ქართულ სამედიცინო ბაზარზე და მუდმივად უზრუნველყოფს მსოფლიო ინოვაციებზე ხელმისაწვდომობას.
ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ზაზა კაციტაძეს და ბოხუას სახ. კარდიოვასკულურ ცენტრს, მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის
https://www.facebook.com/share/p/1BrtjbEV8V/
სამედიცინო სახარჯი მასალისა და აპარატურის რეალიზაცია და სერვისი 1995 წლიდან.