ულტრამედი სამედიცინო ცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ულტრამედი სამედიცინო ცენტრი

ულტრამედი სამედიცინო ცენტრი თქვენი გზა სრულყოფილი ჯანმრთელობისკენ.

🌡️ ცხელი ამინდი მხოლოდ დისკომფორტი არ არის — ის პირდაპირ მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.🔥 რა ხდება სიცხის დროს ორგანიზმშ...
19/08/2025

🌡️ ცხელი ამინდი მხოლოდ დისკომფორტი არ არის — ის პირდაპირ მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.

🔥 რა ხდება სიცხის დროს ორგანიზმში?

❗️გაფართოებული სისხლძარღვები – სიცხეში სისხლძარღვები ფართოვდება, რაც შეიძლება იწვევდეს დაღლილობას, თავბრუსხვევას ან კიდურების შეშუპებას.

💧წყლის დაკარგვა და დეჰიდრატაცია – ვკარგავთ სითხეს და მინერალებს, რაც გავლენას ახდენს გულის, თირკმელების და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.

🌡️ დაბალი წნევა – სიცხე ამცირებს წნევას და აუარესებს კონცენტრაციას, იწვევს სისუსტეს.

🦴 სიცხე ამძაფრებს ქრონიკულ ტკივილებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც კუნთოვანი სპაზმები ან სახსრების პრობლემები აქვს.

🥵 შეიძლება დაგეწყოთ სითბური გამოფიტვა – გაოფლიანება, სისუსტე, გულისრევა და კონცენტრაციის დაკარგვა

🧠 ვის აქვს განსაკუთრებით დიდი რისკი სიცხეზე რეაგირების?
- ხანდაზმულებს
- მცირეწლოვან ბავშვებს
- ორსულებს
- ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.

✅ რა უნდა გაითვალისწინოთ?
✅წყლის საკმარისი მიღება
✅მსუბუქი კვება
✅ჩრდილში ან გრილ ადგილას ყოფნა
✅ორგანიზმის შეფასება — განსაკუთრებით თუ სიმპტომები ხშირად გაწუხებს.

☎️ 032 2 702 702;
📍 თბილისი, ურეკის ქ. N15.

☀️ ზაფხულში მაღალი ტემპერატურა და წყალში გატარებული მეტი დრო ზრდის ენტეროვირუსული ინფექციების გავრცელების რისკს.🔬 ენტერო...
12/08/2025

☀️ ზაფხულში მაღალი ტემპერატურა და წყალში გატარებული მეტი დრო ზრდის ენტეროვირუსული ინფექციების გავრცელების რისკს.

🔬 ენტეროვირუსები ვრცელდება ჰაერწვეთოვანი გზით ან დაბინძურებული წყლითა და საკვებით.

📍სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ენტეროვირუსზე მიგვანიშნებდეს:
• ტემპერატურის მკვეთრი მატება
• ყელის ტკივილი და სიწითლე
• დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, დიარეა
• კუნთების ან თავის ტკივილი
• ზოგჯერ გამონაყარი

✅ როგორ დავიცვათ თავი და ჩვენი ოჯახის წევრები?
• დაიბანეთ ხელები ხშირად
• მიიღეთ მხოლოდ სუფთა წყალი და ნორმალურად დამუშავებული საკვები
• მოერიდეთ ხალხმრავალ აუზებს
• დაიცავით პირადი ჰიგიენა
• გაუფრთხილდით ბავშვებს – ნუ გაუზიარებთ მათ ჭურჭელს, სათამაშოებს ან ჰიგიენურ ნივთებს

⚠️ ზოგ შემთხვევაში ვირუსი შესაძლოა გართულდეს. ამიტომ, სიმპტომების შემთხვევაში დროული რეაგირება და ექიმთან ვიზიტი გადამწყვეტია.
☎️ 032 2 702 702;
📍 თბილისი, ურეკის ქ. N15.

🔐 ჩვენი პარტნიორი კომპანია, შპს „დატაპრო“, წარმოადგენს კლინიკა "ულტრამედი"-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.📄 „დატ...
05/08/2025

🔐 ჩვენი პარტნიორი კომპანია, შპს „დატაპრო“, წარმოადგენს კლინიკა "ულტრამედი"-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.

📄 „დატაპრო“ უზრუნველყოფს თქვენს პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოებას კანონმდებლობის სრული დაცვით.

