ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი Center for Mental Health and Prevention of Addiction

Center for Mental Health and Prevention of Addiction Cmhpa

შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნაკომანიის პრევენციის ცენტრი

29/04/2026
29/04/2026
29/04/2026
11/04/2026
27/03/2026

ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა. ახალი წესი 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება და მიზნად ისახავს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე კონტროლის გამკაცრებას, მათი არამიზნობრივი გამოყენებისა და არასათანადო მოხმარების პრევენციას.

ცვლილების თანახმად, რეცეპტით მედიკამენტის გაცემის მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა: სრულწლოვანი პაციენტისთვის – არაუმეტეს 14 დღის მარაგით, ხოლო არასრულწლოვანისთვის – არაუმეტეს 30 დღის მარაგით. ახალი რეცეპტის გამოწერა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დარჩენილი აქვს არაუმეტეს 5 დღის მარაგი.

ამავე წესით, გამოწერილი ფსიქოტროპული მედიკამენტის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეპარატის ინსტრუქციით განსაზღვრულ მაქსიმალურ ზღვარს. კონკრეტული მედიკამენტის დანიშვნის აუცილებლობა კი ექიმის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს პაციენტის სამედიცინო ისტორიაში. დოზის ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს პაციენტთან არსებული დარჩენილი მედიკამენტის რაოდენობა. რეგულაცია ასევე განსაზღვრავს წესებს იმ შემთხვევებისთვის, როდესაც პრეპარატი დაკარგულია, დაზიანებულია ან განადგურებულია.

ცვლილებები უკავშირდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევებს, როდესაც ფსიქოტროპული მედიკამენტები რიგ შემთხვევებში ინიშნებოდა სათანადო დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და კონსულტაციის გარეშე, მათ შორის – გადაჭარბებული დოზებითა და შესაბამისი ნებართვის არმქონე ექიმების მიერ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული დარღვევებისთვის, პროფესიული განვითარების საბჭომ 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა უკვე დააკისრა. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ რისკების შემცირების მიზნით აუცილებელი იყო კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა და გამკაცრება.

მსგავსი დარღვევების პრევენცია რჩება ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტად და ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისა და გაცემის პროცესზე ზედამხედველობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

#ჯანდაცვა2026

23/01/2026

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა, სადაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.
საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, მნიშვნელოვანია ექიმების როლი და პასუხისმგებლობა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შესწავლისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. იგეგმება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რათა მედიკამენტების არაკეთილსინდისიერად გაცემის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს და პაციენტების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. კონკრეტული საქმეები, შესწავლის მიზნით, საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა, საბჭო კი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს.
პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. ასევე - პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები. საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს.
#ჯანდაცვა2026

20/11/2025

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის, სამაგისტრო და საბაკალავრო სწავლების სტუდენტებისთვის იწყებს კლინიკური ფსიქოლოგიის პრაქტიკულ კურსს, კლინიკური ფსიქოლოგის მარინე გოგოხიას ხელმძღვანელობით.

კურსი იწყება 2025 წლის პირველი დეკემბრიდან.

პრაქტიკული სწავლების კურსი ჩატარდება ფსიქიატრიული მიმართულების სტაციონარის ბაზაზე. კურსი მოიცავს 30 აკადემიურ (სამუშაო) საათს.

მსმენელებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ბენეფიციართა (პაციენტთა) პათოფსიქოლოგიური დიაგნოსტირება, რომელიც დაფუძნებულია კვლევის, როგორც ტრადიციულ, ასევე უახლეს კლინიკურ-ფსიქოლოგიურ (ფსიქომეტრულ და ფსიქოპროექციულ) მეთოდებზე.

დაინტერესებული პირების კოორდინაციას უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების განყოფილების მთავარი სპეციალისტი ხათუნა ბაბუნაშვილი khatuna.babunashvili@mhpa
საკონტაქტო ტელეფონი 599896532 ; 595031381

სამუშაო საათები ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 16:00

30/09/2025

ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს - საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
1-ლი ოქტომბრიდან, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს.
ცვლილებებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო.
მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტრო მჭიდროდ ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან. მისი თქმით, პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კეთილსინდისიერ და სამართლიან დამოკიდებულებას ყველა მონაწილე მხარის მხრიდან. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცვლილება მინიმუმამდე შეამცირებს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივად მოხმარების რისკებს. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ცვლილება დადებითად აისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში, ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტების ფასის სტაბილიზაციას. მინისტრმა ფარმაცევტებს მოუწოდა, აღნიშნული პრინციპი საცალო რეალიზაციის დროსაც გაითვალისწინონ.
ცვლილების შესაბამისად, აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს - „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“ მიენიჭა.
ახალი წესის მიხედვით, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების შესაძენად, სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებს შეკვეთების გაგზავნა ელფოსტაზე - sales@mhpa.ge შეეძლებათ. შეკვეთის გასაკეთებლად, მათ სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 591 960 680; 591 960 690.

ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს - საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მი...

03/09/2025

შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი” აცხადებს კონკურსს თბილისში (16 ადგილი), ბათუმში (3 ...

Address

2 Kavtaradze Dead End Street
Tbilisi
0122

Opening Hours

Monday 09:30 - 16:00
Tuesday 09:30 - 16:00
Wednesday 09:30 - 16:00
Thursday 09:30 - 16:00
Friday 09:30 - 16:00

Telephone

+995322301053

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი:

Share