📍 იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, წყნეთის გზატ. N23ა, ბ. 7
📍 ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქ. N33, მე-2 სართული

📞 ტელეფონი: +995 595 018 956
📧 ელ. ფოსტა: info@datapro.ge

 #ექიმიგვირჩევსულტრაბგერითი (ექოსკოპიური) კვლევა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფი და ხელმისაწვდომი მეთოდი, რომე...
28/07/2025

#ექიმიგვირჩევს

ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) კვლევა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფი და ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს:

✅ დავინახოთ სხეულის შიდა სტრუქტურების რეალური სურათი
✅ აღმოვაჩინოთ პრობლემები მანამ, სანამ გამოვლინდება ტკივილი, ან სხვა სიმპტომი
✅ ვაკონტროლოთ უკვე არსებული დაავადებების მიმდინარეობა - მონიტორინგი.
✅ მოვახდინოთ სხვადასხვა დაავადებების პრევენცია.

📌 ულტრაბგერითი კვლევა გამოიყენება შემდეგი ოგანოებისა და სისტემების შესასწავლად:

🔹მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების
🔹საშარდე სისტემის
🔹კარდიოლოგიური (გულის)
🔹გინეკოლოგიური (საშვილოსნოს და დანამატების)
🔹სამეანო (ორსულთა მეთვალყურეობის დროს)
🔹ფარისებრი და სარძევე ჯირკვლის
🔹სისხლაძარღვების
🔹რბილი ქსოვილების
🔹პერიფერიული ლიმფური კვანძების
🔹სახსრების

კვლევა არის უმტკივნეულო, სწრაფი და ზუსტი. არ მოითხოვს განსაკუთრებულ მომზადებას.

🎯 დროული დიაგნოზი ნიშნავს დაცულ ჯანმრთელობას.
ნუ დაელოდები სიმპტომებს — ჩაიტარე ულტრაბგერითი კვლევა პრევენციისთვისაც.

📲 ჩასაწერად მოგვწერე ან დაგვიკავშირდი: 032 2 702 702.
📍 თბილისი, ურეკის ქ. N15.

📢 კლინიკა "ულტრამედი"-ის სტომატოლოგიური განყოფილება აცხადებს ვაკანსიას ექიმი თერაპევტის პოზიციაზე.🗓️სამუშაო დღეები: ორშა...
22/07/2025

📢 კლინიკა "ულტრამედი"-ის სტომატოლოგიური განყოფილება აცხადებს ვაკანსიას ექიმი თერაპევტის პოზიციაზე.

🗓️სამუშაო დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.
⏰11:00-19:00 სთ.

☎️ 032 2 702 702; + 555 74 32 55
📍 თბილისი, ურეკის ქუჩა N15.

☀️ მზისგან დაცვა - მითები, რომლებიც უნდა დაივიწყოთ ⬇️🧴 შეინარჩუნე კანის ჯანმრთელობა ზაფხულში. 👩🏻‍⚕️კანის ჩივილების ან სე...
21/07/2025

☀️ მზისგან დაცვა - მითები, რომლებიც უნდა დაივიწყოთ ⬇️

🧴 შეინარჩუნე კანის ჯანმრთელობა ზაფხულში.

👩🏻‍⚕️კანის ჩივილების ან სეზონური რეკომენდაციების მისაღებად მიმართეთ დერმატოლოგს.

📍 თბილისი: ზღვისუბანი. ურეკის ქ N15;
☎️ 032 2 702 702.

17/07/2025

📈 არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯანმრთელობის პრობლემაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები.

‼️შესაძლო სიმპტომები:
⚠️თავის ტკივილი (განსაკუთრებით კეფის არეში)
⚠️ თავბრუსხვევა
⚠️ ხმაური ყურებში
⚠️ მხედველობის დაბინდვა
⚠️ დაღლილობა ან სისუსტე
⚠️ გულმკერდის ტკივილი
⚠️ სუნთქვის გაძმელება.
❗ რისგან შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზია?
🔹 გენეტიკური მიდრეკილება
🔹 არაჯანსაღი კვება (მეტისმეტი მარილი, ცხიმი)
🔹 სიმსუქნე
🔹 მოწევა და ალკოჰოლი
🔹 სტრესი
🔹 ფიზიკური არააქტიურობა
🔹 თირკმლის ან ჰორმონალური დარღვევები.

📈 არტერიული ჰიპერტენზია ზრდის ინფარქტის, ინსულტის, კოგნიტური და თირკმლის დაზიანების რისკებს – სიმპტომების შენიშვნის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვა! 🩺

ℹ️ ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:

📞 032 2 702 702
📍 თბილისი, ურეკის ქუჩა N15.

10/07/2025

საზაფხულო რჩევები დერმატოლოგისგან👇🏻

☀️მზე — სითბოსა და ენერგიის წყაროა, თუმცა არასწორი მზის აბაზანები კანისთვის ზიანის მომტანია!
🟡 მოუსმინე დერმატოლოგს და შეინარჩუნე ჯანმრთელი, დაცული კანი მთელი ზაფხულის განმავლობაში!

👩🏻‍⚕️სოფო სახოკია - დერმატო- ვენეროლოგი, კოსმეტოლოგი.

ℹ️ ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით:

📞 032 2 702 702
📍 თბილისი, ურეკის ქუჩა N15.

08/07/2025

🦷 ზაფხული საუკეთესო დროა ჯანმრთელი ღიმილისთვის! დაისვენე და ამავდროულად იზრუნე შენს კბილებზე — კლინიკა „ულტრამედი“ გთავაზობთ ზაფხულის სპეციალურ ფასებს!

🎯 აქცია მოქმედებს ორთოპედიასა და იმპლანტოლოგიაზე:

✅ ცირკონის გვირგვინი — 250₾ (350₾ ნაცვლად)
✅ მეტალოკერამიკული გვირგვინი — 140₾ (180₾ ნაცვლად)
✅ დენტალური იმპლანტაცია — 750₾ (900₾ ნაცვლად)

📍 მისამართი: თბილისი, ურეკის ქუჩა N15;
📞 დაჯავშნე ვიზიტი: 032 270 27 02;
📆 აქცია ძალაშია 30 ივლისამდე.

✨ ევროპული ხარისხი — თანამედროვე ტექნიკა და გამოცდილი გუნდი

➡️ დაგხვდებით თბილისში — კლინიკა „ულტრამედი“ 💙

👩🏻‍⚕️ გაიცანით კლინიკა "ულტრამედი"-ის ოჯახის ექიმი და პედიატრი ნინო ნიკოლაიშვილი.✅პაციენტის სრული გამოკვლევა;✅სამკურნალო...
04/07/2025

👩🏻‍⚕️ გაიცანით კლინიკა "ულტრამედი"-ის ოჯახის ექიმი და პედიატრი ნინო ნიკოლაიშვილი.

✅პაციენტის სრული გამოკვლევა;
✅სამკურნალო და პროფილაქტიკური რეკომენდაციების გაწევა;
✅ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების დაგეგმვა;
✅საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ექიმ-სპეციალისტთან გადამისამართება.

📞 032 2 702 702;
📍 თბილისი, ურეკის ქუჩა N15.

👩🏻‍⚕️ გაიცანით კლინიკა ულტრამედის ექიმი კარდიოლოგი ლილი ქურციკაშვილი.🔹 კარდიოლოგიური პათოლოგიების დროული დიაგნოსტიკა და ...
20/06/2025

👩🏻‍⚕️ გაიცანით კლინიკა ულტრამედის ექიმი კარდიოლოგი ლილი ქურციკაშვილი.

🔹 კარდიოლოგიური პათოლოგიების დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია;
🔹 გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობა.

📍 მისამართი: თბილისი, ურეკის ქუჩა N15
📞 დაჯავშნე ვიზიტი: 032 270 27 02

📣 კლინიკა "ულტრამედი"-ში ვაკანსიები გვაქვს 👇🏻🔹ბავშვთა ენდოკრინოლოგი;🔹ნევროლოგი;🔹ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგი;🔹ალერგოლოგ...
18/06/2025

📣 კლინიკა "ულტრამედი"-ში ვაკანსიები გვაქვს 👇🏻

🔹ბავშვთა ენდოკრინოლოგი;
🔹ნევროლოგი;
🔹ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგი;
🔹ალერგოლოგი.

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - Cv@ultramedi.ge.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კლინიკიც ცხელ ხაზზე 👇🏻
☎️ 032 2 702 702;
📍 თბილისი, ურეკის ქუჩა N15.

Address

ურეკის ქუჩა 15
Tbilisi
0178

Opening Hours

Monday 10:00 - 17:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 01:01 - 13:00

Telephone

+995322702702

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ულტრამედი სამედიცინო ცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ულტრამედი სამედიცინო ცენტრი:

Share

Share on Facebook Share on Twitter Share on LinkedIn
Share on Pinterest Share on Reddit Share via Email
Share on WhatsApp Share on Instagram Share on Telegram